აფხაზური პარადიგმა

აფხაზური პარადიგმა

ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფენომენი ისტორიულ პარადიგმათა უცვლადობა და მათზე დაკვირვებაა.

არც ისე ხშირად გვხვდება, თუმცა გვხვდება.

დავიწყოთ მიმდინარე მოვლენებით: აფხაზეთის „პრეზიდენტმა“ ბადრ(ა) გუნბამ დღეს ხმამაღალი განცხადება გააკეთა: „აფხაზეთი თავის მოქალაქეებს სხვა სახელმწიფოს არ გადასცემს. წერტილი“ (ციტატის დასასრული)

ეს „წერტილი“ გუნბამ თქვა: „И точка.“

როგორია?

იგულისხმება, რომ რუსეთში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე ტან კვარჩიას და სხვა რამდენიმე აფხაზი ოპოზიციონერის წინააღმდეგ, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ სოხუმში ჩასულ დონბასელ (!) რუს „პოლიტტექნოლოგებს“ ადგილობრივი არჩევნების წინა დღეებში ცხვირ-პირი დაულეწეს, რაც ფული ჰქონდათ (დაახლოებით $20 000) წაართვეს........ აფხაზეთის ხელისუფლებამ მხრები აიჩეჩა (არადა თვითონ მიიწვია ის რუსები) და „პოლიტტექნოლოგები“ აფხაზეთიდან გააძევა „სპეცდანით“. ანუ იქით დაადანაშაულეს „ჩვენ კი მოგიწვიეთ მარა.....ერთი თქვენიც“

ბუნებრივია მოსკოვში ამ ამბავმა ყრუ გაცოფება გამოიწვია: ის პოლიტტექნოლოგები ჯერ კიდევ 2014 წლიდან, ყირიმიდან და მერე ხერსონიდან და...და .....„დამსახურებული ხალხია“.

ჰოდა „არ გადმოგცემთ, ჩვენს საშინაო საქმეებში ნუ ეჩრებითო“ - „აუხტნენ“ მოსკოვს აფხაზები.

„რატომ ბედავენ ამდენს და როგორ?“

იმიტომ ბედავენ, რომ აფხაზურმა ელიტებმა დიდი ხანია მოირგეს რუსეთის სტრატეგიული ლოიალობის „ჩარჩო“ ანუ ითვალისწინებენ რუსეთის A კლასის ინეტრესებს: იბრძვიან დონბასზე უკრაინის წინააღმდეგ, ფრთხილად მოქმედებენ ჩრდილო კავკასიაში, ფრთხილად ირჯებიან თურქეთის ტრეკზე, დაუთმეს რუსებს სამხედრო ბაზები, საზღვრების კონტროლი და ა.შ. და ა.შ.

მაგრამ მარტო ეს არ კმარა: „სტრატეგიული ლოიალობის ჩარჩო“ მოითხოვდა არსებით მექანიზმს, რაც აფხაზების შემთხვევაში XX საუკუნის დამდეგიდან აფხაზთა რ უ ს უ ლ ე ნ ო ვ ა ნ ე ბ ა გახდა: "Мы русскоязычные.........."

სანამ ამ „ჩარჩოში“ მოძრაობენ, სანამ ამ მექანიზმს (რუსული ენა ანუ русский мир - ის წევრობა) ამუშავებენ და ინარჩუნებენ, რუსეთი ბევრ რამეს მოუთმენთ B კლასის ინტერესთა დაუკმაყოფილებლობის მიუხედავად: მაგალითად რუსი პოლიტტექნოლოგების მიბეგვა, პუტინისთვის პიცუნდას აგარაკის არგადაცემა (არ გადაუციათ რეალურად!!-დ.), ბინების ყიდვა - გაყიდვაზე უარის თქმა, რუსული კაპიტალის არდაშვება პრივატიზაციაში და ასე შემდეგ.

ამ საკითხებში აფხაზურ ელიტათა სრული უკომპრომისობის მიუხედავად მოსკოვი უთმენს, რაკი.....ის „დიდი ჩარჩო“ და ლოიალობის სიმბოლო/მექანიზმი (Мы русскоязычные) ძალაშია. A კატეგორიის ინტერესები

. . . . . . . . . . . . . . . .

