საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ოქტომბერი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ოქტომბერი. 2024 წელი

რუსეთის სასამართლოებმა Google დააჯარიმეს 13 დეცილიონი რუბლით იმის გამო, რომ ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა YouTube-დან ჩახსნა რუსული ტელეარხები.

ასევე რუსი პროპაგანდისტების, მაგალითად მარგარიტა სიმონიანის არხი და ..

დეცილიონი არის ციფრი 36 ნულით: 1 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000 000

დოლარში გადაყვანასაც კი არა აქვს აზრი - ამდენი დოლარი არასდროს დაბეჭდილა და მთელი ამერიკის ბიუჯეტიც კი სასაცილოა ამ ციფრებთან.

ზოგს ასევე სასაცილო ჰგონია ავად ეს ჯარიმაც, მაგრამმთლადსასაცილო სინამდვილეში არ არის:

მომჩივნებმა (მარგარიტა სიმონიანი, რუსული ტელეარხები და .) სარჩელი შეიტანეს თურქეთის, სამხრეთ აფრიკის, ბრაზილიის, უნგრეთის (!) სასამართლოებში - ითხოვენ რუსული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულებას Google-ის წინააღმდეგ

და თქვენ წარმოიდგინეთ, სამხრეთ აფრიკის სასამართლომ ეს სარჩელი სერიოზულად აღიქვა - იმ ქვეყანაში Google- ქონება დააყადაღა.

წარმოუდგენელია, თუმცა ფაქტია და.....

კიდევ ერთი ილუსტრაციაა, რა ქვეწარმავლური ეშმაკობით იყენებს პუტინი იმ ცივილიზაციის ლეგალურ ინსტრუმენტებს, რომლებსაც ებრძვის.

არადა.....მდგომარეობის პარადოქსულობა ისაა, რომ Google-ღილაკზე ერთი თითის დაჭერით“  შეუძლია რუსეთი საერთოდ ჩახსნას თავისი პროგრამული უზრუნველყოფიდან: აღარ იმუშაოს არც ერთმა სმარტფონმა რუსეთში და რუსები გადავიდნენფანრიან ნოიკიაზე“.

ინტერნეტიდან ჩახსნას/გათიშოს რუსეთიო“, რასაც ამერიკისგან ითხოვდნენ, არ გამოვა, რადგან ინტერნეტი ცენტრალიზებული სისტემა არ არის და მას ამერიკა არ აკონტროლებს. მაგრამ Google დიახაცამერიკულია“, მას ნამდვილად აქვსგამთიში ღილაკიდა ეს ღილაკი სწორედაც ამერიკაშია.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში ლიკვიდირებულია უკრაინული დივერსიული ჯგუფი, რომელიც, სფოუქსპერსონ მარია ზახაროვას მტკიცებით, შედგებოდაამერიკის, კანადის და პოლონეთის მოქალაქეებისაგან“.

ნამდვილად არ არის გამორიცხული ამ ქვეყნის მოქალაქეები ყოფილიყვნენ.

ისევე, როგორც არ არის გამორიცხული ისინი ეთნიკური უკრაინელები იყვნენ.

როგორც ცნობილია, მილიონობით ეთნიკური უკრაინელი, რომელიც სტალინის გენოციდს გაექცა თავის დროზე, ცხოვრობს ამერიკასა და კანადაში.

ზახაროვას თმით, ერთ ერთ უკრაინელ დივერსანტს (ამ დივერსიული რაზმის დიდი ნაწილი სულაც არაა ლიკვიდირებული და უკრაინაში დაბრუნდა) აღმოაჩნდა ამერიკული არმიის სპეცდანიშნულების რაზმის ტატუ.

არც ამაშია რაიმე გასაკვირი, რადგან ამერიკული არმია საკონტრაქტო არმიაა და მასში 5 ან 10 წლით ასევე უამრავი უკრაინელი მსახურობს.

არ გაგვიკვირდეს ახლო მომავალში თუ ქართველებიც იმსახურებენ კონტრაქტით.

უკრაინის არმიამ რომ ბრიანსკში დაიწყო სპეცოპერაციების განხორციელება, ესაა მთავარი აქ!

