რატომ დარეგისტრირდა NGO „სირცხვილია“?
იცით რატომ დარეგისტრირდა NGO „სირცხვილია“ (თითქოსდა ერთ ერთი ყველაზე რადიკალური ორგანიზაცია, - 2022 წლის „რევოლუციის“ აღმძრავი) საჯარო რეესტრში სტატუსით „უცხო ძალის ინტერესების გამტარი პირი“?
და იცით რატომ დაასხა ამით თავსლაფი, - „გათლილ კიტრებად“ გამოაცხადა პირდაპირ, - ასი ათასობით ადამიანს..... ვინც გამოჰყავდა (თვითონ გამოჰყავდა!) მიტინგებზე „რუსული კანონის“ წინააღმდეგ?
იმიტომ, რომ სპონსორებმა უთხრეს, ასე მოქცეულიყვნენ!
სხვა შემთხვევაში აღარ დაასპონსორებდნენ.
ის სპონსორები კი ცივილიზებული ხალხია!
არანაირი „გლობალური ომის პარტია“ არ არიან და როგორც ცივილიზებული ადამიანები, შესანიშნავად აცნობიერებენ ნებისმიერი რადიკალიზმისა თუ უკომპრომისობის სიბრიყვე/სიჩლუნგეს.
მათ ესმით, რომ რადიკალიზმი კოტრპროდუქტიულია, არაპრაგმატულია....... რომ „პოლიტიკა არის პროცესი“ და რომ პოლიტიკა აუცილებლად გულისხმობს ამ პროცესში „შესვლას“, Engagement-ს, კომპრომისებს, ურთიერთქმედებას, ტექნოლოგიურობას, მოქნილობას და არა ჩლუნგ უკომპრომისობასა და ფანატიზმს.
თუნდაც იმიტომ, რომ მერე, ბოლოს..... მაინც მოგიწევს კომპრომისზე წასვლა და უკან დახევა.
აი მხოლოდ ამიტომაც სჯობს თავი შეიკავო ჩლუნგი მაქსიმალიზმისგან.
ეს „ორჯერ-ორი“ იციან ევროპელებმა. არ ვიცით და არც არასდროს ვიცოდით ქართველებმა.
არ დაიჯეროთ, რომ იმ სპონსორებმა უთხრეს „ამათ“ 2022 წლის ზაფხულში: რუსთაველის გამზირზე ასი ათასობით ადამიანი შეკრიბეთ, „დროებითი მთავრობა“ შექმენით, მთავრობას „დაუყოვნებლივ გადადგომის“ ულტიმატუმი წაუყენეთ („ოცნების“ გამო EU კანდიდატობა არ მოგვცესო“, თითქოს დეკემბერში იმავე „ოცნებას“ არ მისცეს ეს „კანდიდატობა“. მიზეზი ორივეჯერ გეოპოლიტიკა იყო და არა „ოცნების“ სიკარგე/სიცუდე-დ.), მერე ის ასი ათასობით ადამიანი აღმა-დაღმა უაზროდ ატარეთ, შემდეგ თამამად გაიღიმეთ და მხრები აიჩეჩეთ: „რას ამბობთ, „რევოლუციას“ არც ვაპირებდით, საიდან მოიტანეთო“.
აბა რა ჯანდაბას აპირებდით „დროებითი მთავრობის“ (იგივე „ტექნიკური მთავრობის“) შექმნით და ულტიმატუმით „გადადგომაზე“?!
დიახაც სწორედ ის ამბები გახდა „აღმძრავი“ ხელისუფლებისთვის ამ კანონის დაინიცირებისა, რადგან.....თქვენ წარმოიდგინეთ........ ხელისუფლებებს (ნებისმიერ ხელისუფლებას ნებისმიერ თუნდაც არქიდემოკრატიულ ქვეყანაში, საქართველოზე რომ აღარაფერი ვთქვათ) აქვთ ეს „ოხერი“ თვისება: ძალიან არ უნდათ რომ დაამხონ! და.......კიდევ უარესი: ის „საშინელი“ თვისებაც აქვს ნებისმიერ ხელისუფლებას ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე დემოკრატიულ სახელმწიფოში, რომ ყველანაირად შეეცდება, ყველაფერს იღონებს, აბსოლუტურად ყველაფერზე წავა, რათა...... ვერ (!) დაამხონ.
ეს პოლიტიკის, მათ შორის ხელისუფლების კანონია უბრალოდ და არ უნდა ამას ახლა ჟღალი ლაილაი რეფრენით „გააჩნია“:
ასეა და ასე იქნება მუდამ, ყ ვ ე ლ გ ა ნ!
არ დაიჯეროთ, რომ ეს ყოველივე იმ სპონსორების „ნაქნარია“ და იმათი „მოწყობილი“ იყო 2022 წლის ამბები.
ასე უხეშად, ასე პირდაპირ და უშუალოდ არ „ერევიან“ ისინი პროცესებში და კონკრეტულ გადაწყვეტილებებში გარდა..... სისტემური საკითხებისა, რაც კანონმდებლობას უკავშირდება.
რეგისტრირება-არდარეგისტრირება კი სწორედაც სისტემური საკითხია!
ჩლუნგი რადიკალიზმი, სინამდვილეში, ევროპელებისთვის და ამერიკელებისთვის მიუღებელია.
საქართველოში კი ზუსტად ეს ტრენდია უკვე ძააააალიან დიდი ხანია: ჩლუნგი რადიკალიზმისა.
და ამას იცით რა უწყობს ხელს? პირველ რიგში...... ე.წ. „კრიტიკული ტელე-მედია!“
სწორედ იგი „ატრენდებს“ ჩლუნგ რადიკალიზმს და მერე, როდესაც ეს ჩლუნგი რადიკალიზმი გამოიღებს იმ შედეგს რაც ახლა გამოიღო ამ კომიკური „რეგისტრაციით“, ცდილობენ მიჩქმალონ, ანუ მაყურებელს არ უთხრან, რომ მათ მიერ კოსმიურად, გრანდიოზულად გაფიარებული „სირცხვილია“....თურმე....თურმე......ესოდენ აპოკალიპტური გნიასის შემდეგ...... დარეგისტრირდა ფაქტობრივად „უცხო აგენტად“ და ამით „გააპრავა“ აბსოლუტურად ყველაფერი!
ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი!
იმედი აქვთ, ყველანი პირდაფჩენილი ბოჩოლები ვართ და ახლა ამ „რეგისტრაციის“ შესახებ მაინც ვერაფერს გავიგებთ.
რაკი ამას არ გვეტყვიან. ამაზე სიუჟეტს არ გააკეთებენ და ისევ კალაძის თუ მისი ცოლის ბრენდულ ჩაცმულობაზე მოგვიყვებიან „ბოჩოლებს“. (თითქოსდა ოპოზიციონერ ლიდერთა ცოლები სადგურის ბაზრობაზე იცვამენ)
ან ღარიბაშვილის „თვითმფრინავზე“.
- - - - - - - - - - - - - - - - -
ჰო, ეს კიდევ ცალკე ძალიან დიდი თემაა, თუ რა როლი შეასრულა მუდამ „კრიტიკანულმა“, მარად სკანდალსა და ექსკლუზივზე „გამოკიდებულმა“ ქართულმა ტელე-ჟურნალისტიკამ ამ ქვეყნის ისტორიულ დამარცხებასა და გაუბედურებაში: ზვიად გამსახურდიასა და სამოქალაქო ომის ეპოქიდან მოყოლებული, 1998 წლიდან „ეროსი კიწმარიშვილის Style“ „რუსთავი-2„-ის დიდ ასპარეზზე გამოსვლით გაგრძელებული და ამ „კრეატიული“ ტელევიზიის მიერ, 2008 წელს ქართული „გრადებით“ ცხინვალის დაბომბვის კადრების მსოფლიოსთვის (მათ შორის რუსი გველ-პროპაგანდისტებისთვის) ჩვენებით „დაგვირგვინებული“ - იმავე „ექსკლუზიურობა/სკანდალურობის“ „პონტში“.
ეგება ოდესმე მოვიცალო აღსაწერად, რადგან სანამ ნორმალური, დაბალანსებული, ობიექტური, ევროპული(!), არა „სკანდალისტური“, არაექსტრემალური ტელე-ჟურნალისტიკა არ ეყოლება ამ ქვეყანას, არც ნორმალური ხელისუფლება გვეყოლება, არც ნორმალური ოპოზიცია და ვერც ვერასდროს მივაღწევთ დემოკრატიის „გულანს“: ხელისუფლებათა ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა ს.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი 1991 წლის 22 დეკემბრიდან.