საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 12 ივნისი 2022 წელი

როგორც მოსალოდნელი იყო და რისიც გვეშინოდა, `6 იანვრის კომიტეტის` გამოძიება - 2021 წლის 6 იანვარს ტრამპის მომხრეთა კონგრესში შეჭრის თაობაზე - მაღალი ალბათობით სრულ მარაზმში გადაიზრდება და ნაწილობრივ უკვე გადაიზარდა კიდეც.

ტრამპის ქალიშვილმა ერთ-ერთი წინა ქორწინებიდან (ოთხჯერ იყო დაქორწინებული და ოთჯერვე სახელგანთქმულ მოდელ ქალებზე-დ) ივანკა ტრამპმა გამოძიებას განუცხადა, რომ როცა მამამისის ანუ პრეზიდენტ ტრამპის ოფიციალური თანაშემწე იყო, სჯეროდა ამერიკის გენერალური პროკურორის, ვინც  უთხრა სატელეფონო საუბრის დროს, რომ არ ყოფილა მასშტაბური გაყალბებები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

ანუ ივანკამ ფაქტიურად დაადასტურა, რომ მამამისი იტყუებოდა, როცა მომხრეებს აგიჟებდა, რომ `მოპარეს` არჩევნები.

იავანკას თავისი გასჭირვებია, რაკი... `მტრისას და ავისას` აღმოჩნდეს, რომ კონგრესს რაიმე ტყუილი უთხრა ან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაუმალა. ეს კონგრესის შეურაცხყოფად ითვლება (ლაპარაკია კონგრესის კომიტეტის `მოსმენებზე` - Hearing) მძიმე სისხლის სამართლის მუხლია და ამისთვის პირდაპირ ციხეში წავა.

დონალდ ტრამპმა კი, საკუთარი ქალიშვილის (ვიმეორებ ყოფილი მრჩევლისა და თანაშემწის) ეს განცხადება რომ მოისმინა, დაახლოებით ასეთი რა თქვა (ქართულ ჟარგონზე თუ `გადმოვთარგმნით`):  `უჰ, ეგ გოგო აზრზე არ იყო არასდროს არაფრის და ახლაც აზრზე არ არისო`.

ზოგადად დონალდ ტრამპი ივანკაზე ძალიან უცნაურად საუბრობდა ხოლმე. ერთხელ თქვა ინტერვიუში: `რა ლამაზია ეს ივანკა, ჩემი შვილი რომ არ იყოს, ყავაზე დავპატიჟებდიო`.

ცუდი კი არაფერი უგულისხმია, უბრალოდ ეშლება ხოლმე, რაკი მეტსიმეტად დიდხანს იყო არა Public person სანამ პოლიტიკაში მოვიდოდა.

კვლავ ვიმეორებ, რომ კონგრესის ეს Hearing სავსებით შესაძლებელია დასრულდეს დონალდ ტრამპის წინააღდმეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრითა და ციხეში გამომწყვდევით.

ეს შესაძლებელია, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ არის. გააჩნია კიდევ რა გაირკვევა.

. . . . . . . . . .

დღეს რუსეთში აღინიშნება ამ სახელმწიფოს მთავარი დღესასწაული: `დამოუკიდებლობის დღე` (როგორც ჩვენთანაა 26 მაისი).

1991 წლის 12 ივნისს რუსეთის პირველი პრეზიდენტის, ბორის ელცინის ინიციატივით, რუსეთის უმაღლესმა საბჭომ `სუვერენიტეტი` გამოაცხადა, რაც უბრალოდ სასაცილოა, რადგან დღემდე გაუგებარია, ვისგან დამოუკიდებლობა (სუვერენიტეტი) მოიპოვა? საბჭოთა კავშირისგან? ანუ იმავე `დიდი რუსეთისგან?` `სსრკ` ხომ იგივე `რუსეთი` იყო შინაარსობრივად და რუსეთი - იგივე სსრკ ყველა ფორმალური სტატუსის მიუხედავად.

ანუ ელცინის ნარატივით..... `რუსები სსრკ-ში ვიჩაგრებით, გრუზინები (სომხები, უკრაინელები, ყაზახები) ჩვენზე ანუ რუსებზე უკეთ ცხოვრობენ და ახლა მე ვიწყებ ეროვნულ-გამნმათავისუფლებელ მოძრაობას, რათა დედა-რუსეთი საბჭოთა იმპერიის მარწუხებიდან გავათავისუფლოო.

 

წელს `რუსეთის დამოუკიდებლობის დღე` მორიგი რუსულ-იმპერიულ-დერჟავულ-პუტინური სიგიჟით აღინიშნა:

სწორედ დღეს, კვირას, ანუ 12 ივნისს მოსკოვში და სხვა ქალაქებში იხსნება ამერიკულ ქსელ McDonald,s-ის რუსული ანალოგი.

შესაძლოა RuDonald,s  ერქვას ან რაღაც მსგავსი.

