ღირდა თუ არა ჩიტი ბრდღვნად? ანუ ვიცხოვროთ ქურდულად!
პრეზიდენტ შევარდნაძის განცხადების თანახმად, მის მიერ შექმნილი კომისიის დასკვნა «ანტიკორუფციული პროგრამის ძირითად ღონისძიებათა შესახებ» უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება პრესაში და გამოიცემა ბროშურის სახით.
ზოგიერთი სიმპტომის მიხედვით, თვით ედუარდ შევარდნაძე ამ პროგრამით კმაყოფილი არ უნდა იყოს. ყოველ შემთხვევაში, მთავრობის ერთ-ერთ სხდომაზე მან ვითომ «სხვათა შორის» თქვა, რომ ეს დოკუმენტი «არსებული ვითარების აღწერაა» (მხოლოდ), ანუ იგი არ შეიცავს კონკრეტულ წინადადებებს მდგომარეობის გამოსწორების თვალსაზრისით. თუმცა ხმამაღლა და ეთრმნიშვნელოვნად ამას პრეზიდენტი ვერ იტყვის, ვინაიდან უმალვე ბრალს დასდებენ, თითქოს მას არ სურს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. ამიტომ იგივეს ქარაგმულად და შეფარვით ამბობს
ედუარდ შევარდნაძის ამ განცხადებამ იმდენად დაგვაინტერესა, რომ გადავწყვიტეთ მოგვეპოვებინა კომისიის დასკვნა და ეს მოვახერხეთ კიდეც, თვით კომისიის ტექნიკური მუშაკის დახმარებით, რომელმაც ევინაობის დასახელება, რასაკვირველია, არ ისურვა. აქვე უნდა ითქვას – მას უშუალო კავშირი დოკუმენტის მომზადებასთან არ ჰქონია.
როგორც მოსალოდნელი იყო (და ჩვენც ვიწინასწარმეტყველეთ), ეს ყბადაღებული «კომისიის დასკვნა» აღმოჩნდა სრულიად არაფრის მომცემი დოკუმენტი, რომელშიც სხვა არაფერია, ვითარების (ხშირად შინაარსობრივად არაზუსტი) აღწერისა და მოწოდებების გარდა. ამ თვალსაზრისით, კომისიამ შევარდნაძეს იმედები გაუცრუა და საეჭვოა, ზოგადად, საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის დაწყების მოლოდინი «გაამართლოს». უპირველეს ყოვლისა, დასკვნას აკლია კონკრეტულობა და აშკარად ეტყობა გავლენიან კლანებთან ურთიერთობის «არგაფუჭების» სურვილი. არადა, მაგალითად, კომისიის ერ-თერთი წევრი, სულხან მოლაშვილი (ეკონტროლის პალატის თავმჯდომარე) ამგვარ «მორიდებულობას» (!) პიროვნულად სულაც არ ამჟღავნებს. როგორც ჩანს, მიზეზი ის არის, რომ კომისიაში იგი ყველაფერს ვერ გადაწყვეტდა.
ჯერ ერთი, დასკვნაში უარყოფილია საგანგებო ანტიკორუფციული კომისიის შექმნის იდეა იმ დემაგოგიური არგუმენტით, რომ «არსებულ სამართალდამცველ ორგანოებს საკმარის ბერკეტები აქვთ». არადა, ასეთი კომისია გარდამავალ პერიოდში ძალიან ბევრ განვითარებულ (დღეს არყავებულ) ქვეყანაში არსებობდა. გარდა ამისა, «საგანგებო კომისიის» შექმნის სურვილი, უეჭველად, ნიშნავდა ედუარდ შევარდნაძის მზადყოფნას, ეკისრა მთელი პასუხისმგებლობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლიოს თვალსაზრისით, ვინაიდან წარუმატებლობის შემთხვევაში, ხომ მთელი პასუხისმგებლობა უშუალოდ მას დაეკისრებოდა? გამოდის, კომისიამ არ მისცა პრეზიდენტს საშუალება, ეკისრა პასუხისმგებლობა!
დასკვნაში, როგორც ჩანს, გამიჯნულია ე.წ. ელიტარულიო და მასობრივი კორუფცია და მხოლოდ რაღაცნაირად ცალყბად არის ნათქვამი, რომ, სინამდვილეში, ეს ერთიანი პირამიდაა და «ელიტარული» კორუფციის საფუძველს სწორედ მასობრივი კორუფცია წარმოადგენს. მაგრამ აქ პირველად გამომჟღავნდა კომისიის «პოლიტიკური შემადგენლისთვის» დამახასიათებელი პოპულიზმი და «ქულების დაწერის» ან «ქულების არდაკარგვის» სურვილი. კორუფციის უმთავრეს მიზეზებად დასახელებულია კომუნისტური მემკვიდრეობა, რაც ბოლომდე სიმართლე არ არის, ვინაიდან ბევრ სხვა პოსტკომუნისტურ ქვეყანაში კორუფცია გაცილებით ნაკლებია, ვიდრე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში აღვირახსნილი კორუფციის მთავარი მიზეზი სინამდვილეში არის არა კომუნისტური მემკვიდრეობა (ესეც, თურმე, არა მხოლოდ და არა უმთავრესად), არამედ ერის ზოგადი სახელმწიფოებრივი უკულტურობა. იმ საზოგადოებაში, სადაც «ინტელიგენტი» ამაყობს «კანონიერ ქურდთან» მეგობრობით – კორუფციის მაღალი დონე არავისთვის გასაკვირი არ უნდა იყოს. ესეც «კომუნისტური რეჟიმის» ბრალია? დაგვისახელეთ სხვა ქვეყანა, სადაც ასეთი ფენომენი არსებულა გარდა სამხრეთ ამერიკისა და აფრიკის უკულტურო მარაზმატული «ბანანის რესპუბლიკებისა».
