საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მარტი. 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 13 მარტი. 2023 წელი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმერ ზელენსკიმ მთავრობას უბრძანა, მოამზადოს რეფორმა, რომლითაც ყველა ოფიციალურ დოკუმენტში რუსეთს ამიერიდან უნდა ეწოდოს `მოსკოვია` ანუ არა Россия არამედ Московия.

ეს ძალიან დიდი ხნის ისტორიოსოფიური დისკურსია: უკრაინული ნარატივით, ნამდვილი რუსეთი არის `კიევის რუსეთი` (IX-X საუკუნეები), ხოლო ის ტერიტორია, რომელიც თავის თავს `რუსეთს` ეძახის დღეს, არის მონღოლური ბატონობის შედეგად წარმოშობილი `მოსკოვია`.

დადასტურებულია, რომ `მოსკოვია` XV საუკუნიდან წარმოიშვა მას შემდეგ, რაც მონღოლურმა ურდომ, მისი ბატონობის დროს, ორი საუკუნის განმავლობაში, გააძლიერა მოსკოვი როგორც ყველა სხვა რუსული მიწის მმართველი.

თუ ეს რეფორმა გაიტანა ზელენსკიმ, მაშინ ლოგიკურად გამოდის, მან უნდა მოსთხოვოს ყველა პარტნიორ სახელმწიფოს, მათ შორის საქართველოს, თავის ოფიციალურ დოკუმენტებში რუსეთს `მოსკოვია` უწოდონ.

საეჭვოა ამას ევროპული სახელმწიფოები დათანხმდნენ, თუმცა......გააჩნია, როგორ დამთავრდება ეს ომი.

 თუკი უკრაინამ გაიმარჯვა და რუსეთი დაიშალა....ნამდვილად `მოსკოვია` დარჩება  აბა რა?

. . . . . . . . . . . . . . .

ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი: პენტაგონმა ჩაატარა სამხედრო სწავლება, რომლის `ლეგენდა` იყო ამერიკული სტრატეგიული რაკეტმზიდი თვითმფრინავის გასვლა ჩრდილო ყინულოვანი ოკეანის საჰაერო სივრეცში და იქედან ვითომ `ბირთვული რაკეტის გასროლა სანკტ-პეტერბურგის` მიმართულებით.

ანუ დემონსტრაციული სწავლება იყო - `ყვითელი ბარათი`.

იმიტომ, რომ რუსული წყალქვეშა ნავები პერიოდულად უახლოვდებიან ნიუ იორკს და ატლანტის ოკეანეში ხშირად აწყობენ ამგვარ პროვოკაციულ `სწავლებებს`. თუმცა თუნდაც სასწავლო რაკეტის სროლამდე ჯერ საქმე არ მისულა არც პირველ არც მეორე შემთხვევაში.

გასაგები მიზეზის გამო: ავტომატურად ამოქმედდება საპასუხო სროლის სისტემები

. . . . . . . . . . . . . . .

როგორც მოსალოდნელი იყო და ხშირად მომხდარა გაჭიანურებული და წარუმატებელი ომების დროს, რუსეთში ფართოვდება ქალთა მოძრაობა ომის წინააღმდეგ.

რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში გამოდიან ქალთა თუნდაც მცირერიცხოვანი ჯგუფები პლაკატებით და სლოგანებით `დაგვიბრუნეთ ქმრები და შვილები`.

ეს ჯგუფები არ არიან მრავალრიცხოვანნი თითქოს, მაგრამ დღევანდელ კომუნიცირებულ მსოფლიოში, მათ შორის რუსეთში, ამგვარი აქციები სხვადასხვა სოციალური პლატფორმით ბირთვული სისწრაფით ვრცელდება და სერიოზულ ზიანს აყენებს ხელისუფლებას.

პუტინის რეჟიმიც კი ვერ ახერხებს ამ `ბირთვული რეაქციების` დაბლოკვას, იმიტომ, რომ იგი ვერ დახურავს რუსეთში სოციალურ ქსელებს.

ფეისბუკი დახურა, მაგრამ `თიკ-თოკი` თუ დახურა, ათეულობით მილიონი თინეიჯერის უკმაყოფილებას გამოიწვევს, რომლებსაც სულ არ აინეტრესებთ ომი, არ აინეტერსებთ პოლიტიკა, მაგრამ ცხოვრება არ შეუძლიათ `თიკ-თოკის` გარეშე.

