რატომ ელოლიავება პუტინი აფხაზებს?

რატომ ელოლიავება პუტინი აფხაზებს?

ბევრს უკვირს, რატომ "ელოლიავება" ამდენს პუტინი აფხაზებს და რატომ არ აამოქმედებს ერთბაშად ზეწოლის ყველა ბერკეტს, რათა აიძულოს დათმონ ახალი ათონი, აპარტამენტები, კანონი უცხოელ აგენტებზე, დიდი პრივატიზება და ა.შ.

ბერკეტები როგორ არა აქვს: ტურიზმი, ექსპორტი, ბიუჯეტი, საზღვარზე არ გადმოშვება.....

ამ "გაუბედავობას" რამდენიმე სერიოზული სისტემური მიზეზი აქვს:

ა) საქართველოს NATO ში და EU გაწევრების თემა ისტორიულად სულაც არ მოხსნილა დღის წესრიგიდან. შესაბამისად მოსკოვს "რამე რომ იყოს" აფხაზეთი კვლავინდებურად სჭირდება პლაცდარმად საქართველოს წინააღმდეგ

ბ) 2008 წელს "ამპარტავანი გრუზინების" დასჯა- დამცირება რუსულმა საზოგადოებამ, მათ შორის ამ სოციუმის ვითომ ლიბერალურმა ნაწილმა აღიქვა, როგორც "პირველი რუსული სამართლიანი ომი" მცირერიცხოვანი ხალხების გასათავისუფლებლად. შესაბამისად, აფხაზებთან ღიად და მკვეთრად დაპირისპირება გაახუნებს იმ справедливая война ს ხატს ანუ დადასტურდება,

რომ რუსეთი ჩვეულებრივი იმპერიული ინტენციით მოქმედებდა მაშინაც და არა როგორც მცირერიცხოვანი ერების სამართლიანი მცველი. ხოლო 2008 წლის маленькая победоносная справедливая война ს ხატის შერყვნა დააზიანებს რუსული სოციუმის თვითაღქმას, რამაც არ შეიძლება ზეგავლენა არ მოახდინოს პუტინის მიმართ დამოკიდებულებაზე: "ერთადერთი სამართლიანი ომი ვაწარმოეთ ისტორიაში და....პუტინის ღორობამ მისი პიცუნდას გამო, ეს გამარჯვებაც ჩასვარა".....ასე იტყვიან "ნავალნის კლასტერის" წევრები თუ მხარდამჭერები. და არა მხოლოდ ისინი.

გ) აფხაზური ელიტები დაახლოებით 120 წელია (მას შემდეგ რაც აფხაზეთში დაბრუნდნენ გასახლებიდან), ატარებენ "ინტეგრალური სეპარატიზმის" ტექნოლოგიას, ისინი მიმიკრირებენ Мы русскоязычные..... , ხოლო მიმიკრირებული სეპარატიზმის წინააღმდეგ ბრძოლა ძალიან ძნელია ზოგადად. თუ რაღაც ზღვარს არ გადავლენ და რუსეთის მტრებთან არ დაიწყებენ ღიად სამხედრო პოლიტიკურ თანამშრომლობას, რასაც აფხაზები არ აკეთებენ. უკრაინასთან არ თანამშრომლობენ და ჩეჩნურ თუ ჩრდილო კავკასიურ სეპარატიზმს მხარს არ უჭერენ.

დ) იმავე ინტეგრირებული სეპარატიზმისა და მიმიკრიის ფარგლებში, აფხაზურმა ელიტებმა ბოლო წლებში უდიდესი ოსტატობით შექმნეს სამართლებრივ სახელშეკრულებო ბაზა. დაწყებული მოსკოვის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან და ახლა ღია დაპირისპირებით გამოვა, რომ მოსკოვმა მორიგი ისტორიული სისულელე ჩაიდინა ამ აღიარებით. აბა თუ აღიარებ, მაშინ დამოუკიდებელი აფხაზეთის შიდა საქმეებში რატომღა ერევი და აპარტამენტების ან სხვა კანონების მიღებას რატომღა მოითხოვ დამოუკიდებელი აფხაზეთისგან? მაშ ისტორიული სისულელე ჩაგიდენია ხომ, როცა აღიარე დამოუკიდებლობა?

ე) ჩრდილო კავკასია!

ეს არის აფხაზ სეპარატისტთა უდიდესი ისტორიული რესურსი მოსკოვთან ეშმაკურ თამაშში.

არ არის ასე, რომ კრემლს სულ "კიდია" რა მოეწონებათ და რა არ მოეწონებათ ჩრდილო კავკასიურ ელიტებს. ძალიან არ მოეწონებათ აფხაზეთი "დაპრესვა". , ეს კი მოსკოვს სულაც არ აწყობს უკრაინის ომის დროს. ჩრდილო კავკასიის ლოიალობა კრემლისთვის მნიშვნელოვანი

ვ) აფხაზებს ჰყავთ მძლავრი და გავლენიანი ლობისტები რუსულ ელიტებში, სახელმწიფო სათათბიროში, სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურებში, რეგიონებში (!), რუსულ ისტებლიშმენტში, მედიაში, ექსპერტულ თანამეგობრობაში, ბიზნეს წრეებში, მათ შორის ადიღური წარმომავლობის წრეებში. თუნდაც "საგარეოში" სეროჟას ჩათვლით. ისინი აუცილებლად დასვამენ (თან ღიად) კითხვებს: "ეს დაპირისპირება გრუზინებს ხომ უხარიათ და ჩვენს ისტორიულ მტერს, ქართულ სეპარატიზმს რატომ ვახარებთო,"...... გამოიყენებენ რუსულ კანონმდებლობას, იჩივლებენ რუსულ საკონტიტუციო სასამართლოში, დემაგოგიურად ილაპარაკებენ რუსეთის მოქალაქეთა უფლებების დარღვევაზე, როცა ყველა აფხაზი რუსეთის მოქალაქეა, მოიყვანენ გაიძვერულად რუსული კონტიტუციის ნორმებს.....

ერთი სიტყვით, როგორი გაბრაზებულიც არ უნდა იყოს ვოვა, მკვეთრი ნაბიჯების გადადგმას მოერიდება.

ჩვენში ბევრს არ ესმის, რომ რუსული მასისთვის გრუზინი....პრობლემაა. 1988 წლიდან იმდენი ვაწიწკნეთ ნერვები долой прогнившую русскую империю და მისთანებით, რომ მათთვის ძალიან ტკბილია 2008 წელს "ამპარტავანი გრუზინების" სასტიკად დასჯა დამცირებით. აფხაზებთან ღია დაპირისპირება იმ სიტკბოების ჩამწარება იქნება, რადგან პირდაპირ ილინკება 2008 წლის ისტორიულ გამარჯვებასთან მათი აზრით ეს დიდი ისტორიული გამარჯვება იყო- "ამპარტავანი გრუზინების" დასჯა დამცირებით. ეს ყოველივე იცის პუტინმა და ითვალისწინებს.