საქართველოს ისტორიის მთავარი პერსონაჟი
გამოთაყვანებული იდიოტი
- - - - - - - - - - - - - - -
განცდილი ჩანაწერები საქართველოს უახლესი ისტორიის არა ერთადერთ, თუმცა მთავარ პერსონაჟზე.
იმ დათქმით, რომ აქ აღწერილი უბადრუკი პათოლოგიის წამალი მხოლოდ დემოკრატიაა ანუ ხელისუფლებათა ნორმალური საარჩევნო (!) ც ვ ა ლ ე ბ ა დ ო ბ ა.
რაც არც ერთხელ არ მომხდარა ამ ქვეყანაში.
არც ერთხელ!
მათ შორის არც 2012 წელს მომხდარა ნორმალურად, როგორც ბევრს ჰგონია დღემდე!
- - - - - - - - - - - - - - -
სადღაც 1990 წლის ნოემბერში მხვდება..... გამოთაყვანებული იდიოტი.
ერთი და იგივე სახელ/გვარი არა აქვს.
სოციო-ფსიქოლოგიური ტიპაჟია ამგვარი:
მუდამ პასსიონარულად ანთებული თვალებით, ყველა კითხვაზე მზა პასუხებით (!), რთულ პრობლემათა იოლად გადაწყვეტის განუშორებელი, იმმანენტური რწმენით და აბსოლუტურად იდიოტური (ღრმა, დახვეწილი ქართული მსოფლხედვისათვის სამარცხვინოდ იდიოტური) სლოგანით: „საცა ვიწროა იქ გაწყდეს!!“
........ რას შვები როგორ ხარ? არჩევნებზე იყავი ხომ? ვის მიეცი ხმა იასნია.....ვიიიის? შენ ივლიანე ხაინდრავას მიეცი ხმა? მაგას ხმა როგორ მიეცი ტო?! რამ გაგაგიჟა? ეგ ხომ КГБ-შნიკია?! ნახე რეებს ბაზრობს, თან როგორი რუსულით, ოჯახში ჩახედე რა ხდება.....ბარემ პირდაპირ ცკ-ს მდივან გუმბარიძისთვის მიგეცა ხმა.....ან გორბაჩოვისთვის და კრიუჩკოვისთვის.....რა? გონიერი ადამიანია? ეგ კომუნისტურ-კომკავშირული ნომენკლატურა......არ გახსოვს რეებს ბაზრობდა 9 აპრილამდე? აი იმენნა რასაც ცკ ამბობდა: ესაო ისაო, სიფრთხილეო, არ გვინდა რადიკალიზმიოოოოო....... აბა ეგრე სად არის ძმაო, უსისხლოდ არ გამოდის.......მე შენზე სხვა წარმოდგენა მქონდა, თურმე კონფორმისტი ყოფილხარ არ გრცხვენია?.......ჰო, კაი, წავედი აბა.....გულგრილად მარიდებს თვალს და მიდის „შთაგონებულად ამრეზილი გამომეტყველებით“
მხვდება რამდენიმე თვის შემდეგ
.......... რატომ ხელი არ გამიხმა, რატომ ფეხი არ მომტყდა....ეს ვინ ავირჩიე(თ)? ჰო, გავიგე რომ შენ არ აგირჩევია, რა ნიშნს მიგებ ვერ გავიგე და რატომ გიხარია? გიხარია აბა რა - შენ არ აგირჩევია და.....ეს ვინ ყოფილა.....რა დღეში ჩაგვყარა.....კომუნისტებზე უარეს დღეში აღმოვჩნდით.....გეუბნები კრემლის დავალებას ასრულებს...გორბაჩოვის კაცია....ამიტომაც დაიწყო ეს ომი ცხინვალში....КГБ-მ ჩერეზ ცოლი დაავერბოვკა.....ცოლი პოლის ჯოხით სცემდა......ცოლის დის ჭკუაზე დადის......მერსედესებით რომ ეგრიმიტა იმისთვის უნდოდა პრეზიდენტობა....ყველა ერთმანეთს გადაგვკიდა, ცოლი ქმარს გადაჰკიდა......ვითომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა ხალხის მოსატყუებლად...გეუბნები კომუნისტებზე უარესი გამოდგა....მე რომ ამას ვიტყვი ხო აზრზე ხარ? რა დღეში ჩაგვაგდო...... რას ვაპირებთ?..... რას და ჩაუშესკუსავით უნდა მოვექცეთ მაგას! რააა? უარეს შედეგს გამოიღებს? ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს, დაიქცა ქვეყანა, მამა-შვილს გადაჰკიდა, ძმა - ძმას გადაჰკიდა....