საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მარტი. 2025 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 მარტი. 2025 წელი

ძალიან მნიშვნელოვანი სამიტი გაიმართა ლონდონში უკრაინის თემაზე. ზელენსკის ვიზიტის პარალელურად და ზელენსკის მონაწილეობით. სამი ტრენდი გამოიკვეთა და სამივე სასიხარულოა:

                                                      

) ევროპაიღვიძებსდა იაზრებს, რომ თუ თავს არ უშველის, ამერიკა ამჟამად, ამ ეტაპზე თამაშიდან გასულია.

ეს არ ნიშნავს, რომ სლოგანიმშვიდობით ამერიკაუკვე რეალობაა, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ამერიკა არ იმონაწილევებს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვან გლობალურ ტეხილში (უკრაინული გამოწვევის დაძლევაში) და ევროპა ვალდებულიცაა, ასევე იძულებულია გააქტიურდეს.

როგორც პოლონეთის პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა სამართლიანად აღნიშნა: 500 მილიონიანი ევროპა არ უნდა ეხვეწებოდეს 300 მილიონიან ამერიკას, 140 მილიონიანი რუსეთისგან დაგვიცავი, - ევროპამ თავისი ძალა და როლი უნდა გააცნობიეროსო

 

) ინგლისი, მიუხედავად ევროკავშირიდან გასვლისა, აცნობიერებს, რომ ამერიკა შორსაა ხოლო რუსეთი - მასთან უფრო ახლოსა ვიდრე ამერიკისგან.

მოსკოვს ბოლო დროს უამრავი პროვოკაცია განუხორციელებია  ბრიტანეთის საზღვრებთანაც და ბრიტანეთის ტერიტორიაზეც (გავიხსენოთ ლონდონში და ლონდონთან ჩადენილი მკვლელობები), შესაბამისად ინგლისი უნდა გააქტიურდეს და ლიდერობაც სცადოს ევროპაში ამ გამოწვევის საპასუხოდ

 

) იკვეთება ერთგვარი კონკურენცია საფრანგეთსა და ინგლისს შორის ამ პროცესში. ორივე ისტორიული ევროპული და გლობალური ზესახელმწიფო ცდილობს ლიდერობას, რაც ისტორიის გაკვეთილის შესაბამისად, განაპირობებს რუსეთის საწინააღმდეგოდ მათ კონსოლიდაციას. ისე, როგორც ეს მოხდა XIX საუკუნეში (1853-1856წწ) .. „ყირიმის ომისდროს, რომელსაცნულოვან მსოფლიო ომსუწოდებენ იმ გაგებით, რომ მერე იყო WWI და WWII.

მივაქციოთ ყურადღება, რომ სტარმერი და მაკრონი „სამთა ფორმატში“ შეხვდნენ უკრაინის პრეზიდენტს!

 

ლონდონის სამიტისაქმიანიიყო და არა ცერემონიული. ამაზე ირიბი გარემოებებიც მეტყველებს: ძალიან ეწყინათ ბალტიის ქვეყნებს, რომ არ მიიწვიეს, მაგრამ ბრიტანეთი სერიოზული სახელმწიფოა და მიიწვია ის სახელმწიფოები, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული წვლილი შეიტანონ . ანუ რუსეთის დამარცხების საქმეში.

არც ევროკავშირისსაგარეოკაია კალასი მიიწვიეს და ეს სამიტი NATO- ფორმატს გარეთაც კი ტარდებოდა გარკვეულწლიად.

სამიტის რეზულტატად  „დაიდოსერიოზული შედეგი:

 

 ) მოილაპარაკეს, რომ უკრაინის სამხედრო დახმარება გაგრძელდება. იგულისხმება, რომ ევროპა, ჯერ ერთი, საკუთარ იარაღსაც მიაწვდის კიევს, შესაძლოა თავისი სამხედრო ინდუსტრიებიცდაქოქოს, მაგრამ რაც მთავარია, უკრაინას ექნება ევროპული ფული, რათა იარაღი იყიდოს.

იარაღის მსოფლიო ბაზარი გაჯერებულია საუკეთესო ევროპული, იმავე ისრაელის, სამხრეთ კორეულისამხრეთ აფრიკული, ან თუნდაც ამერიკული იარაღით.

ფული გქონდეს და......ტრამპმა რომც შეუწყვიტოს იარაღის მიწოდება უკრაინას ამერიკული ბიუჯეტის ხარჯზე, ამერიკული იარაღის შესყიდვას ვერ დაუბლოკავს - მაშინ საკუთარ სამხედრო ინდუსტრიებს დაუპირისპირდება და მით უმეტეს ფული....ფული....ფული.....ფულზე უარს ტრამპი არც ერთ შემთხვევაში არ იტყვის

ანუ მთავარი დაფინანსებაა და მრავალნაცადმა, გამოცდილმა ბრიტანულმა ელიტებმა ამ სამიტზე ზუსტად ეს თქვეს: უკრაინას ექნება ფული, რათა მსოფლიო ბაზრებზე საუკეთესო იარაღი იყიდოს.

