საერთაშორისო მიმოხილვა 30 ივლისი. 2024 წელი
7 აგვისტომდე „დემოკრატთა“ პრეზიდენტობის ნომინანტმა, კამალა ჰარისმა უნდა დაასახელოს ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატი.
ეს კანონის მოთხოვნაა, რაკი შემდეგ იწყება მზადება „დემოკრატიული პარტიის“ ყრილობისთვის (19 აგვისტო) და ყველა დოკუმენტი მზად უნდა იყოს.
Vice-ობის კანდიდატად აქტიურად სახელდებოდა ჩრდილო კაროლინას გუბერნატორი Roy Cooper.
პირველ რიგში იმიტომ, რომ ეს „დემოკრატებისთვის“ ძალიან მნიშვნელოვანი შტატია. ერთ-ერთია იმ შტატთაგან, სადაც „დემოკრატთა“ და „რესპუბლიკელთა“ სხვაობის სიმცირის გამო წყდება ხშირად საპრეზიდენტო არჩევნების ბედი.
თუმცა კუპერმა გუშინ განაცხადა, რომ ხსნის კანდიდატურას.
კუპერს ჰარისთან დიდი ხნის მეგობრობა და კოლაბორაცია აკავშირებს........ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ორივე თავ-თავიანთი შტატების გენერალური პროკურორები იყვნენ. ჰარისი - კალიფორნიისა.
სხვათა შორის, ჰარისი, რასაკვირველია, „იპოვიდა“ Vice-ს კანდიდატს კალიფორნიაში, თუმცა კანონით აკრძალულია Vice იმავე შტატიდან სადაც თავად ეკავა მაღალი თანამდებობა, რაც თავისთავად საინტერესო ნიუანსია.
ჩრდ.კაროლინის შტატში ახლა დიდი ომია „რესპებსა“ და „დემებს“ შორის აბორტების თემაზე.
შტატის კონგრესში აბსოლუტური უმრავლესობა GOP ანუ რესპუბლიკელებს აქვთ.
კუპერის „ჩახსნის“ მოტივად იმას ასახელებენ, რომ შტატიდან სენატორობა უფრო სურს, ვიდრე ვიცე-პრეზიდენტობა. უცნაურად ჩანს, თუმცა ფაქტია.
Vice-ობის რეალური კანდიდატები არიან პენსილვანიის გუბერნატორი ჯოშ შაპირო, სენატორი არიზონადან მარკ კელლი, მინესოტას გუბერნატორი ტიმ უოლტსი, კენტუკის გუბერნატორი ენდი ბეშირი და ტრანსპორტის მინისტრი პიტ ბუტეჯიჩი. (Pennsylvania Gov. Josh Shapiro and Arizona Sen. Mark Kelly. Minnesota Gov. Tim Walz, Kentucky Gov. Andy Beshear and Transportation Secretary Pete Buttigieg). კვლავ მივაქციოთ ყურადღება, რომ როგორც მოსალოდნელი იყო სუფთად ელექტორალური და სოციო-ფსიქოლოგიური აღქმის მიზეზებით, კანდიდატებს შორის არც ერთი ქალი არ არის.
იმიტომ, რომ „ქალი პრეზიდენტი“ თვით ისეთ ფემინისტურ ქვეყანაშიც კი, როგორიც ამერიკაა კოგნიტიურ პრობლემებს წარმოშობს სოციუმში და იამავდროულად ვიცე-პრეზიდენტიც........„ჯერ ნაადრევიაო“ - ჩათვალეს ელიტებმა და „დემოკრატთა“ ისტებლიშმენტმა.
დონალდ ტრამპმა FOX-News-თან ინტერვიუში საოცარი განცხადება გააკეთა: „ქრისტიანებს მოვუწოდებ არჩევნებზე ხმა მოგვცემ და შემდეგ აღარ დასჭირდებათ ხმის მოცემაო“.
ბევრმა ვერ გაიგო ეს რას ნიშნავს: „თუ ხმას არ მომცემთ აღარც ოდესმე მოგეცემათ ხმის მიცემის საშუალება ქრისტიანებსო“ ანდა....... „იმ შემთხვევაში თუ ხმას მოგვცემთ აღარც ოდესმე დაგჭირდებათ თავის შეწუხება საპრეზიდენტო არჩევნებში - იმდენად კარგად დავალაგებთ ქვეყანას ქრისტიანებისთვისო“.
ორი სხვადასხვა საზრისია აშკარად.
ახლა ტრამპი და მისი გუნდი ჯიუტად იმეორებენ, რომ მეორე შესაძლებლობა ჰქონდათ მხედველობაში, თუმცა რაღაცნაირად „ჩახლართულმა“ ფრაზამ ნამდვილად შექმნა ორმაგი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა და სულაც არ არის გამორიცხული, დონალდ ტრამპმა PR -ინჟინრების რჩევით ეს გააკეთა შეგნებულად.