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

ვუბრუნდებით ამ თემას: ბოლო დროს უკრაინის პრეზიდენტი მიზანმიმართულად აკეთებს განცხადებებს, რომლებსაც სიცხადე და გარკვეულობა შეაქვს ყველაზე დელიკატურ პოლიტიკურ დისკურსულ თემებში უკრაინასა და დასავლეთს შორის.

მაგალითად, „უკრაინა-ჩრდილოეთ ევროპისსამიტზე (თავისთავად საინტერესო პლატფორმაა ძალიან) ზელენსკიმ ღიად თქვა, რომ NATO- ზოგიერთი ლიდერი ქვეყანა, მათ შორის აშშ და გფრწინააღმდეგნი არიან უკრაინის ალიანსში მიწვევისა მიუხედავად იმისა, რომმიწვევა არ არის სრულუფლებიანი წევრობაო“.

ჩვენ სულაც არ გვაქვს პრეტენზია, რომ NATO- სრულუფლებიანი წევრები გავხდეთ, სანამ....გრძელდება ომი - აღნიშნა ზელენსკიმ და ამით აშკარად უპასუხა გფრ- კანცლერ შოლცის განცხადებას, რომ შეუძლებელია ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსში იმ ქვეყნის მიღება, რომელიც ომს აწარმოებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ  „მიწვევა“, როგორც ოფიციალური ინსტიტუტი (გაწერილია NATO- საწესდებო დოკუმენტებში) დაახლოებით ისეთივეფილტრისროლს ასრულებს, რასაც ადრე ასრულებდა MAP (Membership Acting plane) ანუგარდამავალ პერიოდშიკრიტერიუმებთან შესაბამისობის უზრუნველყოფის და/ან საბოლოო შემოწმებისა“;

 მაგრამ რაკი MAP აღარ არის აქტუალური რუსეთის აგრესიის შემდეგ, ახლა იგივეფილტრადესსკეპტიკოსი სახელმწიფოებიიყენებენოფიციალური მოწვევისინსტიტუტს.

ზელენსკი არ მოითხოვს სრულუფლებიან წევრობას. მას სურს პოლიტიკური სიცხადე, პოლიტიკური დემარში, რათა განაგრძოს ომი გამარჯვებამდე და მიიღოს საჭირო დასავლური იარაღი თუნდაც ოფიციალური წევრობის გარეშე.

ფორმალურად, „ოფიციალური მიწვევა“ (Invitation) იმით განსხვავდება „MAP“ - ისგან, რომ თუსაგზაო რუკაგულისხმობს საბოლოო ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას მათ შორის საკანონმდებლო და თავდაცვის, ასევე უშუალოდ არმიის სფეროში, „მიწვევაგულისხმობს  დოკუმენტების გაფორმებას, ხელშეკრულებების დადებას და ა.შ.

ეს არ არის მხოლოდ ის დოკუმენტი, რასაც NATO- სამიტზე აფორმებენ ხოლმე.

 აქ არის კიდევ ერთი მომენტი, რასაც ნაკლებად აქცევენ ყურადღებას: დასავლეთის სამხედრო ინდუსტრიებს მაინც აქვთ გარკვეულიავტონომიასახელმწიფო ბიუროკრატიასთან მიმართებაში და ასე არაა: რასაც უბრძანებენ მუდამ ის გააკეთონ ან ის პრიორიტეტები აირჩიონ, რასაც ოფიციალური ხელისუფლება უბრძანებს. ამიტომ, როდესაც ირჩევენ ვის მიაწოდონ იარაღი პირველ რიგში (დასავლურ იარაღზე უდიდესი მოთხოვნაა მთელს მსოფლიოში რასაკვირველია) მათ სჭირდებათ ამგვარი სიცხადე, რომ დასავლეთი უკრაინას არ მიატოვებს არც ერთ შემთხვევაში და მხარდაჭერას ნებისმიერ ემთხვევაში განაგრძობს. იმიტომ, რომ.....„უკვე მიწვეულია ჩრდილო ატლანტიკურ კავშირში“.

ოფიციალური მიწვევაამ აზრით არის დემონსტრირებადი და მანიფესტირებადი  „One way ticket“ იმაზე მეტადაც კი, ვიდრე აღიქმებოდა MAP.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ჩეჩნეთის მუფტიმ ანუ ამ ავტონომიის (რეალურად რუსეთის მიერ დაპყრობილი ტერიტორიის) მაჰმადიანურმა სულიერმა ლიდერმა ვინმე სალაჰ მეჟიევმა აღშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ რუსეთის ვლადიმერის ოლქში (!!!) ადგილობრივმა, მათ შორის მუნიციპალურმა ხელისუფლებამ აკრძალა სკოლებში გოგონებისთვის ჰიჯაბის (სპეციალურად სტილიზებული თავსარქმლის, თავსაბურავის) ტარება.