ამერიკელები კოსმოსურ სადაზვერვო მონაცემებს აღარ მიაწვდიან უკრაინას ან მიზანდასახულობის კოორდინატებს უკრაინული რაკეტებისთვის როგორც ტრამპის გუნდი იმუქრება?

ეს მონაცემები, თუ მოინდომებენ, ევროპელებსაც ექნებათ და მოაწოდებენ კიევს

 

) არც ერთი სიტყვა უკრაინის შესახებ უკრაინის გარეშე:ერ რიადისმსგავსი სეპარატული მოლაპარაკებები რუსეთთან ევროპელების მონაწილეობით არ იქნება!

 

) ევროპა არ ცნობს არანაირ გარიგებას მოსკოვთან და არანაირ შეთანხმებას, რაც არ გაითვალისწინებს უსაფრთხოების მყარ გარანტიებს უკრაინისთვის. იგულისხმება, რომ ევროპა, ისევე როგორც უკრაინა არ დაეთანხმება რაიმე Peace Deal- რომელიც არ იგულისხმებს ევროპის სამშვიდობო ძალების განლაგებას უკრაინისგადარჩენილტერიტორიაზე.

როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა თქვა მკაფიოდ და ერთმნიშვნელოვნად: ევროპა (მათ შორის ბრიტანეთი) მზად არის იყოს გარანტორი....ჯარისკაცის ჩექმით უკრაინულ მიწაზე და ევროპული თვითმფრინავებით უკრაინის ცაში“.

 

) იქმნება უკრაინის მცველთა ნებელობითი კოალიცია“.

თანაც არა მხოლოდ ევროპული სახელმწიფოებისგან.

 

ეს ბოლო ორი პუნქტი, ანუ უკრაინისგადარჩენილ ტერიტორიაზესამშვიდობო ძალების შეყვანა გარანტორებად და უკრაინის ცის ჩაკეტვა ევროპული ავიაციით, არის კატეგორიულად, ეგზისტენციალურად, სამკვდრო-სასიცოცხლოდ მიუღებელი პუტინისთვის.

მით უმეტეს თუ სამშვიდობო ძალები ფრონტის ესე იგი ცეცხლის შეწყვეტის ხაზზე განთავსდებიან და არა კიევში ან ლვოვში.

ნებით ამას პუტინი არ დაეთანხმება!!!

 

საფრანგეთმა განაცხადა, რომ ევროპის სახელმწიფოები მზად არიან 30 000 სამხედრო გააგზავნონ უკრაინაში.

ეს არ არის ცოტა თუ გავითვალისწინებთ, რომ მთავარი მაინც ცის გაკონტროლებაა და ამისთვის ევროპა, როგორც ჩანს მზად არის.

გავიხსენოთ, რომცოცხალი ძალაევროპულ არმიებს არ ჰყავთ იმდენი, რამდენიც ამერიკას, მაგრამ....ავიაციას რაც შეეხება ბრიტანეთს, გერმანიას და საფრანგეთს, ნაწილობრივ იტალიას და ესპანეთს საკმაოდ მრავალრიცხოვანიფრთებითაქვთ წარმოდგენილნი NATO- შემადგენლობაში.

და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ევროპა, პირველ რიგში დიდი ბრიტანეთი, მზადაა შავ ზღვაში გააგზავნოს სამხედრო გემები.

დიდი ბრიტანეთი ერთადერთია, რომლის სამხედრო-საზღვაო ფლოტი ყოველმხრივ შეედრება ამერიკულს.

ოღონდ ამ ოფციას დასჭირდება ისტორიული გადაწყვეტილება: 1936 წლისმონტრესშეთანხმების გადახედვა, მისი გაუქმება, რომელიც კრძალავს შავ ზღვაში არაშავიზღვისპირა სახელმწიფოების ფლოტთა განლაგებას.

აქ ძალიან სერიოზულ კოზირებს იძენს თურქეთი, - ერდოღანი.

მის გარეშე საკითხის გადაწყვეტა გამორიცხულია.

და თურქული კონტინგენტიც უკრაინაში On The Ground ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მაშასადამე......სულ ემატება, ემატება ბენეფიტები და სარგებელნი თურქეთს ამ ომის შედეგად......

 

რუსეთი ამზადებსკონტრგეგმას“, რომელიც გულისხმობს ყოველგვარი მცდელობის ჩაშლას, უკრაინამ მიიღოს რაიმე გარანტია უსაფრთხოებისა სამომავლოდ.

 ეს არის ახლა პუტინის მეგა-ამოცანა.

რეალურად, ცეცხლის შეწყვეტას კი დაეთანხმება, ოღონდ სამომავლო გარანტიების გარეშე.

ამ მიზნით ლავროვის უწყებამ ტაქტიკა შეიმუშავა: რუსეთი მზად არისსაერთაშორისო სამშვიდობო მისიის მოდალობა განიხილოს ოღონდ.....გაეროს ან ეუთოს ეგიდით“~

რატომ?

არ არის ძნელი მისახვედრი.

