ფრანსუა ტრიუფო და ქართული ფემიციდი

ფრანსუა ტრიუფო და ქართული ფემიციდი

დიახაც, მე   ვ ხ ს ნ ი - ვებრძვი პრიმიტივიმზსა და რთული პრობლემის გაყალბებას.

სხვისი არ ვიცი და ჩემთვის ყველაზე გამაღიზიანებელი ისაა, როცა გიკრძალავენ აზროვნებას, გიკრძალავენ მსჯელობას და თავხედურად „გტენიან“ პრიმიტიულ კლიშეებს, გაიძულებენ იყო „ერთგანზომილებიანი“ ანუ არ აღიქვა სამყარო მთელი მისი სასტიკი, მრისხანე, იდუმალი სირთულითა და სიღრმით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

საზარელი სოციალური პრობლემა ხდება ფემიციდი ამ ქვეყანაში.

გულწრფელად რომ ვთქვა, რაღაც ვერ ვხედავ, რომ სახელმწიფოში, სადაც სიკვდილით დასჯა გაუქმებულია, ამას რაიმე ეშველება.

ჩემი შთაბეჭდილებით (არა მგონია ვცდებოდე) სიტუაცია მწვავდება დროთა განმავლობაში და არა პირიქით.

აგერ კიდევ დედა-შვილი ერთად მოკლა რუსთავში იმ მხეცმა და..... ყველაზე შემაძრწუნებელი იყო მკვლელის აბსოლუტური, რაღაცნაირი ფანატიკური სიმშვიდე სასამართლო პროცესზე - ე.წ. „დუმილის უფლებას“ რომ იყენებდა.

არც იმაში ვარ დარწმუნებული, სიკვდილით დასჯა რომც არსებობდეს, ამგვარი მენტალობის ადამიანს შეაკავებდა.

- - - - - - - - - - - - - - - - - - - -

არის ასეთი ევროპული ტერმინი „ღირსების მკვლელობა“ ანუ მკვლელობა, რომელიც ჩადენილია ადამიანური, უფრო ზუსტად მამაკაცური (მმაჩო) ღირსების თვითწარმოდგენისა და სოციალური სტატუსის პოზიციონირების საფუძველზე.

ტერმინი დიდ ბრიტანეთში გაჩნდა მას შემდეგ, რაც ინდოეთიდან თუ პაკისტანიდან ემიგრირებულმა ოჯახმა გოგონა მოკლა „სექსუალური უსაქციელობის“ გამო

ქართულად „თარგმნილი“ ეს საზრისია: „რას იტყვის ხალხი, - შენ რა კაცი ხარო“?

ამგვარ ინტერპრეტაციას განსაკუთრებით აქტიურად გვთავაზობენ ქართული ფემინისტური ორგანიზაციები, მათთან დაახლოებული ინტელექტუალები და ეს ყოველივე კლასიკური მაგალითია იმისა, რამდენად აცდენილი შეიძლება იყოს რეალობისგან ევროპული სოციუმის მსოფლმხედველობრივი კონსტრუქტების მექანიკური ინტერპოლაცია სულ სხვა სოციალურ მენტალობაზე.

მით უმეტეს, როდესაც. კიდევ ვიმეორებ: კონსტრუქტი გაჩნდა ემიგრანტების მიერ საკუთარ მიკრო-სოციუმში პროდუცირებული ღირებულებითი კონფლიქტის საფუძველზე და ევროპულ კულტურასთან საერთო ბევრი არაფერი აქვს.

არ არის ქართული ფემიციდი და ამ მხეცურ მკვლელობათა მთელი სერიის მულტიპლიცირება (თან რომ არ იკლებს - მატულობს წლების განმავლობაში-დ.) ის, რასაც ევროპაში უწოდებენ „ღირსების მკვლელობებს“.

აქვე დააკვირდით იმ უეჭველ გარემოებას, რომ

ფემიციდის აბსოლუტური უმრავლესობა სწორედაც ურბანულ და არა პასტორალურ სივრცეებში ხდება.

გამორიცხულია ეს შემთხვევითი იყოს თუ მართლა „ღირსების მკვლელობასთან “გვაქვს საქმე.

სინამდვილეში, ის საშინელება, რაც ჩვენში ხდება, სულ სხვა ფენომენია.

რეალურად ბევრად სახიფათო და ღრმა სოციალური პათოლოგიის გამომხატველი, რომელსაც „იოლად“ არაფერი ეშველება.

უფრო ინდივიდუალისტურ თვითაღქმას უკავშირდება, ვიდრე სოციალურ ინტერპერტაციასა და სოციალურ სტატუსს ანუ იმავე..... „რას იტყვის ხალხი“

ბევრად უფრო რელევანტურია ჩემი აზრით, რუსთავში დედა-შვილის მხეცური მკვლელობის საქმის გამომძიებელი პროკურორი ქალის განმარტება: „........აღქივამდა, როგორც საკუთრებას (!)“.

- - - - - - - - - - - - - - - - -

ჰო, ოღონდ ამ ტრივიალური სიმარტივის გამო არ შემიწუხებიხართ.

დისკურსის გართულებას ვაპირებ.

1981 წელს საფრანგეთისა და ევროპის კინოეკრანებზე გამოვიდა ფრანსუა ტრიუფოს ფილმი „მეზობელი ქალი“ ფანი არდანისა და ჟერარ დეპარდიეს ბრწყინვალე შესრულებით.

