საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ოქტომბერი 2021 წელი.

საერთაშორისო მიმოხილვა. 7 ოქტომბერი 2021 წელი.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ (!) განაცხადა, რომ აშშ ახორციელებს თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოდერნიზებას ევროპაში. სერგეი ლავროვის უწყება ამის გამო ამერიკას `ბირთვული შეიარაღების გაუვრცელებლობის` შესახებ ისტორიული ხელშეკრულების (1969წ) დარღვევაში სდებს ბრალს.

იგივე ხელშეკრულების დარღვევად მიაჩნია მოსკოვს ის, რომ როდესაც ევროპაში სულ უფრო ხშირად ტარდება მასშტაბური სამხედრო სწავლებები, ამერიკის შენაერთებთან ერთად მონაწილეობენ `არაბირთვული` სახელმწიფოებიც. მათ შორის საქართველოც. ანუ `ეს ამერიკელი სამხედროები ხომ იმ ბაზებზე არიან დისლოცირებულნი, სადაც ტაქტიკური ბირთვული იარაღი` ინახება, ამიტომ არის დარღვევაო` - ასეთი დემაგოგიური არგუმენტი აქვთ.

სულაც არ არის გამორიცხული, ამერიკა მართლაც ახორციელებდეს ევროპაში თავისი ტაქტიკური ბირთვული იარაღის მოდერიზებას, რადგან რუსეთი აშკარად ემზადება ევროპაში დიდი ომისთვის უკრაინის დაპყრობის შედეგად, რასაც ევროპა ასე ადვილად ვერ შეურიგდება. მით უმეტეს თუ პუტინი ბალტიის ქვეყნებისკენაც დაიძრა.

ტაქტიკური ბირთვული იარაღი იმით განსხვავდება სტრატეგიული ბირთვული იარაღისგან, რომ იგი გამოიყენება უშუალოდ ფრონტზე, ესე იგი ბრძოლის ველზე. მათ შორის არტილერიის და დიდი კალიბრის თვითმავალი ნაღსატყორცნების, ასევე ზალპური ცეცხლის დანადგართა გამოუენებით.

ასეთი ბირთვული ჭურვები შედარებით დაბალი სიმძლავრისაა. ეს იარაღი დღემდე  დედამიწაზე არც ერთ კონფლიქტში უშუალოდ ბრძოლის ველზე არ გამოყენებულა, თუმცა NATO-ს ჯერ კიდევ გასული საუკუნის 1970-იანი წლებიდან მიაჩნია `ტაქტიკური ატომური ბომბები, და ჭურვები` მოსკოვის სამხედრო `შეკავების` ინსტრუმენტად.

რამდენად `შემაკავებელია` რეალურად, სხვა თემაა.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ოთხშაბათს NATO-მ ბრიუსელის შტაბ-ბინაში მომუშავე რუსული წარმომადგენლობის 20 თანამშრომლიდან 10 გამოყარა შპიონაჟის გამო.

რუსეთის პრობლემა კიდევ ისაა, რომ საკუთარი NATO რომ შექმნა - Организация договора коллективной безопасности -  ОДКБ -  მისი წევრები, მათ შორის მაგალითად ყაზახეთი, სულაც არ იქნებიან ასეთივე ერთსულოვანნი ამერიკელი ან გერმანელი დიპლომატების საპასუხოდ გაყრის მოთხოვნაში.

ეს სისტემური პრობლემაა კრემლისა პოსტსაბჭოურ სივრცეზე.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გეოპოლიტიკური თემაა: ნავთობი ძვირდება, რაც ხელსაყრელია პუტინისთვის. ოთხშაბათის `ფიუჩერსებით` რუსული მარკის Urals ნავთობი უკვე 80 დოლარს აჭარბებდა. ეს საშუალებას მისცემს პუტინს ტრილიონობით რუბლი მოიზიდოს ბიუჯეტში.

