საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 მარტი. 2025 წელი

საუდის არაბეთში წარმატებით დასრულებული ამერიკა-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გლობალური პოლიტიკის უმთავრესი თემაა.

მოლაპარაკების შედეგად ორივე მხარემ (ანუ არა მხოლოდ უკრაინამ, არამედ ამერიკამაც) რუსეთს შესთავაზა შემდეგი ფორმულა: ცეცხლის შეწყვეტა სამივე სივრცეში - ხმელეთზე, ზღვაზე, ცაში ერთი თვის განმავლობაში და კონფლიქტის სრული დასრულების პირობათა შესახებ მოლაპარაკების დაწყება.

იგულისხმება, რომ ყველა სხვა ოფცია, მათ შორის რუსეთისთვის დასავლური სანქციების გაუქმება განიხილება მხოლოდ და მხოლოდ სრულმასშტაბური დარეგულირების კონტექსტში და არა როგორც ამჟამინდელი ცეცხლის შეწყვეტის პირობა.

ახლა ბურთი უკვე მოსკოვის მოედანზეა - ეს იყო როგორც უკრაინული, ასევე ამერიკული დელეგაციის მთავარი საზრისი.

ოფიციალურ კომენტარებშიც იგრძნობა, რომ რატომღაც პუტინისგან ელიან ერთმნიშვნელოვან პასუხს: „დიახანარა“.

ეს, რბილად თუ ვიტყვით..... გულუბრყვილობაა.

ჯერ ერთი, პუტინს ჰყავს ისეთი გენიალური გაიძვერა, როგორიცაა საგარეო საქმეთა მინისტრი ლავროვი, რომელსაც შეუძლია არცდიახთქვას, არცარა“: ილაპარაკოს საათობით, აქვეყნოს განცხადებები, საიდანაც ვერანაირ ხელჩასაჭიდ დასკვნას ვერავინ გამოიტანს.

ლავროვი არის მოლაპარაკებათა გაწელვის, აზელვის, საზრისთა დეფორმაციის დიდოსტატი.

საბოლოოდ კი აუცილებლად იტყვის დიახ, “.

სწორედ ეს იქნება მისი სტრატეგია. Да, но……Yes but…..

ანუ ერთ თვიან ცეცხლის შეწყვეტასაც განაპირობებს დამატებითი მოთხოვნებით;

 მაგალითად სანქციათა დაუყოვნებლივ მოხსნის შესახებ.

გარდა ამისა, კრემლთან დაახლოებულ ოფიციოზში უკვე გაიჟღერა იმავე ტექნოლოგის მეორე ოფციამ: დიახ, ამ ერთი თვის განმავლობაში მეომარ მხარეებს იარაღი არ უნდა მიეწოდებოდეთო.“

იგულისხმება: არც ევროპამ და არც ამერიკამ არ უნდა მიაწოდოს იარაღი უკრაინას.

რუსეთი თვითონ აწარმოებს სამყოფ იარაღს.

რა თქმა უნდა ეს პირობა კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისთვის, ევროპისთვის და იმავე ამერიკისთვის, რომელმაც უკვე განაახლა იარაღის და სადაზვერვო მონაცემების მიწოდება უკრაინისთვის.

 

მეორე გარემოება კი ის არის, რომ პუტინი ახლა ცდილობს გამარჯვება იზეიმოს კურსკის ოლქში.

გუშინ, როდესაც მთელი მსოფლიო იმაზე მსჯელობდა რას უპასუხებს მოსკოვი ამერიკულ-უკრაინულ კითხვას - დიახთუარა -  პუტინმა, ფაქტობრივად, უკვე უპასუხაარა“: სამხედრო კომუფლიაჟში გამოწყობილი ჩავიდა კურსკში, სადაც რუსული არმიის წინსვლაშეფუთა“, როგორც ლამის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მასშტაბის გამარჯვება.

ჩაიყვანა კურსკში გენერალური შტაბის უფროსი გერასიმოვი, გააკეთა განცხადება სრულ გამარჯვებაზე და .

სამწუხაროდ, კურსკში პუტინს ნამდვილად აქვს წინსვლა.

არ არის გამორიცხული, უკრაინული არმიის გადაჯგუფება და ტაქტიკური უკან დახევა ამერიკელებთან იყოს შეთანხმებული, რაკი კურსკის სტატუსი On the ground ჰაერში აღმოჩნდა გამოკიდებული: მოსკოვისგან განსხვავებით კიევს ხომ ნამდვილად არ აქვს პრეტენზია რუსულ ტერიტორიებზე?

ოღონდ  მთავარი კითხვა სხვაა: თუკი კურსკში იმარჯვებს და გენშტაბს კურსკის მიმდებარე უკრაინულ ტერიტორიაზებუფერული ზონისშექმნაც კი უბრძანა, მაშინ რა რეზონი აქვს პუტინს ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს მისი პირობების შესრულების გარეშე?

