საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ნოემბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 14 ნოემბერი. 2024 წელი

საფრანგეთის პროკურატურამ მოითხოვა 5 წელი მიესაჯოს ფრანგი ნაციონალისტების ლიდერს, მარინ ლე პენს. აქედან 3 წელი პირობიოთ, ხოლო 2 წელი „ელექტრონული ბრასლეტით“ ანუ პოლიციის მუდმივი კონტროლით.

მაშასადამე ციხეში არ ჩასვამენ, მაგრამ......პროკურატურის მესამე მოთხოვნაა, რომ მარინ ლე პენმა ვერანაირი სახელმწიფო თანამდებობა ვეღარ უნდა დაიკავოს დიდი ხნის განმავლობაში. ეს გამორიცხავს მის არათუ პრეზიდენტობას, არამედ დეპუტატობასაც.

მარინ ლე პენს ბრალად ედებოდა კორუფცია: ევროპარლამენტში „ასისტენტთა“ ფიქტიური შტატების შექმნა ევროკავშირის დაფინანსებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

აშშ სახელწმიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სასწრაფოდ ჩაფრინდა ბრიუსელში, EU და უკრაინის წარმომადგენლებს შეხვდა და ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ჩაუტანა: ბაიდენი აპირებს იმ 61 მილიარდი დოლარიდან, რაც კონგრესმა სამხედრო დახმარების სახით გამოჰყო კიევისთვის, დარჩენილი საკმაოდ დიდი ნაწილი დახარჯოს 2025 წლის იანვრამდე ანუ დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, რაკი არსებობს საშიშროება, რომ მერე ტრამპი და მისი გუნდი ამ სამეხდრო დახმარებას დაბლოკავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . 

ბუნებრივია, ისტორიულ არჩევნებს ამერიკაში მოჰყვა მთელიჩანჩქერი“..... „ცუნამიპუბლიკაციებისა მომხდარის ანალიზით, „საერთო მნიშვნელისგამოყვანის მცდელობით, გააზრებით, მიზეზების ძიებით, ზოგადად რეფლექსიებით, განზოგადებით და . და ..

ყველაზე საინტერესო კითხვა, რასაც ამ დროს რესპექტაბელურ რესურსთა A კლასის ექსპერტები და ავტორები სვამენ არის შემდეგი: დონალდ ტრამპი, როგორც პოლიტიკური ფენომენი, ისტორიული აბერაციაა თუ არა?

აბერაციაანუგადახრა ნორმიდანანუგამონაკლისი ტრენდიდანდა ..

სხვაგვარად თუ გავშიფრავთ ამ სისტემურ საკითხს: მდინარებდა ამერიკის ისტორია....მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა და მოდიოდა......გამოიარა კლინტონის ეპოქა.....გამოიარა ბუშის ეპოქა....გამოიარა ობამას ეპოქა.......უცბად გამოჩნდავინმედონალდი, არია-დარია ყველაფერი.....აღმოჩნდა გადახრა.....2020 წელს გააგდეს თეთრი სახლიდან სწორედაც როგორცაბერაცია“, ნორმიდან გადახრა, ნორმიდან გადახვევა და.....2024 წელს, ჰოი საოცრებავ, ისევ დაბრუნდა თეთრ სახლში....

ჰოდა, ამჟამად ავტორთა, მკვლევართა, ბლოგერთა, „ოპედთაუდიდესი ნაწილი იმ დასკვნას კულტივირებს, რომ....როგორც აღმოჩნდა, დონალდ ტრამპი სულაც არ არისგადახრა“, სულაც არ ყოფილაშემთხვევითობა“, სულაც არ ყოფილაგვერდითი მდინარება“, რომელმაც თითქოს შემთხვევით გაჭრა რაღაცგვერდითი კალაპოტიდა იქეთ წაიყვანა ეს გრანდიოზული ქვეყანა.

ნურას უკაცრავად: დადასტურდა, რომ დონალდ ტრამპში, მის ხასიათში, მის ვნებაში, „ტესტასტერონ-მოქმედებაში“, ტემპერამენტში გამჟღავნდა.......ისტორიულ ძალთა ამოძრავება.

ანუ დონალდ ტრამპი, ამ დასკვნის შესაბამისად, „გადახრაკი არ არის, სწორედაც ისტორიულ პროცესთა მდინარებით ლოგიკურად გაჩენილი და გამოჩენილი ფიგურაა, რომელსაც ისტორიამ დააკისრარეფორმისფუნქცია როგორც ეს არაერთხელ მომხდარა არა ამერიკის, არამედ უამრავი სხვა, მათ შორის ევროპული ქვეყნის ისტორიაში.

