საერთაშორისო მიმოხილვა. 11 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 11 იანვარი. 2024 წელი

გაეროს უშიშროების საბჭოს შვიდმა წევრმა, მათ შორის სამმა მუდმივმა წევრმა (აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი) უკიდურესად მკვეთრი პროტესტი გამოთქვეს იმის გამო, რომ რუსეთმა დაარღვია გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია და ჩრდილოეთ კორეისგან შეიძინა ბალისტიკური რაკეტები!

განსაკუთრებით შეშფოთებულია სამხრეთ კორეა, რაკი დარწმუნებულია, რომ ეს ჩრდილო კორეული რაკეტები КН-23 მას მზარდ  საფრთხეს უქმნის, - შეუძლიათ ატარონ ბირთვული იარაღი და უკრაინის ფრონტზე გამოცდის შემდეგ ჩრდილო კორეის რეჟიმმა შესაძლოა ამ რაკეტების წარმატებული  მოდერნიზაცია განახორციელოს.

გაუგონარი დარღვევაა რუსეთის მხრიდან.

აშშ წარმომადგენელმა გაეროში მოსკოვის ამ საქციელს „ამაზრზენი“ უწოდა. მაგრამ....რა? რუსეთის წარმომადგენელმა უპასუხა, რომ სულ არ აინტერესებს ეს პროტესტები, ხოლო გაეროში ნებისმიერ რეზოლუციას რუსეთი ვეტოს დაადებს.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

Bloomberg, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კარგად ინფორმირებული ამერიკული რესურსია, იტყობინება, რომ თეთრი სახლის ადმინისტრაცია „უკვე თითქმის დაეთანხმა“ რუსული აქტივების კონფისკაციას უკრაინის სასარგებლოდ.

ლაპარაკია დაახლოებით 300 მილიარდ დოლარზე, რაც სხვადასხვა ფორმით ეკუთვნის რუსულ სახელმწიფოს და ინახებოდა ამერიკის, ასევე ევროპის ბანკებში: დოლარი, ევრო, ოქრო, ობლიგაციები და ა.შ.

უახლოეს მომავალში ამ თემაზე იმსჯელებს G7 ანუ დიდი შვიდეული.

აქამდე „შვიდეული“ მხოლოდ იმაზე იყო შეთანხმებული, რომ რუსეთის „ძირი თანხისთვის“ ხელი არ ეხლოთ, თუმცა დივიდენდები, რაც გროვდებოდა (არადა ასეულობით მილიონი დოლარი და ევროა), უკრაინისთვის გადაეცათ.

მოსალოდნელია, რომ ამერიკის კონგრესიც და ევროპულ სახელმწიფოთა პარლამენტებიც შესაბამის კანონს მიღებენ.

მოსკოვი ისტერიკაშია: მას შემდეგ რაც Bloomberg-მა ეს ინფორმაცია გაავრცელა, რუსეთის „საგარეომ“ იკივლა: „როგორც კი ამერიკის კონგრესი მაგ კანონს მიღებს, ამერიკასთან დიპლომატიურ ურთიერთობას გავწყვეტთო“.

არადა ქონების ჩამორთმევა  უკვე სავსებთ რეალურია, რადგან დასავლეთს ერთადერთი ალტერნატივა გააჩნია ამჟამად: ან უნდა შეურიგდეს უკრაინის დამარცხებას და პუტინის გამარჯვებას, რაც კატასტროფაა; ან ხარჯოს და ხარჯოს „გადასახადის გადამხდელთა“ თანხები.

არადა რატომ, როდესაც იქვე აქვთ პუტინის ბანდიტური რეჟიმის უზარმაზარი სახსრები, რომლის კონფისკაცია ნებისმიერ მომენტში შეუძლიათ?

 . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინის რეჟიმმა მარაზმის მორიგი რეკორდი დაამყარა: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის (Голос) ოთხი წევრის სახლის მისამართები გამოაქვეყნეს! თითქოს ეუბნებიან ბანდიტებს: „აი აქ ცხოვრობენ ეგ მოღალატეები, დასავლეთი ფულს უხდის, მიდით, გაძარცვეთ, დაარბიეთ და არავინ არაფერს გერჩით ამის გამოო.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

25 იანვარს ამერიკის ალაბამას შტატში პირველად გამოიყენებენ აზოტს სიკვდილით დასასჯელად. სიკვდილით დასჯიან 58 წლის ამერიკელს, რომელმაც 1988 წელს (!) ჩაიდინა შეკვეთილი მკვლელობა და მას შემდეგ ციხეში იმყოფება.