მეჟიევის თქმით გაოგნებას იწვევს, რომ მაინდამაინც ისლამური სამოსი აკრძალეს და არა ქრისტიანული სამოსიო“.

დაქრისტიანული სამოსი“ რა არის?

თუ ჯვრის დაკიდებას გულისხმობდა, როცაქრისტიანულსამოსზე ლაპარაკობდა?

ეგრე მუსლიმი გოგონებიც იკეთებენ სამკაულებს ნახევარმთვარის ფორმით.

თუმცა მთავარი სხვაა: სად ჩეჩნეთი და სად ვლადიმერის ოლქი?

 ანუ ჩეჩნეთის ელიტებს გაუჩნდათ ინტენცია (შინაგანი განზრახვა) და საშუალებაც (!) მთელს რუსეთში განავრცონ საკუთარი ღირებულებები და მოითხოვონ როგორც ნეიტრალური, ასევე სხვა რეგიონული ხელისუფლებისგან მათი მიმდევრობა.

ჰიჯაბის თემაზე ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც ზუსტად ასევე კამათობენ. მაგალითად საფრანგეთში. ოღონდ......ორი ფუნდამენტური სხვაობაა:

) საფრანგეთში მუსლიმი მოსახლეობა არ არის მკვიდრი და ცხოვრობს დისპერსიულად, არა კომპაქტურად. მით უმეტეს არ გააჩნია თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის, რეცესიისთვის ბრძოლის გამოცდილება

) რუსეთი საუკუნეთა მანძილზე ვითარდებოდა არა როგორც Nation (საფრანგეთივით), არამედ როგორც Empire.

შესაბამისად, ჩეჩნურ ელიტათა პრეტენზიები სულ სხვა დისკურსს ქმნიან, ვიდრე მაგალითად პარიზის მუსლიმთა თემის ხელმძღვანელობა რომ გამოვა და იტყვის: სახელმწიფო სკოლებში მუსლიმი გოგონებისთვის ჰიჯაბის ტარების აკრძალვას არ ვეთანხმებითო.

აქვე შევნიშნოთ, რომ ჰიჯაბის ტარება მაგალითად თურქეთის პარლამენტშიც აკრძალულია: ჯერ კიდევ თანამედროვე თურქული სახელმწიფოს დამფუძნებლის, ქემალ ათათურქის ეპოქაში აიკრძალა და მას შემდეგ ერდოღანმაც კი ვერ მოახერხა ამ შეზღუდვის ბოლომდე მოხსნა მიუხედავად იმისა, რომ მისი ხელისუფლებაისლამურ-დემოკრატიულპროექტს ახორციელებს ანუპოლიტიკური ისლამისა“ და აია სოფიას ტაძარიოც კი გადააკეთა მეჩეთად.

 რუსეთისთვის კი ეს დისკურსი განსაკუთრებით სახიფათო იმიტომაა, რომ ქმნის არგუმენტსმუსლიმთა ჩაგვრისშესახებ იმპერიულ-შოვინისტური და არა სამოქალაქო თანასწორობის (როგორც საფრანგეთში) მოტივებით.

 

. . . . . . . . . . . . . . . . . .

ისრაელის კნესეტმა (პარლამენტმა) მიღო გადაწყვეტილება, აკრძალოს ისრაელში, მათ შორის ღაზაში და სხვა კონტროლირებად ტერიტორიაზე მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალიზებულ სააგენტოთა მუშაობა.

ამ გადაწყვეტილებამ ისეთი რეაქცია გამოიწვია გაეროში, რომ გაეროსქუდქვეშმოქმედი მჯო- შესაძლოა სულაც დატოვოს ისრაელი.

აქ ნიშანდობლივია, რომ ისრაელის პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რაკი მხოლოდ ისრაელის მთავრობის გადაწყვეტილებას ან პრემიერ-მინისტრის ბრძანებულებას და . - ნაკლები ლეგიტიმაცია ექნებოდა.