საერთაშორისო მიმოხილვა. 18 აპრილი. 2024 წელი
სულ უფრო და უფრო ცუდად იქცევა ილონ მასკი. გუშინ მან დაწერა მის კუთვნილ სოციალურ ქსელში X (Twitter), რომ თითქოს უკრაინა მარცხდება და ეს მარცხი იოლად „პროგნოზირებადი იყო“.
მოვლენები ასე განვითარდა: X-ის რომელიღაც მომხმარებელმა (არ არის გამორიცხული, პუტინის „საინფორმაციო ჯარების“ ტროლმა-დ.) გააზიარა ძალიან ავტორიტეტული ჟურნალის Politico ორი, შარშანდელი და წლევანდელი სტატია. შარშანდელის სათაურია „უკრაინა იმარჯვებს და იცვლება“ ხოლო წლევანდელისა „უკრაინა მიექანება დამარცხებისკენ“
მოულოდნელად გვერდზე „შემოვარდა“ SpaceX და Tesla - ს მფლობელი ილონ მასკი და არა მხოლოდ ის დაწერა, რომ უკრაინის დამარცხება „პროგნოზირებადი“ იყო, არამედ მოჰყვა ჭკუის სწავლებას: „მე ჯერ კიდევ როდის ვამბობდი, რომ უკრაინამ რუსეთთან დიპლომატიური გზები უნდა გამონახოს მშვიდობის დასამყარებალდო“.
მასკის გეგმა მუდამ გულისხმობდა ფრონტის ხაზის „გაყინვას“ და პუტინისთვის მის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების De Facto დათმობას ანუ კაპიტულაციას.
სამწუხაროდ, ეს „გეგმა“ სულ უფრო პოლულარული ხდება დასავლეთის მმართველ წრეებში, რაკი ავდეევკას დაპყრობის შემდეგ სტრატეგიული ინიციატივა რუსეთის საოკუპაციო არმიის მხარეს გადავიდა საბრძოლო მოქმედებათა თეატრზე.
. . . . . . . . . . . . . . . . .
კარგი ამბები მოდის ამასობაში ვაშინგტონიდან: შემუშავებულია კანონპროექტი, რომლითაც აშშ უკრაინას მაინც დაეხმარება 60 მილიარდი დოლარით, ოღონდ.....სესხის სახით და არა გრანტის!
ესე იგი კიევი ისტორიუალდ ვალდებული იქნება ეს ფული ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს დაუბრუნოს.
როგორ, როდის, ცალკე მოლაპარაკების თემაა
მერედა განა უკრაინა ოდესმე უარს აცხადებდა ამ ფულის სესხის სახით მიღებაზე? რა თქმა უნდა არა! ოღონდ კი მიეცათ და.....
იმ „60 მილიარდთან“ დაკავშირებით კონგრესის ქვედა პალატასა და თეთრ სახლს შორის რთული თამაში მიმდინარეობდა და ახლა უკვე აბსოლუტურად ცხადია, რომ „მექსიკასთან საზღვრის პორობლემათა“ „მიბმა“ ამ დახმარების პაკეტთან ამ თამაშის ნაწილი იყო. ისევე, როგორც ისრაელისა და ტაივანის „მიტმასნება“ იმავე პაკეტთან.
იმიტომ, რომ როგორც კი დასჭირდა, ბაიდენმა იპოვა იურიდიული და პრაქტიკული გზები, რათა ისრაელისთვის (! - მაგრამ არა უკრაინისთვის) იარაღი მიეწოდებინა, რათა ებრაულ სახელმწიფოს თავი დაეცვა.
შესაბამისად, ახლა, როგორც ჩანს ვაშინგტონის ელიტებში მიღწეულია კომპრომისი, რომ უკრაინა მიიღებს ამ სახსრებს (მათი დიდი ნაწილი ამერიკულ სამხედრო ინდუსტრიიოსთვის შეკვეთებზე დაიხარჯება) მაგრამ უნდა დააბრუნოს ადრე თუ გვიან.
ეს ცხადია, თუ გავითვალსიწინებთ, როგორ ხდება ხოლმე სადავო კანონპროექტების მომზადება თეთრ სახსლა და კაპიტოლიუმის ბორცვს შორის ურთიერთქმედებით: წარმომადგენელთა პალატის სპიკერი და თვით სენატის თამჯდომარეც კი, ხშირად, დღეების და კვირეების განმავლობაში არ გამოდიან პრეზიდენტის „ოვალური კაბინეტიდან“, მუდმივად მიმდინარეობს მოლაპარაკება, ვაჭრობა, კომპრომისების ძიება: რა შემთხვევაში დაუჭერს მხარს კანონპროექტს სენატის ან წარმომადგენლობითი პალატის უმრავლესობა (ზოგჯერ დემოკრატები, ზოგჯერ რესპუბლიკელები) და ა.შ და ა.შ.