აბსოლუტურად მსგავსი იმიჯით, ლოგოებით, გაფორმებით, პალიტრით, ტექნოლოგიით, პროდუქციით, მომსახურე პერსიონალის ფორმებით და ა.შ და ა.შ

ანუ, ისტორიული ანეგდოტია: რუსებს 1990 წლის 31 იანვრიდან იმდენად შეუყვარდათ მაკდონალდსი, რომ ვერ ელევიან და პუტინმაც გადაწყვიტა, რუსების განწყობას ასე გამოეხმაუროს.

პრინციპში, ამ რუსებს ამერიკა კი არ უყვარს...ამერიკასთან ამ სარესტორნე-სასადილო ქსელს არც აიგივებს მათი 90% მაგრამ ძალიან მოსწონთ McDonald,s-ის  მოხერხებულობა, ხარისხი, `მაკდრაივი` ანუ მანქანით გავლა-შეკვეთის ტექნოლოგია, დარბაზში შეკვეთების ტექნოლოგია დიდ სტენდზე  და ა.შ და ა.შ. 

ჰოდა პუტინიც ეუბნებათ; ყველაფერი იგივეა, სახელწოდებაში პატარა ცვლილებას კი ყურადღებას ნუ მიაქცევთო.

 

არადა, ეს გადაწყვეტილება ბევრად უფრო სახიფათოა ვიდრე ერთი შეხევდვით სჩანს: საქმე ის გახლავთ, რომ ` McDonald,s ` არის ლიცენზირებული საწარმო, რომელსაც ამერიკის კანონმდებლობა და გლობალური სალიცენზიო სისტემა იცავს.

მაშასადამე, პუტინმა გადაწყვიტა ეს გლობალური წესი, მსოფლიო საპატენტო-სალიცენზიო წესრიგი (500 წლის წესრიგია რეალურად - ევროპიდან დაწყო გვიან შუა საუკუნეებში) მთლიანად დააიგნოროს (.....) თუმცა, სადაც უკრაინაში შეიჭრა და მსოფლიოს ბირთვული ომით ემუქრება, რაღაა გასაკვირი...

 ოღონდ, საქმე ისაა, რომ ეს არა მხოლოდ დასავლეთს და ამერიკას არ მოეწონება, არამედ არ მოეწონებათ სხვებსაც: Samsung-ს არ მოეწონება, SONY-ს არ მოეწონება, არც ჩინურ Huawei-ს მოეწონება ბოლოს და ბოლოს... და სხვა უამარავს უამრავი სხვა საწარმოო-საპატენტო-სალიცენზიო მიმართულებით, მაგრამ....პუტინმა უკვე ისე `გააჭენა`, შეჩერება აღარ შეუძლია.

აღარც მალავენ, რომ მოპარული სათადარიგო ნაწილებისგან ან ძველი ნაწილებისგან თვითონ დაიწყებენ Samsung-ის წარმოებას, ესე იგი რუსეთი ხდება კაცობრიობის ისტორიაში პირველი ღია (!)  სახელმწიფო-კონტრაფაქტორი.

მსოფლიოში ვერსად გაიტანს ამ კოტრნაფაქტს რასაკვირველია, თუმცა პუტინის მიზანი საკუთარი მოსახლეობის დაკმაყოფილებაა.

ისევე, როგორც გენიალური ამერიკული ` McDonald,s-ის შემთხვევაში, რომლის გარეშეც, როგორც ირკვევა, რუსებს უბრალოდ ცხოვრება არ შეუძლიათ.

. . . . . . . . . .

პუტინი რომ საბოლოოდ გავიდა ასტრალში, კიდევ ერთი მაგალითით ჩანს: ერთ-ერთ შეხვედრაზე თავი პირდაპირ შეადარა რუსეთის იმპერიის დამაარსებელს, XVIII საუკუნის მონარქ პეტრე I დიდს და მის ომს შვედეთის წინააღმდეგ, რომელსაც ეწოდება `ჩრდილოეთის ომი`.  

(1700 – 1721 წწ) ანუ მიმდინარეობდა 21 წლის განმავლობაში!

სხვათა შორის რუსეთ-შვედეთის ომი მაშინ დიდწილად სწორედ უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობა. უკრაინაშივე შედგა გადამწყვეტი ბრძოლა, რომელშიც რუსულმა არმიამ შვედეთის მეფის, კარლოს XII -ს ჯარი დაამარცხა.

`პოლტავას ბრძოლა` ეწოდება - 1709 წელს.

პუტინი ამბობს, რომ პეტრე დიდი `დამყრობელი სულაც არ იყო`, არამედ...რუსულ მიწებს იბრუნიბდა და ამ რუსულ მიწების მაგალითად დაასახელა...ნარვა! დღეს ესტონეთის კუთვნილი ნარვა!!!

ნარვა მართლაც პეტრე დიდმა წაართვა მაშინ შვედეთს. სხვათა შორის ამ ქალაქში უამრავი რუსი ჩაასახლა მოგვიანებით სტალინმა. ახლაც რუსეთ-ესტონეთის საზღვარზე მდებარეობს.

