საერთაშორისო მიმოხილვა. 9 აგვისტო. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 9 აგვისტო. 2024 წელი

აფხაზური კლოუნადა. „სერია მე-17.

 

აფხაზეთის ახლადდანიშნულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზის დაფუძნება, თურმე....არ იგეგმება.

აი ასე: არც იგეგმებოდა მოქმედ პორტში და არც იგეგმებაო.

კი მაგრამ.....აბა ის გრანდიოზული PR რა იყო, რასაც თავად აფხაზური ხელისუფლება ახორციელებდა ამასთან დაკავშირებით?

შამბამ იქვედააბალანსა“ (დავაკვირდეთ): ოჩამჩირეში მხოლოდ (რუსეთის) სასაზღვრო კატარღები დგანან“.

ანუ სამხედრო ხომალდები კი არ დგანანო....არამედ მხოლოდსასაზღვრო კატარღებიო და იქვე დაამატა, ნახეთ: შავი ზღვა სულ უფრო აქტიურად ხდება NATO- მოქმედების არეალი. დაცურავენ სამხედრო ხომალდები, დაფრინავენ ალიანსის თვითმფრინავები.....ჩვენ მოვლენათა ნებისმიერი განვითარებისთვის მზად ვართო“. - აცხადებს შამბა და იქვე ამატებს, რომ შემოდგომით საქართველოში არჩევნებია ჩვენ ძალიან გვაშფოთებს, რომ შავი ზღვა საბრძოლო მოქმედებათა ასპარეზი ხდებაო“.

 

და რა კავშირშია ამ ორმესიჯსშორის?

ანუ, რომ ერთის მხრივ ძალიან აშფოთებთ შავი ზღვის ქცევა საბრძოლო მოქმედებების ასპარეზად და იმ მეორე მესიჯს, რომ თურმე არც იგეგმება ოჩამჩირის ქცევა რუსეთის სამხედრო-საზღვაო ბაზად?

საქმეც ის გახლავთ, რომ პირველი მესიჯი რუსეთისთვისაა განკუთვნილი, ხოლო მეორე მესიჯი - დასავლეთისა და უკრაინისთვის.

თანაც ეს მეორე Message, რომ თურმე....თურმე....ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო ბაზის აგება არ იგეგმება, თვისებრივად, პოლიტიკურად, სტრატეგიულად ბევრად მნიშვნელოვანია ვიდრე ის მესიჯი, რასაც რუსეთს უგზავნიან და ცარიელი ლაყბობაა, მეტი არაფერი.

მეორე მესიჯი ნამდვილად ბევრად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ როგორც ირკვევა (და როგორც ახლადდანიშნულისაგარეო საქმეთა მინისტრიაცხადებს) რუსეთი თავის სამხედრო გემებს ოჩამჩირეში ვერ შეიყვანს!

იქ არიან (მუდამ იყვნენ სსრკ დაშლის შემდეგ) და დარჩებიან რუსეთის სასაზღვრო სანაპირო ძალთა კატარღები.

 

ასეთიაკამათელირომელიც შამბამ ახლა დასავლეთისა და უკრაინისდაფაზეგააგორა.

 

ჩვენში დამკვიდრებული პრიმიტიული აზრის და შეხედულების მიუხედავად, სინამდვილეში აფხაზი სეპარატისტები, მათთვის ჩვეული უუუუუუდიდესი ეშმაკობით და ოსტატობით, მუდამ ცდილობენ კამათლები ზოგჯერდასავლეთის დაფაზეცგააგორონ.

შამბას ეს განცხადება სწორედ ამის გამოვლინებაა და......სამწუხაროდ, დასავლეთში არიან ძალები, რომლებიც ამასამჩნევენ“.

რისი ერთ-ერთი სიმპტომი იყო აფხაზეთის .. „საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის“ , ვინმე ტუჟბას ძალიან უცნაური ვიზიტი ვაშინგტონში, სადაც იგი, ზოგიერთი ცნობით, ვიღაც ვიღაცეებს შეხვდა კიდეც...ზუსტად უცნობია ვის და როგორ.

ეს .. „ვიზიტიისეშეიფუთა“, რომ ტუჟბა ცოლს გაჰყვა, რომელიც ერთ ერთი ამერიკული ორგანიზაციის თანამშრომელია.

ხოლო ვიზა მას ჩაურტყეს ან რუსულ ან.....ქართულ პასპორტში!

 

დავუბრუნდეთ ისევ შამბას განცხადებას. ანუ თუკი, როგორც ის აცხადებს, „იზრდება საფრთხეები საქართველოს, ასევე NATO- მხრიდან“, მაშინ პირიქით, რაკი აფხაზეთი რუსეთის .. „სტრატეგიული მოკავშირეა“, ოჩამჩირეში რუსული გემებისუსაფრთხოების მიზნითშემოყვანა ლოგიკური უნდა იყოს ხომ?

