საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მაისი 2023 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 2 მაისი 2023 წელი

უახლოეს მომავალში ფინეთის ტერიტორიაზე ამერიკული სამხედრო ბაზები განლაგდება. ხელშეკრულება უკვე თითქმის მზად არის და მხარეებს შორის არ არსებობს არანაირი უთანხმოება მის ტექსტზე. დასაზუსტებელია მხოლოდ დეტალები და ლოგისტიკა.

ამ ხელშეკრულების თანახმად, ამერიკას ექნება უფლება და საშაულება, განალაგოს ფინეთის ტერიტორიაზე ნებისმიერი იარაღი გარდა ბირთვული იარაღისა.

ეს აკრძალვაც არაა: ბირთვულ იარაღზე, თუ ამის აუცილებლობა წარმოიშობა, ფინეთსა და ამერიკას შორის ცალკე ხელშეკრულება გაფორმდება.

რა თქმა უნდა, ისტორიული შეთანხმება ფინეთსა და ამერიკას შორის სამხედრო ბაზების თაობაზე, მომზადდა ფინეთის NATO-ში გაწევრების კონტექსტში.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთმა სტალინისგან მიიღო თავდაუსხმელობის სიტყვიერი (!) არაოფიციალური გარანტია იმის სანაცვლოდ, რომ ქვეყანა `დასავლურ ბლოკში` არ გაწევრდებოდა. არსებობდა ტერმინი `ფინეთიზაცია` (     Finlandizasion), მაგრამ პუტინის აგრესიამ უკრაინის წინააღმდეგ ყველაფერი შეცვალა.

 

 

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ ოფიციალურად სთხოვა პუტინს, არ ჩავიდეს BRICS-ის სამიტზე.

ამ ორგანიზაციაში შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.

მანამდე სამხრეთ აფრიკა ჰააგის საერთაშორისო სასამართლოდანაც კი აპირებდა გასვლას, რომელმაც პუტინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და დაპატიმრების ორდერი გასცა.

მაგრამ გადააფიქრებინეს.

ვინ გადააფიქრებინა, ძნელი მისახვედრი არ არის - დასავლეთმა.

სამხრეთ აფრიკა დასავლური სამყარიოს ნაწილია ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა ამ ქვეყანაში აპარტეიდი იყო ანუ შავკანიან უმრავლესობას არანაირი უფლება არ ჰქონდა თეთრკანიან უმცირესობასთან შედარებით.

სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა იმ დროს სბჭოთა კავშირსაც კი ეომებოდა აფრიკის კონტინენტზე.

პუტინი სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდა: ვერ მიდის იმ ორგანიზაციის სამიტზე, რომლის დამფუძნებელი (ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან ერთად) თვითონაცაა.

ვერ მიდის იმიტომ, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, როგორც ICC წევრი, ვალდებული იქნება იგი დააპატიმროს.

შესაძლოა მან ვიდე-ცართვით მიიღოს მონაწილეობა სამიტში, რაც კიდევ ერთხელ გაუსვამს ხაზს მისი მდგომარეობის სამარცხვინოობას.

საზღვარგარეთ ვიზიტები პუტინს არ ჰქონია მას შემდეგ, რაც უკრაინის წინააღმდეგ აგრესია დაიწყო.

სამხრეთ აფრიკაში გამგზავრებაზე უარი კი მხოლოდ იქ დაპატიმრების შიშით როდი იყო გამოწვეული.

არანაკლებ საფრთხე ემუქრებოდა, თუ მისი თვითმფრინავები იმ სახელმწიფოებს გადაუფრენდნენ, რომლებიც სცნობენ ICC იურისდიქციას: ამ სახელმწიფოთა სამხედრო საჰაერო ძალებს უბრალოდ შეეძლოთ ძალით დაესვათ `პრეზიდენტის ბორტი` და პუტინი დაეპატიმრებინათ.

 

გუშინ ამერიკის ადმინისტრაციამ ოფიციალურად (ანუ ღიად და საჯაროდ) გაავრცელა სადაზვერვო მონაცემები ზამთრის განმავლობაში(!) რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინის ფრონტზე.

ამ ცნობათა თანახმად, რუსეთმა 100 000 მეომარი დაკარგა მოკლულებისა და დაჭრილების სახით.

და ეს მხოლოდ ზამთრის განმავლობაში!

ძირითადად ბახმუტის ბრძოლებში, რომელსაც პუტინმა რაღაც ჩლუნგი სიჯიუტით შეახოცა უამრავი რუსი.

თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის სამხედრო შესაძლებლობები იწურება.

რასაკვირველია იგულისხმება: `უკრაინისთვის ხელსაყრელი დროა კონტრშეტევის დასაწყებად`

 

მოსკოვის პოლიციას დაურიგეს სპეციალური `ანტიდრონ-შაშხანები`, რომლითაც მათ უნდა ჩამოაგდონ უკრაინული უპილოტო საბრძოლო აპარატები.

`ანტიდრონ-შაშხანები` ისვრიან ელექტრომაგნიტურ იმპულსს, რომლის ზემოქმედების შედეგად მწყობრიდან გამოდის დრონის მართვის სისტემა.

ეს მოვლენა იმას ნიშნავს, რომ მოსკოვში სერიოზულად ემზადებიან და შიშობენ: უკრაინის კონტრშეტევის დროს კიევმა შესაძლოა მოსკოვიც დაბომბოს და პეტერბურგიც.

ანტიდრონ-შაშხანა ახშობს WI-FI ტალღებს მათ სიხშირეზე, რითაც იმართება `უპილოტო`, რის შედეგადაც დრონი ვარდება მიწაზე.

თუმცა, რომ დავარდება ხომ აფეთქდება მაინც?

თუკი უკრაინა დაბომბავს სამხედრო ობიექტებს მოსკოვში ან პეტერბურგში ხოლო რუსული პოლიცია მას ჩამოაგდებს, დრონი ვერ მიაღწევს სამიზნემდე, ჩამოვარდება და....აფეთქდება საცხოვრებელ კვარტალებში.

ანტიდრონ-შაშხანა `უპილოტოს` ვერ ანადგურებს, მხოლოდ აგდებს ქვემოთ, რაკი დრონი უმართავი ხდება.

 

წლის დასაწყისიდან რუსეთის ათი ყველაზე მდიდარი ოლიგარქის ქონება 16 მილიარდი დოლარით გაიზარდა.

და ეს მხოლოდ 3-4თვეში!

ისინბი ფლობენ ნავთობსაწრმოებს, გაზის საბდოებს, ნიკელის ქარხნებს და ა.შ.

საოცრად ზუსტი ილუსტრაციაა იმისა, რომ დასავლურმა სანქციებმა, სამწუხაროდ, შედეგი ჯერ-ჯერობით ვერ გამოიღო, რადგან რუსეთს აქვს საშუალება გააგრძელოს business as usual მესამე მსოფლიოს ქვეყნებთან; გარდა ამისა, ყველა რუსული ბანკი ჯერ კიდევ არ არის გათიშული საბანკო ვერიფიკაციის სისტემა SWIFT-დან.

  

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონის გარეუბანში შეხვდნენ ამერიკის სახელმწიფო მდივან ბლინკენის შუამავლობით.

შეხვედრის მთავარი თემა იყო ლაჩინის დერეფანში აზერბაიჯანული ბლოკ-პოსტის ინსტალაცია, რის შედეგადაც მთიანი ყარაბაღი სრულად მოსწყდა სომხეთს.

ჯერ-ჯერობით ვერაფერზე მოილაპარაკეს, თუმცა თავისტავად მნიშვნელოვანია, რომ სომხეთი უკევ ამერიკისგან ცდილობს გარანტიუების მიღებას და არა რუსეთისგან.

 

ამერიკის კოსმოსურმა დაზვერვამ აღმოაჩინა ჩინეთში ბაზა, საიდანაც უსვებდნენ აეროსტატებს, რომლებიც ამერიკის ცაში გამოჩნდა რამდენიმე თვსი წინ და ჩამოაგდეს ამერიკელებმა.

იგულისხმება სადაზვერვო აეროსტატები.

ამჯერად ჩინურ სამხედრო ბაზაზე დააფიქსირეს უზარმაზარი დირიჟაბლი, რომელიც მოთავსებულია 300 მეტრის სიმაღლის ანგარში.

ამ დირიჟაბლს ალბათ ჩინელები უახლოეს მომავალში გაუშვებენ ამერიკის მიმართულებით. თუმცა იმ შემთხევვაში, თუკი ეს საფრენი აპარატი ამერიკის საჰაერო სივრცეში მოხვდება, ამს რასაკვირველია იოლად ჩამოაგდებენ ამერიკული ავია-გამანადგურებლები.

მაშ რა აზრი აქვს დირიჟაბლების და აეროსტატების გაშვებას?