მისი პირობებია, შეგახსენებთ: უკრაინის მიერ ყირიმის და დონბასის რუსული კუთვნილებისაღიარება, სრულმასშტაბური დარეგულირების ძირითადი პარამეტრების წინასწარ შეთანხმება (ანუ უკრაინის ქცევა მოსკოვს დამორჩილებულგუდურაფსევდოსახელმწიფოდ რეალური სუვერენიტეტის გარეშე) და ყველა სანქციის მოხსნა: ეკონომიკური და ფინანსური სანქციებიდან - რუსული საფეხბურთო ნაკრების და ოლიმპიური ნაკრების ტურნირებში მონაწილეობამდე.

ამ სამ პირობას პუტინი მოხსნის მხოლოდ თუ აიძულებენ, თუმცა მაღალი ალბათობითჯიდას ულტიმატუმზეპირდაპირ, ერთმნიშვნელოვნად არცჰო“- იტყვის და არცარას“.

 

ტრამპი ამას გრძნობს.

ამიტომაც ალაპარაკდა ფინანსურ ზომებზე, რაც პუტინისთვის მტკივნეული იქნება და ამერიკელი სენატორები, ასევე კონგრესმენებიც აპირებენ დამატებით აქტების მიღებას სანქციების მოთხოვნით.

 

აქვე დავსვათ მნიშვნელოვანი კითხვა: რამ აიძულა ტრამპი და ამერიკული ისტებლიშმენტი აშკარად პროუკრაინული პოზიცია დაეკავებინა ჯიდას მოლაპარაკების დროს და ამ მოლაპარაკებათა შედეგად?

პასუხი ერთმნიშვნელოვანია: იმან, რომ თეთრ სახლში მომხდარი სკანდალის, ასევე მანამდე ტრამპის უცნაური განცხადებების, გაეროშიპრორუსული რეზოლუციისშეტანის და უკრაინისთვის იარაღის, ასევე სადაზვერვო მონაცემების მიწოდების შეწყვეტის შედეგად, მსოფლიოში ამერიკის რენომე მნიშვნელოვნად შეილახა!

როგორი იზოლაციონისტიც არ უნდა იყოს ტრამპი მას უბრალოდ არ ძალუძს ამ გარემოების იგნორი.

მთელი მსოფლიოდან, ყველა საელჩოდან, სადაც ფუნქციონირებენ სპეციალური კვლევითი სამსახურები, ვაშინგტონში.. ესე იგი როგორც თეთრ სახლში ასვე კაპიტოლიუმზე...... მიდიოდა საგანგაშო სიგნალები ამერიკის დისკრედიტაციის შესახებ ყველა იმ ძალის, ყველა იმ პარტიის, ყველა იმ ხელისუფლების, ყველა იმ ოპოზიციის თუ მეომარი ჯგუფის თვალში, რომლებიც ამერიკას უჭერდნენ მხარს ან რომელთაც ამერიკა უჭერდა მხარს.

ეს არის მთავარი მიზეზი: ტრამპი მიხვდა, რომ შესაძლოა უდიდესი და უძლიერესი არგუმენტი მიეცა თავისი მტრებისთვის, დემოკრატებისთვის, რომლებიც ახლაჩასაფრებულებიარიან და მომენტუმს ელიან.

კურსკში რუსული ძალების წინსვლა მსოფლიოში ყველამ აღიქვა, როგორც პირდაპირი შედეგი ამერიკული სადაზვერვო მონაცემების შეწყვეტისა ანუ ამერიკამ გაყიდა უკრაინაო!“ - ასეთი აღქმა ყალიბდებოდა და აქ არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად ზუსტი და რელევანტურია ეს აღქმა.

თანამედროვე კომუნიცირებულ, გლობალიზებულ მსოფლიოში აღქმა ნამდვილად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ფაქტი.

შესაბამისად, ძალიან მაღალი ალბათობით შეიძლება მხოლოდ ის ვივარაუდოთ, რომ სიტუაცია რუსეთ-უკრაინის ფრონტზე დაბრუნდება იმ ნიშნულზე, რომელზეც იყოოვალურ კაბინეტშისკანდალურ შეხვედრამდე.

რომც დათანხმდეს პუტინი ცეცხლის შეწყვეტას, ჯერ ერთი დიპლომატიურ დეფორმაციებს მიმართავს ზემოხსენებული ტექნოლოგით და რაც მთავარია, როცა არ არსებობს ცეცხლის შეწყვეტის ვერიფიკაციის არანაირი მექანიზმი, არანაირიდამკვირვებელი“, არავითარი სამშვიდობო კონტინგენტი, პუტინს მუდამ შეეძლება განაახლოს ცეცხლი და ეს უკრაინას დააბრალოს - „პირველად იმათ გაისროლესყალბი ნარატივით.