1984 წელს, ამერიკის დიდი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი მოელაპარაკა საუდის არაბეთს და გაზარდა ნავთობის წარმოება იმ ქვეყანაში მისი ძალიან დაბალი თვითღირებულებით. რუსული ნავთობის გაიაფდა და 1 ბარელი (159 ლიტრი) ნავთობი 8 დოლარი ღირდა. ამან დაანგრია საბჭოთა კავშირი!

ახლა პუტინი ახერხებს ნავთობის გაძვირებას........ამიტომაც უწოდა ცხონებულმა სენატორმა ჯონ მაკკეინმა  რუსეთს `ბენზოკალონკა ბირთვული იარაღით`.

თუმცა `ბენზოკალონკის` გარეშე ჯერ კაცობრიობას არ შეუძლია.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ დისციპლინურად დასაჯა იმ სამხედრო ოლქის მეთაურები, სადაც ჯვარი დაიწერეს რუსეთის საიმპერეტორო სახლის მემკვიდრე გიორგი რომანოვმა (ბებიით ქართველი ბაგრატიონია) და იტალიის მოქალაქე რებეკა ბეტარინიმ. დასჯის მიზეზი ის გახდა, რომ ჯვრისწერას რუსული არმიის სამხედრო ყარაული ესწრებოდა.

ესე იგი......რუსულმა არმიამ `გააპრავა` რომანოვთა საიმპერატორო სახლი?

დიდი ალბათობით, ამაზე პუტინი გაბრაზდებოდა: რუსეთის ნამდვილი იმპერატორი მე ვარო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ბელორუსში 200 ადამიანზე მეტი დააპატიმრეს  (და ელით ხანგრძლივი პატიმრობა) მხოლოდ იმის გამო, რომ `არასწორად` დაწერეს ფეისბუკზე ინციდენტის შესახებ, როცა ბელორუსული КГБ-ს (იქ ისევ ეს სახელი აქვს) სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული, შეიარაღებული თანამშრომლები სახლში კარების შემტვრევით შეუვარდნენ ოპოზიციონერ ბლოგერ ანდრეი ზელცერს, რომელმაც მათ სანადირო თოფიდან გაუხსნა ცეცხლი და ერთი КГБ-შნიკი მოკლა.

ზელცერი იქვე მოკლეს.

ეს ინციდენტი ადასტურებს, რა ტიპის რეჟიმია ბელორუსში: სრულიად `კაციჭამია`. ანუ  ჩრდილო კორეამდე ცოტაღა უკლია.

დასავლეთი ამის გამო დიქტატორ ალექსანდრე ლუკაშენკოს აკრიტიკებს, თუმცა საპასუხოდ ლუკაშენკოს ჩამოჰყავს ლტოლვილები ოჯახებით სირიიდან და აქეზებს მათ საზღვარზე ევროკავშირთან, რომ ევროპას პრობლემები შეუქმნას.

რეალური სანქციები ლუკაშენკოს წინააღმდეგ არ არსებობს: მას რუსეთი ეხმარება, თუმცა ლუკაშენკო პუტინსაც უარს ეუბნება რუსეთის ფედერაციაში შესვლის მოთხოვნაზე. `ჯერ არ მომწიფებულა სიტუაციაო` - იმასაც ატყუებს, რაკი ძალაუფლება არც პუტინისთვის ემეტება. და არის ასე 1994 წლიდან! ესე იგი უკვე 27 წელია.

კიდევ ერთი `მარადი პრეზიდენტია`

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ რუსეთს დააკისრა 500 000 ევროს კომპენსაცია რუსეთის ციხეებში პატიმართა წამებისთვის. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ შეისწავლის და შეიძლება კიდეც გადაიხადოს ეს ჯარიმა.

საქმეების 99% არ არის პოლიტიკური იმ აზრით, რომ ნაწამები პატიმრები არ არიან `პოლიტიკურები`.

რატომ არის ეს მნიშვნელოავნი და ნიშანდობლივი? იმიტომ, რომ აქაა პასუხი კითხვაზე, რატომ არ რიცხავენ რუსეთს ევროპის საბჭოდან მიუხედავად უკრაინის და საქართველოს მოთხოვნისა.

