საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 3 ივლისი. 2022 წელი

9 ივნისს, ბრიტანულ(!)  გაზეთში The Economist გამოქვეყნდა სარედაქციო (!) სტატია (Editorial) სათაურით China’s Global Development Initiative is not as innocent as it sounds, რომლის ავტორები, თავიანთ ტექსტში ატარებენ იმ `საზრისულ ხაზს`, თითქოს ჩინეთი ცდილობს ჩაანაცვლოს მისი `გზა/სარტყელის` ინიციატივა (Belt and road Initiative - BRI) რაღაც `ლაით` ვერსიით, ანუ `გაალაითოს` გზა/სარტყელის სტრატეგია და ნაკლები რესურსი დახარჯოს მასზე, ვიდრე 11 წლის წინ, BRI გაღჟღერებისას იგულისხმებოდა.

ეს არის აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაცია, რომელსაც The Economist editorial-ის ავტორები მიზანმიმართულად ატარებენ ტექსტში.

თავის მხრივ, ამ მიზანმიმართულობას შესაძლოა ორი მიზეზი ჰქონდეს:

ა) ავტორთა არაკომპეტენტურობა, რაც ნაკლებ სავარაუდოა, რადგან The Economist უმაღლესი კლასის რესურსია და არაკომპეტენტური ავტორები იქ არ მუშაობენ, ვერც იმუშავებენ და მით უმეტეს Editorial სტატუსით ვერც ერთ არაკომპეტენტურ ტექსტს ვერ გამოაქვეყნებენ

ბ) საქმე გვაქვს მიზანმიმართულად არაკეთილსინდისიერ ინტერპრეტაციასთან, რასაც თავის მხრივ ორი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს:

A) ბრიტანელებისათვის ისტორიულად დამახასიათებელი რესენტიმენტი, რაკი არსებობს მორალურ გადაცდომათა ნარატიული Story დიდი ბრიტანეთის სახელმწიფოში ამ ქვეყნის მიმართ (მაგალითად XIX საუკუნის `ოპიუმის ომები`, როდესაც დიდი ბრიტანეთი აშკარად უსამართლოდ, მეტი რომ არ ვთქვათ, მოექცა ჩინელ ერს და ამისთვის ბევრი ბრიტანელი დღემდ ბოდიშს იხდის)

და B) ზოგადად დასავლური ისტებლიშმენტისთვის ამჟამად დამახასიათებელი ჩინოფობია, რომელიც ასე ზუსტად, ასე გენიალურად აღწერა და დაგმო იმავე ისტებლიშმენტის წარმომადგენელმა, შესანიშნავმა ამერიკელმა მკვლევარმა და პუბლიცისტმა ფარიდ ზაქარიამ, რომელმაც სტატიათა კრებულში დაასაბუთა, რომ `ჩინოფობია`, ამ ქვეყნის შიში და მასთან Engagement შიშნარევი უუნარობა, მიუღებლობა უკვე 20-30 წელია დასავლეთის მახასიათებელი გახდა. (https://www.foreignaffairs.com/articles/china/2019-12-06/new-china-scare) 

ფარიდ ზაქარია ამტკიცებს, რომ არანაირი `ჩინური საფრთხე` სინამდვილეში არ არსებობს მიუხედავად გავრცელებული ფობიური ნარატივისა და რომც არსებობს გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური საფრთხეები ჩინეთის მზარდ გავლენებთან დაკავშირებით ევრაზიაში, მათზე პასუხი არა ჩინეთის იზოლაცია და ხელის შეშლა (ანუ სრულიად უპერსპექტივო პასუხი ამ გამოწვევაზე) არამედ ისევ და ისევ Engagement, თანამშრომლობა, საერთო სისტემაში შემოყვანა და სწორედაც ჩინეთის რეპერსიული, არადემოკრატიული რეჟიმის ამ გზით `გაკეთილშობილებაა`

 