ამას უკვე აღარ აქვს პრინციპული მნსვნელობა. მთავარი ისაა, რომ უკრაინის სამხედრო დახმარების და არანაკლებ მნიშვნელოვანი ფინანსური საბიუჯეტო დახმარების (ხელფასები....პენსიები...სამხედროთა სარგოები...საგარეო ვალთა მომსახურება.....) საკითხი „დაიძრა“ ვაშინგტონში.
„დაიძრა“, როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც სამხედრო პროფილის Think tank-ებმა გააფრთხილეს ბაიდენის ადმინისტრაციაც და კონგრესის ქვედა პალატაში რესპუბლიკური უმრაველსობის ლიდერშიპიც, რომ ავდეევკას დაცემის შემდეგ უკრაინა შეიძლება მართლა დამარცხდეს, ხოლო პუტინის ტიუმფი ამერიკის სამარცხვინო მარცხი გამოვა!
. . . . . . . . . . . . . . . . .
ამ თემაზე ბევრჯერ დაგვიწერია, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია, მუდმივ მონიტორინგს საჭიროებს
გუშინ საბოლოოდ გამოკრისტალდა ფუნდამენტური უთანხმოება ვაშინგტონსა და ბრიუსელს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის „გაყინული რუსული აქტივების“ უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე:
ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდმა (ძალიან ავტორიტეტული ფიგურაა ევროპაშიც და მთელს ევროატლანტიკაშიც) კატეგორიულად გამორიცხა აქტივების არა მხოლოდ გაყინვა (ახლა გაყინულია) არამედ ამ ფულის გადაცემა უკრაინისთვის რადგან....(მივაქციოთ ყურადღება მის არგუმენტს).......ეს არა მხოლოდ კანონს დაარღვევს, არამედ მსოფლიო ფინანსურ წესრიგსაც.
ანუ ევროპა და ამერიკა ამით დაკარგავენ ინვესტორთა ნდობას მთელს მსოფლიოში: არაბული სამყაროდან - სამხრეთ ამერიკამდე და ინდოჩინეთამდე
ის ევროპელი ექსპერტები, რომლებიც ამერიკული ინიაციატივის წინააღმდეგ გამოდიან (ამ თანხების უკრაინისთვის გადაცემის შესახებ), იქვე მიანიშნებენ: „ამერიკას რა ენაღველბა, ამერიკაში ხომ რუსული სავალუტო რეზერვების მხოლოდ მცირე ნაწილია გაყინული, - დაახლოებით 6 მილიარდი დოლარი - მაშინ, როდესაც ევროპაში - 200 მილიარდიო“.
არანაკლებ კრიტიკულია სპეციალისტების დამოკიდებულება მეორე ამერიკული ინიციატივის მიმართ, რომ გამოუშვან ობლიგაციები იმ პროცენტებზე გათვლით, რაც ხსენებულ 200 მილიარდს ერიცხება ევროპულ ბანკებში.
ეს საკმაოდ დიდი თანხაა - პერსპექტიავში 40-50 მილიარდი დოლარი წლებზე გადაანგარიშებით, მაგრამ.....კითთხულობენ სკეპტიკოსები.....დავუშვათ ასეთი ობლიგაციები გამოვუშვით.....გადავეცით უკრაინას.....ამის შემდეგ უკრაინამ და რუსეთმა ასე თუ ისე მოილაპარაკეს დაზავებაზე და ამ ზავის პირობად მოსკოვმა მოითხოვა მისი ფულის დაბრუნება პროცენტების ჩათვლით, მაშინ რა ვუყოთ ამ ობლიგაციებს და ნაკისრ ვალდებულებას?
ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ პუტინი არც ერთ სამშვიდობო ხელშეკრულებას არ მოაწერს ხელს (თუ ტოტალურად არ დამარცხდა) რომელიც არ გაითვალისწინებს ყველა საქნციის გაუქმებას და მისთვის სავალუტო რეზერვების, ასევე პროცენტების სრულად დაბრუნებას?!
ანუ..... ძალიან რთული თემაა ეს რუსული სავალუტო რეზერვების კონფისკაცია: ახლა გაყინულია და კონსენსუსი მხოლოდ იმაზე არსებობს, რომ უკრაინა ამით უნდა დაკმაყოფილდეს......ანუ უნდა დაკმაყოფილდეს იმ გარემოებით, რომ მოსკოვს არა აქვს საშუალება (რაკი გაყინულია) ეს უზარმაზარი სახსრები მის წინააღდმეგ ომში გამოიყენოს.