ამ გაგებით, დონალდ ტრამპი კი არშეიპარა შემთხვევით თეთრ სახლში“, არამედ აღმოჩნდა ადამიანითავის ადგილზე შესაბამის მომენტუმშიდა არა ისე, როგორც ახლა ამბობს კამალა ჰარისი (ასე თქვა ვაშინგტონის ელიფსთან მიტინგზე 6 ნოემბერს): დონალდ ტრამპი არ ვართ ჩვენ და ჩვენ არ ვართ დონალდ ტრამპიო“.

კამალას ამით იმის თქმა უნდოდა, რომ დონალდ ტრამპი, ისევ და ისევ აბერაციაა, შემთხვევითობაა, „შესვენებააპროგრესის წრფივი განვითარების გზაზე.

არა ბატონო - არათუ სიგიჟეა არამედ სისულელეა ამგვარიასკვნა, რომაბერაციასშეეძლო ორჯერ მოეგო ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნები!

მაშასადამე ფენომენიდონალდ ტრამპი“ (აი ამაზე უკვე მართლა აღარავინ დავობს) მოიტანა ხანგრძლივმა სისტემურმა კრიზისმა რაც ამერიკულ ელიტებს, ამერიკის ისტებლიშმენტსდაემართათცივი ომის დასრულების შემდეგ, როცა არ იფიქრეს რეფორმებზე და ეგონათ, „წრფივი განვითარებაუწყვეტად გაგრძელდებოდა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ამერიკის იუსტიციის სამინისტრო იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, ირანელი მოქალაქის მიმართ, რომელიც დონალდ ტრამპის მკვლელობას გეგმავდა.

საქმე აღძრეს გენერალურმა პროკურორმა მერრიკ გარლანდმა და FBI დირექტორმა კრისტოფერ რეიმ.

ამერიკული პრესა სხვა სიტყვებით, სულ სხვა ტერმინოლოგიით, თუმცა შინაარსობრივად და საზრისულად ამ ისტორიას და ხსენებული ჩინოსნების გადაწყვეტილებას აღწერს როგორც (ბოდიში ჟარგონისთვის) ტოპკის აწევას ტრამპისთვის.

თან იმ ვითარებაში, როდესაც თვით ხსენებულ ჩინოსანთა სამსახურებრივი ბედი და მდგომარეობა ბოლომდე გარკვეული არ არის.

წინა საპრეზიდენტო კადენციის დროს დონალდ ტრამპმა FBI- უფროსი უბრალოდ გააგდო სამსახურიდან, რაკი მისი ქმედებები არ მოეწონა სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით.

მათ შორის იმ საქმეებთან, რაც ჰილარი კლინტონს და ჯო ბაიდენს ასევე ჰანტერ ბაიდენს უკავშირდებოდა.

 თუმცა ახლა სხვა დროა და სხვა მოტივაციები არსებობს.

ის, რომ ირანის ხელისუფლებას შეიძლებოდა გაებედა აშშ პრეზიდენტის ლიკვიდაციის დაგეგმვა, თეორიულად გამორიცხული ნამდვილად არ არის.

ირანში ახსოვთ, რომ სწორედ დონალდ ტრამპმა, პრეზიდენტობის დროს, გასცა ირანის ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის (ირმა) ერთ-ერთი მეთაურის, კასიმ სულეიმანის ლიკვიდაციის ბრძანება.

მწარედ ახსოვთ ეს ოპერაცია ირანელებს, რაკი თვითირმკ“ ფაქტობრივად ირანული არმიის ელიტური ნაწილია, ხოლო ელ კუდსი, რომელსაც სულეიმანი ხელმძღვანელობდა, ამ კორპუსისსპეცდანი

სულეიმანის  უდიდესი ავტორიტეტი ჰქონდა სამხედრო წრეებშიც და მთელს ირანულ ელიტებშიც აიათოლების ჩათვლით.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრომ ბრალი წარუდგინა ვინმე 51 წლის ფარჰად შაქერის, რომელიც ირანშია და  ვერ დააპატიმრებენ.

რეალურად კი ბრალი წარედგინა ნიუ იორკის ორ მაცხოვრებელს. აღსანიშნავია, რომ ის ირანელი შაქერი წლების წინ სასჯელს იხდიდა ამერიკის ციხეში და მას შემდეგ რაც გამოვიდა ციხიდან, გაემგზავრა ირანში, იქ დაავერბოვკეს და იყენებდნენ მის კავშირებს ამერიკის, უპირველესად ნიუ იორკის კრიმინალურ ქსელში, ტერორისტული „უჯრედებისასაწყობად, როგორც ამას სპეციალისტები უწოდებენ.

