ბოროტი ტარანტინო და მისი შედევრები
კინომცოდნე არა ვარ, მაგრამ კინოხელოვნებას ძალიან ვაფასებ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, აი ეს სცენა ტარანტინოს შედევრიდან „უსახელო ნაბიჭვრები“ (Inglorious bastards) სიკვდილისა და თავგანწირვის საუკეთესო მხატვრული აღწერაა მსოფლიო კინემატოგრაფში.
ბოდიში, რუსულად დუბლირებულს გთავაზობთ, თუმცა ამ მობოდიშებასთან ერთად იმასაც ვაღიარებ, რომ ფილმებს რუსულად ვუყურებ ზოგადად.
რა ვქნა....ჯერ ერთი როგორც წესი ბრწყინვალედ დუბლირებულია და მეორეც.....ბავშვობა....ბავშვობა.....მერე ვიდეო-კასეტების ეპოქა.....ერთხელ The magnificent seven ქართულად დუბლირებულს შევავლე თვალი და....კინაღამ ცუდად გავხდი. მაშინვე გამოვრთე.
„შე გოიმო, მერედა დედანში ნახე ანუ ინგლისურად...განა არ იცი ინგლისური...“
როგორ არ ვიცი.....
კი, დედანში უნდა უყურო რასაკვირველია!
ამაზე ორი აზრი არ არსებობს ანუ ინგლისურად
ოღონდ...... ის ბავშვობის წარუშლელი შთაბეჭდილება აქაც გეწევა და არ გიშვებს....
თუმცა ამ კონკრეტულ ფილმს კიდევ ერთი მახასიათებელი აქვს....ამაზე მოგვიანებით.....
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
დავუბრუნდეთ სიკვდილისა და თავგანწირვის სცენას.
ეპიზოდში ინგლისელი ოფიცერი, მზვერავი (მაიკლ ფასბინდერის შესრულებით) გერმანელ „კონტრმზვერავს“ (აუგუსტ დილი) ვინც იგი „გაშიფრა“ და ამოიცნო.....(„გაშიფრა“ იმით, რომ ციფრი „სამი“ უჩვენა ინგლისური ჟესტით - საჩვენებელი, შუა და უსახელო თითით მაშინ, როცა გერმანული ჟესტი ცერა, საჩვენებელი და შუა თითია.....) ეუბნება: „ახლა ჩვენ ავდგებით და გავალთ.....“
ოღონდ ის გერმანელი ოფიცერი მასზე ნაკლები „ბიჭი“ კი არაა: „ჩვენ ორივემ ვიცით, რომ რაც არ უნდა მოხდეს აქ.... და სხვებს რაც არ უნდა დაემართოთ..... ჩვენ ორნი აქედან ცოცხლები ვერ გავალთ!!....“
აი ამ მომენტში დააკვირდით ფასბინდერის ბრწყინვალე შესრულებას: უცბად სევდა გაუკრთის თვალებში ინგლისელ ოფიცერს, რაკი მიხვდება, რომ უნდა მოკვდეს...... ეს უკვე გარდაუვალია.....სულ რამდენიმე წუთის სიცოცხლეღა დარჩა ახალგაზრდა კაცს.....სულაც არ უნდა სიკვდილი....ოჯახი ენანება....მაგრამ ინგლისელი ოფიცრის მრისხანე პატრიოტული Duty, ასევე მამაკაცური ღირსება ავალდებულებს თავი გასწიროს და.....მრავალი წლით დაძველებული „სკოტჩის“ ჭიქას აიღებს: „რაკი საიქიოს კართან ვდგავარ..... ამბობენ, ვინც ასეთ შოტლანდიურ ვისკის არ დალევს, ჯოჯოხეთში ხვდებაო“.
გადაჰკრავს და....„მართლა რა მაგარი ვისკია“...... ასე ეთხოვება სიცოცხლეს, - ვაჟკაცურად, ღიმილით, ვალმოხდილი......