სინამდვილეში, ყველას, ვინც კორუფციაზე საურობს საქართველოში, არაფრი სდიდებით არ სურს აღიაროს, რომ იგი საზოგადო პრობლემაა (მათ შორის, მენტალიტეტის, ერის ზოგადი კულტურის) და არა მხოლოდ სოციალურ-ეკონომიკური. ამიტომ, როგორც მოსალოდნელი იყო, «კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა» დავიდა ხელისუფლების დისკრედიტაციის მცდელობამდე. კი ბატონო, ამით კორუფციას რა ენშველება? უბრალოდ, ერთი ხელისუფლება შეიცვლება მეორე ხელისუფლებით. განსაკუთრებით ნიშანდობლიოვია აგრეთვე საუბარი «პოლიტიკურ კორუფციაზე» (იგულისხმება ისევ ხელისუფლება) და არაფერია ნათქვამი ოპოზიციის კორუფცირებულობაზე. არადა, ოპოზიცია რომ არანაკლებ კორუფცირებულია (ოღონდ ვინმემ ფული გადაუხადოს და პარლამენტში მოხვედრის გარანტია მისცეს)9 ამას განვლილი საარჩევნო ციკლიც ნათლად ადასტურებს. ასე რომ, თუ საუბარია «პოლიტიკურ კორუფციაზე», მაშინ უნდა ითქვას, რომ იგი მთელი ჩვენი ე.წ. პოლიტიკური კლასის, მთელი პოლიტოკრატიის სენია. თუ ეს რეალობა არ იქნება აღიარებული, მაშინ მივიღებთ ისევ არა კორუფციის წინააღმდეგ (მათ შორის, რასაკვირველია, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ) ბრძოლას, არამედ თვალთმაქცობასა და მორიგ ინტრიგას, უბრალოდ, ხელისუფლების ხელში ჩასაგდებად.
ნიშანდობლივია აგრეთვე საგზაო პოლიციის მაგალითი, რომელიც «ხალხზს ატყავებს». რაც, რასაკვირველია, სრული სიმართლეა, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს – ორი კონფლიქტური კერისა და ამ მიზეზით დაუცველ საზღვრების პირობებში შეუძლებელია, ერთი მხრივ, ითხოვდე, პოლიოციამ მანქანა არ გააჩეროსო და, მეორე მხრივ, კონტრაბანდას ებრძოდე. სხვათა შორის, ერგნეთის ბაზრობიდან კონტრაბანდა ძირითადად ხორციელდება არა სატვირთო მანქანებით, არამედ მსუბუქი კერძო ავტომობილებით. რაც შეეხება გამოძალვას, მოძრაობის წესების დარღვევისათვის, გაცილებით გონივრული იქნებოდა «ქრთამის დაკანონება», ანუ საპრემიო სისტემა და ჯარიმის ძალზე მაღალი პროცენტის თვით საგზაო პოლიციელისათვის დატოვება. ისევე, როგორც «საპასპორტო განყოფილებებში» კორუფციი სწინააღმდეგ ბრძოლა შესაძლებელია, მხოლოდ იმით, რომ დაკანონდეს მაღალი გადასახადი პასპორტის სწრაფი დამზადებისთვის. მაგალითად, თუ ადამიანს ეჩქარება «იმ საღამოსვე» სჭირდება პ ასპორტი, კეთილი ინებოს და გადაიხადოს 200 ლარი. თუ არ ექჩარება – ორ კვირაში ან ერთ თვეში დაუმზადებენ პასპორტს – 35 ლარად. სულ ერთია, მიანც ასე ხდება და ასე მოხდება, განა არ სჯობს, დაკანონდეს? სახელმწფიო კუთვნილ საშემოსავლო გადასახადს მაინც მიიღებს კანონიერად და ლეგალურად. აი, ასეთი კონკრეტული წინადადებები «პროგრამაში» გაცილებით ნაკლებია (საერთოდ, არ არის) ვიდრე ზოგადი მსჯელობა და ვითარების ე.წ. მიუკერძოებელი (ანუ შორიდან, გულგრილი) აღწერა ფაქტის კონსტატაცია.