ფილმს გენიალური სლოგანი აქვს: „არც შენთან ერთად, მაგრამ არც უშენოდ!“.

ისე.......მე კარგად არ ვიცნობ ფრანსუა ტრიუფოს შემოქმედებას, თუმცა დიდი ეჭვი მაქვს ეს „არც შენთან და არც უშენოდ“ ფემინისტურ დისკურსში მოათავსა ზუსტად იმ მიზნით, რათა მთავარი სათქმელი შეენიღბა და საფრანგეთის ზემძლავრი ქალთა საზოგადოების მძვინარე რისხვა არ დაემსახურებინა!

ვერ გაბედავდა როლების შეცვლას!

დააკვირდით: ფილმში „მთხრობელი“ (ისიც ქალია) იმგვარი „ნაზი“, „შემრიგებლური“ და „შემწყნარებლური“ კონოტაციით და სევდიანი ღიმილით გვიყვება აბსოლუტურად უდანაშაულო, უბოროტო მამაკაცის მკვლელობაზე შეყვარებული ქალის მიერ სწორედაც „მესაკუთრის ინსტინქტით“ („არც შენთან და არც უშენოდ“) , თითქოს ეს ნორმალური თუ არა.....და მისაღები თუ არა.......შესაწყნარებელი იყოს......ოღონდ (!) მხოლოდ ქალის შემთხვევაში.

მადლობელი ვიქნები თუ ვინმე ამიხსნის, რა განსხვავებაა ამ ფილმში აღწერილ მკვლელობასა და იმ საბრალო ქალის მკვლელობას შორის (ზუსტად ანალოგიური მოტივით) რომელიც თბილისის უნივერსიტეტში გამოასალმა სიცოცხლეს ყოფილმა ქმარმა და მერე იქვე (უნივერსიტეტში) თავი მოიკლა.

ხომ გახსოვთ ეს საზარელი დანაშაული?

არის რაიმე განსხვავება?

გენდერის გარდა არავითარი!

ამ მიმართულებით ნებისმიერი მცდელობა იქნება დემაგოგია და „მმაჩოფობია“, რომელიც სხვათა შორის ზუსტად ისევე არსებობს და ისეთივე რეალობაა, როგორ მიზოგინია ანუ ქალთმოძულეობა.

ეს რაში გამოიხატება იცით? როცა ცდილობენ (აბსოლუტურად მიზანმიმართულად) „კონსტრუქტების“ ჩანაცვლებას.

ანუ „ვნებას“ გიფუთავენ და წარმოაჩენენ „ამბიციად“.

სინამდვილეში ეს ორი განსხვავებული კონსტრუქტია.

ქალის შემთხვევაში ვნებაა და მამაკაცის შემთხვევაში ამბიცია?

ნურას უკაცრავად ასე არ გამოვა.

იმიტომ, რომ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ფრანსუა ტრიუფო და ამ სიყალბეს ამხელს.

ის (თბილისის უნივერსიტეტში რაც მოხდა) „ღირსების მკვლელობა“ იყო?“

აბა რა დასაჯერებელია ეს იდიოტიზმი?!

ჰოდა ამ სისულელეებს, აბსოლუტურად სხვა სოციალური შინაარსის თუ კატეგორიის ე.წ. „ღირსების მკვლელობებს“ თავი დავანებოთ და......... ან შევურიგდეთ ამ საშინელებას როგორც სტიქიურ უბედურებას (აკი „ურიგდება“ მას ზუსტად ასე დიდი ფრანგი რეჟისორი თავის შედევრში -მთხრობელის სევდიანი კონოტაციით) ან აღვადგინოთ სიკვდილით დასჯა: ეგება ასიდან ერთი საბრალო ქალი მაინც გადავარჩინოთ.

მეტს ვერ გადავარჩენთ - დახვრეტა კი არა, კოცონზე დაწვა ან მკვლელი მამაკაცების „შაყის კვრაც“ რომ შემოვიღოთ, მაინც.

სამწუხაროდ ასეა.

ხოლო რთული სოციალური პრობლემების პრიმიტიულად „იოლი“ ინტერპრეტაცია ყველაზე ამაზრზენი რამაა, რაც კი ელემენტარულად თავისთავადი და მოაზროვნე ადამიანის გაღიზიანებას უნდა იწვევდეს ზოგადად.

„ღირსების მკვლელობა“ არ კვატი კიდევ!

სხვისი არ ვიცი და მე მაღიზიანებს რთული პრობლემის ამგვარი გაპრიმიტივება.

ის, რაც ხდება საბრალო ქალების ხოცვა-ჟლეტით, ზუსტადაც ევროპული, ურბანული, „ქალაქური ცივილიზაციისთვის“ დამახასაითებელი პრობლემაა (!) და არა პაკისტანური და „სოფლური“.

დიახაც ევროპულ ინდივიდუალიზმს უფრო უკავშირდება და არა აზიურ „ჯოგურობას“.

თუ არა და ამიხსნას მეთქი ვინმემ: საფრანგეთი, სადაც ტრიუფომ თავისი შედევრი შექმნა, „ჩამორჩენილი სოციუმია?!“

მით უმეტეს გენდერული თვალსაზისით?

ვიაზროვნოთ „რთულად“.

„ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ!“