ცხინვალში ომი მაგან დაიწყო, აჭარაში სიტუაცია აამტუტა, საერთოდ არაფრისგან პრობლემა შექმნა იქ.....მოიცა რაააააა..... „კანონიერად არჩეული“ არა კვატი კიდევ..... სადაც ვიწროა იქ გაწყდეს, ფაშიზმია ქვეყანაში და უნდა დაამხო ფაშიზმი.....ჰიტლერიც კანონიერად არჩეული იყო.....შენ რა.....ჰო ნუ, გასაგებია, კონფორმისტი ხარ....ქვეყანა ფეხებზე გკიდია......რაააა? „უარეს შედეგს მივიღებთ“? რატომ? რანაირად მივიღებთ?!..... უკვე მოგვეხნა ქართველებს! ამაზე უარესი რაღა უნდა იყოს? იზოლაციაში ვართ....კაი მე და შენ ვერასდროს შევთანხმდებით, აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს.........რა არჩევნები? არჩევნებამდე ამ სიბნელეში ვიცხოვრო? „დამოუკიდებლობა მე მოგიტანეთო“ და მაგას ვინღა გადაირჩევს აწი კიდევ 50 წელი, რას ამბობ?! ნუ მართლა აზრი არა აქვს რა შენთან ლაპარაკს...... კონფორმისტი ხარ მეთქი. ჰო, კაი, წავედი აბა.....გულგრილად მარიდებს თვალს და მიდის „შთაგონებულად ამრეზილი“ გამომეტყველებით
მხვდება კვლავ რამდენიმე წლის შემდეგ
......რატომ ხელი არ მომტყდა, რატომ ფეხი არ გამიხმა....ეს რა დღეში ჩავვარდით.....საერთოდ სისხლიანი ქაქის ორმოში აღმოვჩნდით..... ცხინვალში გულისგამაწვრილებელი ომი არ გვინდოდა და ასჯერ უარეს, წინასწარ წაგებულ აფხაზეთის ომში ჩაგვყარეს ამ დამპლებმა.......მერე ის ომი სამარცხვინოდ წააგეს....აფხაზეთი სამუდამოდ დავკარგეთ......ამდენი ხალხი გამოიყარა.....სამეგრელო ააოხრეს, ჩემი დედულეთი......ბანდიტებმა გაინაწილეს ქვეყანა.....კორუფციის ჭაობში ვსხედვართ....ამ ქვეყანას პრასვეტი არა აქვს......ჩვენ მომავალი არა გვაქვს....დალპა ყველაფერი....იმას სამშობლო მაინც უყვარდა...გიჟი კი იყო, მარა პატრიოტი....ეს კრემლის შნირი.....ეს ბრეჟნევის ტრ...ს მლოკავი.....მზე რომ ჩრდილოეთიდან ამოჰყავდა.....კორუფციით მართავს ქვეყანას.....წუმპედ აქცია ყველაფერი......მაიცა რა.... რაის ევრაზიული დერეფანი? რა ნავთობსადენი, რა გაზსადენი...რა ევროსაბჭო?.....რეებს მელაპარაკები ეხლა?!! ბლეფია ეგ ყველაფერი....იმ გაზსადენის წილში ზის მაგის ოჯახი......ყარს გარშემო ყველაფერი.....დასამხობია.....ბადენ ბადენში უყიდია ვილა და წავიდეს იქ.....კი, რევოლუციაა საჭირო, სხვანაირად არაფერი გამოვა........რაოოოოო? 7%-იანი ბარიერი ექვსმა ძალამ პირველად გადალახა არჩევნებზეოოოო? ვერ გავიგე, მერე რა ამით? მაიცა ..... მაგით რისი თქმა გინდა?....კი მაგრამ, შენ სულ კონფორმისტული პოზიცია როგორ უნდა გქონდეს? ქვეყანაზეც ხომ უნდა იფიქრო ზოგჯერ არა? აი ნახავ რაც მოხდება! შენ შორიდან გვიყურე. ჰო კაი წავედი აბა.....გულგრილად მარიდებს თვალს და მიდის „შთაგონებულად ამრეზილი“ გამომეტყველებით
-
მხვდება კვლავ რამდენიმე წლის შემდეგ