ექსპერტები თვლიან, რომ ჩინეთი ამით PR-ომს აწარმოებს ამერიკის წინააღმდეგ

გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, ის აეროსტატები, რომლებიც ამერიკსი ცაში ჩამოაგდეს საჰაერო მასების მოძრაობამ (ქარმა) შეიტანა ამერიკის საჰაერო სივრცეში.

დირიჟაბლი შესაძლოა ბარაჟირებდეს ამერიკის სანაპიროებთან ქვეუნის საჰაერო სივრცის გარეთაც ანუ ოკეანის თავზე, ნეიტრალურ სივრეებში და იმ წერტილებიდან აწარმოებდეს მუდმივ დაზვერვას.

თუმცა საეჭვოა ეს ამერიკელებმა მოითმინონ.

 

ამერიკის უდიდესმა ბანკმა J.P. Morgan შეასრულა რეგულატორის მოთხოვნა და იყიდა კალიფორნიის First republic bank. მაგრამ თუ გადავხედავთ ამერიკული მეინსტრიმ-მედიის ანალიტიკოსთა პუბლიკაციებს, აშკარაა, რომ კრიზისი, რომელიც კალიფორნიის ბანკის გაკოტრებით დაიწყო, ამოწურული არ არის მიუხედავად სახელმწიფოს უძლიერესი ჩარევისა.

რაც მთავარია, მეანაბრეებს აქტიურად გააქვთ თანხები ანგარიშებიდან, რაკი კრიზისმა დააშინათ. ამას ხელს უწყობს `ფედერალური რეზერვის` (ანუ, პირობითად, ამერიკის ცენტრალური ბანკის) პოლიტიკა, რომელიც ზრდის საპროცენტო განაკვეთებს.

და ემატება მესამე ფაქტორიც: `რესპუბლიკელები` და `დემოკრატები` კონგრესში ვერ თანხმდებიან საბიუჯეტო პარამეტრებზე, რათა თავიდან აიცილონ დეფოლტი.

ეს ადრეც მომხდარა, თუმცა ამჯერად პრობლემას ართულებს ფაქტიურად დაწყებული საპრეზიდენტო კამპანია და დონალდ ტრამპის ფაქტორი.

ოთხშაბათს ფედ-რეზერვმა უნდა გამოაცხადოს ახალი საპროცენტო განაკვეთი ბანკებისათვის. ამერიკის საბანკო ხელისუფლება ძალიან რთული დილემის წინაშეა: მას შეუძლია შეამციროს საპროცენტო განაკევთი, ამით დაეხმარება ბანკებს შეინარჩუნონ მეანაბრეები, მაგრამ იმავე დროს, დაბალი საპროცენტო განაკვეთი აუცილებლად გამოიწვევს ინფლაციურ პროცესებს ამერიკის ეკონომიკაში.

 

მეორედ 1959 წლის შემდეგ, კუბაზე გააუქმეს 1 მაისის დემონსტრაცია. პირველად გააუქმეს კოვიდ-პანდემიის გამო.

ამჯერად `მშრომელთა დემონსტრაციის` გაუქმების მიზეზი ბევრად სამარცხვინოა: ბენზინი არ აქვთ, რათა ასი ათასობით მშრომელი ჩამოიყვანონ ჰავანაში დემონსტრაციაზე.

საინტერესოა, რატომ შეიქმნა ბენზინის კრიზისი ამ ტოტალიტარულ სახელმწიფოში; ადრე საწვავს `მოძმე ვენესუელასგან` ყიდულობდნენ. უფრო ზუსტად, იღებდნენ ბარტერით: სამაგიეროდ აგზავნიდნენ მასწავლებლებს და ექიმებს.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში, შეიქმნა ნავთობის დეფიციტი და ამერიკამ ნება დართო კომპანიებს, ეყიდათ ვენესუელას ნავთობი. ბუნებრივია, ვენესუელასთვის ბევრად ხელსაყრელია ნავთობი ამერიკას მიჰყიდოს და კუბას აღარ აწვდის.

კუბის მოსახლეობა ათეულობით წელია საშინელ გაჭირვებაში ცხოვრობს, თუმცა კომუნისტური რეჟიმი, რომელიც ფიდელ კასტრომ შექმნა, კვლავინდებურად ურყევი ჩანს და ექსპერთა უმრავლესობა ადრე თუ გვიან ძალიან სისხლიან გამოსავალს პროგნოზირებს.