საარჩევნო ბარიერთან ძველი კოდექსით?
უკანასკნელი მოვლენები წინასაარჩევნო დისკურსში აშკარად მეტყველებს, რომ ვითარებმ პოლიტიკურ სცენაზე ბევრად უფრო რთული და დაძაბულია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
პროგნოზების მიუხედავად, «ერთ ნავში მსხდომ» პოლიტიკურ ძალებს მიანც უჭირთ შეთანხმება თამაშის წესებზე, ვინაიდან, როგორც «აქაური წესია», ჭარბობს პიროვნული აბმიცია (ერთი მხრივ) და ჩვეული გულარხეინობაც.
მხოლოდ ამით შეიძლება აიხსნას აშკარად უპასუხისმგებლო გადაწყვეტილება თვისებრივად და იდეოლოგიურად მახლობელ «მემარჯვენე» ძალთა დაცალკევებისა და არჩევნებში ცალ-ცალკე მონაწილეობის შესახებ, რაც (ძალიან მაღალი ალბათობით), იმას ნიშნავს, რომ მომავალ პარლამენტში ვერც ერთი მათგანი ვერ მოხვდება.
როგორც ჩანს, ამ ხალხმა დღემდე ვერ შეიგნო, რას ნიშნავს 7-პროცენტიანი ბარიერი. არც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის «ეროვნულ-სოციალისტურ» განწყობას აქცევენ მედიდურად ყურადღებას.
ალბათ, აქ რაღაც მაზოხო-პოლიტიკურ მოვლენასთან გვაქვს საქმე – 2 ნოემბრის არჩევნებიც ვერაფერს ასწავლით 2006 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ.
მეორეს მხრივ, დღემდე არ არის ცნობილი, რომელი კოდექსით ჩატარდება მომავალი არჩევნები. რაოდენ მოულოდნელადაც უნდა ჟღერდეს, ამას ურფო პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს, ვიდრე საკუთრივ საარჩევნო, ვინაიდან არჩევნების შედეგს წყვეტს არა უშუალოდ ყუთებთან ბიულეტენების გაყალბება და მათი «ჩაყრა», არამედ ხელისუფლების ადმინისტრაციული რესურსი, რომელსაც ოპოზიცია არათუ ვერაფერს დაუპირისპირებს, არამედ აღარც კი აპროტესტებს.
როგორც ჩანს, პრეზიდენტსა და ოპოზიციას შორის მომავლაი შეხვედრაც ძნელად თუ გადაწყვეტს ამ პრობლემას, მით უმეტეს, რომ თვით შეხვედრაც ეჭვსქვეშ დგას.
ამას წინათ გაჟღერებული განცხადებების მიუხედავად, ძალზე საეჭვოა, პრეზიდენტი საპარლამენტო ფრაქციებს შეხვდეს, სანამ ისინი ერთიან პოზიციას ან თუნდაც ამ პოზიციის კონტურს არ შეიმუშავებენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შეხვედრა არ გაიმართება, ვინაიდან უშედეგო შეხვედრა (წინასწარ ძირითადი შეთანხმებების გარეშე) ხელისუფლებისთვის კიდევ უფრო არასასურველ ფონს შექმნის.
ამავდროულად, არათუ საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას, არამედ ეგრეთ წოდებულ «არაუმრავლესობის» სეგმენტებს შორის შეთანხმებაც ვერ ხერხდება. პრეზიდენტთან კომპრომისზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია.
ძირითადი პრობლემა აქ ის გახლავთ, რომ ის პარტიები, ორმლებიც არჩევნებში დამოუკიდებლად აპირებენ მონაწილეობას (მრეწველები, მომავალში კი ალბათ, «ახალი მემარჯვენეები»), კატეგორიულად არ ეთანხმებიან პარიტეტს პარტიულ და არა «ბლოკების» დონეზე.
მათი არგუმენტით, თუ შეიქმნება ერთიანი საარჩევნო სია რამდენიმე პარტიის მონაწილეობით, მაშინ ამ ბლოკს, როგორც ერთიან საარჩევნო სუბიექტს, იმდენივე წარმომადგენელი უნდა ჰყავდეს საარჩევნო ადმინისტრაციებში, რამდენიც დამოუკიდებლად მონაწილე პარტიებს.
ერთი შეხედვით, სიმარტივის მიუხედავად, სინამდვილეში აქ კომპრომისის მიღწევა არანაკლებ რთული იქნება, ვიდრე ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პარიტეტზე შეთანხმება.:
მრეწველთა მოთხოვნა უდავოდ მეტყველებს, რომ მათ მომავალ არჩევნებში სერიოზული წარმატების იმედი აქვთ, მაგრამ სტრატეგიული თვალსაზრისით, ხელისუფლების უკომპრომისობაც ამასვე მეტყველებს. ერთ-ერთ ინტერვიუში კი სახელმწიფოს მეთაურმა ამ უკომპრომისობის ძირითადი მიზეზი გაამჟღავნა «თანახმა ვარ, დავთმოთ უმრავლესობა კომისიაში, მაგრამ არჩევნებში დამარცხებულ პარტიებს არ უნდა ჰქონდეთ საშუალება, გააუქმონ ან არ დაამტკიცონ არჩევნების შედეგი მხოლოდ იმის გამო, რომ თავად დამარცხდნენ ამ არჩევნებში».