......რატომ არ გამიხმა ხელი.......რატომ არ მომძვრა თავი....ეს ვინ ყოფილა......უარეს დღეში აღმოვჩნდით.....დავით აღმაშენებელი ვარო იძახის, გიჟია ნამდვილი, - ის ნორმალური ადამიანი მაინც იყო, ეს არანორმალურია, - ძუძუ მოაჭამა „იმ“ გოგოს...... აზრზე ხარ?......ძუძუ!!..... „ისიც“ საფერფლის ჩარტყმით მოკლა, მაცივრის ყუთით გაიტანეს გვამი......სასახლეში მაღალფასიანი ბორდელი გახსნა......გეუბნები იმან მითხრა რა.... ხომ იცნობ იმას შენც?.....„გრუპენები“ ტარდება მაგის კაბინეტში......თან ვიდეოზე იღებენ......პლანს ეწეოდნენ და მერე....ფოტო ხომ ნახე?...... კიდევ უფრო მეტი ტერიტორიები დავკარგეთ...... ცხინვალში ომი დაიწყო, მერე წააგო, თავი მოგვეჭრა მთელს მსოფლიოში....... რააააა? მაგას არ დაუწყიაააა? შენ ტალიავინის დასკვნა წაიკითხე?!..... ამ კითხვაზე მიპასუხე: ტალიავინის დასკვნა წაიკითხე?!! ესე იგი ტალიავინის არ გჯერა? ევროკავშირის არ გჯერა? ანუ პრორუსი ხააააარ? პრორუსი ხარ აბა რა ხარ - თუ ევროპის არ გჯერა ზნაჩიტ პრურუსი ხარ!!.......კოდორი დავკარგეთ......ახალგორი დავკარგეთ.......რაო, აჭარა? შენ რეებს ლაპარაკობ საერთოდ ტვინავ? აჭარას რა სჭირდა დასაბრუნებელი? აჭარლები რა ქართველები არ არიან? ამას ამბობ, რომ ქართველები არ არიან?!! სულ მთელი ცხოვრება კონფორმისტი როგორ უნდა იყო? გეუბნები: ეგ დაავერბოვკეს რუსებმა პაგრანიჩნიკებში რომ მსახურობდა უკრაინაში..... პუტინს რაც უნდოდა ზუსტად ის გააკეთა, - რუსის ჯარს შემოუძღვა, დაგვღუპა, დაგვაქცია......პოლიციაოოოოო? გირგვლიანი რომ მოკლა ეს პოლიცააა? გესტაპოა პოლიცია კი არა.....ხალხი ქუჩაში გამოვიდა......შენ სულ სახლში უნდა იჯდე ტო? აი სულ ასე გულგრილი როგორ ხარ, ქვეყნის ბედი წყდება.....შენ სახლში ზიხარ....მაიცა რააააა რეფორმები არა.... არანაირი რეფორმები არ გაუტარებია, ცარიელი პიარი იყო.......ჰო, პიარში მაგარი აღმოჩნდა...... ძლივს გაიყვანა ეს რუსის ჯარი სალომემ, ამან უკან დააბრუნა........მოკლედ აღარ მინდა შენთან ლაპარაკი რა....ჰო კაი წავედი აბა.....გულგრილად მარიდებს თვალს და მიდის „შთაგონებულად ამრეზილი“ გამომეტყველებით
მხვდება კვლავ რამდენიმე წლის შემდეგ
......მოკლედ, ნეტავ აგური დამცემოდა თავში რააააა.....პირდაპირ რუსი ოლიგარქი მოგვიყვანია ხელისუფლებაში....ჰო, გავიგე შენ არ მოგიყვანია.....ნუ იცი ეს ნიშნის მოგება ......უკეთესი მინდოდა, უარესი ხომ არა? უარესი მივიღეთ, - კრემლის ფილიალი გახდა ჩვენი მთავრობა.....ზებრები და პინგვინებია მთავრობა კი არა. თვითონ არ ჩანს...ისევ ის სჯობდა, - ის გიჟი რომ ყველგან დარბოდა თვითონ......ესენი ვინ არიან ტო? მისი პირადი ბიუჯეტია ქვეყნის ბიუჯეტი.....კრემლის ცუმბუშა გავხდით ქვეყანა კი არა.....რააააა? საყოველთაო ჯანდაცვა? მაიცა რააააა.....ეგ ვალდებულებაა, სამადლობელი კი არა.....ჩელიაბინსკში შეგვიყვანეს უკვე! ჩელიაბინსკი და იოშკარ ოლა ვართ დღეს......კაცო შენ სულ ეგეთი პოზიცია როგორ უნდა გქონდეს?....... რაააა? ალტერნატივა რა არის? „ვინ“ არის კი არა „რა“ არისოოოო?! კითხვა ვერ გავიგე....რას მეკითხები?.... რის ალტერნატივა, რას ფილოსოფოსობ ახლა რიჟად? სადაც ვიწროა იქ გაწყდეს! დასამხობია. სხვანაირად არ წავა. არჩევნები არა კვატი! რა არჩევნები, არჩევნები გაუქმებულია.....2012 წელს სხვა იყო.....