რაც შეეხება ამ ფილმის განსაკუთრებულ მახასიათებელს, ჩემთვის მცოდნე ადამიანებს უთქვამთ, რომ ტარანტინოს ეს ქმნილება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლია აღიქვა მართლა სრულყოფილად, თუ თავისუფლად (!) ფლობ სამ დიდ ევროპულ ენას: ფრანგულს, ინგლისურს და გერმანულს.
სამივე ენაზეა დიალოგები და იმდენი შუქ-ჩრდილია, იმდენი სემანტიკური ნიუანსია, იმდენი სახასიათო კილო-კავია ენობრივადაც და საზრისულადაც, რომ ამ გენიალურ ფილმს კიდევ უფრო მეტ ელვარებას მატებს.
სხვათა შორის, იშვიათია და რთულად საპოვნელია ამ მხრივ მისი დედანი, რომელშიც დუბლირება არ გიშლიდეს ხელს, ანუ მაგალითად საწყის სცენაში იმ ფრანგი ფერმერის სახლში ფრანგულად იწყებენ საუბარს, მერე ინგლისურზე გადადიან.....
სიკვდილის სცენაშიც სანამ სკოტჩს გადაჰკრავს, ინგლისელი ინგლისურად ეუბნება გერმანელს, რაკი მაინც გაშიფრა: „ეჭვი ხომ არ გეპარება, რომ ინგლისურად უკეთ ვსაუბრობ ვიდრე გერმანულადო!“ და ისიც ინგლისურად პასუხობს, ოღონდ გერმანული აქცენტით: „არა, სულაც არ მეპარება ეჭვიო“
ეს ნიუანსები დუბლირებულ ვარიანტებში იკარგება. რა ენაზეც არ უნდა იყოს დუბლირებული.
და ფილმის ერთ ეპიზოდში (კინოთეატრში შეხვედრისას) იტალიურიც შემოდის მისი მელოდიურობით: შეუდარებელი კრისტოფ ვალცი (თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი არტისტი) რომ უმოწმებს ენის ცოდნას ამერიკელ დივერსანტებს.......ბრედ პიტს.
ამბობენ, ტარანტინომ ეს ფილმი სწორედ ამგვარად გადაიღო..... დედანში ზუსტად ასეა: 4 ენაზე; თუმცა მსოფლიოს კინოეკრანებზე დიდწილად, რასაკვირველია, ერთ ენაზე დუბლირებულად გადიოდა.
აბა ამდენი ენა ერთდროულად თვით ევროპელებმაც არ იციან და....
აქვე: გაგიკვირდებათ, ტარანტინო ძაააააალიან არ მიყვარს.
თუმცაღა ყველა მისი ფილმი ზეპირად ვიცი. განსაკუთრებით სულ ბოლო: Once upon a time in Hollywood, მაგრამ...... პარადოქსულ დამოკიდებულებას იწვევს ეს ხელოვანი: ბოროტია. ბ ო რ ო ტ ი!
არ არის მის ფილმებში კინოს დიადი, განუშორებელი ჰუმანისტური სულისკვეთება.
ჭირს წაუღია ის იმპერია, მაგრამ იყო ასეთი.....Московский кинофестиваль.....საოცრად ნიშანდობლივი სლოგანი ჰქონდა: „За гумманизм киноискусства"
ჰოდა სულ დიადი, ჰუმანისტური იტალური კინემატოგრაფის ტიტანები იმარჯვებდნენ.....
მაინც მგონია, ჩემი არაკომპეტენტური, გულუბრყვილო აზრით, რომ კინო მეტისმეტად გავლენიანი ხელოვნებაა, ამგვარი „ექსპერიმენტები“ გამართლებული იყოს, რაც იტალიური გვარის მქონე ამ ხელოვანმა წამოიწყო ფილმით Pulp fiction (უთარგმნადია..... ე.წ. „მაკულატურა“) რომელშიც ერთადერთი სცენა, რაც ნერვებს არ მითხრის, ჯონ ტრავოლტასა და უმა თურმანის გადასარევი ცეკვაა.
დათო