და.....ევროპელები ასევე ამბობენ: ბოლოს და ბოლოს, ამერიკელებმა ჯერ ის მცირედი რუსული თანხები მაინც ჩამოართვან მოსკოვს, რაც ვაშინგტონის იურისდიქციაშია და მერე გვასწავლონ ჭკუა, განვახორციელოთ თუ არა ჩვენს იურისდიქციაში არსებული სახსრების კონფისკაციაო.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ფრანგმა ექსპერტმა ავიაცის სფეროში, სირილ დე ლატრმა სენსაციური განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, თუ უკრაინა ამერიკულ F-16 ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, სულაც არ არის გამორიცხული კიევმა მათ სამართავად და ომში მონაწილეობის მისაღებად მოიწვიოს..... დასავლური „კერძო სამხედრო კომპანიების“ თანამშრომლები, ანუ ყოფილი ამერიკელი და ევროპელი მფრინავები, რომლებსაც ამ თვთმფრინავების მართვის უდიდესი მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
თვითონ სირილ დე ლატრიც ყოფილი სამხედრო მფრინავია.
და ძალიან ავტორიტეტულ ექსპერტად ითვლება. საფუძვლის გარეშე ის ამგვარ განცხადებას არ გააკეთებდა - საკუთარ რენომეს გაუფრთხილდებოდა როგორც ექსპერტისა.
მაშასადამე „რაღაც-რაღაც“ კონსულტაციები ამ თემაზე მიმდინარეობს და ფრანგმა ეს იცის თავისი კომპეტენტური წყაროებისგან.
ლატრმა დაააზუსტა, რომ ამჟამად მსოფლიოში ორი კერძო სამხედრო კომპანიაა, რომელსაც ჰყავს პროფესიონალი მფრინავები: კანადური Top Aces და ამერიკული Draken International.
ამ განცხადებას რა თქმა უნდა მიაქცევდნენ ყურადღებას მოსკოვში: ამერიკელი და ევროპელი მფრინავების მონაწილეობას უშუალოდ საბრძოლო მოქედებაში, რუსული გენერალიტეტი, რასაკვირველია ომის გამოცხადებად ჩათვლის
თუმცა სამხედრო ისტორისიითვის აქ ახალი არაფერია: გასული საუკუნის 1950-იან და 1960-იან წლებში, რუსი და ჩინელი „მოხალისე მფრინავები“ აქტიურად მონაწილეობდნენ საბრძოლო მოქმედებებში ამერიკული არმიის, მათ შორის ავიაციის წინააღმდეგ კორეისა და ვიეტნამის ომების დროს.
. . . . . . . . . . . . . . . . .
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ექს-პრემიერმა დევიდ კემერონმა ისრაელში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, რომ როგორც ჩანს, მიუხედავად ამერიკის და ევროპის უდიდესი ძალისხმევის და უამრავი თხოვნისა, „ისრაელი უპასუხებს ირანის ფართომასშტაბიან შეტევას“
არადა ვაშინგტონიც, ლონდონიც და სხვა ევროპული დედაქალაქებიც ყოველნაირად ცდილობდნენ დაერწმუნებიანთ პრემიერ-მინისტრი ნეთენიაჰუ, „აღარ დაერტყა“ ირანისთვის მიუხედავად იმისა, რომ აიათოლლების რეჟიმმა 300ზე მეტი დრონი, ფრთოსანი რაკეტა და ბალისტიკური რაკეტა ესროლა ისრაელს პირველად ისტორიაში.
„თქვენ ხომ თითქმის ყველა ჩამოაგდეთ ჩვენი დახმარებითო“- ეუბნება ახლა დასავლეთი ისარელს, რაკი სულაც არ აწყობს დიდი ომი ახლო აღმოსაველთში.
მაგრამ ნეტანიაჰიუ, ამჟამად, ძლიერ (ბოდიში ჟარგონისთვის) „იპრესება“ გენერალიტეტის მხრიდან!
თუმცა „საპასუხო“ დარტყმა ირანზე შესაძლოა სხვადასხვაგვარი იყოს: არა უშუალოდ ირანის ტერიტორიაზე, არამედ მის Proxy-არმიებზე ლიბანში, იემენში ან იმავე სირიაში......შესაძლოა „მოსსადმა“ შეარჩიოს ვინმე ირანელი „ნიშანდობლივი ფიგურა“, მერე სადმე მოიხელთოს (მათ შორის ირანის ტერიტორიაზევე) და მოკლას, როგორც მოკლეს ირანში გავლენიანი ფიზიკოსი მოჰსენ ფაჰრიზადე, ვინც ბირთვულ პროგრამაში მონაწილეობდა.
ესეც ხომ პასუხი იქნება?!
ნეტანიაჰუ კვლავინდებურად ფიქრობს და ირჩევს.
შესაძლებლობათა ნომენკლატურა ფართოა. იმიტომ, რომ ისრაელის არმია და სპეცსამსახური უძლიერესია - ყველგან ყველას მისწვდება.