დახურავს `იუთუბს?` ამით ათეულობით მილიონი რუსი მელომანის და სპორტის მოყვარულის უკმაყოფიელბას გამოიწვევს, რომელიც სწორედ ამ პლატფორმით უყურებს სპორტულ და მუსიკალურ ივენთებს.

შესაძლოა ზოგს ჰგონია, რომ....... მაშინ დაავალოს უშიშროებას, გააკონტროლოს კონტენტი, მაგრამ ეს ურთულესი საქმეა. იმდენ და ისეთ რესურსებს, დროს, კადრებს და ფულს მოითხოვს, პუტინის სპეცსამსახურები და მისი ძალისმიერი სტრუქტურებიც კი ვერ აუვლენ სოციალურ ქსელთა კონტენტის გაკონტროლებას ისე, რომ ხელისუფლებისთვის არასასურველი კონტენტი წაშალონ და სხვა ყველაფერი დატოვონ.]

ნურას უკაცრავად.\

პუტინმა სცადა კონტენტის გაკონტროლება იმით, რომ უბრალოდ იჭერს ხალხს `არმიის დისკრედიტაციისათვის` სისხლის სამართლის ახალი  მუხლით.

მაგრამ....ათიოდე ქალი რომ გამოვა ქუჩაში და მერე ბირთვული სისწრაფით გავრცელდება სოცქსელებში მათი აქცია სლოგანით `დაგვიბრუნეთ ქმრები`, ამის გამო ციხეში ადამიანების ჩაყრას მასობრივად (!) პუტინის ნაძირლური რეჟიმიც კი ვერ გაბედავს.

ეს ისტორია იმასაც ადასტურებს, რომ რუსული სოციუმი შედის `გადაძაბვის` რეჟიმში - გაჭიანურებული, მომქანცველი, სისხლიანი, მსხვერპლიანი, თანაც წარუმატებელი ომის გამო და პატარა `ნაპერწკალიც` საკმარისია რეჟიმის ჩამოსაქცევად.

მე შეგახსენებთ, რომ როდესაც 1968 წელს, საბჭოთა არმიის ჩეხეთში შეჭრის დროს, სულ რამდენიმე რუსი დისიდენტი გამოვიდა წითელ მოედანზე პლაკატით `არ შეგვიძლია გაჩუმება` (Не могу молчать), სოციალური ქსელების გარეშეც ამან შეძრა რეჟიმი!

პუტინი ისტორიულად წაგებულ, სისხლიან თამაშს თამაშობს, რადგან კომუნიკაციას ებრძვის შინაარსობრივად, რაც უბრალოდ ტრაგიკომედიაა: კომუნისტებმა ვერ შეძლეს და ეს ხომ სრული უბადრუკობაა?!

მით უმეტეს დღეს - `სტარლინკის` ეპოქაში

. . . . . . . . . . . . . . .

მართლაც ძალიან ცუდი ნიშანია Silicon Valley Bank-ის გაკოტრება, რასაც კიდევ რამდენიმე მსხვილი ამერიკული ბანკების დახურვაც მოჰყვა.

ეს პროცესი საბედნიეროდ ჯერ არ შეხებია საბანკო სისტემის ტიტანებს, მაგრამ იმდენად სახიფათოა, რომ `ფედერალური რეზერვი` (ანუ პირობითად თუ ვიტყვით, ამერიკის ცენტრალური ბანკი) აქტიურად ჩაერია და განაცხადა, რომ არც ერთი მეანაბრე არ დაკარგავსო ანაბრებს.

თუმცა იქვე დაამატა: ანაზღაურება გადასახადების გადამხდელთა ფულით არ მოხდებაო.

საქმე ისაა, რომ ამერიკელებს, ვისაც საბანკო ანაბრები არა აქვთ და პატიოსნად იხდიან გადასახადებს, მუდამ აღიზიანებთ, როცა ანაზღაურება ხდება ბიუჯეტის ფულით, სადაც ისინი იხდიან გადასახადებს. `სხვის წარუმატებლობაზე ჩემი ფული რატომ უნდა იხარჯებოდესო`.

ძალიან ძნელია ადამიანებს აუხსნა, რომ თუ სისტემური ბანკები ჩამოიქცევა (საბანკო ტიტანთა ჩამოქცევის საშიშროება არსებობდა 2008 წელს, როცა მთავრობა, საბედნიეროდ ჩაერია), მაშინ  ისინიც დაზარალდებიან და იმავე ლოგიკით, ნიუ იორკის გადასახადის გადამხდელის ფულით რატომ უნდა აშენებდეს ფედერალური მთავრობა საზღვაო ჯებირებს (ვთქვათ) სან-ფრანცისკოს დატბორვის თავიდან ასაცილებლად?