ახლა კი „გადავფურცლოთ“ ისტორია XV-XVI საუკუნემდე, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ოსმალეთის იმპერია შემოვიდა. აფხაზურმა ელიტებმა ზუსტად ასევე იმოქმედეს და შექმნეს იმდროინდელი „ჩარჩო“, ხოლო სტრატეგიული ლოიალურობის სიმბოლო/მექანიზმი არა ენა არამედ...... ისლამი გახდა!

მასობრივად განაგდეს ქრისტე და მიიღეს ისლამი არა მხოლოდ ელიტებმა, არამედ მასამ. განსხვავებით სამეგრელოსგან, განსხვავებით იმერეთისგან და ქართლ-კახეთისგან.

მერე იმ „ლოიალობის ჩარჩოს“ ფარგლებში „მოირთეს ძალა ოსმალთა“, როგორც 400 წლის შემდეგ (უკვე ჩვენს დროს) „მოირთეს ძალა რუსთა“ და ორივეჯერ საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენეს:

200 წლის მანძილზე სამეგრელოსთან საზღვარი კელასურიდან თანდათან ენგურამდე ჩამოაჩოჩეს ოსმალთა იმპერიის რესურსებზე და მისდამი ლოიალობაზე დაყრდნობით....ჩვენს ეპოქაში კი, 1993 წელს დაამარცხეს საქართველო ამჯერად რუსეთის იმპერიის რესურსებზე და მისდამი სტრატეგიულ ლოიალობაზე დაყრდნობით

თუმცა 400-300 წლის წინათაც, აფხაზურ ელიტებს გარკვეული „ავტონომია“ ჰქონდათ სტამბულთან მიმართებით ოღონდ იმ „ჩარჩოს“ ფარგლებში. ისევე როგორც დღეს - რუსეთის მიმართ

უფრო მეტსაც გეტყვით: 1400-1300 წლით უკან თუ გადავფურცლავთ ისტორიას, - ბიზანტიის იმპერიის, აბაზგებისა და აფშილების ეპოქაში, იქაც აღმოვაჩენთ იმავე პარადიგმის ნიშნებს.

ქართულ ელიტებს ეს არასდროს გამოსდიოდათ, რადგან „კომპრომისის კულტურას“ მოკლებულნი იყვნენ ან/და საამისოდ გარემო-ობიექტური პირობებიც არ არსებობდა.

შესაბამისად, მოარული კითხვა: „რატომ უთმენთ მოსკოვი ამდენს?“ სრულიად უადგილოა.

საქართველომ თუ ლოიალობის იგივე „ჩარჩო მოირგო“, მაშინ „გავრილოვის ღამეს“ ისევე არ მოჰყვებოდა მოსკოვიდან რეაქცია, როგორც სოხუმში „დამსახურებული“ რუსი პოლიტტენოლოგების ჟეჟვას და იარაღის კონდახთა თავში რტყმევას არ მოჰყვა რეალურად არაფერი.

„სისხლის სამართლის საქმე“ წერონ და იკითხონ რუსებმა. თუმცა მანდარინის ექსორტს არ უბლოკავენ როგორც ვხედავთ და ელექტროენერგიასაც კვლავინდებურად აწვდიან.

ხაზგასმით ვამბობ: საქართველოს ეს მაგალითი არ გამოადგება!! ღმერთმა ნუ ქნას ასეთი „ჩარჩო“ მოვირგოთ. აფხაზებისგან განსხვავებით, ჩვენს სახელმწიფოებრივ იდენტობას დავკარგავთ.

ეს აფხაზებს შეუძლიათ ამ ყველაფრის მიუხედავად იძახონ „დამოუკიდებელი სახელმწიფო ვართო“ იმ „ჩარჩოს“ ფარგლებში.

ქართული მენტალობა და სოციალური კულტურა ამას ვერ აიტანს და არც უნდა აიტანოს