პუტინის განცხადებამ ნარვასა და `ჩრდილოეთის ომის` შესახებ, ასევე მისმა ალუზიებმა იმპერატორ პეტრესთან, არა მხოლოდ საბრალო, პატარა ესტონეთში გამოიწვია ფურორი, არამედ მთელს NATO-ში, რადგან გამოდის, პუტინს  უკვე ალიანსის წევრ სახელმწიფოსთან (ესტონეთთან) აქვს ტერიტორიული პრეტენზიები და აგრესიული ზრახვები

 

ესე იგი მტკნარი სისულელე აღმოჩნდა იმ დასავლელ (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპელ) ექსპერტთა, პოლიტიკოსთა და `ექსპერტ-პოლიტიკოსთა` მოსაზრება, რომ... რა გადავყევით ამ უკრაინას- გაინაღდებს იქ პუტინი თავისას და გაჩერდება - NATO-ს საზღვრებს არ შეეხება ანუ ბალტიის სამი რესპუბლიკის (ლიტვის ლატვიის ესტონეთის) დაპყრობას არ მოინდომებსო.

მიშა კი 15 წლის წინ ეუბნებოდა მაგ ჭკუისკოლოფებს: `უკრაინასაც შეეხება და მერე ბალტიასაც ისე შეეხება, რომ.....`

არ დაიჯერეს და.....

ბალტიაც თუ მოინელა,  მერე იმავე შვედეთსაც შეეხება ალბათ და ბოლოს პარიზშიც მოინდომებს ძლევამოსილი არმიის შეყვანას როგორც 1814 წელს, როცა იმპერატორ ალექსანდრე I-ის არმია პარიზში შევიდა ნაპოლეონის დამარცხების შემდეგ....ათასობით ფრანგი ქალი გააუპატიურეს, ხოლო ფრანგულ კაფეებს მაშინ ეწოდათ Bistro -რუსულად Быстро - `ჩქარა დასალევი გამოიტანეთო....` - რუსი კაზაკები რომ ეუბნებოდნენ გარსონებს.

ამასაც მოესწრებიან ევროპელები, თუ დროზე არ მოვლენ გონს!

აბა საკუთარ თავს თუ უკვე იმპერატორებს ადარებს და არა თუნდაც სტალინს... სტალინი პარიზში მაინც არ შესულა და....

. . . . . . . . . .

დონბასის საკვანძო ქალაქის, სევეროდონეცკის 99%-ს სამწუხაროდ რუსები აკონტროლებენ კვირა დილისათვის.

თუმცა უკრაინული არმია მიმდებარე ტერიტორიიდან აგრძელებს ბრძოლას.

რუსების წინწაწევა განაპირობა იმან, რომ ისინი იყენებენ არაადამიანურ იარაღს: ცეცხლმფრქვევ ტანკებს Солнцепёк და Буратино.

`ბურატინო` კი ქვია, მაგრამ შემაძრწუნებელი იარაღია: ცეცხლის ჭავლს და ცეხლოვან ბომბებს ისვრის 3 კილომეტრის მანძილზე. ყველაფერს წვავს, ქალაქში მისი გამოყენება პირდაპირ ფაშიზმია!!! მხოლოდ ჰიტლერი თუ გააკეთებდა.

ბომბის ან ჭურვის ნამსხვრევს კიდევ დაემალება მშვიდობიანი მაცხოვრებელი, მაგრამ ცეცხლი ხომ ყველგან შეაღწევს?!

 

ერთი სიტყვით, ატომური და ქიმიური თუ ბიოლოგიური ან ვაკუუმური იარაღის გარდა პუტინმა უკრაინაში უკვე ყველანაირი იარაღი გამოიყენა.

შემდეგ ეტაპზე, თუ მაინც ვერ გაიმარჯვა, გამოიყენებს ე.წ. `ვაკუუმურ` ბომბებს, რომლებიც ვარდებიან, ვაკუუმს ქმნიან, იმ ვაკუუმში ასაფეთქებელ ნივთიერებას აფრქვევენ და მერე ნაპერწკლით ერთიანად აფეთქებენ. კვადრატული კილომეტრობით ფართობს ანადგურებს `ვაკუუმური ბომბი`

მერე ბიოლოგიურ იარაღს- ანუ ბაქტერიებს გამოიუენებს ალბათ.

მერე ქიმიურ იარაღს.

ბოლოს ატომურ იარაღსაც

 

ქიმიური იარაღი მოვსპეო - აცხადებდა პუტინი რამდენიმე წლის წინ. იმიტომ, რომ ამას მოითხოვდა საერთაშორისო კონვენცია: NATO-მ თავისი ქიმიური იარაღი მოსპო 100%-ით 2015 წლისთვის.

პუტინმა კი არათუ მოსპო, არამედ `ნოვიჩოკის` (საშინელი ქიმიური ნივთიერება) საწყობები აქვს და ხალხს ამით ხოცავენ მისი სპეცსამსახურები არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ლონდონშიც.

გავიხსენოთ მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლა ინგლისურ სოლსბერიში და ალექსეი ნავალნის მოწამვლა რუსეთშივე