ასლან აბაშიძე პოზიციას არ თმობს
გუშინ მთელი საქართველო დიდი გულისყურით ელოდა ბათუმში მიმდინარე მოლაპარაკებათა დასრულებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურ ასლან აბაშიძესა და საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძეს შორის.
რამტოღაც მიიჩნეოდა, თითქოს, ყველაფერი ერთი შეხვედრით უნდა გარკვეულიყო, თუმცა, პოლიტიკაში ამგვარი რამ არ ხდება – პრობლემა მეტისმეტად რთული და მრავალწახნაგოვანია. მითუ მეტეს, რომ ბოლო დროს წარმოშობილ სირთულეებს დაემატა ყველა ის საკითხი, რაც წლების განმავლობაში გროვდებოდა დაწყებულბი თავისუფალი (სპეციალური) ზონიდან, დამთავრებული საბიუჯეტო პრობლემებით. არ არის შემთხვევითი, რომ როგორც აბაშიძემ, ასევე ბურჯანაძემ ახსენეს დღევანდელი (ცნობილი) პრობლემატიკა – 12 წლის განმავლობაში არაერთგზის განხილულ საკითხებთან ერთად.
6-საათიანი შეხვედრის შემდეგ, ორივე მხარე შესაშურ დიპლომატიურობას ამჟღავნებდა. ისინი, როგორც იტყვიან, დიპლომატიურ ენაზე საუბრობდნენ. ამ ენას კი თავისი კანონები აქვს.
დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ ბურჯანაძე-აბაშივის შეხვედრის «შედეგი» იყო ის, რომ აჭარი სხელისუფალი კვლავინდებურად მოითხოვს არჩევნების 6 თვით გადადებას იმ იმედით, რომ მანამდე მოხერხდება ძლიერი ალტერნატივის შექმნა მიხეილ სააკაშვილისათვის, რომლეიც უახლოეს კონკურენტს (თემურ შაშიაშვილს) 70 პროცენტით უსწრებს, სინამდვილეში, შექმნილი მდგომარეობა პერსონალური პრობლემაა (აჭარის ელიტისათვის), თორემ, თუ მათ ექნებოდათ გარანტია სხვა კანდიდატის გაყვანისა, 4 იანვარსაც მშვენივრად ჩაატარებდნენ არჩევნებს და უმალვე დაივიწყებდნენ როგორც საარჩევნო სიებს, ასევე 23 ნოემბრის «გადატრიალებას».
მეორე მხრივ, ახალ ხელისუფლებასაც არ ძალუძს 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნების გადატანა, რასაც ერთდროულად რამდენიმე მიზეზი აქვს – უპირველეს ყოვლისა, საპრეზიდენტო არჩევნების არჩატარება 4 იანვარს კონსტიტუციის აშკარა დარღვევა იქნება, რაც კიდევ უფრო შეასუსტებს ამჟამინდელი ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს და დესტაბილიზაციის საფუძველიც შეიძლება გახდეს. გარდა ამისა, ასეთი კოლმპროომისი უეჭველად გამოიწვევდა განხეთქილებას მმართველ ტრიუმვირატში, რაც დღევანდელ სიტუაციაში, უბრალოდ, კატასტროფული იქნებოდა მათთვის და თვით რევოლუციისათვისაც.
აქედან გამომდინარე, ბათუმში მიოლაპარაკებები იმთავითვე განწირული იყო წარუმატებლობისათვის: ორივე მხარეს აბსოლუტურად შეურიგებელი პოზიციები ჰქონდა და კომპრომისის მიღწევა ამ თვისებრივ ინტერესზე უარის თქმას მოითხოვდა. ერთ-ერთის მხრიდან. მაშასადამე, ყველაფერი დარჩა იმ მდგომარეობაში, როგორშიც იმყოფებოდა 10 დეკემბრამდე აჭარაში 4 იანვარს (უკეთეს შემთხვევაში) მხოლოდ ფორმალურად (ისიც მხოლდ ბათუმში და ქობულეთში) გაიხსნება საარჩევნო უბნები, მაგრამ რეალურად არჩევნები არ ჩატარდება. ეს, როგორც მოგახსენეთ, უკეთეს შემთხვევაში. ხოლო უარესში, აჭარის პარლამენტი მიიღებს გადაწყვეტილებას არჩევნების ნაცვლად აჭარაში რეფერენდუმის ჩატარების შესახებ და არჩევნები ფორმალურადაც არ გაიმართება ავტონომიურ რესპუბლიკაში.
შედეგს არც შემდეგი შეხვედრები გამოიღებს მანამდე, ვიდრე იარსებებს ინტერესთა შეურიგებელი კონფლიქტი აჭარის ელიტას ცეცხლივით ეშინია მიხეილ სააკაშვილის, რადგან «ერთიანი ნაციონალური მოძროაბის» ლიდერი არ მოერიდება მთლიანად დაარღვიოს ის ბალანსი, რაც ედუარდ შევარდნაძისა და ასლან აბაშიძის მრავალწლიანი ურთიერთმოქმედების შედეგად ჩამოყალიბდა.
ასლან აბაშიძეს შესანიშნავად ესმის, რომ რა შეთანხმებასაც უნდა მიაღწიოს ნინო ბურჯანაძესთან ან ზურაბ ჟვანიასთან, მიხეილ სააკაშვილის გ აპრეზიდენტების შემთხვევაში მას სწორედ სააკაშვილთან მოუწევს ნულიდან მოლაპარაკების დაწყება და საქართველოს მესამე (მეოთხე) პრეზიდენტი მტკიცე გადაწყვეტილებებს არ შეეპუება.
დილის გაზეთი, 11 დეკემბერი, 2003 წელი