რაც შეეხება პეკინის Global Development Initiative -ს, რეალურად ეს არის არა Belt and road Initiative ისტორიული, საუკუნეებზე გათვლილი სტრატეგიის `გალაითება`, არამედ პირიქით, მისი გაძლიერება და BRI-ს გამდიდრება, - მისი შევსება ახალი კომპონენტებით და BRI-ით გათვალისწინებული დიდი საკომუნიკაციო სისტემის უზრუნველყოფა შესაბამისი ფინანსური ისნტრუმენტებით;

 ანუ ამ გრანდიოზული  საკომუნიკაციო-სატრანსპორტო-ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის პარალელურად,  მისი წარმატებული ფუნქციონირებისათვის, BRI  კომუნიკაციათა გარშემო მდებარე ქვეყნებში აუცილებელი სოციალური ინფრასტრუქტურის გაძლიერება დიდი ფინანსური ინვესტიციებით მათ შორის ფინანსური დახმარებით.

ეს ასეც უნდა იყოს ელემენტარული ლოგიკიდან გამომდინარე, რადგან წარმოუდგენელია ჩინეთის ელიტებს, რომლებიც ამგვარ სტრატეგიებს საუკუნეებზე თვლიან, ახლა მისი `გალაითება` გადაეწყვიტათ ნაცვლად გაძლიერებისა, იმის გათვალისწინებით, რომ თუ ვინმე გამოვიდა წარმატებული (სხვებთან შედარებით) კოვიდ-პანდემიიდან და თუ ვინმემ მოიპოვა დამატებითი ოფციები, დამატებითი შესაძლებლობები, ანუ   `შესაძლებლობათა ისტორიული ფანჯარა` - ეს ჩინეთია!

ამრიგად, ჩემი ღრმა რწმენით, The Economist-ის პუბლიკაცია ან წინასწარგანზრახულად (რაც უფრო სავარაუდოა) ან უნებლიედ მცდარ (რაც წარმოუდგენელია) ინტერპრეტაციას ეფუძნება და რეალობასთან არაფერი აქვს საერთო: სინამდვილეში GDI – BRI-ის დამატებაა, მისი გაძლიერებაა, მისი გაფართოვებაა და არა `გალაითება`, როგორც Editorial-ის ავტორები ცდილობენ წარმოადგინონ და საკუთარ თავს ეწინააღდმგებიან, როცა სათაურშივე წერენ: ......Initiative is not as innocent as it sounds, ანუ არც ისე უწყინარია, როგორც ჟღერსო....და თუ გალაითებული ვერსიაა, როგორ შეიძლება დედანზე (ანუ BRI-ზე) სახიფათო იყოს?

მე ვერ ვიპოვე The Economist-ში, გასული 11 წლის მანძილზე ამავე კონოტაციებით დაწერილი არათუ Editorial არამედ ჩვეულებრივი სტატია ამგვარი ნეგატიური და ალარმისტული (გამაფრთხილებელ-შიშნეული) კონოტაციებით BRI თაობაზე.

შესაძლოა მე ვერ ვიპოვე და არის, ანუ იყო რეალურად.

 

GDI წმინდა `ფიარული` თვალსაზრისითაც არის ჩინეთის ხელმძღავნელობის პოლიტიკურად და გეოპოლიტიკურად მახვილგონივრული,  ეშმაკური,  ჭკვიანური და ტექნოლოგიური სვლა, რადგან იგი ძალიან მოსწონს იმ ქვეყნების მოსახლეობას, იმ ქვეყნების  ელიტებს, რომლებიც გზა/სარტყელის საკომუნიკაციო ქსელის გარშემო მდებარეობენ და მისი ფუნქციონირება უნდა უზრუნველჰყონ.

GDI -ით იგულისხმება ასეულობით მილიარდი დოლარის გამოყოფა უახლოესი 20 წლის განმავლობაში, - ამ ქვეყნებში სოციალური პრობლემების გადაწყვეტის, ჯანდაცვის, განათლების დასახმარებლად.

