საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ოქტომბერი. 2024 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 24 ოქტომბერი. 2024 წელი.

ამერიკაში საარჩევნო კამპანია კულმინაციას უახლოვდება.

ნებისმიერი სოციოლოგი დაელექტორალური სპეციალისტი“ გეტყვით, რომ გადამწყვეტია ბოლო 2 კვირა, 10 დღე!

ყველა ქვეყაანში ასეა.

როგორც ჩანს სწორედ ამითაა განპირობებული, რომდემოკრატებმამძიმე არტილერია გამოიყვანეს ასპარეზზე.

მძიმე არტილერია“ კი, ასეთ სიტუაციაში, ნებისმიერ ქვეყანაში არის .. Insider ან, როგორც ხშირად უწოდებენ Whistleblower  ესე იგი  ადამიანი, ვინცშიგნიდანაფეთქებს მტრის ბანაკს (ჰარის-ტრამპის დაპირისპირებას უკვე ნამდვილადმტრობაჰქვია და არა უბრალოდ პაექრობა) და გამოაქვს ისეთი ინფორმაციაშიგნიდან“, რაც მნიშვნელოვან საარჩევნო არგუმენტად ანუსათქმელადიქცევა.

ამჯერად Insider გახდა პრეზიდენტ ტრამპის  ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი (2017-2019წწ), გენერალი John Kelly

 გუშინ, სენსაციურ ინტერვიუში გენერალმა კელლიმ თქვა, რომ მასთან საუბარში დონალდ ტრამპი აქებდა ჰიტლერს: ამბობდა, რომ ჰიტლერმა, თურმებევრი კარგი საქმეც() გააკეთადა რაც მთავარია, ეუბნებოდა, რომ მას ისეთივე გენერლები სჭირდება, როგორიც ჰიტლერს ჰყავდა.

ბუნებრივია, კამალას გუნდი ამ სენსაციას მაშინვე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ტრამპს ისეთი გენერლები სჭირდება, რომლებიც პირადად მას დაეხმარებიან დიქტატურის დამყარებაში და არ დაემორჩილებიან ამერიკის კონსტიტუციას.

ზოგადად უნდა ითქვას, რომ დონალდს ამერიკელ გენერლებშიარ გაუმართლა“, ანუ ძალიან ბევრი ყოფილი სამხედრო შემოიყვანა თავის გუნდში 2015 წლიდან, თუმცა ამერიკელ სამხედროებს გენებში აქვთ (ასე აღზარდეს) კონსტიტუციის პატივისცემა.

ამის მაგალითია არა მხოლოდ საზღვაო ფეხოსანთა გენერალი კელლი, არამედ გენერალი-ლეგენდა, ჯეიმს მატისი (ზედმეტსახელადცოფიანი ძაღლი“), რომელიც ტრამპმა თავდაცვის მდივნად (მინისტრად) დანიშნა, თუმცა ახლა ისიც ძალიან მწარედ აკრიტიკებს ყოფილ ბოსს.

ამ სკანდალს მრავალი გამოხატულება აქვს. ერთ-ერთი კიდევ ისაა, რომ ამერიკის ზემძლავრი ებრაული Community გაგიჟებულია: ეს რამ ათქმევინა, - ჰიტლერი როგორ შეაქოო.

ტრამპმა იერუსალიმი კი აღიარა ისრაელის დედაქალაქად, მაგრამ ჰიტლერის ნებისმიერ (!) კონტექსტში დადებითად მოხსენიებაწითელი ხაზია“.

ნეთანიაჰუ და ისრაელის ელიტები ახლა ამას განსაკუთრებულ ყურადღებას არ მიაქცევენ სამკვდრო-სასიცოცხლო ომის დროს, რაკი იციან, რომ დონალდ ტრამპი ნებისმიერ შემთხვევაში მათი მოკავშირე იქნება ირანის წინააღმდეგ, რომელიც ებრაელობას ისეთივე საფრთხეს უქმნის სინამდვილეში, რასაც ჰიტლერი უქადდა, მაგრამ.....ამერიკის ებრაული საზოგადოებისაღქმაესოდენუტილიტარულიდა პრაგმატული ვერ იქნება - გულს ატკენდათ ტრამპის განცხადება და ეს გარკვეულ ზეგავლენას ნამდვილად მოახდენს არჩევნების შედეგზე.

ისევე, როგორც ტრამპის კამპანიის დაფინანსებაზე ამერიკის ებრაული ელიტების მხრიდან.

 

5 ნოემბერს ამერიკაში არა მხოლოდ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება, არამედ კონგრესის არჩევნები.

მათ შორის 435 კონგრესმენისა („წარმომადგენელთა პალატის“ წევრის) და სენატორთა მესამედის.

სულ 100 სენატორია, მოგეხსენებათ.

წინასწარი მონაცემებით, სრულებით შესაძლებელია მოხდეს ისე, რომ სენატი,