საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აპრილი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 19 აპრილი. 2025 წელი

ძალიან უცნაური განცხადებები გააკეთა აშშ სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ.

ზუსტად იმ მომენტში, როცა პარიზის სამიტზე ევროპელმა ლიდერებმა ერთმნიშვნელოვანი მხარდაჭერა გამოუცხადეს უკრაინას, რუბიომ თქვა, რომ თუ უახლოეს მომავალში უკრაინა და რუსეთი ვერ მიაღწევენ სამშვიდობო შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტაზე....ამერიკაგავა ამ პროცესიდან“.

ანუ...... ის კი არ უთქვამს (როგორც ადრე ამბობდა ტრამპი) რომ ამერიკა სანქციებს განახორციელებს იმ მხარის წინააღმდეგ, რომელიც შეეწინააღმდეგება სამშვიდობო შეთანხმებას (სრულიად ცხადია, რუსეთი ეწინააღმდეგება, თორემ კიევი ყველაფერს დაეთანხმა) არამედ.....ამერიკახელებს დაიბანსპილატესავით, ესე იგი პროცესიდან გავა ერთი ძალიან უხეში ქართული გამოთქმის არ იყოს: „კისერი და კინჩხი გიტეხიათ ორივეს“.

ოღონდ აქ იგულისხმება, რომ ამხელის დაბანვითრუსეთი მოიგებს და არა უკრაინა.

იმიტომ, რომ როგორც კარგად ინფორმირებული რესურსი, Axios იტყობინება ერთდროულად რამდენიმე ევროპელ (!) დიპლომატზე დაყრდნობით, ამ განცხადებით რუბიო უფრო ზელენსკიზე ახორციელებს ზეწოლას.

მით უმეტეს, განცხადებამ  გაიჟღერა მას შემდეგ, რაც ტრამპის სპეც-წარმომადგენელმა უიტკოფმა პუტინთანგულზე ხელის დადებითაუდიენციის შემდეგ კვლავ გაიმეორა: უკრაინასმოუწევს ტერიტორიებზე უარის თქმა“, სადაც (თურმე) რუსები ცხოვრობენ და მისთვის გაუგებარია, რაში სჭირდება უკრაინას ის ტერიტორიები, სადაც რუსული მოსახლეობა ცხოვრობს.

აქ მჟღავნდება რა არის პუტინის მთავარი მოთხოვნა ცეცხლის ნაწილობრივ (!) შეწყვეტის სანაცვლოდ: უკრაინამ უნდაცნოს რუსეთად არა მხოლოდ ყირიმი, არამედ ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი და ზაპოროჟიე.

ეს არის .. Новороссия - რუსეთის იმპერიის შემონაერთი რამდენიმე საუკუნის წინ.

ყოველივე სულაც არ ნიშნავს, თითქოს  ტრამპი რუსეთის საწინააღმდეგოდ სანქციებს საერთოდ არ შემოიღებს.

შემოიღებს ალბათ აპრილის ბოლოს მაგრამ....სიმბოლურ სანქციებს, რომლებსაც პუტინი ყურადღებას არ მიაქცევს.

სულელები ხართ, საშინელი ხალხი ხართ - იმეორა ტრამპმაოვალურ კაბინეტშიბოლოპრეს-კონფერენციაზე.

ოღონდ ორივე ლიდერის - როგორც პუტინის ასევე ზელენსკის მიმართ.

არადა, პუტინს სულ არ ანაღვლებსსიტყვები“. ის აკვირდება არასიტყვებს“, არამედსაქმეებს“.

ბევრ მის დასავლელ და რუს ბიოგრაფს აღუნიშნავს, რომ ეს პუტინის ერთ-ერთი თვისებაა. „სიტყვებიდაშეფასებებიარ ანაღვლებს -  ილაპარაკეთ რამდენიც გინდათ  და რაც გნებავთ - ბომბავს და ბომბავს.

და ესეც მიზანმიმართული პოლიტიკაა: მე ვბომბავ და აბა თუ რაიმეს გამიბედავ?“ - - - მაშასადამე, ამით აყენებს ტრამპს არჩევანის წინაშე და...სამწუხაროდ, თუ განცხადებებით ვიმსჯელებთ და გადაწყვეტილებებით......ტრამპი ირჩევსხელების დაბანასვიდრეაუტკივარი თავის ატკივებას“.