ევროპელი პოლიტიკოსები რუსული აგრესიის მსხვერპლ საქართველოს და უკრაინას პასუხობენ, რომ თუ რუსეთი გაირიცხება ევროპის საბჭოდან, ამით იგი გავა ასევე ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლოდან. თვითონ გავა! იმიტომ, რომ ეს სასამართლო სწორედ ევროსაბჭოს `პლატფორმაზე` შეიქმნა

ამით ევროპას აღარ დარჩება ბერკეტი, რათა დაიცვას რუსეთში ადამიანის უფლებები - პატიმართა უფლებები, LGBT უფლებები და ასე შემდეგ; ანუ ის უფლებები, რომლებიც არ ასოცირდება დიდ პოლიტიკასთან, მაგრამ კორელირებს ევროპულ ღირებულებებთან და რუსეთის, როგორც სახელმწიფოს  `მორჯულების` ევროპულ მცდელობასთან.

აქედან გამომდინარე, როდესაც ჩვენ და უკრაინელები ვთხოვთ ევროპის საბჭოს გარიცხოს რუსეთი ჩვენი ტერიტორიების დაპყრობისთვის, ისინი ზოგჯერ ქარაგმულად, ზოგჯერ უკვე პირდაპირ გვპასუხობენ: ტერიტორიული აგრესია ეს გაეროს პრეროგატივაა, ჩვენ კი......ვიცავთ ადამიანის უფლებებს რუსეთში.

თუ რუსეთი გავა ევროსასამართლოდან, ამის საშუალება აღარ გვექნებაო.

ასეთია ევროპული Engagement პოლიტიკა რუსეთის მიმართ, რასაც ვერც საქართველომ, ვერც უკრაინამ ჯერ ჯერობით, როგორც ვხედავთ, ვერაფერი დააკლო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთს მართავს სრულიად პარანოიდული რეჟიმი რამზან კადიროვით სათავეში. მამამისი, აჰმად კადიროვი, რუსულმა სპოეცსამსახურებმა ააეფთქეს და ჩეჩენ მებრძოლებს დააბრალეს. რამზანის მთავარი პრობლემა ისაა, რომ სრული პრიმიტივია. გუშინ სიტყვით გამოვიდა და ზურგს უკნა ფონად ჰქონდა მსოფლიოს რუკა, რომელზეც ყირიმი უკრაინაა, ხოლო სახალინი -იაპონია. განგებ კი არ გააკეთა....უბრალოდ პოლიტიკის კანონია, რომ უტვინო და უნიჭო მმართველს ასეთივე გარემოცვა ჰყავს.

ატყდა ამბავი ამაზე მაგრამ რა ატყდა....შეიძლება თვითონაც ააფეთქონ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

გერმანიაში ჩატარებული კატასტროფული არჩევნების შემდეგ, როცა დასრულდა დიდი კანცლერინის, ანგელა მერკელის ერა, გერმანიის პარანოიდული `მწვანეები` გამოთქვამენ მზადყოფნას, შექმნან კოალიცია გერმანელ `სოციალ-დემოკრატებთან`.

თუ მართლა შეიქმნა ასეთი კოალიცია, პუტინი დალევს მათ სადღეგრძელოს.

არც ანგელა მერკელი იყო მისი მტერი 2005 წლიდან - დღემდე, მაგრამ გერმანელი `სოციალ-დემოკრატები` ისტორიულად  კრემლის ფილიალია ლამის. სოციალ-დემოკრატთა ყოფილი კანცლერი გერჰარდ შრედერი ახლაც გაზპრომში მუშაობს.

ამიტომაცაა თვალთმაქცობა გერამნელი `მწვანეების` ბრძოლა `ჩრდილო ნაკადის` გაზსადენის წინააღმდეგ, რაკი თუ ვინმე ლობირებს ამ გაზსადენს, სწორედ `სოციალ - დემოკარტები` ლობირებენ.