უკრაინული იდენტობა რუსეთში

უკრაინული იდენტობა რუსეთში

ის, რაც იმ გმირმა და თავგანწირულმა გოგომ გააკეთა რუსეთის ყველაზე `ცენტრალური` და მთავარი ტელე-არხის, სახელმწიფოს საყრდენი პროპაგანდისტული არხის პირდაპირ ეთერში, როცა სტუდიაში შეიჭრა ანტისაომარი პლაკატით, არა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ რუსულ საზოგადოებაში მწიფდება ნამდვილი, გულწრფელი, სინდისიერი და უკვე საკმაოდ ძლიერი პროტესტი ანტიუკრაინული აგრესიის გამო, არამედ უფრო ღრმა ფენომენზეც:

დემონსტრანტმა, რომელიც პირდაპირ ეთერში შეიჭრა ანტისაომარი პლაკატით, მანამდე ჩაწერილ ვიდეოში თქვა: `მამა უკრაინელი მყავს, დედა რუსი და მათ არასდროს უჩხუბიათო`.

დავაკვირდეთ: ეს ფენომენი ადრეც გამოვლენილა 2014 წლიდან, როცა რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ჯერ ჰიბრიდული, შემდეგ რეალური ომი დაიწყო:

მაქსიმ შევჩენკო გახსოვთ? პუტინის იმაზე დიდი პროპაგანდისტი იყო, ვიდრე სოლოვიოვია ახლა. 2008 წელს ანტიქართულ შხამს რომ ანთხევდა, იმ შევჩენკოზეა ლაპარაკი

და სწორედ 2014 წლიდან, ანუ ყირიმის ანექსიიდან და დონბასის სეპარაციიდან ეწყება შევჩენკოს `უცნაური` მეტამორფოზა და თანდათა პუტინის მწვავე კრიტიკოსად ჩამოყალიბდა.

თუმცა ლატენტურად უკრაინის საკითხში: ანუ პირდაპირ არ გმობს, მაგრამ მაინც.

რამ გამოიწვია? იმან, რომ..... სისხლმა უყივლა, სისხლმა!

ისევე, როგორც ბევრ სხვა რუსს უკრაინული ფესვებით და გვარებით

რა თქმა უნდა ყველას არა, მაგრამ ბევრს. დიახ, ასეა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

პუტინს უკრაინულ ფენომენში ის აცოფებდა, თან აცდუნებდა, რომ ბევრ უკრაინელს ამბივალენტური იდენტობა აქვს - რუსულ/უკრაინული.

ჰოდა ახლა ცდილობს ამ ამბივალენტური იდენტობის ის მეორე წილი მოსპოს.

ოღონდ......არ გაითვალისწინა (უფრო `არ` ვიდრე `ვერ`), რომ ასევე ამბივალენტურია უუუუუუუამრავი ეთნიკური წარმოვალობით უკრაინელი/რუსის იდენტობა, ვინც რუსეთში ცხოვრობს.

ეს იმაზე დიდი `ბომბია` სინამდვილეში, ვიდრე ნებისმიერი ჭურვი, რაც შეიძლება დასავლეთმა მიაწოდოს უკრაინას ომის დროს.

და თუ ახლა პუტინი დამარცხდა, ანუ უახლოეს რამდენიმე კვირაში ვერ მოაწერინა ხელი ზელენსკის კაპიტულაციაზე (ნეიტრალიტეტზე), რაც სინამდვილეში მისი მთავარი მიზანია ყირიმისკენ დერეფნის გაჭრასთან ერთად, რუსეთის სახელმწიფოში `მოწიკწიკე` ეს ბომბი ისეთი ძალით აფეთქდება, ყველაფერს თან ჩაიყოლებს.