საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივნისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 5 ივნისი 2022 წელი

აფხაზეთის ე.წ. `საგარეო საქმეთა მინისტრი` ინალ არძინბა სულ უფრო გამომწვევად და თავხედურად იქცევა დასაველთის მიმართ: გასულ კვირას მან უარი განაცხადა შეხვედროდა ე.წ. `ჟენევის ფორმატის` ტანათავმჯდომარეებს, რომლებიც წარმოადგენენ გაეროს, ეუთოს და ევროკავშირს.

მიზეზი გასაგებია: ინალ არძინბა მოსკოვის მიერ იმისთვისაა დანიშნული, მხოლოდ მოსკოვისკენ იყურებოდეს.

`ჟენევის` ფორმატში კი (2008 წლის აგრესიის შემდეგ შეიქმნა) აქტიურად მონაწილეობენ ამერიკა და ევროკავშირი.

არძინბა აქტიურად მონაწილეობს რუსულ პროპაგანდისტულ შოუებში. მაგალითად პროპაგანდისტ სოლოვიოვთან გამოსვლისას ყოვალდ სამარცხვინოდ ხოტბა შეასხა უკრაინელთა ხოცვა-ჟლეტას.

. . . . . . . . . .

ქართული გამოთქმა რომ არის `რატომ ღმერთი არ გაიცინებსო`: როგორც ცნობილია, მსოფლიო თანამეგობრობა ცდილობს შექმნას `საერთაშორისო ტრიბუნალი` უკრაინაში რუსეთის საშინელ დანაშაულთა გამოსაძიებლად.

ამგვარი ტრიბუნალი ჰააგის გაეროს ტრიბუნალის ბაზაზე ვერ შეიქმნება, რადგან იქ რუსეთის თანხმობაა საჭირო, ხოლო რუსეთს გაეროს უშიშროების საბჭოში ვეტო-ს უფელბა აქვს. პუტინი საკუთარ თავს ტრიბუნალს არ შეუქმნის.

ამიტომ ახლა დასაველთი ცდილობს ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს ბაზაზე გამართოს ამგვარი ტრიბუნალი, რადგან იქ რუსეთს ვეტოს გამოუენება არ შეუძლია: საერთოდ არ არის ამ სასამართლოს წევრი და რომის სტატუტს არ მიერთებია.

სამგოიეროდ, მოსკოვი, როგორც ახლა ირკევვა, ქმნის საკუთარ `საერთაშორისო სასამართლოს`, რათა (თუმრე ნუ იტყვით) უკრაინა გაასამართლოს. და `საერთაშორისოს` ამს ასამართლოს უწოდებს იმიტომ, რომ.....მასში მონაწილეობას ჯიიღებენ აფხაზეთი და `სამხრეთ ოსეთი`.

ეს ტრიბუნალი გაემგზავრება დონბასზე და იქ გაიმართება საჩვენებელი სასამართლო პროცესები უკრაინელი ტყვეების წინააღმდეგ, რომლებიც ბოლო დრომდე  მარიუპოლის აზოვსტალს იცავდნენ.

 

 

 

 

უკრაინის ხელისუფლებამ ინდოეთს მიმართა ოფიციალური ცნობით, იქცეს უკრაინის უსაფრთხოების ერთ-ერთ გარანტორად.

საკმაოდ ჭკვიანური სვლაა და აი რატომ: დღემდე რუსეთი ისეთ აურას ქმნის თითქოს მას მხოლოდ დასავლეთი უპოირისპირდება, ხოლო `მესამე მსოფლიო, რომლის უცვლელი ლიდერიცაა ინდოეთი ჯერ კიდევ კომუნისტური ეპოქიდან დაწყებული, ვითომდაც რუსეთს უჭერს მხარს ამ კონფლიქტში.

ეს ტყუილია: `მესამე მსოფლიოს` ქვეყნები არანაკლებ არიან დაინტერესებულნი დაიცვან სახელმწიფოთა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპი, რათა ტავად არ იქცნენ აგრესიის და დანაწევრების მსხვერპლად. ამიტომ `მესამე მსოფლიოში` არანაკლები მხარდამჭერი ჰყავს უკრაინას, ვიდრე დასაველთში.

ამაში დასარწმუნებალდ საკმარისია ვნახოთ ისტორიული კენჭისყრის შედეგები გაერის გენერალურ ასსამბლეაში, სადაც ქვეყნების აბსოლუტურმა უმრავლესობამ დაგმო რუსეთის აგრესია.