ამას ისედაც ითვალისწინებდა `გზა/სარტყელი`, თუმცა ახლა სი ზინპინმა გადაწყვიტა, კოვიდ-პანდემიით დაშინებულ და გაღარიბებულ` მესამე მსოფლიოში`, ესე იგი ევრაზიის, წყნარი ოკეანის და აფრიკის ღარიბ სახელმწიფოებში ჩინურ იუნიციატივებს, ჩინეთის სტრატეგიულ პროგრამებს ისე ხამმაღლა  `დაექუხათ`, როგორც ვერ მოხერხდა ან არ მოხერხდა BRI შემთხვევაში.

ვიმეორებ: აბსოლუტურად ყველა ინდიკაციით, ჩინეთი აპირებს არა `გზა/სარტყელის` ჩანაცვლებას მისი `ლაით` ვერსიით, არამედ პირიქით, გაძლიერებას და ერთიანი მრავალფუნქციური, მრავალწახნაგოვანი სისტემის შექმნას.

უხეში მაგალითით, როგორც ცუკერბერგმა გააერთიანა ყველა მისი სისტემა ერთიან დიდ Meta-ში -  Facebook-ის გარშემო, რაც გულისხმობს არა FB დასუსტებას, არამედ პირიქით, მის გაძლიერებას ერთიან მრავალფუნქციურ სისტემაში ინტეგრაციით.

 

ჩინეთის ოქრო/სავალუტო რეზერვი ამჟამად 2 ტრილიონი დოლარია!

პეკინი ვერ ხარჯავს ამ კოლოსალურ თანხებს ქვეყნის შიგნით, რათა არ გამოიწვიოს ე.წ. `ეკონომიკის გადახურება` და არ გააძლიეროს იენი. ჩინეთი ხომ ისედაც ძლივს აკავებდა ბოლო 15 წელია თავის ეროვნულ ვალუტას, რაკი არ აწყობს მისი გაძლიერება და ამისთვის მას აშშ მუდამ აკრიტიკებდა.

ერთადერთი მიმართულება, სადაც ჩინეთი ქვეყნის შიგნით არ ერიდება ამ `ციკლოპური` რეზერვების გამოყენებას და დიდ ინვესტიციებს არის სარკინიგზო ქსელის განვითარება: ზეჩქაროსნული რკინიგზის როგორც შემადგენლობით, ლოკომოტივებით და რონოდებით, ასევე უშუალოდ ხაზებით, მათი სიგრძით და ხარისხით, გამტარუნარიანობით, ტანამდევი ინფრასტრუქტურით, ჩინეთმა დიდი ხანია გადაასწრო ისეთ პიონერებს ზეჩქაროსნული რკინიგზის განვითარებისა, როგორიცაა იაპონია, გერმანია, საფრანგეთი და იტალია.

სამწუხაროდ, ამერიკა ამ მხრივ ლამის `ქვის ხანაში` იმყოფება. უცნაურია მაგრამ ფაქტია: ვაშინგტონიდან რომ ნიუ იორკში იმგზავროთ მატარებლით, თავი თბილისი-ზუგდიდის ღამის მატარებელში გეგონებათ.

 

ამრიგად, BR ინიციატივისათვის ახალი სიცოცხლის შესაძენად და მისი აქსელერაციისათვის, ჩინეთს გადაწყვეტილი აქვს GDI ფარგლებში გამოჰყოს უდიდესი სახსრები მისი რეზერვებიდან.

პირველი მაგალითია 400 მილიარდიანი პაკეტი ირანთან. ცენტრალური აზიისა და ოკეანიის თუ აფრიკის სახელმწიფოებისათვის დაახლოებითა ასეთი ან მეტი სახსრების გამოყოფაა გათვალისწინებული  სტარანსპორტო ინფრასტრუქტურის პარალელურად სოციალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად, რასაც უკვე არა დასავლეთის, არამედ  ჩინეთის სახელი `ერქმევა`.

ხომ არსებობს ამერიკული USAID? ანუ გლობალური დახმარების ამერიკული პროგრამა? პეკინმა ამ მისი ახლად დეკლარირებული GDI პროგრამით გადაწყვიტა შექმნას პირობითად ChinaID ოღონდ მისი ინტეგრირებით BRI სტრატეგიაში.