 მაგრამ არა: ერთის მხრივ შამბა ამბობს, რომ საქართველოსა და NATO- მხრიდან აგრესიაა მოსალოდნელი, ხოლო იმავდროულად აცხადებს, რომოჩამჩირეში რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზა არ იქმნებაო“.

კი მაგრამ, რატომ? რა ლოგიკაა?

იმიტომ, რომ გაიძვერა შამბამ შესანიშნავად იცის: სინამდვილეში არანაირი აგრესია არც ერთ შემთხვევაში საქართველოს მხრიდან არ იგეგმება და არც ერთ შემთხვევაში არ დაიგეგმება, ხოლო ამ განცხადებით კოჭს უგორებსდასავლეთს, იმავე უკრაინას.....

რუსეთს კიუგორებს“ მეორე „კოჭს“ - ცარიელ ლაყბობას. არანაირი საზრისული კონტენტი რომ არ გააჩნია რეალურად.

 

აბა გავიხსენოთ როგორ იყო: 2023 წლის ოქტომბერში, აფხაზეთის .. „პრეზიდენტმაასლან ბჟანიამ იმ მომენტში, როცა რუსეთი ძალიანაწვებოდათბინების ყიდვა-გაყიდვის საქმეზე, პუტინთან შეხვედრა დააორგანიზა და სიტყვა სიტყვით განაცხადა შემდეგი: „В Очамчирском районе появится новый пункт постоянного базирования военно-морского флота РФ. Соответствующее соглашение между Россией и Абхазией уже подписано“

ანუ, ნახეთ: „უკვე ხელმოწერილიაო (!!!) შეთანხმება. ოღონდ.....ოღონდ.......დააკვირდით რა გაიძვერულად არის ფრაზა კონსტრუირებული: მასში ნათქვამია ახალი ბაზის შესახებ ოჩამჩირის რაიონში და თუ ახლა გაბრაზებული პუტინი ჰკითხავს ბჟანიას: კი მაგრამ რას......მა-სულელებ, განა თავად არ მეუბნებოდი ოჩამჩირეში რუსული გემები შემოიყვანე სადაც უკრაინა ვერ მისწვდებაო.....“ ბჟანია (ახლა უკვე შამბაც) ნაივურ სახე მიიღებენ, ასევე ნაივურად გაშლიან ხელებს და ეტყვიან: კი, ბატონო....მაგრამ....ჩვენ ვგულისხმობდით ახალი (!) ბაზის აშენებას და არა ამჟამად არსებულ ბაზას.....ამ ბაზაში ხომ ვერ დაეტევა დიდი გემები და....(ვითომ მანამდე არ იცოდნენ-)....ჰოდა ააშენეთ ახალი ბაზა ოჩამჩირის რაიონში....ჩვენ სწორედ ამას ვგულისხმობდით და.....ეტყობა გაუგებრობა მოხდა.....ააშენეთ, ააშენეთ ახალი ბაზა......მართალია ტერიტორია აფხაზეთის პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს....იქ კი არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა როგორცპიცუნდას დაჩასთანდაკავშირებით თუმცა ჩვენ ყოველნაირად შევეცდებით.......“

და .

მორიგჯერ (ბოდიში ჟარგონისთვსი) „გადაგდებულირუსები კი კრინტის დაძვრას, როგორც ჩანს, ვერც ახლა  გაბედავენ, რაკი თუ გაბედავენ, მაშინ აფხაზი სეპარატისტები რუსულ მედია-სივრცეში თავის ბერკეტებს აამოქმედებენ პუტინის წინააღმდეგ:

ეეეეჰ ამ იდიოტმა პუტინმა აფხაზეთთანაც კი....მოძმე მოკავშირე აფხაზეთთან ვერდაალაგაურთიერთობა......“

ამას ნავალნის ხალხი აქტიურად და წარმატებით გამოიყენებს;

 მით უმეტეს დღეს, როცა პუტინის რეიტინგი მნიშვნელოვნად დაეცა კურსკში უკრაინული არმიის შეჭრის შედეგად.

მანამდე კიევმა განაცხადა, რომყველგან მისწვდებარუსულ გემებს, სადაც არ უნდა დაიმალონ ეს გემები და ოჩამჩირეში ვერ დაიმალებიან.