ტერმინი `მესამე მსოფლიო` წარმოიშვა გასული საუკუნის `ცივი ომის` დროს, როცა მსოფლიო გაიყო (პირიბითად) `სოციალისტურ ბანაკად` და `კაპიტალისტურ ბანაკად` თუმცა არსებობდა კიდევ მესამე მსოფლიო (Третий мир), რომლის უმრავლესობა გაერთიანდა ე.წ. `მიუმხრობლობის ორგანიზაციაში`. ანუ არც ერთ ბანაკს რომ არ ემხრობოდა. \

აი ამ `მიუმხრობლობის მოძრაობის` უცვლელი ლიდერი იყო მაჰათმა განდის, შემდეგ ჯავახარლალ ნერუს, ინდირა განდისა  და მათი  მემკვიდრეების ინდოეთი.

რუსეთმა თუ `მესამე მსოფლიოს`, ამთ შორის ინდოეთის მხარდაჭერა დაკარგა და პირიქით, ამ სამყარომ თუ აქტიურად დაუჭირა მხარი უკრაინას, პუტინის საქმე დ ა მ თ ა ვ რ ე ბ უ ლ ი ა!

 

საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონმა, მორიგი სამარცხვონო განცხადება გააკეთა: `პუტინს კი შეეშალა, მაგრამ პასუხად რუსეთის დამცირება არ უნდა მოხდესო`.

ზუსტად ასე თქვა.

როგორც სჩანს, ამათ მართლა არაფერი ეშველებათ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა უპასუხა კარგად: „რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს მხოლოდ საფრანგეთის და ყველა სხვა ქვეყნის დამცირება შეუძლია. იმიტომ რომ რუსეთი, საკუთარ თავს თავად იმცირებს. ჩვენ ყველამ სჯობს ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, როგორ მივუჩინოთ რუსეთს მისი  ადგილი. ეს მშვიდობას მოიტანს და გადაარჩენს სიცოცხლეს“, - წერს კულება Twitter-ზე.

 

ავტორიტეტულ დასავლურ რესურსებში ჟონავს ინფორმაცია, რომ ამერიკა, ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საიდუმლო კონსულტაციებს მართავენ სამშვიდობო გეგმის გამოსამუშავებლად, რათა შემდეგ ეს გეგმა შესტავაზონ უკრაინას (და რუსეთს).

უკრაინა ამ კონსულტაციებში არ მონაწილეობს, ისევე, როგორც რუსეთი არ მონაწილეობს.

ეს არის NATO-ს შიგნით მიმდინარე მოლაპარაკებები და არაფერი გასაკვირი ამაში არ არის: NATO-ს ბუნებიდან გამომდინარე, მისი ელიტები მუდამ ფიქრობდნენ და ფიქრობენ ალტერნატივებზე. უცნაური ის იქნებოდა, ამაზე არ ეფიქრათ. მთავარია, დაუდებენ თუ არა ამ ალტერნატივას უკრაინას, როგორც `ულტიმატუმს`.

ოფიციალური განცხადებების მიხედვით, კი ფოქრობენ რაიმე კომპრომისზე, მაგრამ უკრაინას ჯერ აარფერს აიძულებენ.

ოღონდ.....უნდა გავითვალსიწინოთ, რა მდგომარეობაშია ახლა უკრაინა: საზარელი სისხლისღვრა 100 დღეა გრძელდება. ამიტომ ერთ-ერთი ასეთი გეგმა რომ იტალიამ გამოაქვეყნა ამას წინათ, ეს უკვე ზეწოლაა.

შეგახსენებთ, იტალიის გეგმით, კიევმა ირიბად უნდა სცნოს ყირიმი - რუსეთის ნაწილად და დონბასი - დამოუკიდებალდ\

`ირიბად` იმას ნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლებამ, ომის შეწყვეტის ფარგლებში მოლაპარაკება უნდა დაიწყოს მოსკოვთან ამ ოკუპირებული რეიონების მომავალი სტატუსის თაობაზე

ზუსტად ისევე, როგორც ნიკოლა სარკოზი სთავაზობდა პრეზიდენტ საააკშგილს ცნოიბილი სამშვიდობო ხელშეკრულების მეექვსე პუნქტს: აფხაზეთის და `სამხრეთ ოსეთის` მომავალი სტატუსის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყება.

როცა მოლაპარაკებებს იწყებ, ეს უკვე იმას ნიშნავს, რომ საეჭვოდ ხდი მათ სტატუსს. ეს უნდოდა და უნდა სწორედ რუსეთს.

ჯერ-ჯერობით უკრაინის ხელისუფლების პოზიცია ურყევია: რუსული ჯარი უნდა დაუბრუნდეს როგორც მინიმუმ 24 თებერვლის მდგომარეობას და მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რაიმე მოლაპარაკება.

