საერთაშორისო მიმოხილვა. 25 აპრილი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 25 აპრილი. 2023 წელი

მოსალოდნელია, რომ დღეს აშშ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გააკეთებს განცხადებას 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ.

ბაიდენი 81 წლისაა. უამრავი სამედიცინო კვლევის შედეგად (ამერიკის პრეზიდენტები კანონით(!) არიან ვალდებულნი 6 თვეში ერთხელ ჩაიტარონ გამოკვლევა) იგი სრულებით ჯანმრთელია. მცირე პაპილომა ხელზე კეთილთვისებიანი აღმოჩნდა.

მაგრამ 81 წელი მაინც......

ანუ 2024 წელს უკვე 82 წლის იქნება, ხოლო როცა მისი მეორე საპერზიდენტო ვადა ამოიწურება (თუ აირჩიეს) 86 წლისა!

ასაკი მაინც ასაკია.

თუმცა ექსპერტები აღნიშნავენ, რომ `დემოკრატიულ პარტიაში` არ ჩანს სხვა კანდიდატი, რომელიც რესპუბლიკელი დონალდ ტრამპის დამარცხებას შეძლებს.

ბაიდენი განასახიერებს `ანტიტრამპიზმს`.

აქ კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერსო მომენტია: ამერიკაში არსებული ტრადიციით, როდესაც პრეზიდენტი ხელმეორედ იყრის კენჭს, უმრაველს შემთხვევაში, როგორ წესი, იგი არჩევნებზე გადის იმავე ვიცე-პრეზიდენტთან ერთად.

ბაიდენის ვიცე პრეზიდენეტია ქალბატონი კამალა ჰარისი. პირველი ფერადკანიანი ქალი ამ პოსტზე, რომელსაც აქვს შანსი, პრეზიდენტი გახდეს თუ.....ხანშიშესული ბაიდენის ჯანმრთელობა, რბილად თუ ვიტყვით, მოულოდნელად გართულდა.

ვიმეორებ: ასაკი მაინც ასაკია, რასაც არ უნდა აჩვენებდნენ ანალიზები და კვლევები.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკული მეინსტრიმული მედია, ამერიკის სპეცსამსახურებში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 2023 წლის 24 თებერვალს, ანუ პუტინის აგრესიის დაწყების წლისთავზე, უკრაინის არმია გეგმავდა მასირებულ სარაკეტო დარტყმას მოსკოვსა და ნოვოროსიისკზე.

ეს იქნებოდა შურისძიების აქტი აგრესიისთვის.

თუმცა უკრაინის ხელისუფლებას ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა სთხოვა ამ დარტყმისგან თავი შეეკავებინა, რადგან პასუხად, შესაძლოა რუსეთს ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოეყენებინა, რითაც პუტინი ხშირად იმუქრება.

როგორც ჩანს ამგვარი გეგმა უკრაინის ხელისუფლებას ნამდვილად ჰქონდა.

`ჰქონდა` ნიშნავს, რომ აქვს დღესაც, რაკი მოსკოვიც - მოსკოვია და ის რაკეტებიც არსებობს.

მათი ნაწილი დასავლეთის მიწოდებულია, თუმცა არის მეორე ნაწილი, რომელიც უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსმა შექმნა.

ბევრ დამკვირვებელს აღუნიშნავს, რომ რუსეთი მანამ არ შეწყვეტს ომს, სანამ რუსეთის მოსახლეობა, პირველ რიგში მოსკოვის და პეტერბურგის მოქალაქეები, არ იგრძნობენ ომის საშინელებას. და არ მიხვდებიან, რომ შეუძლებელია მეზობელ ქვეყანას შენი სახელმწიფო ანადგურებდეს, შენ კი ისე აგრძელებდე ცხოვრებას ჩვეულებრივ, მშვიდად, ბედნიერად,  ვითომც არაფერი და შენს ცხოვრებაში საერთოდ არაფერი იცვლებოდეს.

თუმცა.... ერთია სამხედრო მიზანშეწონილობის გათვლა და მეორე ბირთვული ომის საფრთხე.

 

. . . . . . . . . . . . . . . . .

ევროკავშირმა და იაპონიამ უარყვეს უკრაინის მოთხოვნა, მთლიანად შეწყვიტონ ნებისმიერი პროდუქციის მიწოდება რუსეთისთვის.

დასავლეთის პოზიციაა, რომ წამლებისა და საკვების ექსპორტს რუსეთში იგი არ შეწყვეტს არც ერთ შემთხვევაში.

`საკვებში` იგულისხმება ასევე მცენარეული თესლები და ბიომასალები, რაც რუსეთში გამოიყენება ცხოველთა გამოსაკვებად სახელმწიფო და კერძო ფერმებზე ანუ, საბოლოო ანგარიშით, ეს მასალებიც `საკვებია`.

ამ გადაწყვეტილებას და პოზიციას კომერციული შინაარსი თითქმის  არა აქვს; დასავლეთისთვის ბევრად წამგებიანი იყო ელიტური, პრემიუმ კლასის  ავტომანქანების ექსპორტის აკრძალვა რუსუეთში. მაგრამ ის გადაწყვეტილება მიიღო მიუხედავად ფინანსური დანაკარგისა.

ასევე ძალიან წამგებიანი იყო საკვები დელიკატესების (ვთქვათ ყველ პარმეზანის) ექსპორტის აკრძალვა, თუმცა ეს გადაწყვეტილებაც მიიღო დასავლეთმა;

 და სხვა უამრავი ასეთივე მაგალითის მოყვანა შეგვიძლია.

ოღონდ.....  მასობრივი (!) საკვებისა და წამლების ექსპორტის აკრძალვა ეწინააღდმეგება დასავლური ცივილიზაციის ჰუმანისტურ ბუნებას.

ამას შესაძლოა ეთანხმებოდე, არ ეთანხმებოდე, მაგრამ მოცემულობაა!

ერთია მიკროჩიპები და სულ სხვაა ბიომასალა ან ის სათესლე მასალა, რასაც რუსეთის უნიჭო და აგრესიული ხელისუფლება ათეულობით მილიონი რუსის გამოსაკვებად აუცილებელი საჭმელის დასამზადებლად იყენებს.

დასავლეთის ამგვარი დამოკიდებულება არ შეიცვლება არავითარ შემთხვევაში, რადგან ეს ცივილიზაციური კოდია.

ნიშანდობლივია, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ამერიკის წყალობით (ანუ ამერიკასთან დამარცხების წყალობით), იაპონიაც იმავე ცივილიზაციური კოდის მატარებელი გახდა.

თორემ იმ ომის განმავლობაში იაპონიის სახელმწიფოს რომ სამხედრო დანაშაულებები აქვს ჩადენილი ჩინელების, კორეელების და სხვათა წინააღმდეგ, გერმანელ ნაცისტებსაც შეშურდებოდათ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

ყაზახეთის ხელისუფლებამ გააუქმა სამხედრო აღლუმი 9 მაისს, რაც ყოველწლიურად ტარდებოდა ე.წ. `დიდ სამამულო ომში საბჭოთა ხალხის გამარჯვების` აღსანიშნავად.

ყაზახეთის ყოვეწლიურად ატარებდა ამ აღლუმს და ამით უდასტურებდა ლოიალობას მოსკოვს.

ახლა კი, ყაზახეთმა, ამ ძალიან მნიშვნელოვანი დემარშით უთხრა მოსკოვს, რომ მისდამი მორჩილების ეპოქა დასრულდა და ყაზახებს აღარ მიაჩნიათ თავი ყოფილი `საბჭოთა ხალხის` ნაწილად.... ანუ აღარ იზეიმებენ 9 მაისს რუსეთთან ერთად მაშინ, როდესაც მთელი მსოფლიო ნაციზმზე გამარჯვების დღეს აღნიშნავს 8 მაისს და არა 9 მაისს.

ყაზახეთის პრეზიდენტმა კასიმ ჟომარტ ტოკაევმა ამით კიდევ ერთხელ გააწნა სილა პუტინს.

აღარ ერიდებიან ყაზახური ელიტები ამგვარი `სილის გაწვნას`, რადგან უკრაინის წინააღდმეგ აგრესიამ, გაძლიერების ნაცვლად, რუსეთი ყველა მიმართულებით დაასუსტა.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუპერტ მერდოკის TV Fox-news-მა `გაუშვა` ცნობილი სკანდალისტი ტელეწამყვანი ტაკერ კარლსონი, რომელიც გამოირჩეოდა არა მხოლოდ და არა იმდენად ამერიკის მოქმედი ადმინისტრაციის კრიტიკით, რამდენადაც ამერიკის პოლიტიკის კრიტიკით უკრაინის და რუსეთის მიმართ.

ფაქტიურად ისე გამოდიოდა, რომ ამერიკა არ უნდა დაეხმაროს უკრაინას და არ უნდა დაუპირისპირდეს პუტინს.

ნიშანდობლივია, რომ ტაკერ კარლსონი `გაუშვეს` მას შემდეგ, რაც მერდოკის FOX-მა 787 მილიონი დოლარის ჯარიმა გადაუხადა საარჩევნო ხმის დამთვლელი სისტემის მომსახურე კომპანიას Dominion Voting system.