ესენი არჩევნებს ჩაატარებენ? 300 000 ხმა მოიპარეს….. არჩევნებიო.....რას ლაპარაკობ ახლა....პირდაპირ რუსეთი ატარებდა არჩევნებს……..ФСБ-ს გენერალი იჯდა ცეესკოში და „იმის“ ცოლთან ყოველ ღამე ყავას სვამდა თურმე.......იმან მითხრა - შენც რომ იცნობ......მოკლედ აზრი არა აქვს შენთან ლაპარაკს რა.... ჰო წავედი აბა.....გულგრილად მარიდებს თვალს და მილასლასებს „შთაგონებულად ამრეზილი“ გამომეტყველებით
მხვდება კვლავ სადღაც 2027 ან 2028 წელს:
......რატომ ხელი არ მომტყდა, რატომ ფეხი არ გამიხმა იმ რუსთაველზე რომ დავდიოდი.....ეს რა საშინელებაში აღმოვჩნდით..... ასჯერ უარესი შედეგი მივიღეთ: ცხრა მევახშე ოლიგარქმა, ცხრა ფულის ტომარამ ჩაიგდო ხელში ქვეყანა, - ადრე რომ „ოპოზიცია ვართო“ იძახდნენ.......წილებად გაინაწილეს საქართველო ამ ბარიგებმა.....„ის“ ერთი მაინც იყო და თან საქართველოში არ ჰქონდა ფული ნაშოვნი, „ამათმა“ ჯერ შეჭამეს და გამოხრეს ქვეყანა ყველა ხელისუფლების დროს, სისხლი სწოვეს ხალხს, მერე „ის“ დაამხეს, ახლა ხელისუფლებაში თვითონ მოვიდნენ და პარლამენტი თავისი ბიზნესების „სანოტარო კანტორად“ აქციეს....რაც მათ ბინძურ ბიზნესებს აწყობს, იმ კანონებს იღებენ ეს მაგათი ცუმბუშა დეპუტატები და პარტიები........თუ არ მიიღებენ და ეგრევე მიუქსევენ ამ თავიანთ ზონდერ ტელე-ჟურნალისტებს, კომპრომატებს მოუგროვებენ, სახლში მიუვარდებიან „კითხვები გვაქვსო“......თან ერთმანეთს ჭამენ ეს ბარიგები, ეს მევახშეები, თავიანთი ჯიბის ტელევიზიების გამოყენებით ომები აქვთ გაჩაღებული ერთმანეთთან ბიზნეს-გავლენებისთვის, ვერ ხედავ?....ასეთ საშინელებაში ჯერ არ ვყოფილვართ: ბიზნეს-წილებად დააწიაწეს მთელი ქვეყანა ამ ოლიგარქებმა...... ჩვენ „იმას“ იმიტომ ვებრძოდით „ოლიგარქიაო“....... ესენი ცხრანი არიან და მარტო თავის ბიზნესზე ფიქრობენ....ოლიგარქია ეს არის! მე შენზე უკეთ ვიცი და დამიწყე ახლა: ნამდვილი, ბერძნული კლასიკური გაგებით ოლიგარქია ეს არის, როცა არა ერთი არამედ რამდენიმე ფულის ტომარაა ხელისუფლება....ეს არის ოლიგარქია! მთელი სახელმწიფო, მთელი პარლამენტი, მთავრობა თავ-თავიანთი ბიზნესების სამსახურში ჩააყენეს....რაააააა??? კოალიცია? პირველად ისტორიაში კოალიციაა? მაიცა რა..... შენ რეებს ლაპარაკობ ახლა, რა კოალიცია, რა პარტიები.....ლეღვის ფოთოლია მაგათი.....ბანდიტებმა და მაფიამ რომ წილები გაინაწილა ეს კოალიციაა? ეს პარტიებია? ეს კოალიციური მთავრობაა?! ამ ცხრა ოლიგარქის საპირისფარეშოებია ყველანი, პარტიები არა ის....სადაა ან პარტიები, ან ტელევიზიები....მაგათი ბიზნეს-წილების მიხედვით იმართება ყველაფერი.....რუსეთთან ვაჭრობას შევწყვეტთო რომ მატყუებდნენ, შეწყვიტეს? „რუს ტურისტებს არ შემოვუშვებთო“, ფრენები აკრძალეს? აჰ, ახლა აღარ აწყობთ ხომ? რაო? რას ამბობ?! სწორია რომ არ შეწყვიტეეეეეეს?!! ჰო, შენგან არც ეგ მიკვირს.....აბა მე მაყ.....