ანუ..... ცდილობს გამოიყენოს რელიგიური ფაქტორი, რომელიც ამერიკაში ძალიან მნიშვნელოვანია.
იმაზე მეტად მნიშვნელოვანი, ვიდრე ბევრს ჰგონია ხშირად.
მით უმეტეს, რომ დონალდ ტრამპმა იქვე დაამატა „ამხსნელი“ (სინამდვილეში კიდევ უფრო დამაბნეველი) ფრაზა: „ქრისტიანები და იარაღის მფლობელები არასდროს არჩევნებზე არ დადიანო“.
იგულისხმება, რომ თუკი ვინმე იცავს ამერიკის „მეთოფეთა ასოციაციის“ (National Rifle Association) ინტერესებს, სწორედ ტრამპია და ეს ნამდვილად ასეა: პრეზიდენტი ტრამპი მუდამ ეწინააღმდეგებოდა ნებისმიერ შეზღუდვას იარაღის ყიდვა-გაყიდვაზე სლოგანით: „კლავს არა იარაღი არამედ ადამიანი. ადამიანს გააჩნია“.
ოღონდ......თვითონ ტრამპი ახლახან კინაღამ ემსხვერპლა ამ სლოგანს და ამგვარ მიდგომას: ტერორისტ კრუკს (უფრო ზუსტად მამამისს) იარაღი სრულიად ლეგალურად ჰქონდა შეძენილი.
ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ნავთობმომპოვებელი ქვეყნების გაერთიანება OPEC (Organization of the Petroleum Exporting Countries) „კამალა ჰარისის მხარეს თამაშობს“, რაკი ამცირებს ნავთობის მოპოვებას.
მართლაც, OPEC+ ორგანზიაციამ („+“ აქ ნიშნავს „პლუს რუსეთი“) გაახანგრძლივა შეზღუდვები ნავთობის მოპოვებაზე 2025 წლის ბოლომდე, რაც ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და გამორიცხულია ამან ზეგავლენა არ იქონიოს ნავთობის ფასებზე მსოფლიოში. მათ შორის ბენზინის ფასებზე ამერიკაშიც.
თუმცა აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ბაიდენის და დემოკრატების რესურსია აშშ „ნავთობის სტრატეგიული რეზერვი“, რითაც მათ შეუძლიათ ბენზინზე ფასების რეგულირება.
ტრამპს ისიც ეხმარება ამ საარჩევნო კამპანიისას, რომ აშშ სახელმწიფო ვალმა (National debt) პირველად ისტორიაში გადააჭარბა 35 ტრილიონ დოლარს.
ბაიდენის მმართველობისას National debt 7,25 ტრილიონით გაიზარდა.
ტრამპის დროსაც იზრდებოდა. პროგნოზით, 2034 წლისთვის 50 ტრილიონს გადააჭარბებს, რაც GDP-ს 120% იქნება.
ფინანსებში ამერიკის ცენტრალური ფიგურა, ფინანსთა მინისტრი ჯანეტ ეილინი ამბობს, რომ USA National debt `ჯერ-ჯერობით მართვადია“, თუმცა 2030 წლის შემდეგ „რაღაც ზომები უნდა მივიღოთ უკვე ალბათო“.
ამ სიტყვებზე მსოფლიოში ბევრ ინვესტორს გააჟრჟოლებდა ნამდვილად.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ვენესუელაში გრძელდება პროტესტები ავტოკრატ „პრეზიდენტ“ მადუროს წინააღმდეგ - მის მიერ არჩევნების გაყალბების ბრალდებით;
რამდენიმე ქალაქში დემონსტრანტებმა „ქვაბებით მარში“ მოაწყვეს ანუ ქვაბებს მათ სახურავებს უკაკუნებდნენ რაც ლათინოამერიკული ტრადიციაა ერთგვარი - გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან.
მადურო აცხადებს, რომ ეს მღელვარებანი „ამერიკის სპეცსამსახურებმა“ მოუწყვეს.
აქ ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთის როლია.
რამდენიმე წლის წინ პუტინმა ვენესუელაში გააგზავნა პრიგოჟინის „კერძო არმია“ (ЧВК Частная Военная Компания Вагнер) მადუროს დასაცავად.
და დაიცვა. გადაარჩინა მაშინ.
ახლა პრიგიჟინი ლიკვიდირებულია და მისი კერძო არმიაც თითქმის დაშლილი.
არადა პუტინი „ვაგნერს“ ძალიან წარმატებით იყენებდა აფრიკაშიც, სირიაშიც, ვენესუელაშიც......ამ მხრივ მისი შესაძლებლობები შეიზღუდა........ არადა ყველგან ოფიციალურ არმიას ვერ გააგზავნის - ბევრგან სჭირდებოდა Proxy პრიგოჟინის სახით.