სავსებით ცხადია, რომ პრეზიდენტი მართლაც სთავაზობს «მასთან ერთ ნავში მსხდომ» ოპოზიციას სტრატეგიულ კომპრომისს. იგნი მიმართულია არა დღეს ძირითად მოწინააღმდეგეებად მიჩნეული პარტიების, არამედ იმ მარგინალური ძალების წინააღმდგე, რომლებმაც, პარიტეტის შემთხვევაში ,შეიძლება მყარი უმრავლესობა შექმნან კომისიებში. მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, სადაც არჩევნების შედეგი უნდა დამტკიცდეს. ამის გარეშე ახალი საკანონმდებლო ორგანო ლეგიტიმური არ იქნება, ხოლო შედმგომ სასამართლოსადმი აპელირება უკვე შედეგს არ გამოიღებს.
ჯერ ერთი, ეს გადაწყვეტილება საარჩევნო კომისამ უნდა მიიღოს, ხმათა უმრავლესობით – ანუ მხოლოდ კომისიას მთლიანობაში (და არა მის ცალკეულ სუბიექტს) აქვს უფლება, ცენტრალური საარჩენვო კომისიის სახელით მიმართოს უზენაეს სასამართლოს. ცალკეულ სუბიექტთა სარჩელებს კონტრსარჩელები მოჰყვება და ეს შეიძლება წლობით გაგრძელდეს.
გარდა ამისა, დავაკვირდეთ რა გამოდის უზენაეს სასამართოში უნდა შევიდეს სარჩელი მოთხოვნით, რათა სასამართლომ აიძულოს საარჩევნო კომისია, დაამტკიცოს არჩევნების შედეგი, რომელიც წევრ პარტიათა უმრავლესობას ხელს არ აძლევს, ვინაიდან პარლამენტს მიღმა დარჩნენ. რას მოიმოქმედებს სასამართლო? – ყურს აუწევს კომისიის წევრებს თუ «კუთხეში» დააყენებს?»
ამ თითქმის ჩიხური ვითარებიდან რეალურად მხოლოდ ორი არაკონფრონტაციული გამოსავალი არსებობს: ან სარაჩევნო კომისია იყოს მთლიანად პროფესიული (რაც დღეს აბსოლუტურად შეუძლებელია( ან შედეგი დაამტკიცოს არა თვით საარჩევნო კომისიამ, არამედ უზენაესმა სასამართლომ – მისი მონაცემების, ყველა დოკუმენტისა და მოდავე მხარეთა არგუმენტების გათვალისწინებით, მისი გასაჩივრება შეიძლებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და ასე შემდე.
წინააღმდეგ შემთხვევაში (საქმეც აქეთ მიდის) მომავლაი არჩევნებისას, ეს ოკმისია ათი წლის წინანდელ «კავკასიის ბირჟას» დაემსგავსება – თანაც იმ პერიოდისას, როდესაც რუბლის კუპონზე გადაცვლა ხდებოდა.
არავითარი სიმპტომი ამ პარადიგმის შეცვლის მცდჟელობისა ჯერჯერობით არ არსბეობს. პრეზიდენტთან შეხვედრა, მრავალი მონაცემით, მართლაც ჩაიშალა, ოლო პარლამენტის რიგგარეშე სხდომა (პრეზიდენტმა რომც მოიწვიოს), უფრო სავალუტო ფონდის მოთხოვნით საგადასახადო კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს მიეძღვნება და არა საარჩევნო კოდექსს. ამაზეც დიდი თა-ვპირის მტვრევაა მოსლაოდნელი, ვინაიდან ეს ცვლილებები, მაგალითდა, «მრეწველებისთვის» კატეგორიულად მიუღებელია.
მაშასადამე, «აქ და ამჟამად» შექმნილი ვითარებით, არჩევნების ჩასატარებლად, არსბეობს ერთადერთი საარჩევნო კოდექსი – დღეს მოქმედი ანუ «ძველი».
ცსკ-ის გადამდგარ წევრების ნაცვლად, პრეზიდენსტ სრული უფლება აქვს, სხვები დანიშნოს ან კანდიდატურები შესთავაზოს პარლამენტს, სადაც მათ დასამტკიცებლად აბსოლუტური უმრავლესობა საჭირო არ არის.
ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საკითხი სექტემბრამდე გაჯანჯლდა (ასეთი პირი უჩანს) საქმეში აუცილებლად ჩაერევა ევროპის საბჭო, მაგრამ ნურავის ეგონება, რომ იგი ერთ რომელიმე პოზიციას დაუჭერს მხარს. უფრო მთელ ქვეყანას დასჯის, თვით საარჩევნო კოდექსის შეუთანხმებლობის გამო, საპარლამენტო ასამბლეაში ხმის უფლების ჩამორთმევით. ამას ორივე მხარე ერთმანეთს დააბრალებს და «ჰერი» - ასე იწყებოდა, რაც იწყებოდა 12 წლის წინათ.
დილის გაზეთი, 30 ივნისი, 2003 წელი