`ქალის ცხოვრებაში მთავარი არის თვითონ ქალი! არა ქმარი, არა შვილი, არამედ თვითონ ქალი`

`ქალის ცხოვრებაში მთავარი არის თვითონ ქალი! არა ქმარი, არა შვილი, არამედ თვითონ ქალი`

როგორც იქნა, ქართულმა ფემინისტურმა მოძრაობამ გამოაქვეყნა თავისი მთავარი Motto, მთავარი სლოგანი, მთავარი თეზისი და `აღმძრავი`.

აბა წავიკითხოთ:

`ქალის ცხოვრებაში მთავარი არის თვითონ ქალი! არა ქმარი, არა შვილი, არამედ თვითონ ქალი` (წერტილი)

კეთილი.

არაფერი მაქვს საწინააღმდეგო. ოღონდ.....მოდით პატარა ექსპერიმენტი ჩავატაროთ და ერთი სიტყვა (`სულ რაღაც ერთი სიტყვა!`) შევცვალოთ ამ Motto-ში.

აბა ვნახოთ რა გამოვა:

`მამაკაცის ცხოვრებაში მთავარი არის თვითონ მამაკაცი! არა ცოლი, არა შვილი, არამედ თვითონ მამაკაცი` (წერტილი)

როგორია?

მოგწონთ?

განსაკუთრებით ქალებს თუ მოგწონთ ეს ფორმულა?

არა?

და ის (პირველი) თუ მოგწონთ ეს რატომ არ მოგწონთ?

- - - - - - - - - - - - -

თუნდაც ოდნავ ინტელექტუალური და არა ჩლუნგი დისკურსისას ამაზე პასუხი ცნობილია:

`მამაკაცს ოჯახის მიმართ (ცოლის და შვილის მიმართ-დ.გ.) მეტი პასუხისმგებლობა აქვს. იმიტომ, რომ ის მამაკაცია!`

უი, მართლა?!

კი ბატონო, ესეც კეთილი.

ნამდვილად ასეა. საქართველოშიც, იტალიაშიც, საფრანგეთშიც, ირანშიც და ყველგან.

სხვა ყველაფერი ცრუპენტელობა და დემაგოგიაა - არ დაიჯეროთ, თითქოს ამ მხრივ (ხაზს ვუსვამ: ამ თვალსაზრისით!)საფრანგეთი განსხვავდება ირანისგან.

ასეა მეთქი ყ ვ ე ლ გ ა ნ!

მამაკაცს ოჯახის მიმართ აქვს მეტი პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ ის მამაკაცია მორჩა, წერტილი.

ოღონდ.....ოღონდ......

არსებობს ერთი ასეთი ძალიან საინტერესო მეცნიერება, რომელსაც ეწოდება `სისტემათა თეორია`.

ფილოსოფიური სიღრმის მეცნიერებაა და აბსოლუტურად ყველაფერს ესადაგება: ფიზიკიდან - სოციოლოგიამდე და სექსოლოგიამდე.

ეს თეორია გვასწავლის, რომ ნებისმიერი სისტემური განტოლება ისწრაფვის წონასწორობისაკენ და არაფრის დიდებით არ ურიგდება უთანასწორობას.

ადრე თუ გვიან იგი ამ წონასწორობას ამა თუ იმ ხერხით, ამა თუ იმ გზით მიაღწევს.

მოცემულ შემთხვევაში, თუ მსჯელობის `საშუალედო რგოლებს`გამოვტოვებთ, ეს იმას ნიშნავს, რომ...... `მეტი პასუხისმგებლობა` აუცილებლად გულისხმობს `მეტ უფლებასაც!`

სხვაგვარად გამორიცხულია! არ არსებობს პასუხისმგებლობა უფლების გარეშე, ხოლო უფლება - პასუხისმგებლობის გარეშე.

ზუსტადაც ეს ქმნის იმ `წონასწორობას`, რისკენაც ისწრაფვის ნებისმიერი სისტემური თანაფარდობა.

და როდესაც ქმარი გეუბნება, რომ არათუ არ მოსწონს, არამედ გულს უკლავს შენი მოდელობა, ეს სწორედაც ხსენებული `წონასწორობის` გამოვლინებაა.

- - - - - - - - - - - - -

არა, აქ `კედელს` კი არ ვაყრი `ცერცვს` ერთი ბრძნული ქართული ხალხური გამოთქმის შესაბამისად....... ჩემს გონიერ მეგობრებთან ვმსჯელობ უბრალოდ.

- - - - - - - - - - - - - -

ვერ ვიტან ვერანაირ Supremacy-ს, ძალადობას, ჩაგვრას, ისევე, როგორც ინტელექტუალური და სხვა ნებისმიერი სახის......ჩმორობას.

ეს ისე, ყოველი შემთხვევისთვის.

- - - - - - - - - - - - - - -

ფოტოზე:

გენიალური მოდერნული სკულპტურა ლონდონის ეკლესიაში (!) `თაუერის` მახლობლად, რომელიც პირდაპირ კორელირებს ჩემი პოსტის შინაარსთან.

მოგწონთ ქალებო ეს კომპოზიცია? ფორმით კი ალბათ, მაგრამ შინაარსით და `სათქმელით - არა მგონია.

ქრისტიანობა უმეტესწილად ყველგან ქრისტიანობაა. ფემინისტურ ინგლისში მათ შორის!

და დოჩანაშვილის არ იყოს, `ვიძახოთ ახლა `რატომ`.

კოსმოსს ნუ ვებრძვით.

დათო