მუშურ-გლეხური მმართველობის აღსასრული ბრიტანეთში

მუშურ-გლეხური მმართველობის აღსასრული ბრიტანეთში

        დიდ ბრიტანეთში დიდი ცვლილებებია.
        პირველად 1997 წლის შემდეგ, ამ ქვეყანაში დაემხო ე.წ. «ლეიბორისტების» ანუ მუშურ-გლეხუერი მმართველობა. ქართველი კოლეგებისაგან განსხვავებით ბრიტანელი ლეიბორისტები თითქოს ნაკლებად ჰგვანან «ყანას», მაგრამ ამით «მუშურ-გლეხური» არსი არ იცვლება: უბრალოდ, ინგლისური გარემო აიძულებთ ხეირიანი ჰალსტუხები გაიკეთონ და პრეს-კონეფრენციებზე ბოტასებით არ მივიდნენ.
        ერთმა ჭკვიანმა კაცმა კი ბრიტანელი (ისევე, როგორც ზოგადად ევროპელი) სოციალისტები ასე დაახასიათა: «მოვლენ ხელისუფლებაში კონსერვატორები, მემარჯვენეები, შეამცირებენ გადასახადებს, გაათავისუფლებენ ბიზნესს წნეხისაგან, ანუ გამოაცხობენ გემრიელ ნამცხვარს საკუთარი შრომითა და რისკით, მერე მოვლენ ხელისუფლებაში სოციალისტები, იმ ნამცხვარს შეჭამენ და მოჰყვებიან წუწუნს მშრომელთა მძიმე მდგომარეობის შესახებ, - გაზრდიან გადასახადებს, შეზღუდავენ ბიზნესს და ჩააქცევენ ქვეყანას კრიზისში».
        ზუსტად ეს მოხდა დიდი ბრიტანეთში: 1997 წელს ლეიბორისტებმა შეცვალეს ჯონ მეიჯორის კონსერვატიული მთავრობა, რომელიც, თავის მხრივ, დიდი მარგარეტ ტეტჩერის ეპოქიდან (1979 წლიდან!!!) მართავდა ქვეყანას.
        ტეტჩერის ხელმძღვანელობით, მემარჯვენე კონსერვატორებმა ჩაატარეს რეფორმები, ააღორძინეს ეკონომიკა, მოუგეს ომი არგენტინას ფოლკლენდის კუნძულებისთვის (თუმცა კი წააგეს მატჩი მარადონასთან, რომელმაც პირველი ბურთი ხელით გაიტანა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე), ანუ, მთლიანობაში, გამოაცხვეს «გემრიელი ნამცხვარი», რომელიც 1997 წლიდან ლეიბორისტებმა შეახრამუნეს.
        საბედნიეროდ, მუქთამჭამელების მმართველობა ბრიტანელებს მოჰყირჭდათ, კვლავ მიხვდნენ, რომ უფასო ამქვეყნად არაფერია და 2010 წლის არჩევნებში ისევ კონსერვატორებს მისცეს ხმა. ოღონდ არა მხოლოდ მათ, არამედ ასევე მემარჯვენე «ლიბერალ-დემოკრატებს». Lლიბერალ-დემოკარტები კი მხოლოდ რუსეთში არიან ჩლუნგი ნაცისტები (ჟირიკ-ჟირინოვსკის სახით), თორემ ბრიტანელი ლიბერალ-დემოკარტები მთლიანობაში ნორმალური ხალხია.
        ეს პარტია ძალითა და გავლენით კონსერვატორებს უტოლდებოდა საუკუნეთა განმავლობაში, სანამ მარქსისტულ-ლენინურმა იდეებმა არ იწყო კუნძულზე შეღწევა.
        არჩევნების შედეგად ლეიბორისტები კი დამარცხდნენ, მაგრამ კონსერვატორებმა იმდენი ხმა ვერ მოიპოვეს, მთავრობა დამოუკიდებლად შეექმნათ. შესაბამისად, რაკი ლეიბორისტებთან კოალიცია უაზრობაა (როგორ გამოაცხობ ნამცხვარს, თუკი შენი პარტნიორი მზადაა იგი ცომად შეჭამოს ჯერ კიდევ ცეცხლზე დადგმამდე?), კონსრევატიული პარტიის ელიტამ და ახალმა ლიდერმა, დევიდ კამერონმა გადაწყვიტეს ლიბერალ-დემოკარტებთან მოელაპარაკათ 1945 წლის შემდეგ პირველი კოალიციის შექმნაზე.
