გამარჯვების ზეიმი 8 მაისს თუ 9 მაისსო.....

გამარჯვების ზეიმი 8 მაისს თუ 9 მაისსო.....

რაიმე თემაზე რომ მსჯელობს ჯამაათი, მცირე კომპეტენცია და ფაქტების ცოდნა ხომ საჭიროა?

კი, ნამდვილად საჭიროა.

ამის შემდეგ უკვე კონტექსტისა და მოტივაციების განსაზღვრა ხდება აუცილებელი.

შესანიშნავი რუსი სამხედრო ისტორიკოსი, ვიქტორ სუვოროვი (რეზუნი) წერს, რომ გადაწყვეტილება 9 მაისს `გამარჯვების დღის` რეგულარულად აღნიშვნის შესახებ მიიღო არა სტალინმა, არამედ ლეონიდ ბრეჟნევმა.

სუვოროვი ამტკიცებს, რომ სტალინს მიაჩნდა, საზეიმო არაფერი ჰქონდა, რაკი მთელი ევროპა მაინც ვერ დაიპყრო.

საკამათო აზრია, თუმცა სხვა თემაა.

რეალურად ეს დღესასწაული სსრკ-ში დააწესა არა სტალინმა, არამედ ბრეჟნევმა.

დააწესა 9 მაისს ოღონდ....არა იმიტომ, რომ შუაევროპის დროით 8 მაისის 11pm მოეწერა ხელი ბერლინის კარლსჰორტცში კაპიტულაციას (როცა მოსკოვში 9 მაისის სისხამ 2am) იყო, არამედ იმ მიზნით, რათა გერმანიის დამარცხებაში საკუთარი `დერჟავას` ექსკლუზიური წვლილი წარმოეჩინა: `ანგლოსაქსები და ფრანგები ვინ აგდიან, ეს ომი ჩვენ მოვიგეთო`.

მოტივი ეს იყო და არა ასტრონომიული თუ გრინვიჩის დროები, საათის სარტყელები და ა.შ და ა.შ.

საქართველოს რაც შეეხება, ერთი გენიალური ქართული თქმის არ იყოს, `გააჩნია ქოთანს საიდან გინდა ყური გაუკეთო`. ინგლისური არა ნაკლებ სხარტი და ზუსტი გამონათქვამით, ესაა point of view.

ანუ გააჩნია რისი `თქმა` გინდა.

თუ გინდა იგივე (დერჟიმორდა ბრეჟნევის) სახელმწიფოებრივი ნარატივი იყოს შენი ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობის ნაწილი, მაშინ რა თქმა უნდა 9 მაისს უნდა იზეიმო.

ხოლო თუ მიგაჩნია, რომ ხარ ევროპა და სწორედ ევროპასთან გაქვს საერთო ისტორიული ღირებულებები, საათის სარტყელები აქ არაფერ შუაშია, სულაც ზუსტი რომ იყოს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ერთადერთი რაზეც მეთანაღრება გული, ის საცოდავი, წელში მოხრილი, თვალცრემლიანი მოხუცები არიან, ბებიები, ბაბუები და ზოგჯერ სულ უპატრონოები....9 მაისს რომ მიდიან ხოლმე ვაკის პარკში.

100 წელი სიცოცხლე მათ......სამწუხაროდ დიდხანს ვეღარ იქნებიან და.....ეს ისტორიული იდენტობის თემაა, ვერსად ვერ წავა;

ეს საცოდავი მოხუცები, რომელთაგან ზოგს მთელი მკერდი ორდენებით აქვს გადაფარული (სრულიად დამსახურებულადაც - იმ ომში ორდენის `ჩაწყობა` ქართველებსაც კი არ შეეძლოთ) 8 მაისს ვაკის პარკში არ მივლენ!

დიახ, არაფრის დიდებით არ მივლენ!!!

თუ ძალით არ მიიყვანთ - გამორიცხულია!

ჰოდა ვაკის პარკში 8 მაისს რომ მოვა ევროკავშირის ელჩი და იკითხავს: `ნუთუ ერთი ვეტერანიც კი არ დარჩა ქართველი ცოცხალი, მინდა ხელი ჩამოვართვაო`, რას უპასუხებთ?

მართლა მაინეტრესებს რას უპასუხებთ: `იდიოტები არიან მაგათი დედაცო?`

და ეს სწორი პასუხი იქნება? თავად არ წარმოვჩინდებით იმ ელჩების თვალში, როგორც მართლა იდიოტები? - მით უმეტეს, რომ ამ ჩვენმა თაობამ ყველა ომი წაასხა სამარცხვინოდ?!

ორგზის უმეტეს დღევანდელ სიტუაციაში:

სანამ ეს საბრალო ადამიანები ცოცხლები არიან, ისე გამოვა, რომ 8 მაისს კი არ გადაგვაქვს ზეიმი, არამედ 9 მაისს აღარ ვზეიმობთ.

ეს სხვადასხვა რამეა, თუ დავაკვირდებით.

ანუ, ზოგადად რთული თემაა და ნუ ვეძებთ ხოლმე არც თუ ისე იოლი პრობლემების იოლ გადაწყვეტას რა....არ ხდება ასე. თითქმის არასდროს, არაფერში.

ხოლო აი ეს `ბალანსი`, რომ 8 მაისს აღინიშნება `ევროპის დღე`, ხოლო 9 მაისს `გამარჯვების დღე`, მისთვის ჩვეული `ბალანსირების` ტექნოლოგიით და ყველა ხსენებული ასპექტის შეჯერებით დააწესა ედუარდ შევარდნაძემ, რომელიც....ამკუწეთ, მომკალით, მაგრამ.....ჭკვიანი კაცი იყო!

იყო და რა ვქნა ახლა?

და ძალიან კარგად იცნობდა საქართველოს.

დათო