როგორ შევაყვაროთ ბავშვებს ნამდვილი მუსიკა?
გუშინ ჩემმა 11 წლის ნინომ მომიტანა `Wireless-Bluetooth` ყურსასმენი და მთხოვა: `ტაბლეტიდან` მუსიკები ამაში გადმომიწერეო.
მოვიმარჯვე USB- კომბაინი.....ვაკეთებ......თან ჩავრთე, ისმის და.......კინაღამ გავგიჟდი, თმები ყალყზე დამიდგა.
- `ეს რა არის` მეთქი?
- ყველაზე მაგარი მუსიკაა, მთელი კლასის გოგოები და ბიჭები მაგას უსმენენო
სულ გადავირიე.
ეს მუსიკაა?!!!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
კი....მესმის, ეს ბებრული ბუზღუნი: ალბათ ჩვენი მშობლებიც ასე ბუზღუნდებდნენ ჩვენ რომ Deep purple-ის Fireball-ს ვუსმენდით:
ბებიაჩემი თამარა მიღრიალებდა ხოლმე შუშაბანდიდან: ჩაუწიე მაგ ოხრობას თორემ მოვალ და სულ დაგილეწავ `მაგნიტოფონია თუ რაც არისო`.
კი, ნამდვილად გამკეთებელი იყო; ამიტომ ჩემს ბაბინებიან Astras დავუწევდი ხოლმე ან `ნაუშნიკებს` ვიკეთებდი.
ჰოდა....ეს მესმის მეთქი - `ეიჯური სინდრომი`, ბებრული ბუზღუნი, მაგრამ....... მომკალით, ამკუწეთ, არ მესმის ის საშინელება, რასაც ახლა ამ ასაკის ან დაახლოებით ამ ასაკის თინეიჯერები უსმენენ.
ვაგრძელებ ნინოსთან ლაპარაკს:
- ეს რა მუსიკაა? შენ `ბიტლები` მოგისმენია?
- ბიტლები დაძველდა!
მთლად დასაბმელი გავხდი!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ამიტომაც.......ერთი იდეა მინდა მივაწოდო განათლების სამინისტროს:
რატომ არ შეიძლება, რომ საქართველოს ტერიტორიაზე, ყველა საშუალო სკოლაში, სწავლის დაწყებამდე ნახევარი საათი და შესვენებისას მთელს შენობაში ჟღერდეს კლასიკური მუსიკა? ანუ მართლა ხელოვნება?
10-15 წუთი ჟღერდეს ყველგან: კლასებში, დერეფნებში..... სველ წერტილებში, სადაც ბიჭები იკრიბებიან? მერე რა?
ჟღერდეს მოცარტიც, `ბიტლებიც` და `პინქ ფლოიდიც...... კი ბატონო, `ფარფლები` არ გინდათ - აგრესიულია ბევრს რომ ჰკითხო.
მე რომ მკითხო გენიალურია მათი Child in Time.
ოღონდ გილანის შესრულებით
რა ამის პასუხია და.....არასდროს დამავიწყდება: Pen station რომ არის ნიუ იორკში რკინიგზის სადგური.
იქ სველ წერტილში შევედი ერთხელ და......ნუ, ხომ წარმოგიდგენიათ რა სიტუაცია იქნებოდა არა? აღარ განვმარტავ პოლიტკორექტორთა შიშის გამო.
ჰოდა `მთვარის სონატა` ჟღერდა!
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მე მგონი არ არის ცუდი იდეა.... თან სკოლების რა მიდის? არაფერი დიდი ხარჯი არ უნდა ამას.
და......ოღონდაც არ დაიჯეროთ, `ამას ეფექტი არ ექნებაო` თუ ვინმე გეტყვით.
როგორ გეკადრებათ.....როგორ გეკადრებათ.......არ დაიჯეროთ! - მაღალი ხელოვნება თავის `გზას და კვალს`იპოვის ნორჩ სმენაში, - სამუდამოდ აღებეჭდება ა უ ც ი ლ ე ბ ლ ა დ!
დათო