რისთვის ლანძღავენ ამერიკის ელჩს `ოცნებიდან` გამოყოფილნი?

რისთვის ლანძღავენ ამერიკის ელჩს `ოცნებიდან` გამოყოფილნი?

ISFED არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდა მანიპულაციას (`შეცდომა` რომ დაარქვეს მაშინ) 2020 წლის არჩევნებისას ე.წ. `პარალელური დათვლის` პროცესში, თუ არა ამერიკის ელჩი, კელლი დეგნანი

როდესაც შალვა პაპუაშვილი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეხვდა კელლი დეგნანს და ყველაფერი აუხსნა, ელჩი დაეთანხმა, რომ `პარალელური დათვლის` პროცესში ნამდვილად იყო მიზანმიმართული მანიპულაცია.

გავითვალისწინოთ, რომ ელჩ დეგნანს შეეძლო ეთქვა: `თქვენ ალაოდ ხომ არ ხართ, საელჩო არასამთავრობო ორგანიზაციის საქმეში როგორ ჩაერევაო` და მხრები აეჩეჩა.

მაგრამ მრავალნაცადი `დიპლომატიური მგელი`, კელლი დეგნანი ასე არ მოიქცა.

იგი მიხვდა, რომ იმჯერად მართლა `თამაშის წესთა` დარღვევასთან ჰქონდა საქმე, ამიტომ ელჩმა დაიბარა USAID წარმომადგენელი, რომელიც აფინანსებს ISFED-ს და უბრძანა (დიახ უბრძანა, რადგან USAID სახელმწიფო ორგანიზაციაა) მიეხედა ამ საქმისთვის.

USAID-მა კი უბრძანა ISFED-ს: `ეგეთები არ მოსულა, ახლავე გამოდით და თქვით, რომ არასწორი იყო. კი ბატონო, `მანიპულაციას` ნუ იტყვით, მაგრამ თქვით, რომ შეცდომა დაუშვითო`.

და პერსონალურად ვინც იყო იმ დროს ამ NGO-ს ხელმძღვანელი, იმას დააბრალეთ ყველაფერი და გაუშვითო`.

დააბრალეს, გაუშვეს, აღიარეს.

კი...... დედისმათის შვილები იყვნენ არ შეესრულებინათ რასაც ამერიკელები ეტყოდნენ.

ოღონდ.......კვლავ ვიმეორებ: რომ არა ელჩი დეგნანი, მამა-ღმერთი ვერ აიძულებდათ ეს ეღიარებინათ, სულ რომ გადაფხრეწილიყო შუაზე მთელი მმართველი პარტია. თითსაც ვერ დააკარებდნენ.

მაგრამ....როდესაც შალვა პაპუაშვილის `მისვლის` შემდეგ კელლი დეგნანი ამ საქმეში ჩაერთო, მას (ამაში 100%-ით დარწმუნებული ვარ) ექნებოდა ერთი თხოვნა ანუ მოთხოვნა `ოცნებისადმი`:

`მე დაგეხმარებით, რომ ოპოზიციის ეს უძლიერესი არგუმენტი, როგორიცაა `პარალელური დათვლა`, გაბათილდეს, მაგრამ თქვენ დაგვეხმარეთ იმაში, რომ არ მოხდეს ამ აღიარების შემდეგ ISFED-ის შევიწროვება, რადგან ამ ორგანიზაციას 25 წელია ამერიკის სახელმწიფო აფინანსებს და ეს USAID-ის ანუ ამერიკის დისკრედიტაცია გამოვა. იკმარეთ აღიარება, იკმარეთ სტაფის შეცვლა და გაატარეთ`~

ასეთი იყო ელჩ დეგნანის პირობა და ეს პირობა ოცნებამ მიიღო!

დიახ, დიახ, თუ გახსოვთ, მაშინ არ ჟღერდა (სწორედ ამიტომ არ ჟღერდა!) მოთხოვნები `სისხლის სამართლის საქმის` აღძვრის შესახებ მიუხედავად იმისა, რომ ყველა ნორმალურ ქვეყანაში ამ დონის მანიპულაცია სამართლებრივი შესწავლის საგანი აუცილებლად გახდებოდა.

მაგრამ ასეთი იყო პირობა და ოცნებამ თავდაპირველად ეს პირობა პატიოსნად დაიცვა!

აი ახლა რაც ხდება ISFED-ის მიმართ, კელლი დეგნანის აზრით (და ობიექტურადაც) , არის პირობისა და `თამაშის წესთა` დარღვევა!

ამიტომ დღეს ელჩმა გააკეთა უპრეცედენტოდ რადიკალური განცხადება: `არც ერთ საერთაშორისო ორგანიზაციას 2020 წლის არჩევნები არ უცვნია როგორც Free and fair ანუ როგორც თავისუფალი და პატიოსანიო`.

ეს განცხადება იცით რას ნიშნავს?!

დიპლომატიურ ენაზე იმას ნიშნავს, რომ ელჩმა, პირველად, ეჭვქვეშ დააყენა ხელისუფლების ლეგიტიმურობა!

საბოლოო ანგარიშით, დიახაც, ამას ნიშნავს.

კი მაგრამ....ხალხნო....ცოტა დავა.....`ტორმუზოთ` რა.....რას ვაკეთებთ? არ შეიძლება ასე!

კელლი დეგნანი არ ცნობს არგუმენტს (და იქნება მართალი), რომ ISFED-ს არ უნდა მიეღო მონაწილეობა `ძალა ერთობაშია` აქციებში.

ეს მაგარი გოიმური ბრალდება-პრეტენზიაა ელჩის მიმართ: კელი დეგნანი ასე `ხელით` არ მართავს ISFED-ს.

თუმცა, ის მიტინგი რომ მშვიდობიანად კი არ დაშლილიყო, არამედ სადმე `შევარდნილიყო` და ხელისუფლებას რევოლუციონერები დაერბია, ელჩი განსაკუთრებულ პროტესტსაც არ გამოთქვამდა.

პოლიტიკაში ყველაზე მიუღებელი თამაშის წესთა და პირობის დარღვევაა.

დეგნანი ამას მიჩვეული არ არის - გრუზიაში პირველადაა და ამას არაფრის დიდებით არ გაატარებს.

მას სხვა ელჩები უყურებენ.

და ვაშინგტონშიც ყურადღებით აკვირდებიან.

დ ა ა ტ ო რ მუ ზ ე თ!

გეუბნებით, ეს ცუდად დამთავრდება.

იმასთან შედარებით რაც კელლიმ გაგიკეთათ 2020 წელს, როცა ISFED აიძულა (!), ფაქტობრივად მანიპულაცია ეღიარებინა (ოღონდ ერთი თხოვნა ჰქონდა, ამას გაგრძელება არ მისცემოდა), ეს რაც ახლა ხდება - ამ ნაწილობრივ დისკრედიტირებული ორგანიზაციის კონსულტაციებზე არშეშვება და იმ უბადრუკად|სასირცხვილოდ დასრულებულ მიტინგში ISFED-ის მონაწილეობა თუ `ტექნიკურ მთავრობაზე` სრულიად ფუჭი ხელმოწერა არის წვრილმანი, პაწაწკინტელა შურისძიება!

აბსოლუტურად უჭირო და კონტრპროდუქტიული, - არაფრის მომცემი გულის ფხანის გარდა.

მეტი ელასტიურობა რა....მეტი პროფესიონალიზმი....მეტი ჭკუა ბოლოს და ბოლოს.

ნუ გაამძვინვარებთ მგელს.

მით უმეტეს, რომ არ დაუმსახურებია.

დათო

ისტორიის G.I.