ებდნენ იმდენი ხანი?!! იმიტომ, რომ არ აწყობს მაგათ ბიზნესს.....ახლა აღარ აწყობთ, როგორც ჩუბაისის გაგდება აღარ აწყობდათ თელასიდან 2004 წელს, მანამდე რომ „იმას“ ისტერიკები გაუმართეს......დაიღუპა ქვეყანა.....აი მე რომ ამას ვიტყვი ჰო აზრზე ხარ და...... გეუბნები, იმ დასკვნამდე მივდივარ „ის“ სჯობდა ამათ...„იმას“ მიალიარდები მაინც ჰქონდა მეცენატობაში დახარჯული, სამება მართლა ააშენა......რუსთაველის თეატრი და ოპერა „გაარემონტა“......ამათ კაპიკი დახარჯეს? ცხოვრებაში კაპიკი დაუხარჯავთ? ღორობის გარდა რამე გინახავს ამათგან 30 წელია? რაააააა? ბიზნესის აშენება თავისთავად საქვეყნო სიკეთეა? მაიცა რაააააა.....ბიზნესიოოოოო, ეს ბიზნესია? მონოპოლიები შეიქმნეს შნირი დეპუტატებით ყველა დროის პარლამენტში, ახლა ამითაც რომ ვერ გაძღნენ, თვითონ მოეთრენ ხელისუფლებაში, თვითონ მოაჯდნენ ქვეყანას ამ ცუმბუშა პარტიებით და კურტიზანი ჟურნალისტებით......ბოლომდე რომ გამოხრან ეს უბედური ქვეყანა......რააააა???რა მითხარიიიიი? ამეებს ტელევიზიით რატომ არ ვლაპარაკობ? კი, იმის დროს ყოველ დღე ტელევიზორში, ვიჯექი, ახლა ვინ შემიშვებს ეთერში რას მეუბნები? ეს დამპალი კურტიზანი ჟურნალისტები, ასეთი ვითომ პრინციპულები რომ იყვნენ იმის დროს.....ახლა, როცა მათი მეპატრონეები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რამე განსხვავებულ აზრს გააჭაჭანებენ ეთერში, რაც მათ პატრონებს და კუროებს არ მოეწონებათ? ეს მეძავები და ოლიგარქთა ფრანგული სიყვარულები....რაააა? რა ქალის შეურაცხყოფა.... ბიჭო რეებს მეკაჩავები აქ....ქალის შეურაცხყოფა არა კვატი კიდევ....ყველას ტელეფონი მაქვს, ყოველ დღე მირეკავდნენ როცა ვჭირდებოდი, ერთი სული მაქვს დავურეკო და ვაგინო.... მოკლედ, ამათ ვეღარ მოვიშორებთ თუ სახალხო რევოლუცია არ მოხდება......რაო? არჩევნები? არჩევნებიოოოოოო? კაცო, შენ რეალობის შეგრძნება საერთოდ დაკარგული გაქვს? ესენი არჩევნებს ჩაატარებენ? მაიცა რააააა...... კალკულაცია აქვთ მაგ ცხრა ოლიგარქს, რა ღირს ყველა ხმა......„ობშიაკიდან“ ინაწილებენ..... კაპიკები ღირს მაგათ ბიზნესებთან შედარებით..... შენ კი „არჩევნებიოოოოოო“....არჩევნები არა ფალოსი!......კაცო, შენ ასე როგორ უნდა იყო სულ? არასდროს ქუჩაში არ მინახიხარ.....მიტინგებში არ მონაწილეობ......ეს ქვეყანა არ გენაღვლება?......არა, არჩევნებში რომ მუდამ მონაწილეობ, ეგ არ ითვლება.....ქუჩაში რაც ხდება იმაში უნდა იმონაწილევო! ქუჩაში დგას ნამდვილი ხალხი! ამ ქვეყნის ისტორია ქუჩაში და მოედნებზე იწერებოდა ყოველთვის და ახლაც იქ იწერება! ამ ქვეყნის ბედს ხალხი ქუჩაში წყვეტდა მუდამ და ახლაც იქ წყდება!! რააააა? იმიტომაც გვაქვს კარგად საქმე?!!.....მოკლედ.....აი მართლა აღარ მინდა შენთან ლაპარაკი რაააა......ბოლო ბოლო სულ ასე რატომ ფიქრობ? ასე რატომ უყურებ? სულ ასე რატომ ა ზ რ ო ვ ნ ე ბ?
- - - - - - - - - - - - - - - - - - -
პასუხი: იმიტომ, რომ მე არა ვარ შენ (წერტილი)
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი