ოპოზიციური კლასტერი და მისი „ამპლუა“

ოპოზიციური კლასტერი და მისი „ამპლუა“

საქართველოში დიდი ხანია ჩამოყალიბდა ოპოზიციური „კლასტერი“, თანაც არა მხოლოდ პოლიტიკოსებისგან შემდგარი, რომლისთვისაც ოპოზიციური „ამპლუა“ სინამდვილეში (სხვას რასაც არ უნდა ლაპარაკობდნენ) ძაააააალიან კომფორტულია: სილაღეს, თავისუფლებას, უზრუნველობას, სიმაძღრეს (!) და საყვარელი საქმის კეთებას ნიშნავს.

ხშირად უფრო კომფორტულიც კი, ვიდრე ხელისუფლება იქნებოდა მათთვის.

„საყვარელ საქმეს“ კი სწორედაც ხსენებული „ამპლუა“ განსაზღვრავს და უზრუნველჰყოფს

მე რომ დემოკრატიულ სისტემათა მკვლევარი ვიყო, „ჰიბრიდულ დემოკრატიათა“ ამ თვისებას აუცილებლად შევისწავლიდი.

თანაც პირველ რიგში.

ბელორუსში და რუსეთში „ოპოზიციური კლასტერის წევრობა“ (პოლიტიკოს-NGO-Mediaმფლობელ-ჟურნალისტ-ექსპერტ-ბიზნესმენ-„გიჟპოეტა“ შემადგენლობით) ამგვარ კომფორტს ვერ ქმნის.

იმიტომ, რომ ისინი ავტოკრატიებია, - დიქტატურებია და არა „ჰიბრიდული დემოკრატიები“, როგორც საქართველო.

აკი მოგახსენეთ ამას წინათ და არა მხოლოდ მე ვთქვი, არამედ მისი განცხადებებით უკვე დასტურდება:

იმით რაც მოხდა, ს ი ნ ა მ დ ვ ი ლ ე შ ი ყველა კმაყოფილია....მიშას და მიშას რამდენიმე მართლა ერთგულის გარდა

დათო

P.S არ გაბედოთ ეჭვის შეტანა, რომ პარლამენტში არ შევლენ!