250 000 დოლარამდე დეპოზიტები ამერიკული კანონმდებლობით დაზღვეულია, მაგრამ `სილიკონის ველის ბანკში` სხვა კატეგორისი დეპოზიტები მეტი იყო. გარდა ამისა, ეს ბანკი დიდძალ სესხებს გასცემდა კრიპტოვალუტის მაინინგის კომპანიებზე და ზუსტად ეს გახდა ამ კრახის მიზეზი.

ჯანსაღი `კაპიტალისტური` (პირობითად) კანონებით, გასაკოტრებელი  უნდა გაკოტრდეს! მეანაბრეებმა კი ზღონ საკუთარი სიხარბის გამო, მაგრამ......მოდერნიზებულ დემოკარტიაში, პოსტინდუსტრიულ ხანაში, ასე არ შეიძლება: დომინოს პრინციპით მთელი საბანკო სისტემა ჩამოიქცევა, ასეულობით მილიონი ადამიანი გაუბედურდება, ამას სოციალური მიწისძვრები მოყვება......

ასე მოხდა 1929 წლის დიდი აფეთქებისა და დეპრესიის შედეგად, მაგრამ პრეზიდენტმა რუზველტმა დროულად იპოვა გამოსავალი ისევ და ისევ სახელმწიფოს როლის დროებით თუმცა არსებითად გაძლიერებით.

იგივე მოხდა 2008 წელს.

იგივე იქნება ახლაც.

კრიპტოვალუტრის აკრძალვა გამოსავალი არ არის - ელექტრონული ფული ეპოქამ და კომუნიკაციამ მოიტანეს! მათ ვერ გააუქმებ.

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზ სეპარატისტთა `ძალისმიერი სტრუქტურები` გალის რაიონში, საოკუპაციო ხაზთან მანევრებს ატარებენ, რათა მოსკოვს კვლავ უჩვენონ: თუ ამ ამბების შემდეგ საქართველოს დასჯა გინდათ, აგერ ვართო.

. . . . . . . . . . . . . . .

მოსკოვი არ წყვეტს მცდელობას, დაამხოს მაია სანდუს მთავრობა მოლდოვაში და ამ მიზნით იყენებს ელექტროენერგიის სიძვირის პრობლემას. მიტინგები იმართება აბსურდული მოთხოვნით, რომ მთავრობამ დაფაროს ელექტროენერგიის დავალიანებები.

მოსკოვის პროვოკატორობა იმითაც ჩანს, რომ ცდილობს შეუმციროს ბუნებრივი აირის მიწოდება მოლდოვას, რათა ელექტროენერგიაზე უფრო იყონ დამოკიდებულნი.

ელექტროენერგიის ზამთარში გასათბობად გამოყენება კი ძალიან ძვირი სიამოვნებაა.

მსოფლიოში სულ სამი ადგილია ასეთი, სადაც ელექტროენერგიას გასათბობად იყენებენ 30 წელია: საფრანგეთი, ინგლისი და.....სეპარატისტული აფხაზეთი.\

პირველ ორს აქვთ ბევრი  ატომური ელექტროსადგური, ხოლო სეპარატისტულ აფხაზეთს -  `ჩვენი` ენგურჰესი და არა ენაღვლებათ რა....

. . . . . . . . . . . . . . .

აფხაზი `საზოგადო მოღვაწე` და `პოლიტიკოსი`, ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერო კან კვარჩია სრულიად შოვინისტური განცხადებით გამოვიდა სომხების წინააღმდეგ და თქვა, რომ `აფხაზეთის სომხური მოსახლეობა მეტისმეტად სწრაფად მრავლდებაო`.\

ეს განცხადება გამოხატავს აფხაზთა დიდი ნაწილის შიშებს, რომ მოსკოვი გეგმავს აფხაზეთში რეფერენდუმის ჩატარებას და აფხაზეთის რუსეთთან შეერთებას სომეხი და რუსი მოსახლეობის გამოყენებით, რომლებიც ორივე ერთად უმრავლესობა არიან აფხაზებთან შედარებით.

აფხაზეთის მოსახლეობა სულ 250 000 ია. აქედან აფხაზი - 70 000