საერთაშორისო მიმოხილვა. 22 თებერვალი. 2022 წელი
თემა: პუტინმა აღიარა ე.წ. `დონბასის რესპუბლიკათა` დამოუკიდებლობა
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ, პუტინი გამოვიდა დიდი სიტყვით, რომლითაც ცდილობდა დაესაბუთებინა, რომ რომ თურმე `ლენინმა` შექმნა უკრაინა, თორემ უკრაინას არსებობის არანაირი უფლება და საფუძველი არ გააჩნია.
ამის შემდეგ ის შეხვდა ე.წ. `დონეცკის` და ლუგანსკის` მეთაურ კლოუნებს, აღიარა მათი დამოუკიდებლობა და ხელი მოაწერა ამ `რესპუბლიკებთან` ხელშეკრულებას სამხედრო დახმარების შესახებ, რის საფუძველზეც დონბასზე გუშინ ღამით უკვე უფიციალურად შევიდა რუსული არმია - კერძოდ, ათამდე ბატალიონ ტაქტიკური ჯგუფი, ანუ ათი ათასამდე სამხედრო, უახლესი იარაღით.
ჯერ ჯერობით მოსკოვში აცხადებენ, რომ სცნეს ეს ე.წ. `რესპუბლიკები` ამჯამინდელ საზღვრებში, ანუ იმ საზღვრებში, რასაც ამ მომენტისთვის აკონტროლებენ სეპარატისტები. თუმცა, არ არის გამორიცხული, რუსულმა არმიამ საბაბად გამოიყენოს საპასუხო ცეცხლის გახსნა სეპარატისტების წინააღმდეგ და იმ საბაბით, რომ დონეცკში თუ ლუგანსკში იღუპებიან მშვიდობიანი მოქალაქეები, დაიწყოს შეტევა უკრაინის დანარჩენ ტერიტორიაზე. საამისოდ, უკრაინის გარშემო, მათ შორის ბელორუსეთის მხრიდან უკვე კონცენტრირებული 100 ბატალიონ-ტაქტიკური ჯგუფი, სტრატეგიული ავიაცია, ფლოტი და სტრატეგიული სარაკეტო იარაღი.
ახლა რუსული არმია აკონტროლებს დონეცკის ოლქისა და ლუგანსკის ოლქის დაახლოებით ნახევარს (ნახევარზე ნაკლებს). ამ ოლქების ნახევარზე მეტი კვლავიონდებურად უკრაინის კონტროლ ქვეშაა.
თუმცა პუტინმა გუშინ შემთხვევით არ ახსენა `ნოვო როსსია` ანუ უკრაინის მთელი აღმოსაველთი და ზღვისპირეთი, რაც მისი თქმით, ლენინმა აჩუქა უკრაინას.
ანუ პუტინი ამ გზით აგრძელებს დასაველთის შანტაჟს, რათა მიაღწიოს იურიდიულად აუცილებელი დოკუმენტის ხელმოწერას, რომ უკარინას და საქართველოს (რომელიც პუტინმა სწორედ ამ კონტექსტში ახსენა) არასდროს მიიღონ ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში.
მნიშვნელოვანი და ნიშანდობლივია, რომ როდესაც რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, დიმიტრი მედვედევი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონთა აღიოარებას უწერდა მხარს გუშინდელ ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე, საინტერესო რამ თქვა: `დასავლეთი იყვირებს, იყვირებს და ადრე თუ გვიან ახალ რეალიებს შეუროგდება ზუსტად ისე, როგორც 2008 წელს ჩვენს მიერ აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` აღიარების შემდეგ ბევრი იყვირეს, მაგრამ არანაირი მძიმე სანქციები არ შემოუღიათ და ახალი რეალობა მიიღესო``
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
შავი კომედიაა, რომ პუტინმა `მშვიდობისმყოფელები` უწოდა რუსულ არმიას, რომელიც დონბასზე შეიყვანა. როგორც 2008 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამშაბათს გამთენიას მიმართა ერს და თქვა, რომ უკრაინას `არავისი არაფერი მართებს და არავის არაფერს დაუთმობსო`. მან მოუწოდა დასავლეთს, გადადგას `მკაფიო ნაბიჯებიო`. ჯერ-ჯერობით, პრეზიდენტმა ბაიდენმა საკუტარი ბრძანებულებით აკრძალა ნებისმიერი ტანამშრომლობა იმ რუსულ კომპანიებთან, რომლებიც დონბასზე არიან რეგისტრირებულნი ან დონბასთან თანამშრომლობენ.
თუმცა ეს შესაძლოა პირველი ნაბიჯია. მით უმეტეს, თუ რუსული აგრესია გაღრმავდა და სხვა ტერიტორიები მოიცვა.
თუმცა ზელენსკი სულ ამას ეხვეწებოდა დასავლელ მოკავშირეებს, რომ თუ სურთ რსუეთის შეკავება, ჯერ კიდევ აგრესიამდე უნდა დაადონ საქნციები, თორემ მერე გვიან იქნებაო.
