იარაღი - კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილება

იარაღი - კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილება

ერიკის ორეგონის შტატში ვიღაც ნაბიჭვარმა სკოლაში პატარა ბავშვები დახოცა.

ერთი 5 წლის იყო.

მეტსაც მოკლავდა, სანამ პოლიცია და სპეცდანი მოვიდოდნენ, მაგრამ ჩვეულებრივმა, ღვთისნიერმა ორეგონელმა, - უბრალოდ შტატის მაცხოვრებელმა, - იქვე გაათავა იმის წყალობით, რომ......ორეგონში მოქალაქეებს აქვთ იარაღის არა მხოლოდ ყიდვის, არამედ ტარების უფლება.

იარაღი არ კლავს.

კლავს ადამიანი!

(და აქვე:

იარაღი არ არის ჩაგვრის ინსტრუმენტი,

არავინ მოგატყუოთ.

სინამდვილეში იარაღი ჩაგვრის წინააღმდეგ ამბოხის ინსტრუმენტია!

იარაღი მჩაგვრელის არგუმენტი არაა.

იარაღი ჩაგრულის არგუმენტია.

ჩაგრული კლავს.

მჩაგვრელი მხოლოდ ჩაგრავს.

მჩაგვრელს ჩაგრულის მოკვლა არაფერში სჭირდება;

ეს ჩაგრულს „სჭირდება“ მჩაგვრელისგან გათავისუფლება.

ამიტომაც, იარაღი, საკაცობრიო ისტორიაში, ჩაგვრის წინააღმდეგ კეთილშობილი ამბოხის საშუალებაა!)

მუდამ მომხრე ვიყავი, ვარ და ვიქნები, რომ ყველა კანონმორჩილ (!) მოქალაქეს საქართველოში ჰქონდეს იარაღის ღიად (!) ტარების უფლება.

ყველაფერთან ერთად, ეს იქნება, დიახაც, უებარი წამალი (და არა პირიქით, როგორც ბევრს ჰგონია) ე.წ. „იმპულსური ქართული მენტალობის“ წინააღმდეგ, როდესაც „გადაბრუნებული სიტყვის“ გამო დანით კლავენ ერთმანეთს ან იმით, რაც ხელში მოხვდებათ იმ მომენტში.

აი ამ მენტალობის ადამიანებს როცა ეცოდინებათ, რომ ან ერთს ან ორივეს შესაძლოა იარაღი ედოს, მაშინ ნახავთ, როგორი „ზრდილობიანნი“ გახდებიან ქართველები.

არა, არა....პირიქით არ იქნება, გარწმუნებთ!

იარაღი კაცობრიობის უკეთილშობილესი ქმნილებაა, რომელიც მრისხანედ ასხივებს პიროვნულ პასუხისმგებლობას.

კრიმინალი, მკვლელი, „ძველი ბიჭი“ და მჩაგვრელი იარაღს ყოველთვის ისედაც იშოვის ამა თუ იმ გზით, ხოლო მსხვერპლი დაუცველი იქნება.

2026 წლის 17 ოქტომბერი