მაშასადამე უკრაინის ომმა, რაც პრიგოჟინის ამბოხის საბაბი გახდა, პუტინის პოზიციები მსოფლიოს მნიშვნელოვან რეგიონებში არსებითად შეასუსტა.
. . . . . . . . . . . . . . . . . . .
რუსეთის ისტორიული „ბრენდის“ Большой театр (მოსკოვის ოპერისა და ბალეტის დიდი თეატრი) შემოქმედებითი კოლექტივი წუწუნებს: „რა უბედურებაა, აღარსად გვიწვევენ გასტროლებზე, გამოვიკეტეთ რუსეთში უკრაინის ომის გამოო“.
ბუნებრივია, „ბოლშოის“ იგნორი რუსეთის წინააღმდეგ სანქციათა ნაწილია.
და ხორციელდება უკრაინის კატეგორიული მოთხოვნით, რაკი დასავლურ ელიტებში „ბოლშოი“ და რუსული ბალეტი იმდენად პოპულარულია ტრადიციულად, ლამის საკუთარი სოციალური იდენტობის ნაწილად მიაჩნდათ.
პუტინმა „დიდი თეატრის“ სამხატვრო ხელმძღვანელობა გადააყენა ამ პროტესტების გამო.
ისევე როგორც ტრეტიაკოვის გალერეის ხელმძღვანელობა, რაკი ისინიც „ბევრს წუწუნებდნენ“- გამოფენებს ვეღარ ვაწყობთ, ვეღარ დავსეირნობთ მსოფლიოში, პატივი, დიდება და კომფორტი მოგვაკლდაო.
2014 წლიდან, როცა პუტინმა ყირიმი დაიპყრო, არაფერი გაუპროტესტებიათ და „საწუწუნოც“ ბევრი არაფერი ჰქონდათ, რაკი არავითარი სანქციები, სამწუხაროდ, დასავლეთს მათ წინააღმდეგ არ შემოუღია მაშინ.
ანუ 2022 წლამდე ძველებურად დასეირნობდნენ მთელს მსოფლიოში და განცხრომაში იყვნენ.
ახლაღა „აეწვათ“ ბლოკირება და იგნორი.
. . . . . . . . . . . . . . . . .
ოლიმპიადის პარალელურად ძალიან სახიფათო რამ ხდება საფრანგეთში დივერსიული აქტების თვალსაზრისით: მიუხედავად იმისა, რომ საფრანგეთის ისტორიაში, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი მობილიზაცია პოლიციის და სპეცსამსახურებისა, მოუხელთებელი დივერსანტები, პროვოკატორები და ტერორისტები მაინც ახერხებენ რაღაცნაირად არსებითი ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში კომუნიკაციების მწყობრიდან გამოყვანას.
და თანაც ამას ახერხებენ იმ ქვეყანაში, სადაც სათვალთვალო კამერების ქსელი ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულია.
Bloomberg სარწმუნო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დივერსანტები ძირითადად აზიანებენ ოპტიკურ-ბოჭკოვან კაბელებს.
აშკარაა, მათ იციან სად არის ეს კაბელები (უფრო ზუსტად მათი „ჰაბები“-ე.წ „კოლოფები“) განლაგებული.
რკინიგზაზე კი არ დებენ ბომბებს, რაც იოლი აღმოსაჩენი და დასაპრევენციებელი იქნებოდა პოლიციისთვის, არამედ ამ ჰაბებზე აზიანებენ კომუნიკაციებს!
შედეგად რკინიგზაც და მრავალი სხვა სატრანსპორტო თუ ტელესაკომუნიკაციო ინფრასტრუქტურაც გამოდის მწყობრიდან.
საქმეც ის გახლავთ, რომ ხსენებული „ჰაბები“, შესაბამისი „ყუთები“ და კვანძები, სადაც თავს იყრიან ეს კომუნიკაციები, მიწის ქვეშ მდებარეობს ანუ Surveillance cameras თითქმის უსარგებლოა:
დივერსანტებმა იციან სადაა სარქველები, რითაც უკიდეგანო მიწისქვეშა ლაბირინთებში მოხვდებიან. აქვთ სქემები და ა.შ
ბუნებრივად გამოითქმის ეჭვი, რომ ეს რუსული დივერსიული ჯგუფების მოქმედებაა.
თუმცა არ არის გამორიცხული, ადგილობრივი ფანატიკოსი „მწვანეები“ ან არანაკლებ ფანატიკოსი „ცხოველთა უფლებების დამცველები“ იყვნენ.
და არც ისაა გამორიცხული, ეს ფანატიკოსები რუსული ФСБ-ს „სასარგებლო იდიოტთა“ ფუნქციას ასრულებდნენ.