საქართველოს „პროთურქული ორიენტაცია“

საქართველოს „პროთურქული ორიენტაცია“

„საშინელება“ უნდა ვთქვა ახლა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

მომკალით, ამკუწეთ, მაგრამ იმის გათვალისწინებით რაც ევროპაში ხდება (ხდება მ ა რ ა ზ მ ი - იხილეთ AFD, Reform UK, ლე პენი და ასე შემდეგ)...... იმის გათვალისწინებით რაც ამერიკაში ხდება (არანაკლები მარაზმი)....... იმის გათვალისწინებით რაც NATO-ში ხდება (არაქმედუნარიანია როგორც ორგანიზაცია ფაქტობრივად)........ და რაც უკრაინაში ხდება (გაუთავებელი სისხლიანი ჭაობი)........ ერთადერთი რეალური პერსპექტივა და შანსი, რაც საქართველოს მაინც რჩება ისაა, „დაალაგოს“ სტრატეგიული მოკავშირეობა (საკუთარი ინტერესების განუხრელი დაცვით) მეზობელ, დიდ, უძლიერეს სახელმწიფოსთან და მისგან მიიღოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივი უსაფრთხოების, მშვიდობიანი განვითარების გარანტიები.

ანუ ფრთხილად, ფაქიზად, გამოზომილად, ჭკვიანურად, მიზანშეწონილად თუმცა სტრატეგიულად „ააწყოს“ ქვეყანასთან, რომელიც უდავოდ არის, როგორც მინიმუმ, ევრაზიული ზესახელმწიფო;

არის უდიდესი ეკონომიკური პოტენციალის მქონე;

რომელიც აღარასოდეს (ა ღ ა რ ა ს ო დ ე ს!) აღარ წავა კავკასიიდან;

იმიტომ, რომ კავკასიაში „ყოფნა“ მისთვის ეგზისტენციურია.

და ეს სახელმწიფო არის......თ უ რ ქ ე თ ი!

თურქეთის რესპუბლიკა - არასრულყოფილი, არაკონსოლიდირებული, თუმცა მაინც მრავალპარტიული და პლურალისტური დემოკრატიით; სიტყვის მეტნაკლები თავისუფლებით; სასამართლოს მეტნაკლები დამოუკიდებლობით;

ელიტური კონსენსუსის დონეზე გააზრებული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ნარატივით (მათ შორის წარსულის შესახებ);

NATO-ს ფორპოსტი კავკასიაში და მთელს შავი ზღვა-კასპიის ზღვის აუზში;

ევროპასთან შეთავსებადი, ევროპულთან მიახლოვებული, მისი მსგავსი მრავალი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური თუ სახელმწიფოებრივი სისტემით;

ევროპისკენ მიმავალი უმნიშვნელოვანესი საკვანძო სატრანსპორტო ჰაბებით;

დიდწილად ვესტერნიზებული ახალგაზრდობით ანუ მომავლით;

სწრაფად განვითარებადი ეკონომიკით, სწრაფად განვითარებადი საგანმანათლებლო სისტემით, უკვე შესანიშნავი მედიცინით და ა.შ.

ქვეყანა, რომელმაც სამარცხვინოდ დაამარცხა კავკასიაში ყოფილი ჰეგემონი, რუსეთი, ყარაბაღის ისტორიულად განმსაზღვრელ გეოპოლიტიკურ „ჯახში“.

ქვეყანა, რომელსაც..... თუ ჭკვიანურად ვიმუშავებთ და თუ შესაბამისად დავამოტივირებთ........ ქმედითი ბერკეტები აქვს აფხაზეთის პრობლემის ასე თუ ისე, ჩვენთვის მეტნაკლებად მისაღები „სტატუს-კვოს“ პროდუცირებისა და მოდერირებისთვის - ქართულ/აფხაზურ ინტერეს-კომპრომისთა რაღაც ბალანსის თუ წონასწორობის შექმნით; მერე ამ წონასწორობის დაცვით და გარანტირებით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ციტატა: „საქართველოს, სინამდვილეში, მხოლოდ სამი ორიენტაცია შეიძლება ჰქონდეს: პრორუსული, პროუკრაინული და პროთურქული........ ს ხ ვ ა ყ ვ ე ლ ა შ ო რ ს ა ა“

ეს მე არ მითქვამს.

ეს თქვა მიშამ.

და თქვა აბსოლუტურად სწორად!