არ დაუჯერეს.
ახლა ელიან, რომ რუსი ე.წ. `მშვიდობიშმყოფლები` დნეპრს, კიევს, ხარკოვს, მარიუპოლს, ოდესას შეუტევენ და ეგება მერე გაამკაცრონს საქნციები.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთმა დაგმო უკრაინის გახლეჩა და ლუგანსკ-დონბასისი (ლუგანდონის) დამოუკდიებლობის აღიოარება. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ევროპა-ამერიკის რეაქცია მოსალოდნელი იყო, ხოლო თუქრეთისა - ეჭვს იწვევდა. თუმცა ერდოღანმა ეს ეჭვები გააქარვა.
თვით სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმაც კი თქვა: პუტინის გადაწყვეტილება სერბეთს მძიმე მდგომარეობაში აგდებს, რადგან რაღა ვუთხრათ იმ ქვეყნებს, ვინც კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარაო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა დაიწყო უცხოური ვალუტის (ქეშის) აკუმულირება მთელი მსოფლიოდან. იგულისხმება დოლარი, ევრო, შვეიცარიული ფრანკი, ბრიტანული გირვანქა და იაპონური იენა.
ეს პუტინის ბრძანებით კეთდება იმიტომ, რომ დასავლეთმა შესაძლოა შემოიღოს სანქციები და აუკრძალოს რუსეთს ამ ვალუტებში ოპერირება. თუმცა `ქეშის` ანუ ცოცხალი ფულის კუპიურების აკრძალვა თითქმის შეუძლებელია. თუ რუსულ ბანკებს რუსეთის ტერიტორიაზე ეს ქეში ექნებათ, ისნი შეძლებენ ქეშის გაცემას რსუეთის მოქალაქეებისათვის რსუეთის ტერიტორიაზე (მათ შორის ბანკომატებიდან), რათა მათ უცხოეთში ისარგებლონ ამ ქეშით. ლაპარაკია როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებზე.
საუბარია დაახლოებით 10 მილიარდი დოლარის `ქეშზე`, რომელიც რუსეთის ცენტრობანკმა მხოლოდ დეკემბერში შემოიტანა, როდესაც პუტინმა, როგორც სჩანს, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება უკრაინსი წინააღდმეგ აგრესიის შესახებ.
`ქეში` ტანამედროვე მსოფლიოში გადამწყვეტი ფაქტორი არ არის. ოღონდ არ არის მხოლოდ მანამ, სანამ აშშ და ევროკავშირი არ დაბლოკავენ მათ მიერ ემინირებულ პლასტიკურ ბარათებს და არ აკრძალავენ ტრანზაქციებს დოლარში, ევროში, ფრანკში და იენაში. თუ ამგვარი ოპერაციები აიკრძალება, მაშინ `ქეში` სასიცოცხლოდ აუცილებელი ხდება.
10 მილიარდი დოლარის `ქეში` ერთი შეხევდვით ბევრი არ არის. მაგრამ არც ცოტაა: სინამდვილეში` ქეში` მსოფლიო ეკონომიკაში არც ისე ბევრი ბრუნავს. ძირტითადი მასა მაინც ელექტრონული ანგარიშსწორებით მოძრაობს. `ქარალდის ფული` (ვიმეორებ) მსოფლიოს ეკონომიკაში არც ისე ბევრია.
პუტინი იმისთვისაც კი მზადაა, რომ რუსეთის ეკონომიკურმა სუბიექტებმა მთელს მსოფლიოში `ჩემოდნებით ათრიონ ქეში` თუკი ტრანზაქციები აეკრძალებათ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
პუტინის გუშინდელ გამოსვლაში, რომლითაც მან `დაასაბუთა` (ბრჭყალებში რასაკვირველია) უკრაინის ტერიტორიათა ანექსიისა და უკრაინული სახელმწიფოებრიობის საბოლოო განადგურების `აუცილებლობა`, განსაკუთრებით საინტერესო გამოდგა მისი `ისტორიოსოფიური` ნაწილი.
მოკლედ თუ ვიტყვით, პუტინმა განაცხადა, რომ ისტორიულ დისკუსიაში, რაც ე.წ. `საბჭოთა კავშირის` კონსტრუირებისას გაიმართა იოსებ სტალინსა და ვლადიმერ ლენინს შორის 1922 წელს, სტალინი გამოდგა ისტორიულად მართალი, ხოლო ლენინი, ისტორიულად არათუ მტყუანი, არამედ ისტორიულად დამნაშავე რუსეთის წინაშე!
შეგახსენებთ: როცა რუსმა ბოლშევიკებმა ყოფილი რუსეთის იმპერიის ტერიტორიაზე თითქმის ყველგან აღმართეს `წითელი დროშა`, ერთმანეთს შეეჯახა ახალი სახელმწიფოს ორი კონცეპტი:
სტალინის კონცეპტი გულისხმობდა ყოფილი იმპერიის პროვინციათა `ავტონომიის` სტატუსით შესვლას რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის (РСФСР) შემადგენლობაში (აი, როგორც თათრეთი ან ყალმუხეთი თუ ჩეჩნეთია დღეს რუსეთის ფედერაციის შემადგენლოაბში), ხოლო ლენინის კონცეპტით, უნდა გაფორმებულიყო `სამოკავშირეო ხელშეკრულება` მოკავშირე რესპუბლიკებს` შორის.
პუტინმა კი თქვა `საბოლოოდ ლენინის კონცეპტმა გაიმარჯვა და ამან დაღუპა ისტორიული რუსეთიო`, თუმცა ასე მარტივადაც არ არის საქმე რასაკვირველია, როგორც ყაენი ცდილობს წარმოაჩინოს.
ლენინს თავისი არგუმენტები ჰქონდა, რომელთაგან მთავარი ის იყო, რომ `ავტონომიზაციის` სტალინური გეგმის განსახორციელებლად აუცილებელი გახდებოდა სხვა ელიტათა განადგურება: ანუ ყაზახი ბოლშევიკების, უკრაინელი ბოლშევიკური ელიტების, ქართველი ბოლშევიკური ელიტების (ბუდუ მდივანი და მისი `ნაციონალ-უკლონისტები`) და ასე შემდეგ.
ლენინს ეს არამიზანშეწონილად მიაჩნდა და სტალინს ეუბნებოდა: `ახალ სამოქალაქო ომს ნუ დავიწყებთ უკვე ბოლშევიკებს შორის ეროვნული ნიშნით, ნუ მივაქცევთ სტატუსს განსაკუთრებულ ყურადღებას - რა მნიშვნელობა აქვს...... `А куда они денутся то....`
პუტინის თქმით სწორედ ამ მიდგომამ დაანგრია ისტორიული `დიდი რუსეთი`, რაკი მოკავშირე რესპუბლიკებს ლენინმა სსრკ-დან გასვლის უფლება მისცაო.
დიდი თემაა და მხოლოდ იმას ვიტყვი კიდევ მოკლედ, რომ იმ ისტორიულ დისკუსიაში მესამე ფიგურანტიც იყო: ლევ ტროცკი, რომელიც უფრო ლენინს ეთანხმებოდა შემდეგი არგუმენტით: `მართლა რა მნიშვნელობა აქვს რა ერქმევათ, როდესაც სულ მალე შეიქმნება `მსოფლიო საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა კავშირი` მთელს პლანეტაზე (Всемирный Союз Советских Социалистичесских Республик - ВСССР).
სტალინი კი ხვდებოდა (იმ ჩლუნგ ფანატიკოსთან შედარებით ბევრად პრაგმატული და ნათელი გონება ჰქონდა): ტროცკის ВСССР ერთი დიდი სისულელე იყო და სხვა მიზნები უნდა დაესახა იმ ისტორიულ ეპოქაში: `მოსკოვური დერჟავას` აღდგენისა - მისი მოდერნიზაციის გზით.
დიდი ხნის შემდეგ, 1988 წლიდან, გორბაჩოვმა და ანატოლი ლუკიანოვმა, რომელიც გორბაჩოვისეული Перестройка-ს მთავარი იდეოლოგი იყო (სწორედ ეს ძალიან ჭკვიანი და ცბიერი ადამიანი იყო სინამდვილეში Перестроика-ს ნამდვილი იდეოლოგი და არა იაკოვლევი, მით უმეტეს შევარდნაძე) `ავტონომიზაციის` სტალინისეული კონცეპტის აღდგენა-განხორციელება სცადეს ოღონდ სისტემური მოდიფიკაციით ანუ ახალი სტრუქტურული ტექნოლოგიით:
`მოკავშირე რესპუბლიკების` გათანაბრებით მათ ავტონომიებთან ისე, რომ ნაცვლად 15 `მოკავშირე რესპუბლიკისა`, დაფუძნებულიყო 50 თანასწორუფლებიანი `მოკავშირე რესპუბლიკა`!!
აქვე: ........ რაც საქართველოს 4 ნაწილად გაყოფას ნიშნავდა სსრკ შემადგენლობაში!
ფაქტობრივად, ეს იყო `მოსკოვური დერჟავას` მოდერნიზაციის ახალი პროგრამა, რომელიც ვერ განხორციელდა სწორედაც `მოკავშირის` სტატუსის მქონე ნაციონალურ ელიტათა ღია თუ ფარული წინააღდმეგობის გამო და ახლა პუტინი ცდილობს მის აღდგენას, ანუ `მოსკოვური დერჟავას` აღორძინებას 1945 წლის საზღვრებში, მინუს ბალტია.