აზოტის გამოყენება იძულებითი ნაბიჯია ამერიკის პენიტენციური სისტემის მხრიდან, რადგან ევროკავშირმა აკრძალა ამერიკული ციხეებისთვის იმ ინიექციების მიყიდვა (ბარბიტურატები), რომლებიც მანამდე გამოიყენებოდა;

სიკვდილით დასჯის საკითხზე ევროპასა და ამერიკას შორის უთანხმოება წლებია გრძელდება. ევროკავშირის ყველა სახელმწიფოში სიკვდილით დასჯა აკრძალულია.

ამერიკის იუსტიციის სამინისტრო აცხადებს, რომ აზოტით სიკვდილით დასჯა უმტკივნეულოა და ბარბიტურატებისგან განსხვავებით არ არსებობს რისკი, სიკვდილმისჯილი გადარჩეს ანუ მეორედ გახდნენ იძულებულნი დასაჯონ სიკვდილით.

  . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთში გრძელდება ბობოქარი დისკუსია „პიცუნდას აგარაკის“ შესახებ; ოპოზიციის დიდ ნაწილს ის უფრო აღელვებს, რომ „ხრუშჩოვის აგარაკის“ მოთხოვნა მხოლოდ დასაწყისია და სხვა მოთხოვნებიც წამოვა ახლა.

ამ დისკუსიის დროს, სოციალურ ქსელებშიც და ნაწილობრივ მედიაშიც, საინტერესო დეტალები ირკვევა: ერთ-ერთი ოპოზიციონერი ამბობს, რომ აფხაზეთი პირველად (!) გახდაო იძულებული გადაეხადა რეალური ფული, დაახლოებით 10 მილიონი დოლარი, რუსული ელექტროენერგიისათვის; მანამდე თუ ზამთრის პერიოდში რუსეთი აწვდიდა ელექტროენერგიას, აწვდიდა არა რეალური ფულის სანაცვლოდ, არამედ იმ დაფინანსების შემცირებით, რასაც რუსეთი ყოველწლიურად ურიცხავდა; ახლა პირდაპირ ფული მოსთხოვეს

განსაკუთრებით ძლიერ „პრესში“ ჰყავს მოსკოვს სოხუმი დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების თემაზე: მათ აკრძალვას და აფხაზეთიდან გაძევებას მოითხოვენ.

არადა ეს საერთაშორისო NGO-ები, ასევე აშშ USAID და სხვები მოსახლეობას იქ ძალიან ეხმარებიან.

მაგრამ მოსკოვისთვის ეს „წითელი ხაზია“; ყველა დასავლურ „არასამთავრობოს“, მით უმეტეს სახელმწიფო აქტორებს (USAID) და თუნდაც გაეროს სააგენტოებს რუსეთის ხელისუფლება აღიქვამს, როგორც საფრთხეს.

აფხაზები ხვდებიან, რომ რუსეთი სჯით ახლა ნავთობპროდუქტების მიწოდების შეზღუდვით და სადაც კი მოუხერხდებათ ყველგან იმეორებენ: „ჩვენ ხომ რუსეთის საყრდენი ვართ სამხრეთ კავკასიაში....ჩვენ ხომ სამხედრო  ბაზები აგაშენებინეთ....ჩვენ ხომ საქართველოსგან განსხვავებით NATO-ში შესვლას არ მოვითხოვთ.....ჩვენ ხომ ოჩამჩირის ბაზა შემოგთავაზეთ უკრაინის დასაბომბად.......„

მაგრამ საქმე ისაა, რომ მოსკოვს ესენი აღარ აკმაყოფილებს და იწყებს ტექნოლოგიურად აფხაზეთის „დაპრესვას“, ოღონდ ამას აკეთებს (ვიმეორებ) სათანადო „ტექნოლოგიის“ დაცვით: ზეწოლას ახდენს ხელისუფლებაზე, ელიტებზე, რათა ისინი აიძულოს მიიღონ თუნდაც არაპოპულარული გადაწყვეტილებები. ამისთვის იმ ბერკეტსაც იყენებს, რომ ამჟამინდელი „პრეზიდენტი ბჟანია“, მაგალითად, ჩვეულებრივი რუსი ბიზნესმენია და რუსეთში შემოსავლიანი ბიზნესი აქვს.

ისმის კითხვა: რატომ ერთბაშად არ აამოქმედებს რუსეთის თავის ბერკეტებს? მას ხომ შეუძლია საერთოდ არ მიაწოდოს ელექტროენერგია აფხაზეთს, მოიმიზეზოს ენერგოდეფიციტი და რა თანხაც არ უნდა შესთავაზონ, უარი უთხრან?

ან/და ხომ შეუძლია ბენზინი საერთოდ არ მიაწოდოს და არა ასე, როცა Роснефть-ს მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც შეაქვს?

ხომ შეუძლია გააუქმოს აფხაზური პასპორტების აღიარება რუსეთის ტერიტორიაზე?