 

ამის ძირითადი, სისტემური, სიღრმისეული მიზეზი მაინც ისაა, რომ დონალდ ტრამპმა შესანიშნავად იცის (ამაში აბსოლუტურად არ სცდება): მის ამომრჩეველს, მის მომხრეს, MAGA- მიმდევარს, უბრალო ამერიკელს...... სადმე არიზონაში ან ოჰაიოში ან კონექტიკუტში თუ დეტროიტში ან სიეტლში..... უკრაინა არ ანაღვლებს. რუკაზეც ვერ მიაგნებს. ანაღვლებს სამუშაო ადგილები, ბენზინის ფასი, ინფლაცია, ამის შემდეგ კანადა, მექსიკა, გრენლანდიისშემომატებადა ..

 

ოღონდ აქ ყველაზე უარესი ის კი არ არის, რომ ტრამპი მზადაახელი დაიბანოს“, არამედ სხვა გარემოება: CNN იტყობინება მაგალითად თეთრი სახლის წყაროებზე დაყრდნობით, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დონბასს არა, თუმცა ყირიმს რაღაც ფორმით თავად ახლო მომავალში მაინც  აღიარებს რუსეთის ლეგიტიმურ ნაწილად.

უკრაინამ რომც არ აღიაროს, ტრამპი მოძებნის ფორმას ამგვარი აღიარებისთვისო - ამტკიცებენ წყაროები - და ამ მიზნით გამოიყენებენ 2014 წლის .. „რეფერენდუმსადგილობრივ რუსულენოვან მოსახლეობაში, რომელშიც, სხვათა შორის, ყირიმში მცხოვრებ რუსებს და ყირიმელ თათრებს მონაწილეობა არ მიუღიათ.

კი, რუსები იქ უმრავლესობა არიან, მაგრამ მხოლოდ ეთნიკური რუსები მონაწილეობდნენ იმ რეფერენდუმში, რომელიც ყველა ნორმას არღვევდა.

რა ფორმითაღიარებსტრამპი ყირიმისრუსულობასპრინციპული მნიშვნელობა არ აქვს.

შესაძლოა ეს იყოს ყირიმში რომელიმე მაღალი რანგის ჩინოსნის ვიზიტი, ან ყირიმში რეგისტრირებული რუსული კომპანიებისთვის სანქციების დემონსტრაციული მოხსნა....ფორმა და დიპლომატიური ტექნოლოგია მოიძებნება.

თუმცა ტრამპის გარემოცვას ყოფნის კომპეტენცია თავანთბოსსურჩიონ, შეძლებისდაგვარადდააბალანსოსუკრაინისთვის ძალიან მწარე და მიუღებელი გადაწყვეტილებები.

მაგალითად, სწორედ ბოლო 2 დღის განმავლობაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ტრამპი მზად არის დაუთმოს ზელენსკის რამდენიმე პრინციპული საკითხი წიაღისეულის შეთანხმებაში და აღარ მოსთხოვოს იმ 100 მილიარდიანი დახმარების დაბრუნება, რაც ამერიკამ გაუწია უკრაინას 2022 წლის შემდეგ.

ამის ნიშანია ერთობლივ მემორანდუმში (თუმცა ეს ჯერ მხოლოდ მემორანდუმია ანუ განცხადება) ბუდაპეშტის დოკუმენტის ხსენება.

იგულისხმება 1994 წლის ისტორიული განცხადება (სამწუხაროდ, ეს მხოლოდ განცხადება იყო და მეტი არაფერი), USA-UK-Ukraine რომლითაც კიევმა  მის ტერიტორიაზე მდებარე მსოფლიოში მესამე (!) ბირთვული არსენალი გადასცა რუსეთს ამერიკის იმდროინდელი პრეზიდენტის, ბილ კლინტონის დაჟინებული მოთხოვნით.

თანაც არა მხოლოდ ბირთვული მუხტები და ქობინები, არამედ სტრატეგიული საკონტინენტთაშორისო რაკეტები და სტრატეგიულ ბომბდამშენ/რაკეტმზიდთა უზარმაზარი პარკი.

ასევე მესამეა მთელს მსოფლიოში.

ეს ყოველივე რა ღირდა ან დღეს რა ეღირებოდა ინფლაციის გათვალისწინებით? - მუდმივად კითხულობდნენ უკრაინელები ბოლო დროს.

რა თქმა უნდა იმაზე მეტი ეღირებოდა ვიდრე ამერიკის დახმარება იყო, რომლის დიდი ნაწილი (ვიმეორებ კვლავ) ამერიკაში დარჩა და ამერიკული სამხედრო-სამრეწველო ინდუსტრიებისამოქოქვასმოხმარდა.