        საინტერესოა, რომ 65 წლის წინ კოალიცია მას შემდეგ შეიქმნა, რაც ბრიტანეთისა და თავისუფალი სამყაროს მხსნელი, კონსერვატორი უინსტონ ჩერჩილი აღარ აირჩიეს და პენსიაზე გაუშვეს ბრიტანელებმა.
        დევიდ კამერონსა და ლიბერალ-დემოკრატთა ლიდერ ნიკ კლეგს შორის მოლაპარაკება რამდენიმე დღეს გარძელდა და საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა.
        საბოლოოდ შეთანხმდნენ, რომ პრემიერი კამერონი გახდებოდა, ხოლო კლეგი მისი მოადგილის სტატუსს მიიღებდა, ანუ, ჩვენი ტერმინოლოგიით, «ვიცე-პრემიერისას».
        კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ კამერონმა და კლეგმა უბრალოდ თანამდებობები კი არ გაიყევს თავისი თანაპარტეილებისთვის, არამედ კონკრეტული პროგრამის თაობაზე მოილაპარაკეს: რაკი ბრიტანეთს ცვლილებები სჭირდება, კრეგს პრემიერმა პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების კურატორობა დაავალა: «მუშურ-გლეხური» მთავრობის მიერ ჩაოხრებული ეკონომიკა სასწრაფოდ შველას მოითხოვს.
        ამიტომ, ახალი მთავრობის პირველი ნაბიჯი იქნება ბიუჯეტის 11 პროცენტიან დეფიციტთან ბრძოლა. საბიუჯეტო ხარჯები 6 მილიარდი გირვანქით შემცირდება. ესე იგი, კონსერვატორები ტეტჩერის პროგრამას უბრუნდებიან, რომელმაც 30 წლის წინ ინგლისი ღრმა კრიზისიდან გამოიყვანა და ახალი «ნამცხვრის» გამოცხობას იწყებენ.
        ბუნებრივია, ყველა საკვანძო თანამდებობა (პირველ რიგში ფინანსთა მინისტრის და ე.წ. «ძალოვანი მინსიტრების») კონსერვატორებს ერგოთ, მაგრამ ის ფაქტი, რომ დევიდ კამერონმა პირველი პრეს-კონფერენცია არა მარტო, არამედ კრეგთან ერთად ჩაატარა დაუნინგ-სტრიტის რეზიდენცაისთან, პირდაპირ აჩვენებს, რამდენდა დიდი გავლენა აქვთ და ექნებათ ახალ მთავრობაში ლიბერალ-დემოკარტებს.
        თუმცა, ხმები იმის თაობაზე, რომ კოალიცია შეიძლება ხმაურით დაინრეს და ბრიტანული პოლიტიკური სისტემის სტაბილურობაც ქვეშ მოიყოლოს, აშკარად გადაჭარბებულია: ეს სისტემა საუკუნოვან ტრადიციას და უამრავ დამცავ მექანიზმს მოიცავს.
        უკიდურეს შემთხვევაში, დედოფალი უბრალოდ დაითხოვს მთავრობას და ახალ არჩევნებს დანიშნავს. მას ასეთი უფლება აქვს, თუმცა საუკუნეებია არ უსარგებლია.
        კოალიციის სიმტკიცეს განაპირობებს აგრეთვე მაღალი კულტურა, რაც ზოგადად ბრიტანული პოლიტიკსითვისაა დამახასიათებელი. არ არის გამორიცხული, კონსერვატორებსა და ლიბერალ-დემოკრატებს უბრალოდ სურდეთ ლეიბორისტები სამუდამოდ გააძევონ პოლიტიკური სცენიდან და მარგინალებად აქციონ მათი ქართველი კოლეგებივით.
        სწორედ ამ იდეოლოგიამ გამოიწვია ყველა უბედურება დედამიწაზე, - დაწყებული კამპუჩიელი კომუნისტების მიერ საკუთარი ქვეყნის 6 მილიონიანი მოსახლეობის ორი მესამედის (!!!) ამოწყვეტით «სოციალისტური იდეალებისთვის» და დამთავრებული 2008 წლის მსოფლიო ფინანსური კრიზისით.
        მართლაც და, რაღა დროს მუშურ-გლეხური პარტიაა უინდოუსისა და სკაიპის ეპოქაში?

2010