აქ კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს უკრაინის ხელისუფალთა აქტიურ შემტევ პოზიციას და `პირში სიმართლის მიხლის` ტექნოლოგიას, რასაც ისინი მიმართავენ, როდესაც არ ერიდებიან დასავლელი ლიდერების არათუ კრიტიკას, არამედ ზოგჯერ პირდაპირ ოლანძღვას და დაცინვას `უკრაინის რუსეთისთVის ჩაბარების` ყოველი მცდლობისას.

ეს ტექნოლოგია მუშაობს და ევროპელი ლიდერები ებვრად ფრთხილნი არიან, რადგანს აკუთარიქ ვეყნის საზოგადოებრივი აზრისაც ეშინიათ.

 

 

 

 

მთელს მსოფლიოში, ყველა დიქტატორული და ტოტალიტარული, დამნაშავე რეჟიმი ახლა სარგებლობს იმით, რომ დასავლეთს, უკრაინის ომის გამო, არ სცალია ბევრი რამისთვის: ჩრდილო კორეამ 6 ბალისტიკური რაკეტა  გაუშვა ფხენიანიდან - კორეის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ სანაპიროსკენ.

ეს რაკეტები მცირე სიშორისაა, თუმცა ჩრდილო კორეის რეჟიმს ისეთი რაკეტებიც აქვს, ამერიკის სანაპიროს რომ მიაღწევენ.

ჩრდილო კორეას აქვს ბირთვული იარაღი და ეს რაკეტები შესაძლოა ამ ბირთვული მუხტებითაც აღიჭურვოს.

ამ საკონცენტრაციო ბანაკს, `ქვეყანა` რომ ქვია, ისტორიულად სურს მეზობელი გენიალური ქვეყნის, სამხრეთ კორეის დაპყრობა. ანუ ამ ქვეყნის დაქცევა და ასეთივე მშიერ, ბნელ საკონცენტრაციო ბანაკად გადაქცევა, როგორიც თვითონ არის.

თუმცა ამერიკა ამას არ დაუშვებს, რადაც არ უნდა დაუჯდეს.

 

 

 

ტეხასის სკოლაში 18 წლის მანიაკის მოწყობილი ხოცვა ჟლეტის შემდეგ (ვინც ავტომატური იარაღი სრულებით ლეგალურად შეიძინა), აღშფოთება იმდენად საყოველთაო იყო, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა განაცხადა თეთღ სახლში სპეციალური გამოსვლისას: ეგება ავტომატური შაშხანების გაყიდვა მაინც ავკრძალოთ....კაი ასაკი მაინც მოვუმატოთ - 18 წლის ყმაწვილებს ნუ მივყიდით, 21 წლამდე გავზარდოთ ასაკი...ეს მაინც გავაკეთოთ, როდემდე ვიყოთა სე ხელეფჩამოშვებულიო....მაგრამ.....ასეთი გამოსვლები სხვა ხოცვა-ჟლეთათა შემდეგ ბევრ სხვასაც ჰქონია...ობამა სულაც ტიროდა თეთრ სახლში გამოსვლისას მორიგი სასაკლაოს შემდეგ...თუმცა...ამერიკის ზემძლავრი `მსროლელთა ასოციაცია` ანუ `მეთოფეთა ასოციაცია` (National Rifle Association), რომელიც განსაკუთრებით ახლოსაა რესპუბლიკელებთან, აბსოლუტურად ყველა შეზღუდვის წინააღმდეგია.

ტრამპი მხარს უჭერს ამ ასოციაციაც და პირდება, რომ `ამერიკელთა განიაარღებას არ დაუშვებს`

თუმცა ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ავტომატური შაშხანები მაინც არ გაიყიდოს ასე შეუზღუდავად: მიიტან იარაღის მაღაზიაში ავტომანქანის მართვის მოწმობას (ამერიკაში ეს არის მთავარი ID, ასევე სოციალური დაზღვევის ნომერი, თორემ `პასპორტი`რა არის ან თუნდაც `პიერადობის მოწმობა)ა მერიკელებმა საერთოდ არ იციან) დაგარეგისტრირებენ და სულ მალე იყიდი ნიარაღს მას მერე რაც ადგილობრივი შერიფი მარაზიას ცნობას გამოუგზავნის: ამ ბიჭს ადრე დანაშაული არ ჩაიუდებიაო.

კი, არც იმ მანიაკს ჰქონია დანაშაული მანამდე ჩადდენილი - პატარა ბავშვები რომ დახოცა ტეხასის საშუალო სკოლაში.