 

თუმცა აფხაზ სეპარატისტთა დიდოსტატური თაღლითობა ამით როდის ამოიწურება: რამდენიმე თვის წინ BBC- ჩაატარა გამოძიება, ისარგებლა ამერიკული კოსმოსური დაზვერვის რესურსებით და დაადასტურა, რომ ოჩამჩირეში მიმდინარეობსფსკერდაღრმავებითისამუშაოები, რის შედეგადაც ოჩამჩირეში შეძლებენ შესვლას 13 000 ტონა წყალწყვის სამხედრო გემები ოღონდ......ესეცტექნოლოგიური თაღლითობაა“: იმიტომ, რომ რუსები კი არ აწარმოებდნენ იქფსკერდაღრმავებითსამუშაოებს, არამედ აფხაზები ქმნიდნენ ამგვარშთაბეჭდილებას“: მიაყენეს რამდენიმე ბულდოზერი ოჩამჩირის პორტს (მართლა პატარა პორტია, დიდი არაფერი) დაიწყეს თვალის ასახვევად დადასაბოლებლადვითომ სამუშაოები - ხომ ხედავთ, რაც შევპირდით ვლადიმერ-ვლადიმიროვიჩს ვაკეთებთო - და.......ხოლო როდესაც უკრაინამ გააეკთა განცხადება, როცა მსოფლიოში არ დარჩენილა არც ერთი სერიოზული რესურსი, ვისაც არ დაეწერაოჩამჩირის რუსული სამხედრო-საზღვაო ბაზისშესახებ, აი ამ გლობალური რეაქციის შემდეგ, გამოდის საგარეო საქმეთა მინისტრი შამბა და აცხადებს (შინაარსობრივად): არა, ჩვენ სულაც არ გვიგულისხმია იქ სამხედრო-საზღვაო ბაზა გაიხსნებოდა.....ეტყობა რუსმა კოლეგებმაც არასწორად გაგვიგეს.......ახლა შავ ზღვაზე ძალიან დიდი დაძაბულობაა და......NATO გააქტიურდა, თუმცაღა......სამხედრო-საზღვაო ბაზის გახსნას მოქმედ სანაპირო დაცვის ბაზაზე ჩვენ არ ვგეგმავთ......“

 

ბუნებრივია რუსებს ახლა ძალიან არ უნდათ კიდევ ერთხელ წარმოჩინდნენ როგორც იდიოტები.

როგორც წარმოჩინდნენ ბევრჯერ: „აპარტამენტებთანდაკავშირებით, „პიცუნდას დაჩასთანდაკავშირებით და . და .

 

ახლა კი ორიოდე სიტყვით შეგახსენებთ, ვინ არის ეს სერგეი შამბა, რომელიც ყველა ამ ინტრიგას ხლართავს სინამდვილეში. სერგეი შამბა არის აფხაზური სეპარატიზმის ერთ-ერთი ისტორიული ლიდერი 1970-იანი წლებიდან და განსაკუთრებით  1988 წლიდან.

სეპარატისტთა პირველი .. „პრეზიდენტის“, ვლადისლავ არძინბას უახლოესი თანამებრძოლი და შეთქმული“.

1988 წელს სერგეი შამბამ ჩამოაყალიბა (არძინბასთან ერთად) სეპარატისტული ორგანიზაცია აიდგილარა“.

მისი მიზანი იყო საქართველოდან აფხაზეთის გამოყოფა.

დიდწილად სწორედ სერგეი შამბას, ასევე მისი უფროსი ძმის, სსრკ კომპარტიის ცკ- თანამშრომლის, ტარას შამბას დაწერილია ისაფხაზური წერილი“ (Абхазское письмо) და სხვა წერილები, რაც სოხუმიდან მოსკოვში (და არა მხოლოდ მოსკოვში) იგზავნებოდა მრავალი წლის განმავლობაში.

არძინბას სიკვდილის შემდეგ, სერგეი შამბასთან თანამშრომლობდა როგორც პირობითად არძინბა-ხაჯიმბას გუნდი, ასევე პირობითად ბაღაფშ-ანქვაბ-ბჟანის გუნდი.

სხვადასხვა დროს შამბას ეკავა პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტები.

ბოლო დრომდე სერგეი შამბა აფხაზეთისუშიშროების საბჭოს მდივნიგახლდათ, თუმცაღა რეალურად მისი გავლენა და სტატუსი ბეეეეევრად, შეუდარებლად მაღალი იყო.

სწორედ შამბა ინიციატორი პუტინის ადმინისტრაციიდან ვიგინდარა ინალ არძინბას მოწვევისა საგარეო საქმეთა მინისტრად და აქაც მიზანი პუტინისდაბოლებაიყო.

როგორც კი ინალმა დაიწყო კრემლისდღის წესრიგისლობირება იმავეპიცუნდას აგარაკის“, იმავეაპარტამენტებისთუ მოსკოვის სხვა მოთხოვნების მიმართულებით, სწორედაც შამბამამოჰკრა პანღურიდა მისი რჩევითპრეზიდენტმა ბჟანიამინალ არძინბა გააგდო აფხაზეთიდან.

ახლა  კი შამბა დანიშნა მის ადგილას.