საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მარტი 2022 წელი
პრეზიდენტმა ბაიდენმა წარმოთქვა თავისი პირველი სიტყვა კონგრესში `ქვეყნის მდგომარეობის შესახებ`. ამერიკელები ამას უწოდებენ State of The Union.
უმკაცრესი კრიტიკით პუტინის მიმართ.
უკრაინის ელჩი მიწვეული იყო საპატიოს სტუმრად ამ გამოსვლაზე და პირველი ლედის გარემოცვას შეუერეთდა, როგორც განსაკუთრებული მეგობარი.
ბაიდენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო გამოძიებას დაიწყებს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგ.
ეს მნიშვნელოვანი განცხადებაა, რაკი საქმე ეხება არა მხოლოდ ამერიკის ტერიტორიაზე ან ამერიკის მიმართ ჩადენილ ფინანსურ მაქინაციებს თუ სხვა დანაშაულებებს, არამედ დედამიწის ნებისმიერ წერტილში.
ამერიკული გამოძიება საქმეების აღძრავეს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კორუმპირებული რუსი ოლიგარქები (ისინი ყველანი კორუმპირებულნი არიან) იყენებენ დოლარს! არადა ყველგან ყოველთვის იყენებენ. ამიტომ, ამერიკის კანონმდებლობით, თუ რუსი ოლიგაქრი ვთქვათ მოზამბიკიდან - გვატემალაში განახორციელებს საეჭვო ან უკანონო ტრანზაქციას, სულაც რომ არ ეხებოდეს ამერიკას, ამერიკის ჩვეულებრივ` საგრაფოს სასამართლოს` აქვს იურიდიული უიფლება მის წინაარმდეგ საქმე აღძრას, რაკი ამერიკის შეუვალ საკუთრებას - დოლარს იყენებს.
ასევე, ამერიკის საბანკო სისტემას იყენებს, რადგან დოლარს სხვაგვარად ვერ გადარიცხავ - მხოლოდ `ფედ-რეზერვის` გავლით.
კიდევ უფრო მეტი: `ჩემოდნით` რომ გადაიტანონ დოლარი და ქეშით გააკეთონ კორუფციული საქმე, ესეც ხვდება ამერიკული სასამართლოს, ასევე FBI-ს იურისდიქციაში და უარესიც (რუსი ოლიგარქებისთვის): თუ FBI-მ ან ამერიკის საგადასახადომ დაადგინა კორუფცია თვით რუსეთის ტერიტორიაზეც კი (დოლარის გამოყენებით), ამერიკულ გამოძიებას ამ შემთხვევაშიც შეუძლია საქმე აღძრას - მიუხედავად იმისა, რუსეთის კორუმპირებული მთავრობა `წილშია` თუ არა, ანუ თვითონ იძიებს თუ არა.
ამ ინსტრუმენტს ამერიკა დღემდე არ იყენებდა, თუმცა ახლა გამოიყენებს, რაკი პუტინმა ყველა წითელი ხაზი გადალახა და ბოლოს ამერიკას ბირთვული იარაღითაც კი დაემუქრა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გენიალურმა ამერიკულმა Apple რუსეთში მუშაობა შეაჩერა და გაყიდვები შეწყვიტა. Samsung-ზე კი გადავლენ რუსები, მაგრამ კორეა ამერიკის მოკავშირეა და......სეულში ძალიან კარგად იციან, ვინ ამარაგებს შიზოიდურ ჩრდილო კორეას `სკად`-ის ბალისტიკური რაკეტებით.
ანუ რუსები შეიძლება დარჩნენ რუსული მობილურის ამარა, რომელსაც ქვია `იო-მობილ` და კილოგრამს იწონის. ორი ეკრანი აქვს, - წინა და უკანა - რაც სრული იდიოტიზმია. თუმცა ეს `იო-მობილი`- ც დასავლურ კომპონენტებზე და ნანო-ტექნოლოგიებზე ეწყობა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (სოკ) სპორტულ ფედერაციებს მიმართა რეკომენდაციით, განიხილონ აბსოლუტურად ყველა შეჯიბრებიდან რუსეთის მოხსნის და რუსი სპორტსმენების მონაწილეობის საკითხი. უკვე ლაპარაკია არა მხოლოდ რუსეთის დროშით და ჰიმნით მონაწილეობის აკრძალვაზე (როგორც ახლაა) , ანუ რუსეთის სახელით, არამედ ყველა იმ სპორტსმენის დაბლოკვაზე, რომელიც რუსეთის მოქალაქეა და რუსეთის საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის იურისდიქციაში შედის.
მაღალი ალბათობით, სპორტულ ფედერაციათა აბსოლუტური უმრავლესობა გაითვალისწინებს სოკ-ის რეკომენდაციას და რუსი სპორტსმენები მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვლენ სპორტულ შეჯიბრებებზე, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მიიღებენ.
უმეტესობა ასეც მოიქცევა. მათ შორის არიან ნამდვილად დიდი სპორტსმენები და სპორტი მათი ცხოვრებაა
სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მიღების პროცესი პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ პროტესტად იქცევა, რაც კიდევ უფრო დააზიანებს რეჟიმს:
რუსეთში სპორტი ძალიან `გაფიარებული` იყო, რაკი პუტინი (დოპინგის გამოყენებით) სპორტს საკუთარი რეჟიმის `გასაპრავებლად` იყენებდა. შესაბამისად, რუსი ბიატლონისტები (მაგალითად) ან მოციგურავენი და სხვანი დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ და ახლა თუ რუსები დაინახავენ მათ საყვარელ სპორტსმენებს სხვა ქვეყნის დროშით ხელში, სერიოზულად გაბრაზდებიან პუტინზე.
სპორტი `რბილი ძალის` და ჰიბრიდული ომის ნაწილია. ასეთად იგი პირველ რიგში სწორედ პუტინმა აქცია და ახლა დასავლეთმა გადაწყვიტა ეს ტექნოლოგია მის წინააღმდეგვე გამოიყენოს, ანუ მაქსიმალურად დააზიანოს პუტინის რეჟიმი.
ის, რაც შეუძლებელი იყო მაშინაც კი, როცა პუტინი თავხედურად არღვევდა ოლიმპიურ ქარტიას და ტოტალურად იყენებდა დოპინგს, შესაძლებელი გახადა კრემლის დიქტატორის პარანოიდულმა აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ
დასავლეთის `მოთმინების ფიალის ავსება` მსოფლიო სპორტული თანამეგობრობისთვისაც `უკანასკნელ წვეთად` იქცა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ნაკრებს ფაქტობრივად შეუჩერდა წევრობა და აეკრძალა მონაწილეობა ყველაზე პრესტიჟულ ტურნირებში, რომლებიც FIFA-ს და UEFA-ს ეგიდით ტარდება. მათ შორის ევროპის საკლუბო ტურნირებში და მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც წელს ყატარში უნდა გაიმართოს.
არადა პუტინმა, იმავე მიზნით, ფეხბურთიც ძლიერ `გააფიარა` რუსეთში. 2018 წელს მსოფლიოს ჩემპიონატიც ჩაატარა, სადაც დოპინგით გაბერილი რუსული ნაკრები ცუდად არ გამოსულა, ანუ რუსები ამაზეც გაბრაზდებიან და პუტინი დაზიანდება
თანამედროვე მსოფლიოში სპორტი დიდი პოლიტიკაა! იმიტომ, რომ დიდი პოლიტიკაა ყველაფერი, რაც მილიონობით ადამიანს აღელვებს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მხოლოდ ბოლო 5 დღის განმავლობაში, პუტინის რეჟიმმა 7 ათასამდე ადამიანი დააპატიმრა, რომელიც უკრაინის წინააღდმეგ აგრესიას აპროტესტებდა.
აღსანიშნავია, რომ ადამიანებს აპატიმრებენ არა მხოლოდ მიტინგების და დემონსტრაციების გამო, არამედ პოსტებისთვის სოციალურ ქსელებში, სადაც ისინი ომს აპროტესტებენ.
რუსეთის `რეგულატორმა` ყველა მედიას (მათ შორის სოციალურ ქსელებს) აუკრძალა ტერმინ `ომის` გამოყენება იმის აღსანიშნავად, რაც ხდება ახლა უკრაინაში. შეუძლიათ გამოიყენონ მხოლოდ ტერმინი `სპეციალური ოპერაცია`.
ბევრი ოპოზიციონერი და პროტესტანტი ადმინისტრაციული კოდექსით დააპატიმრეს, თუმცა არიან ისეთები, ვის წინააღდმეგ სისხლის სამართლის საქმეც აღძრეს.
პუტინის ბრძანებით დაიბლოკა რუსული მედიასივრცის `თავისუფლების შუქურა` - რადიოსადგური `Эхо Москвы.
ვიმეორებ: ჯერ-ჯერობით ამ პროტესტებში მონაწილეობს `ფერადი ახალგაზრდობა`, `რუსი ლიბერალები`, ე.წ. `ტუსოვკა`, ელიტური ოჯახის შვილები და ამგვარი წინააღმდეგობა პუტინისთვის საშიში იმდენად არაა.
მაგრამ რაც უფრო მეტ ცხედარს შეასვენებენ რუსულ ოჯახებში, საპროტესტოდ უკვე ჩვეულებრივი რუსებიც, დედები, მამები, მეუღლეები გამოვლენ და აი ეს მასობრივი პროტესტი კი უკვე ძალიან საშიში იქნება პუტინისთვის.
რუსეთს სპეციფიური საომარი კულტურა აქვს: პირველი მსოფლიო ომიც ასეთი ეიფორიით და `ურა ურა`-ს მასობრივი ძახილით დაიწყო, თუმცა რომ გაჭიანურდა, ამან რევოლუცია გამოიწვია საბოლოოდ.
ამიტომაც ბომბავს პუტინი უმოწყალოდ კიევს (ეჩქარება) და ვერაფერს ახერხებს მაინც - უკრაინული არმიისა და მოსახლეობის გმირული წინააღმდეგობის გამო.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
დასავლური სანქციების შედეგად, რუსული რუბლი 40%-ით გაუფასურდა. ეს ძალიან სერიოზული დაცემაა.
ოღონდ პარადოქსია, მაგრამ რუსული საბიუჯეტო შემოსავლები გაიზარდა, რადგან ნავთობის ფასმა ბარელისთვის (გლობალური შიშნეულობის ფონზე) 100 დოლარს გადააჭარბა.
რუსეთის მთავრობამ მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება: ყველა ექსპორტიორს (არა მხოლოდ ენერგომატარებლებისა) ამიერიდან ევალება, სავალუტო შემოსავლების 80% მიჰყიდოს რუსეთის სახელმწიფოს.
გარდა ამისა, რუსეთიდან ქვეყნის გარეთ ვალუტის გადარიცხვებიც აიკრძალა. ისევე, როგორც დოლარის და ევროს ქვეყნის გარეთ გატანა.
ამ ზომების მიზანია რაც შეიძლება მეტი ვალუტა (დოლარი და ევრო) შეინარჩუნოს ქვეყნის შიგნით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ამგვარი `კომუნისტური` ხერხები აუცილებლად გამოიწვევს რუსული ეკონომიკის კიდევ უფრო დასუსტებას, მათ შორის ქვეყნიდან ინვესტიციების გადინებას და კაპიტალის გატანას.
ბრიტანული ენერგოგიგანტი `British Petroleum` ემზადება კომპანიაში «Ростнефть» 20%-იანი წილის გასაყიდად. ბუნებრივია, პუტინს შეუძლია ამის დაბლოკვა, ანუ მაგალითად ამ წილის `გაყინვა` ისე, რომ BP-მ ვეღარ გაყიდოს, მაგრამ ამას ვერ აკეთებს, რადგან ისევ და ისევ, ეს იქნება ძალიან ცუდი ნიშანი სხვა ინვესტორებისთვის, ვინც გეგმავდა ინვესტიციას რუსეთის ენერგოსექტორში.
მით უმეტეს იმ დროს, როცა უკრაინის ომის გამო დასავლეთმა აკრძალა რუსეთისთვის ტექნოლოგიათა და მოწყობილობის მიწოდება ამ სექტორშიც და სხვა სექტორებშიც.
რუსეთი არ არის საუდის არაბეთი, სადაც (ერთი ნავთომრეწველის თქმით), `ჯოხი რომ ჩაარტყა ძლიერად მიწას, ნავთობი წამოვა`: რუსეთში ნავთობისა და გაზის მოპოვება ხდება ჩრდილოეთში, ძალიან ღრმად გაყინულ მიწაში ან შელფზე. შესაბამისად პუტინს სასიცოცხლოდ სჭირდება მაღალი ტექნოლოგიები.
ბევრმა შენიშნა, რომ პუტინი მაინც ერიდება მკაცრი ზომების მიღებას საპასუხო აკრძალვების ჩათვლით. არადა, რაღაც-რაღაც ბერკეტები მასაც აქვს.
მაგალითად პუტინს შეუძლია ახლავე დაბლოკოს ზოგიერთი მინერალის (თუნდაც ე.წ. `პოლიმასალების`) და სხვა წიაღისეულის მიწოდება დასავლეთისთვის, ასევე ბუნებრივი აირის მიწოდების შეწყვეტა, მაგრამ ამას არ აკეთებს, რაკი იმედი აქვს ჯერ კიდევ, რომ მალე დაამარცხებს უკრაინას, მერე გამართავს მოლაპარაკებას და მოახსნევინებს სანქციებს დასავლეთს. მათ შორის ფინანსურ სფეროში.
ეს სანქციები თუ შენარჩუნდა თუნდაც 2 წელიწადს, რუსეთი ქვის ხანაში დაეშვება და რისი იმედი აქვს პუტინს, აბსოლუტურად გაუგებარია.