მანამდე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გააფრთხილა ირანი, რომ ნებისმიერი მცდელობა დონალდ ტრამპის მკვლელობისა, ვაშინგტონის მიერ შეფასდება, როგორცამერიკაზე თავდასხმა და ამერიკისთვის ომის გამოცხადება“.

აუცილებელია გავითვალისწინოთ კონტექსტი: დონალდ ტრამპი იყო ინიციატორი ირანთან .. „ბირთვული გარიგებისგაწყვეტისა და სწორედ დონალდ ტრამპმა შემოიღო უუუუმკაცრესი სანქციები ირანის წინააღმდეგ

 ახლაც თუ კონტექსტს, ისრაელის გარშემო ვითარებას და ტრამპის წარმატებაში ამერიკის ებრაული ლობის ჩართულობის ხარისხს გავითვალისწინებთ, ირანს ტრამპისგან კარგი დღე ნამდვილად არ ელის.

თუმცა ტრამპს ბევრი აფრთხილებს (არა მხოლოდ დემოკრატები), რომ პალესტინელებთან და ზოგადად არაბებთან ყველა ხიდი არ უნდა დაწვას ამერიკის ინტერესებიდან გამომდინარე.

ერთი ცხადია, რომ არც ერთი ამერიკელი პრეზიდენტი ისრაელის დამხობას არ დაუშვებს!!!

. . . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპი რის ტრამპი იქნებოდა, თავისი საკადრო პოლიტიკით არ დაეშოკა ამერიკა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მან დანიშნა ტელეკომპანია Fox-ის (ნაწილობრივ მისივე კუთვნილის) ერთ-ერთი top-სახე Pete Hegseth ამერიკის თავდაცვის მინისტრად!

თავიდანვე უნდა ითქვას, რომ Pete Hegseth ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანია და საკმაოდ დამსახურებული ვეტერანი. სხვაგვარად მის ნომინირებას ასეთ პოსტზე ტრამპიც კი ვერ გაბედავდა....და მაინც, ამ საკადრო გადაწყვეტილებამ ამერიკულ ისტებლიშმენტში, მათ შორის სამხედრო წრეებში დიდი აურზაური გამოიწვია.

არ წყდება პუბლიკაციები ამ თემაზე, განსაკუთრებით .. „კრიტიკულმედიაში: CNN და NYT მაგალითად.

Watch Dog-ები წერენ, რომ ახალი თავდაცვის მინისტრი დონალდ ტრამპმა შეარჩია პირადი ერთგულების და იმ ნარატივების გამო, რასაც ეს ჟურნალისტი და მედია-მენეჯერი აჟღერებდა 2015-2016 წლების საპრეზიდენტო კამპანიების დროს და მომდევნო წლებშიც, როცა ერთმნიშვნელოვნად მხარს უჭერდა ტრამპის პოლიტიკას; გამოვიყვანოთ ამერიკული ჯარები ყველა რეგიონიდან - ყველამ თვითონ მიხედოს თავს, ყველამ თვითონ უშველოს თავსდა ..

სხვათა შორის, ამ პოლიტიკის განხორციელება იყო არა მხოლოდ ქურთისტანიდან ამერიკული ჯარების გამოყვანა, რითაც მაშინვე ისარგებლა ერდოღანმა თავისი მოსისხლე მტრების - ქურთი სეპარატისტების წინააღმდეგ, არამედ ხელშეკრულება თალიბებთან - -  ავღანეთიდან ამერიკული ჯარების გამოყვანის შესახებ.

ეს შეთანხმება სწორედ პრეზიდენტ ტრამპის ინიციატივით და მის დროს გაფორმდა, თუმცა რეალურად წამოსვლა მოხდა პრეზიდენტ ბაიდენის მმართველობისას და იმისთვის, რა ფორმითაც და როგორც ეს მოხდ - პასუხს რასაკვირველია ბაიდენი აგებს და არა ტრამპი.

ამერიკულ გენერალიტეტში ყველას როდი მოსწონდა ტრამპის ეს პოლიტიკა.

 ამით აიხსნება დონალდ ტრამპის მუდმივი კონფლიქტები გენერალიტეტთან, მათ შორის ორ უაღრესად დამსახურებულ გენერალთან: chairman of the Joint Chiefs of Staff Mark Alexander Milley და თავდაცვის მინისტრთან James Mattis  ზედსახელადცოფიანი ძაღლი“.