მერედა, დავსვათ კითხვა: განა USAID არ არის ინტეგრირებული ამერიკის გლობალურ ყოვლისმომცველ სტრატეგიაში?

 

ეს შეფასება რომ აბსოლუტურად ზუსტია და არანაირ `გალაითებაზე` სინამდვილეში ლაპარაკი არ არის, იქედანაც ჩანს, რომ GDI პარალელურად, იმავე BR სტრატეგიის ფარგლებში ჩინეთია ახორციელებს Global Security Initiative (GSI) ანუ გლობალურ უსაფრთხოების ინიციატივას, რომელიც (წინა სტატიებში აღვნიშნავდით) შინაარსობრივად გულისხმობს ჩინეთის სამხედრო ძალის გლობალურ პროეცირებას BRI უსაფრთხოების უზარუნველსაყოფად! პირველ რიგში - ადგილობრივ სახელმწიფოებთან ინტერესების  თანხვედრის და სინერგიის საფუძველზე.

GSI ის მთავარი სლოგანია    Indivisible security. ანუ `უსაფრხოების განუყოფლობა`მთელს ევრაზიაში, სადაც BRI გრანდიოზული კონცეპტი ხორციელდება.

ჰოდა როგორ წარმოუდგენიათ The Economist დემაგოგ ავტორებს: GSI-ც `გზა/სარტყელის`......ე.წ.  `გალაითებაა?!`

ეს ხომ სრული აბსურდია არა?

 

იმავე `მეგა-პაკეტის` ნაწილია ასევე Centre for International Knowledge on Develomnet (CIKD) რომლის საყრდენები ჩინეთმა ბევრ ქვეყანაში უკვე დაარსა და..... ნამდვილად არა BR `გასალაითებლად`.

რეალურად ეს ყოველივე ერთად (BRI, GDI, GSI, CIKD) გახლავთ ჩინური Multilateralism ანუ მრავალმხრივობის გამოვლინება. 

 

ზემოთთქმული  სულაც არ ნიშნავს, რომ  GDI მსგავს პროექტებს პეკინი ადრე არ ახორციელებდა ყველაგან, სადაც შედიოდა. თუმცა არა ამ მასშტაბით და რაც მtავარია არა ასეთი მასშტაბური PR უზრუნველყოფით.

2013-2018 წლიდან (ანუ ზუსტად იმ პერიოდში, როცა პეკინი ახორციელებდა BRI პრომოუშენს, პეკინმა 4 მილიარდი დოლარი გამოუყო `საცდელად` განვითარებად ქვეყნებს. ამ მხრივ განსაკუთრებით პრეცედენტული იყო სოლომონის კუნძულებთან გაფორმებული   Aid and security pact  - საცდელი ქვა იყო რეალურად.

ამ მოდელით იქნება სხვა ქვეყნებთანაც.

კოვიდ-პანდემიის დროს, ჩინეთმა, რომელმაც ეს პანდემია ბრწყინვალედ მართა, არათუ შეამცირა, არამედ გაზარდა დონაციები სხვადასხვა ღარიბი ქვეყნების ცხოველმყოფელობის შესანარჩუნებლად.

პროპორციულად იმაზე მეტადაც კი, ვიდრე ამერიკა და დასაველთი.

იმიტომ, რომ დასავლური დემოკრატიული სისტემა გულისხმობს საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებას დიდძალი თანხების გამოყოფისას სხვა ქვეყნებისთვის მაშინ, როცა ეს რესურსები დასავლთეს თვითონ სჭირდება, ხოლო ჩინეთი ავტორიტარული, ავტოკრატიული, ტოტალიტარული მმართველობითი სისტემის სახელმწიფოა და ელიტები იქ გადაწყვეტილებას თითქმის (!) საზოგადოებრივი აზრის გაუთვალისწინებლად იღებენ.

 

დასკვნა: GDI ინტერპრეტაცია, როგორც BRI ალტრნატივის, მით უმეტეს მისი `გალაითების` მცდელობისა, შეცდომაა.