ისევე, როგორც ამერიკულ ლოჯისტიკას.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპმა ომი გამოუცხადა ამერიკის საუკეთესო უნივერსიტეტებს: ჰარვარდს ჯერ პროგრამული დაფინანსება შეუწყვიტა, ახლა კიდევ უფრო მძიმე გადაწყვეტილებისთვის ემზადება: ტრამპი აპირებს ჰარვარდის უნივერსიტეტს გაუუქმოსარასაგადასახადო რეჟიმი“, რომლითაც იგი სარგებლობდა მრავალი წლის განმავლობაში და პროგრამულ დაფინანსებასთან ერთად მთავარი წყაროც იყო წარმატებისა.

საბაბი ხდებაანტისემიტიზმიესე იგი ჰარვარდსა და სხვა უნივერსიტეტებში ისრაელის საწინააღმდეგო აქციების გამართვა.

თუმცა  რეალური სიღრმისეული მიზეზი ეს არ არის. ნამდვილი, სისტემური მიზეზი ისაა, რომ უნივერსიტეტები ამერიკაშიდემოკრატთა“, ზოგადადლიბერალთადამემარცხენეთაპლატფორმაა.

არადა ამერიკული ელიტები სწორედ იქ ფორმირდება.

ეს გარემოება დამკვირვებლებისთვის კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ დონალდ ტრამპი და მისი გუნდი ძალიან გრძელვადიანი ბრძოლისთვის ემზადება და სტრატეგიულ გეგმებსაც აწყობს; ეს გეგმები და პროექტები   2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე არ ამოიწურება, როცა ტრამპი ალბათ ვიცე-პრეზიდენტ ვენსს დაუთმობს პრეზიდენტობას (თუ დაუთმო - სხვა გეგმებიც განიხილება-), - - - - -  ამერიკელიკონსერვატორებიაპირებენ დიდი ხნით დარჩნენ ხელისუფლებაში და ამერიკა ძირფესვიანად შეცვალონ.

 

 2023 წელს ამერიკის უნივერსიტეტთა სახელმწიფო დაფინანსების პროგრამათა საერთო მოცულობამ 60 მილიარდ დოლარს მიაღწია.

ეს 30-ჯერ მეტია, ვიდრე 1953 წელს.

თუმცა მივაქციოთ ყურადღება, რომ ეს პოლიტიკა (კერძო უნივერსიტეტთა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებისა)  ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო და ამერიკას მოუტანა უბრწყინვალესი შედეგი: სწორედ ამის შედეგია, რომ აშშ შეუდარებელია ინოვაციათა დონით და ნობელის პრემიის ლაურეატთა რაოდენობით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

თეთრმა სახლმამეინსტრიმულ მედიას გაუმხილა, რომ ამერიკულ სპეცსამსახურთა დასკვნით, 2019 წელსკორონავირუსისპანდემიის წყარო გახდა ჩინეთში, უხანის ბიო-ლაბორატორია, საიდანაც კორონავირუსმა უყურადღებობის გამოგაჟონადა ამან გამოიწვია გლობალური კატასტროფა, რასაც ასეულობით მილიონი ადამიანი შეეწირა.

კორონავირუსმა რომ რატომღაც სწორედ ქალაქ უხანში იფეთქა, ეს უდავოა.

უბრალოდ „ჯიუტი ფაქტია“ რომლის უარყოფა შეუძლებელია.

თუმცა დღემდე მაინც განიხილებოდა სხვა ვერსია(ც), რომ წყარო გახდა ღამურა უხანის ბაზრობაზე.

თეთრი სახლიამტკიცებს, რომ უხანის ბიოლაბორატორიაშიექსპერიმენტები ტარდებოდა უსაფრთხოების დაბალი სტანდარტით“.

და ესეც უდავო ფაქტია, რასაც მრავალი დამოუკიდებელი წყარო ადასტურებს.

ოღონდ აქ ყველაზე მთავარი სხვაა: ამგვარი ინფორმაციადასკვნა აშშ „Intelligence community“-სგან ბაიდენსაც ჰქონდა.

მაგრამ არ გაამჟღავნა, არ გამოაქვეყნა.

ახლა გამოქვეყნდა.

რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტი ამჟამად ტრამპია, რომელიც ჩინეთთან დიდი სავაჭრო ომისთვის ემზადება.

თანამედროვე მსოფლიოში კიინფორმაციაბირთვული ძალის მატარებელი იარაღია.

მით უმეტეს, როდესაც ესინფორმაცია“, როგორც ჩანს........ როგორც მინიმუმ „ახლოსაა“ რეალურ ისტორიულ ფაქტთან და სიმართლესთან.