ესეც ჩვეულებრივი, აპრობირებული ტექნოლოგიაა. რა სანქციები შეუძლია დაუწესოს რუსეთს ტრამპის ადმინისტრაციამ?

ჯერ ერთი ბევრი ბერკეტი მართლა აღარ დარჩა და მეორეც, პრეზიდენტი ტრამპი ახლა ათ ფრონტზე ერთდროულად იბრძვის: კანადას ფოლადზე და სხვა ლითონებზე ტარიფები 50%-მდე გაუზარდა.

ავტომობილების იმპორტის სრული დაბლოკვით ემუქრება  მას შემდეგ, რაც კანადამ ელექტროენერგიის მიწოდება გაუძვირა ჩრდილოეთის შტატებს.

ამერიკელებისთვის უკრაინაშორსაა“, ხოლო კანადაიქვეა“.

ტრამპი კვლავინდებურად ახმოვანებსწინადადებას“51- შტატად ამერიკულ ფედერაციაში კანადის შესვლის შესახებ და ამ პირობით ყველანაირი საბაჟო ტარიფის მოხსნას ჰპირდება.

 

მაინც დაველოდოთ მოსკოვში ტრამპის სპეცწარმომადგენლის სტივ უიტკოფის ჩასვლას, რომელმაც იმავე ლავროვთან და შესაძლოა თვით პუტინთან დაზავების პირობები უნდა განიხილოს.

დამკვირვებელთა აბსოლუტური უმრავლესობა მიმდინარე პროცესის შესაფასებლად იყენებს პოლიტოლოგიაში აპრობირებულ ინსტრუმენტებს და ამბობს, რომ ცეცხლის შეწყვეტა რომც მოხერხდეს მოკლევადიან პერსპექტივაში, ამჟამად არ არსებობს არავითარი წინაპირობა, რომ კონფლიქტის დასრულდესსაშუალოვადიანანგრძელვადიანპერსპექტივაში, რაკი პუტინს კვლავინდებურად აქვს იმედი, რომ როგორც მინიმუმ აიძულებს უკრაინას, ცნოს უკვე დაპყრობილი ტერიტორიების რუსული კუთვნილება: ყირიმის და დონბასის.

და მაინც..... ბრძოლის ველზე წყდება ყველაფერი.

ასე იყო კაცობრიობის ისტორიაში, ახლაც ასეა და ასე იქნება სამარადჟამოდ!

აბსოლუტურად ყველაფერი უკრაინელი ჯარისკაცის ვაჟკაცობაზე და პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული.

უკრაინული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა სირსკიმ გუშინ განაცხადა, რომ კურსკში მიმდინარეობს უკრაინული არმიისგადაჯგუფებადა მიუხედავად რუსული, ასევე ჩრდილო კორეული ჯარების შეტევებისა უკრაინის არმია კურსკში წინააღმდეგობას იმდენ ხანს გააგრძელებს, რამდენიც საჭირო იქნება“.

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ კურსკის ბრძოლებში ნამდვილად ძალიან დიდი როლი შეასრულა  ჩრდილო კორეულმაბიო-მასამთუმცა ეს ბიომასა, რუსულ პროპაგანდისტულ ტელე-არხებს, - როცა პუტინის კურსკში ვოიაჟს აღწერდნენ, - თავის რეპორტაჟებში არ უჩვენებიათ.

თითქოს საერთოდ არ არიან კორეელები იქ.

 

 ევროპას რაც შეეხება, ბრიტანეთი და საფრანგეთი აცხადებენ, რომ მზად არიან დაახლოებით 60-70 ათასი სამხედრო გააგზავნონ უკრაინაშიმშვიდობისმყოფელის სტატუსითმას შემდეგ რაც ცეცხლი შეწყდება და ამას მოსკოვი დაეთანხმება (რისი ალბათობაც ნულის ტოლია).

ოღონდ განსაკუთრებით ნიშანდობლივია, რომ გერმანია და...პოლონეთი ახლავე აცხადებენ, რომ არც ერთ შემთხვევაში უკრაინის ტერიტორიაზე ჯარს არ გააგზავნიან მის დასახმარებლად და სამშვიდობო გარანტიების შესაქმნელად.

გერმანია კიდევ გასაგებია, რაკი მეორე მსოფლიო ომის კომპლექსები აქვთ და ალბათ საუკუნეობით გაჰყვებათ, მაგრამ.........პოლონეთი?

როგორც ჩანს, დასავლეთ უკრაინის თაობაზე პოლონურ-უკრაინულმა წინააღმდეგობებმა და ამ ერთა დაპირისპირების ისტორიულმა ეპიზოდებმა, მათ შორის სტეპან ბანდერას და ვოლინის ჟლეტის ფაქტორმა, თავისი როლი მაინც შეასრულა პუტინის გასახარად.