ბევრი რამ შეუძლია, თუმცა „გადაჭრით მოქმედება“ (Рубить с плеча) იმავე ტექნოლოგიას ეწინააღმდეგება! ტექნოლოგიურობა აქ ნიშნავს „თანდათანობითობას“. თუმცა სტარტი აღებულია და ვერაფერი შეაჩერებს.

იმავე ტექნოლოგიის მიხედვით, აფხაზეთი მოსკოვმა დასვა „დოტაციის ნემსზე“, აქცია „დოტაციურ ნარკომანად“ და ახლა ამ „ნარკოტიკის“ შემცირება ბევრად უარეს შედეგს გამოიღებს აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმისთვის, ვიდრე საერთოდ რომ არ დაესვათ დოტაციაზე:

აფხაზეთში ჯერ ხელისუფლება მშვიდობიანად და ნორმალურად, არჩევნებით არც ერთხელ არ შეცვლილა. ამ ვითარებაში მორიგი გადატრიალება/რევოლუცია უეჭველად გამოიწვევს სისხლისღვრას.

და ნებისმიერი ახალი ხელისუფლება ისევ და ისევ იმავე პრობლემების წინაშე აღმოჩნდება: რუსეთს გადაწყვეტილი აქვს აფხაზეთის ინკორპორირება! მისი ქცევა „დიდი სოჭის“ გაგრძელებად.

 

სხვათა შორის, საინტერესოა, რომ დაახლოებით ანალოგიურ პოლიტიკას ატარებს რუსეთი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ მიმართაც. მოსკოვმა იქაც Роснефть-ს დაუმკვიდრა მონოპოლია საწვავის მიწოდებაზე და ყველა სხვა კომპანიას აუკრძალა/

რა შეიძლებოდა გამხდარიყო ცხინვალის დასჯის მიზეზი? იგი ხომ აფხაზეთივით „დამოუკიდებლობას“ კი არ მოითხოვს, არამედ თვით რუსეთის ფედერაციაში ცდილობს შესვლას?

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიზეზია ცხინვალის უარი,  გახსნას ტრანზიტი (საავტომობილო გზა)  თბილისისა და ერევნის მიმართულებით; „სამხრეთ ოსეთის“ ხელისუფლება მზად არის შეასრულოს მოსკოვის ეს მოთხოვნა მხოლოდ იმ პირობით, თუ საქართველოს ცნობს „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობას, რაც გამორიცხულია.

 . . . . . . . . . . . . . . . . .

აფხაზეთის სანაპირო წყლებში თურქულმა გემებმა მიმდინარე წელს 30 000 ტონა თევზი დაიჭირეს ბადეებით.

ირკვევა, რომ ფორმალურად ეს გემები აფხაზურ კომპანიებს ეკუთვნით, თუმცა სინამდვილეში თურქულია.

ისინი ყოველწლიურად იღებენ ლიცენზიას თევზის დაჭერაზე აფხაზეთის ხელისუფლებისგან;

აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზეთში   ე  ა  ე  ი, აბსოლუტურად, არის სახელმწიფოს საკუთრება! 1991 წლიდან - დღემდე არაფრის პრივატიზება არ მომხდარა. ყველა კომპანია „სახელმწიფო კომპანიაა“.

არადა ჯერ კიდევ სსრ პერიოდიდან აფხაზეთი უმდიდრესი მხარე იყო და ბევრი რამ არის „საპრივატიზებო“, რაზეც რუსეთი უარს არ იტყოდა. არა მხოლოდ თევზჭერა, არამედ საკალმახე მეურნეობები მაგალითად, თუ თევზზე ვლაპარაკობთ.

ამჟამად აფხაზეთის სანაპიროზე ისე ვერ გახვალ, თევზმჭერი გემების ქარავნებს რომ არ მოჰკრა თვალი იქვე, ნაპირთან.

დაჭერილი თევზი შემდეგ ბარდება აფხაზეთში ქარხნებს, სადაც თევზის ქონს და თევზისგან ფქვილს ამზადებენ. კარგად იყიდება რუსეთშიც და თურქეთშიც.

მაგრამ ეკოლოგიური თვალსაზრისით, ის რაც ხდება  ა  ა ს   ო  ა ა: ხსენებული ქარხნები ისევ ზღვაში უშვებენ ნარჩენებს და სოხუმი, ასევე სხვა საკურორტო ქალაქები უბრალოდ  ა  ს - გაჩერება შეუძლებელია.

თუმცა აფხაზებს ეს არ ადარდებთ, რადგან თევზჭერის სეზონი ზამთარშია და იმედი აქვთ, ზაფხულის სეზონამდე ყველაფერი გაივლის.