რატომ უყვართ რუს ჟურნალისტებს საქართველოში დაბიდუბი?

რამდენიმე დღის წინ ერთი ცნობილი რუსი ჟურნალისტი არ შემოუშვეს საქართველოში.
„მწერალი ჟურნალიუგა“ ანუ „გაზეთჩიკი“ 35 წლიანი სტაჟით.
ჩვენმა მესაზღვრეებმა მიუგდეს უკან პასპორტი, ამოჰკრეს პანღური, ჩაამსერეს იმავე თვითმფრინავში და გაუშვეს.....უკან ანუ პეტერბურგში, საიდანაც ჩამოფრინდა.
ჰოდა წერს ახლა ეს ჟურნალისტი სევდიანად: „ეეეეეეჰჰჰ როგორ მიყვარდა თბილისში სეირნობა....როგორ მიყვარდა......ლესელიძის ქუჩაზე....ღია კაფეში დაჯდომა..... ყავის წრუპვა........“
გაუკვირდება ალბათ ზოგს: ამ რუს ჟურნალისტს საქართველო „ნაყვარება“ და რატომ არ უნდა შემოუშვან?
არადა მე ხომ ვიცი.....მე ხომ ვიცი, რომ ეს ჟურნალისტი, საქართველო რომ ასე ძალიან „უყვარს“, მთელი მისი დღე და მოსწრება, 1989 წლიდან დაწყებული ვნებიანად, ლამის ფანატიკურად იბრძოდა საქართველოს დასანაწევრებლად, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობისთვის, - 1993 წელსაც და 2008 წელსაც და ახლაც- 2024 წელს.
იცით რატომ „უყვარს“ (მართლა) საქართველოში ჩამოსვლა?
უცნაურია თითქოს არა?
მე ვიპოვე პასუხი ამ კითხვაზე ერთ-ერთ მის ნიჭიერ ოპუსში, სადაც წამოსცდა: „დავდივარ თბილისის ქუჩებში 2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც რუსეთმა სცნო დამოუკიდებელი რესპუბლიკები მათი ამაყი პატარა ერებით და....ვუყურებ სევდას ქართველების თვალებში“
აი ეს სევდაა მისთვის „ტკბილი!“
გულს უთბობს დამარცხებულ, დამცირებულ „გრუზიაში“ ჩასვლა და „გრუზინების“ სევდიანი, დაბეჩავებული თვალებით ტკბობა.....
და იმის ამაყი გააზრებაც რომ მან, თვითონ, პერსონალურად და პიროვნულად, დიდი წვლილი შეიტანა ამაში - გრუზინების დამარცხებასა და დამცირებაში.
ეს მისი 35 წლიანი ცხოვრებისეული გულწრფელი მისია იყო - დაენაწევრებინა, გაეხლიჩა საქართველო.
ცხოვრებისეული მისია აღასრულა, მრავალწლიანი ნატვრის განხორციელებას მოესწრო და ნოსტალგიური ღიმილით დასეირნობს ახლა რუსთაველზე....... „ნაცნობ ჭადრებთან“....იხსენებს საკუთარი ცხოვრების სხვადასხვა ეპოქებს...... „სამართლიანობისთვის ბრძოლას“, რომელიც 2008 წელს გამარჯვებით და „პატარა ამაყ ერთა დამოუკიდებლობით“ დაგვირგვინდა......ამ ნეტარების შეგნებით უაზროდ ხეტიალი, ისტორიულად დამარცხებული (მათ შორის პირადად მისი დამარცხებული) ქვეყნით „ტკბობაა“ მისთვის ბედნიერება.
ოღონდ.....ოღონდ......ეს მხოლოდ „პუტინისტ რუს ჟურნალისტებს“ როდი ეხება.
არ შეცდეთ და ასე არ გეგონოთ!
მათ შორის უამრავი „ანტიპუტინისტია“ - სულ საქართველოს დანაწევრება/დახლეჩაზე, „ამაყი პატარა ერების საქართველოს მცირე იმპერიისგან გათავისუფლებაზე“ რომ ოცნებობდნენ, ამისთვის იბრძოდნენ სრულიად გულწრფელად----- სარედაქციო „დავალების“ მიღმაც.
სულისთქმით.
ეს „ანტიპუტინისტებიც“ ჩამოდიან ხშირად და უამრავი ქართველი „სასარგებლო იდიოტი“ ჰყავთ მასპინძლად, რომლებიც ამ ჩვენი გოიმურ/კრეტინული „სტუმართმოყვარეობით“ რესტორანში წაიყვანენ, ელარჯს გაუწელავენ...... სტუმარია და....К чёрту политика
ეს შენთვის "К чёрту политика" შე გამოთაყვანებულო, თორემ მისთვის ასე არ არის.
სანამ ელარჯს უწელავ, ოდნავ შესამჩნევი ღიმილით გიყურებს ...... პირდაპირ კი არ გეტყვის რასაც ფიქრობს და რაც უთბობს გულს.
ამით გაიხანგრძლივებს ტკბობას.
მშობლებისგანაც უამრავი რამ სმენია „ამპარტავანი გრუზინების“ შესახებ ჯერ კიდევ სსრკ ეპოქიდან და მით უმეტეს „ტკბილია“ ახლა ჩვენი დამცირების ყურება მისთვის.
. . . . . . . . . . . . . .
ამიტომაც, ძალიან კარგი თუ არ უშვებენ ამ ნაძირლებს.
ვენაცვალე იმ ბიჭებს და გოგოებს.
სოხუმსა და ცხინვალში გადაიხადეთ დაბიდუბები ..... вашу мать!