„ასი ათასი აფხაზი“
ვკითხულობ მუდმივად აფხაზურ „ფაბლიკებს“ და....
. . . . . . . . . . . . . . . .
აფხაზები აფხაზეთში არიან დაახლოებით 90-100 000.
ოდნავ მეტი ან ოდნავ ნაკლები....არ არის არსებითი.
ბევრია ეს თუ ცოტა?
ერთი შეხედვით ცოტაა. მაგრამ..... საერთოდ რით განისაზღვრება „მეტ-ნაკლებობა“, ანუ რას „ვზომავთ“ ამით?
თუ გავითვალისწინებთ, რომ ეს არის სოციუმი, რომელიც ფანატიკურად კონსოლიდირებულია ერთი ღერძულა იდეის (საქართველოს მიუღებლობისა და ქართველების სიძულვილის!) გარშემო, ხოლო სოციუმის თითოეული წარმომადგენელი ემსახურება სწორედ ამ იდეას, საქმიანობისა და პროფესიის მიუხედავად, მაშინ 100 000 „ცოტა“ კი არა ძალიან ბევრია!!
ანუ ასი ათასივე მეომარია მაშინ, როდესაც საქართველოს არმია დაახლოებით 30 ათასია; ასი ათასივე დიპლომატია მაშინ, როდესაც ქართველ დიპლომატთა რაოდენობა ათასს ალბათ არ აღემატება; ასი ათასივე ჟურნალისტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ..... ყველგან, ყველა პროფესიაში, რომელსაც თუნდაც რაიმე შეხება აქვს ან შეიძლება ჰქონდეს ქართულ-აფხაზურ დისკურსთან.
აი ხშირად რომ ამბობენ ჩვენში: „ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობსო“.
კი ასეა.
იმიტომ, რომ სოციალური ნარატივია ერთიანი და განუყოფელი ამ დისკურსში.
ქართული სოციუმი კი ბევრად მეტად დიფერენცირებულია ნარატიულად, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებშიც კი.
ოღონდ ეს არც ნაკლია, მით უმეტეს არც მანკია და არც ღირსება: უბრალოდ ცივილიზებულობის დონეა განსხვავებული და შესაბამისად, ნარატივიც დიფერენცირებული.
მაშასადამე, რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, აფხაზთა უპირატესობა ამ აზრით ისაა, რომ ცივილიზაციური განვითარების სხვა დონეზე იმყოფებიან და შემდგომი განვითარების რესურსი კი არ გააჩნიათ, - სწორედაც დემოგრაფიული რეალობებიდან გამომდინარე.
100 000 ამისთვის ძალიან ცოტაა.
მაგრამ სტატუს-კვოს შესანარჩუნებლად ღერძულა იდეის გარშემო (ვიმეორებ) - ძალიან ბევრია.
აქედან პირდაპირ გამომდინარეობს დასკვნა: არავითარი აზრი „ქართულ-აფხაზურ დიალოგს“ არა აქვს. ის სოციუმი სხვა განზომილებაში, სხვა ეპოქაში სახლობს და იქ დარჩება მუდამ, რაკი დემოგრაფია ობიექტური მოცემულობაა.
დათო
ფოტოზე: 20 წლის აფხაზი გოგონა. 1997 წელი. გუდაუთის რაიონი. მან იცის, რომ ქართველი ჟურნალისტი უღებს ფოტოს. გამომეტყველებაც შესაბამისი აქვს.