თვითონ კარლსონი დუმს და კომენტარს არ აკეთებს.

სავარაუდოდ, მერდოკმა მას მრავალმილიონიანი ფინანსური კომპენსაცია არგუნა გაჩუმების სანაცვლოდ.

. . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთში მარაზმატული რეჟიმი სულ უფრო ღრმად ეფლობა საკუთარ არსში: მოსკოვის `სასამართლომ` 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა მოსკოვის პოლიციის სამმართველოს მაღალჩინოსანს,  სერგეი კლოკოვს იმის გამო, რომ სატელეფონო საუბრისას `სიგიჟე` უწოდა უკრაინის ომს.

როგორც ჩანს პუტინს ძალიან ეშინია, რომ ამ ომით იმედგაცრუება მას ძალისმიერ სტრუქტურებს ჩამოუშლის და ამიტომაც მიმართავს ამგვარ რეპრესიებს.

. . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება `მასათა მძვინვარება` იმ ხელშეკრულების გამო, რომელსაც სეპარატისტთა იუსტიციის მინისტრმა სერგეი ბარციცმა მოაწერა ხელი და ითვალისწინებს რუსეთის სასამართლოთა გადაწყვეტილების აღასრულებას აფხაზეთის ტერიტორიაზე და აფხაზეთის სასამართლოთა გადაწყვეტილების აღსრულებას რუსეთის ტერიტორიაზე.

თავდაპირველად რუსებს უნდოდათ ეს `ჰარმონიზაცია` სისხლის სამართლის კოდექსზეც გაევრცელებინათ, რაკი აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ ბევრი ვინც რუსეთში სჩადის დანაშაულს, მერე გარბის აფხაზეთში და იქ აღმოაჩნდება აფხაზური პასპორტი.

თუმცა ამაზე აფხაზებმა სასტიკი უარი თქვეს.

ისინი იძულებულნი გახდნენ დათანხმებოდნენ მოსკოვის მეორე, ბევრად პრინციპულ მოთხოვნას, რომ აფხაზეთი ვალდებულია აღასრულოს ეკონონიკური დავების თაობაზე რუსეთის სასამართლოთა გადაწყვეტილებები.

მოსკოვი ამას პრინციპულად მოითხოვდა, რაკი უამრავი რუსი ე.წ. `ინვესტორი`, ბოდიში ჟარგონისთვის `გადააგდეს` აფხაზეთში: წაართვეს ფული, ისინი მიდიოდნენ რუსეთში, ჩიოდნენ სასამართლოებში, რუსულ სასამართლოებს გამოჰქონდათ გადაწყვეტილებები, თუმცა აფხაზეთის ხელისუფლები ნაივურად შლიდნენ ხელებს: ``ჩვენ ხომ დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართ....განა თქვენ არ სცანით ჩვენი სახელმწიფოებრივი დამოუკიდიბლობაააა?.....ამიტომ ჩვენ ჩვენი სასამართლოები გვაქვს და.....``

ბოლოს მოსკოვი დაემუქრა სეპარატისტებს, რომ საერთოდ შეუწყვეტდა ფინანსურ დახმარებას, თუ ამ ხელშეკრულებას არ გააფორმებდა.

იძულებული გახდნენ ხელი მოეწერათ, თუმცა ახლა მიმართეს ჩვეულ ტექნოლოგიას, რაც ბევრჯერ აღმიწერია მიმოხილვაში:

ანუ...... ჯერ მოაწერეს ხელი დოკუმენტს, შემდეგ აფხაზურ მედიაში განზრახ `გაუშვეს` ინფორმაცია ამის შესახებ ....... ატყდა ამბავი........ ოპოზიციამ და ოპოზიციურად განწყობილმა საზოგადოებამ ხელისუფელბა დაადანაშაულა `ეროვნული ინტერესების გაყიდვაში`........ ხელშეკრულება მიდის აფხაზეთის `პარლამენტში` და იქ, ოპოზიციის მოთხოვნით, საკითხი უსასრულოდ გადაიდება.

არ `ჩააგდებენ` საბოლოოდ, რათა მოსკოვთან `სათქმელი` ჰქონდეთ, რომ საკითხი `მხოლოდ გადადებულია`, თუმცა ეს `გადადება` უსასრულოდ გაგრძელდება, ხოლო სეპარატისტები გააგრძელებენ იმ იდიოტი კრასნოიარსკელი ან ნოვოსიბისრკელი `ინვესტოირების` ძარცვა/გადაგდებას, ვინც გადაწყვეტს `ინვესტირებას` ამ ბანდიტურ ტერიტორიაზე - `დამოუკიდიებელ სახელმწიფოს` რომ ირქმევს თავხედურად.