იმიტომ, რომ გაეროშიც და ეუთოშიც მოსკოვს აქვს ვეტო“- უფლება! და მოსკოვისთვის ყველაზე უარეს შემთხვევაშიც კი, რუსული დიპლომატია შეძლებს პროცესი ჩაფლას გაუთავებელ მოლაპარაკებებში და ბიუროკრატიულ რუტინაში. არსებითი ძალა კი უკრაინაში ამ გზით ვერ შევა მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

 

გამაოგნებელ ინფორმაციას ავრცელებს ბრიტანული (!) The Financial Times: ტრამპის ადმინისტრაცია, პუტინთანდათბობისკვალობაზე, განიხილავსჩრდილო ნაკადის გაზსადენთააღდგენის საკითხს.

ანუ იმ გაზსადენისა, რომელიც თვითონ პრეზიდენტმა ტრამპმა დაასანქცირა პირველი პრეზიდენტობის ვადაში.

სულ ამის გამო აკრიტიკებდა ტრამპი გერმანელებს: რუსულ Газпром-ზე დამოკიდებულნი ხდებითო. რეალურად ამერიკულიფიქალის გაზისმომპოვებელ კომპანიათა ინტერესებში მოქმედებდა.

ახლა აღარ არის ეს აქტუალური?

დიახაც ნაკლებად!

იმიტომ, რომ ამერიკული ფიქლის გაზი მთელს მსოფლიოში იყიდება უკვე. მისი გადაზიდვა გაზ-ტანკერებითაც შესაძლებელია თუნდაც იაპონიაში, თუნდაც ინდონეზიაში, არგენტინაში, სამხრეთ აფრიკაში და ..

 

ბრიტანულმა რესურსმა Guardian თეთრ სახლში შემდგარ კატასტროფულ დიპლომატიურ პერფორმანსს უკრაინელი ლიდერის ჩასაფრებით დაბულინგება უწოდა პუბლიკაციაში სათაურით დიპლომატია მოკვდა პირდაპირ ეთერში“.

 

აშშ თავდაცვის მინისტრმა ჰეგსეტმა პენტაგონს უბრძანა შეწყვიტონ კიბეროპერაციები რუსეთის წინააღმდეგ.

მხოლოდ უკრაინის სასარგებლო ოპერაციები იგულისხმება თუ ზოგადად?

ამაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს

და......საპასუხოდ  რუსეთი ვითომ შეწყვეტს ანალოგიურ ოპერაციებს ამერიკის წინააღმდეგ? ბევრი ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ამერიკაში დივერსიებს აწყობდა, რეალურად კრემლიდან იმართებოდა.

ტრამპის საშინაო პოლიტიკის გამოხატულება გახდა არა მხოლოდ ის, რომ საკუთარი ბრძანებულებით მან ინგლისური, პირველად ისტორიაში გამოაცხადა აშშ სახელმწიფო ენად, არამედ ალასკას უმაღლეს მწვერვალს მაკინლის დაუბრუნა ეს სახელი.

პრეზიდენტმა ობამამ კი მაკინლის მწვერვალს თავის დროზე დაუბრუნა მისი ისტორიული სახელი - დენალი. რეგიონში  მცხოვრები აბორიგენების, ტომის ენაზე.

რესპუბლიკელი უილიამ მაკინლი აშშ 25- პრეზიდენტი იყო.

ობამას გადაწყვეტილებამ, თავის დროზე არა მხოლოდ ალასკაზე, არამედ მთელს ამერიკაში მცხოვრები ინდიელების აღფრთოვანება გამოიწვია...... მათ ეს გადაწყვეტილება ჩათვალეს ამერიკის სახელმწიფოს პატივისცემის გამოხატულებად, რამაც ხელი შეუწყო სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესებს.

ტრამპის ინტენცია ანუ შინაგანი განზრახვა იგივე იყო, რაცმექსიკის ყურესრომამერიკული ყურედაარქვა ბრძანებულებით

ტრამპი ცდილობს ამერიკული საზოგადოების კონსოლიდაციას არა მხოლოდ და არა უბრალოდ MAGA- საფუძველზე (Make America Great Again) არამედ WASP-კატეგორიის საფუძველზე (White Anglo-Saxon Protestant)

თუმცაღა ბევრი თვლის, რომ ისეთ რთულ, სტრატიფიცირებულ მრავალფეროვან სოციუმში, როგორიც ამერიკულია, ეს ინტენცია და შესაბამისი პრაქტიკა სახიფათოა.

კონსოლიდაციას კი განაპირობებს, მაგრამ ხლეჩის ხაზებიც შეიძლება გამოიწვიოს.

 

ჩინეთმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2030 წელს მთვარეზე კოსმონავტებს გააგზავნის.

უკვე ყველაფერი აქვს საამისოდ.

თუ მანამდე ამერიკამ არ გააგზავნა ასტრონავტები მარსზე (ან NASA- ან ილონ მასკმა მისი SpaceX-ით) ჩინეთისმთვარის მისიაარა უბრალოდ ჩინეთის ამერიკასთან გათანაბრება, არამედ ამერიკის ჩამორჩენა გამოვა, რადგან ამერიკა აღარ აღიქმება, როგორც საკაცობრიო ლიდერი კოსმოსის ათვისებაში.