ყველაზე საგულისხმო კი მაინც ის არის, რომ, როდესაც კონტრაბანდასა და გადასახადების დამალვაზეა საუბარი (არცთუ საგნობრივი), ყურადღება გამახვილებულიოა ე.წ. მსხვილ, ელიტარულ კორუფციაზე, არადა წვრილი კონტრაბანდა და გადასახადების წვრილი დამალვა ეკონომიკას და ბიუჯეტს გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ზიანს აყენებს – ეს ერთი. გარდა ამისა, სწორედ ამ «წვთრილმანებით» იგება ის პირამიდა, რომლეიც უზრუნველყოფს ფულის ნაკადს ქვემოდან-ზემოთ. ამიტომ ერთადერთი გამოსავალია სისხლის სამართლის კოდექსის გამკაცრება და (დიახაც) სისხლის სამართლებრივი პასხუისმგებლობა, ანუ ციხე- ნებისმიერი ოდენობთი გადასახადების დამალვისა და ნებისმიერი ოდენობოით კონტარბანდისათვის, ისევე, როგრც ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში. ბილ გეიტსი რომ ბილ გეიტსია, კაი დედის შვილია- ათასი დოლარი დაუმალოს ბიუჯეტს – უბრალო პოლიციელი «საგადასახადოს» რიგით თანამშრომელთან ერთად კოხტად გადაუგრეხს ზურგს უკან ხელებს და პანღურის კვრით მიაბრძანებს ციხეში. მსგავსი შემთხვევის შესახებ «პროგრამაში» არაფერია ნათქვამი, სამაგიეროდ, შეხვდებით ძველ საკითხებს «გადასახადების შემცირების» თაობაზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერასოდეს შეიმუშავებს ისეთ საგადასახადო სისტემას, ქართველი ბიზნესმენების მოსაწონი რომ იყოს. მათი მოსაწონი მხოლოდ ის კოდექსი იქნება, რომლის მიხედვით, საერთოდ, არ გადაიხდიან გადასახაედს, თორემ 30-50 პროცენტს ახლა ისედაც მალავენ. ეს ყბადაღებული «ელიტარული კორუფციაც» ავტორებს, როგორც ჩანს, მხოლოდ ფაქტის კონსტატირებისათვის სიჭრდებათ. ბოლოს დაბოლოს, როგორ აკეთებს ფულს მინისტრი? – ან «წილი» აქვს ამა თუ იმ (მას დაქვემდებარებულ) საწარმოში და მფარვლეობს, ან უცხოური გრანტის (კრედიტის) განაწილენბისას უპირატესობას 5 კარგი პროექტიდან ანიჭებს 2 შენსანიშნავ (მართლაც, შესანიშნავ) პროექტს და ამი ორიდან კრედიტს იმას მისცემს, ვინც.. .ყველაფერი გასაგებია. «გამჭვირვალობა» და «საჯაროობა» ამ საქმეს ვერ უშველის, მით უმეტეს, საქართველოში.
ბოლოს და ბოლოს, შეუძლებელია სახელმწიფომ, საეროთდ, ჩაემოართვას ბიუროკრატს გარკვეულ არეალში სუბიექტური გადაწყვეტილების მიღების უფლება? ამ უფლების გარეშე ბიუროკრატია შეწყვეტს არსებობას. ბიუროკრატიის გარეშე კი სახელმწიფო ვერ იარსებებს. ამიტომ პროექტის ავტორები რომ გულწრფელნი ყოფილიყვნენ, ისინი აუცილებლად შესთავაზებდნენ პრეზიდენტს ერთადერთ (მსოფლიოში აპრობირებულ) მეთოდს ამ სახის კორუფციის წინააღმდეგ საბრძოლველად. ეს არის პროვოცირების მეთოდი!
როდესაც ბიუროკრატი იღებს «სუბიექტურ გადაწყვეტილებას» (რისი უფლებაც მას აქვს, მაგრამ ქრთამის საფასურად( მას უნდა ეშინოდეს, რომ ის, ვინც გარიგებას სთავაზობს, შეიძლება აღმოჩნდეს სპეცსამსახურის თანამშრომელი ან აგენტი! აი, მხოლდ ამ გზით შეიძლება ამ სახის კორუფციასთან ბრძოლა. მაგრამ «ქართული ენტიკორუფციული პროგრამის» ავტორები ამას როგორ გაბედავენ – ეს ხომ «არაქურდული» იქნებოდა?! თურმე, ასეთ შემთხვევაში (მით უმეტეს, თუ ქრთამის მიმცემი განთავისუფლდებოდა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან), ქვეყანაში, ვაი, სირცხვილო, დაისადგურებს «დაბეზღებისა» და «ჩაშვების» ატმოსფერო. ხოლო ეს დააზარალებს ქართულ საზოგადოებრივ მორალს. ჰოდა, ვიცხოვროთ ქურდულად! რა, «ჩაშვება» უფრო დიდი უზნეობაა ამ ქვეყანაში, ვიდრე ბოროტმოქმედებთან ელიტარული მეგობრობა?! – ვიცხოვროთ ქურთუდლად!!! ვინ რას გვაძალებს? – ჯანდაბამდეც გზა გვქონია!
მერიდიანი, 30 ოქტომბერი, 2000 წელი