საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივლისი 2022 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 29 ივლისი 2022 წელი

აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში გაემგზავრა.

გაემრგზავრა მეორე დღესვე მას შემდეგ, რაც აფხაზეთის პარლამენტი არდადეგებზე წავიდა ისე, არც კი განიხილა ბიჭვინთის აგარაკის რუსეთისთვის (პუტინის პირადი დაცვის სამსახურისთვის) გადაცემის საკითხი.

მოსკოვი ამას კატეგორიულად მოითხოვდა. იმუქრებოდა კიდეც: თუ არ გადმოგვცემთ, ზომებს მივიღებთო.

ბჟანია მოსკოვში წავიდა რათა კრემლს  დაუჩოქოს და ეხვეწოს, ნუ დაგვსჯითო.

რით შეუძლია დასაჯოს მოსკოვმა აფხაზეთი? ბევრი რამით. მაგალითად საზღვრის ჩაკეტვით და დაფინასების შეწყვეტით!

უახლოეს დღეებში გამოჩნდება, გადაწყვეტს თუ არა რუსეთი აფხაზეთის ფაქტობრივ ბლოკირებას.

არადა უკრაინის ომის დროს `ფიარულად` არ აწყობს ამის გაკეთება.

გუშინ ასლან ბჟანია შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, დიმიტრი მედვედევს.

ესეც ნიშანდობლივია, რადგან 2008 წელს სწორედ მედვედევმა სცნო აფხაზეთის დამოუკიდებლობა.

სეპარატისტები, როგორც ყოველთვის, დიდოსტატურად სპეკულირებენ ამ ფაქტით, რაკი მედვედევს მისი ისტორიული `დანატოვარის` (აფხაზეთის `დამოუკიდებლობის` ცნობის) შელახვად მიაჩნია ახლა რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობათა მკვეთრი გამწვავება.

. . . . . . . . . . . . . .

ბალტიის ქვეყნები რჩებიან ანტიპუტინური მოძრაობის ავანგარდში;

 ესტონეთი, ლიტვა და ლატვია, ფინეთთან ერთად, ევროკავშირისაგან მოითხოვენ ახალი უმძიმესი სანქციის დადებას რუსეთზე: საერთოდ აიკრძალოს რუსეთის მოქალაქეებზე (არა მხოლოდ ოლიგარქებზე) ევროპული ვიზების გაცემა.

საქართველოს მოქალაქეებისაგან განსხვავებით, რუსებს ევროპაში სამოგზაუროდ ვიზა სჭირდებათ.

გარდა ამისა, ოთხივე ქვეყანა გამოდის ინიციატივით, რუსებს მოქმედი ვიზებიც კი გაუუქმონ, რომლებიც 2 წლითაა გაცემული ანუ გაცემულია ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც რუსეთი არ იყო შეჭრილი უკრაინაში.

გერმანია და `ძველი ევროპა` რა თქმა უნდა წინააღმდეგია - ასე ნუ გავაღიზიანებთ დათვსო.

და თუ არ გააღიზიანებენ, ნეტავ ამაზე უარესი რა უნდა გააკეთოს?

ამჟამად, რუსები უბრალოდ წვალდებიან ევროპაში მოგზაურობისას (რაც ძალიან უყვართ) რადგან ევროკავშირმა ფრენები აკრძალა და რუსული ავიაკომპანიები დაანსაქცირა, ხოლო დასავლურ ავიაკომპანიებს კი რუსეთში მუშაობა დაუბლოკა სხვადასხვა შეზღუდვით.

ოღონდ  რუსები სტამბულის გავლით და სომხეთის გავლით მაინც დაფრინავენ.

ბრიუსელში არ გამორიცხავენ, რომ თუ პუტინი მინიმუმ ომს არ შეწყვეტს და წინსვლას განაგრძობს, ვიზების გაცემაც აკრძალონ და `ცხოვრების უფლებაც` (Residence permit) გაუუქმონ რუსებს ევროკავშირში. მაშინაც კი, თუ ეს უფლება მათ ინვესტიციის ფასად მოიპოვეს, ესე იგი ბინა იყიდეს. უფრო რადიკალური მოთხოვნაა იმ ბინების ჩამორთმევა.

ჩერნოგორიამ უკვე დაუყადაღათ ბინები.

კომპრომისის სახით განიხილება, რომ რუსებმა, როცა ევროკავშირში შედიან, ხელი მოაწერონ განცხადებას პუტინის, ასევე მისი აგრესიისა და მთლიანად რეჟიმის დაგმობით და უკრაინის მხარდაