ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ამერიკაში

ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ამერიკაში

დაკლიკეთ:

ზურაბ ჟვანიას ვიზიტი ამერიკაში.

 

უკვე შორეული 1998 წელი.....

რეპორტაჟი საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე ზურაბ ჟვანიას ამერიკაში ვიზიტის შესახებ.

ეეეეჰჰჰჰჰ რა დრო იყო.

ჩემი აქ მხოლოდ ხმა და ტექსტია. `ვიზუალი` კი მთლიანად - უნიჭიერესი ტელეჟურნალიტის, სულხან მელაძის.

მაშინ ვინ იცოდა `რენდერირება` რა ხილია? ბევრმა არავინ. სულხანმა იცოდა რაც მთავარია.

არადა, 1998 წელს სად იყო ასეთი კომპიუტერები და ტექნოლოგიები?

თუმცა სულხანმა ყველაფერი იცოდა მეთქი.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბევრს რომც შევძულდე ამ რეპორტაჟისთვის (შევარდნაძეოოოოო...ესაოოო, ისაოოოო) , მაინც ვდებ.

აბა ჩემი ცხოვრებისეული ისტორიიდან ხომ არ წავშლი?

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

კვლავინდებურად დარწმუნებული ვარ და ამ აზრს ვერაფერი შემაცვლევინებს, რომ ზურაბ ჟვანია იყო ფენომენალურად ნიჭიერი პოლიტიკოსი!

ამ მხრივ შეუდარებელი ახალ თაობაში.

სხვა არაფერი მაინტერესებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

და ეს რეპორტაჟი თუ ასეთი რეპორტაჟები (სულხანთან ერთად გაკეთებული) ჩემი პატარა სუუუუუუუუუულ პატარა წვლილია იმ ხიდში, რაც მაშინ ჭკვიანურად, ფრთხილად, თუმცა უკვე (იმ დროს) მიზანმიმართულად შენდებოდა ამერიკასთან.

`ფრთხილად` მეთქი, მაგრამ მიზანდასახულად - ჭკვიანი პოლიტიკოსების მიერ.

ნუ დავანგრევთ რა ამ ხიდს!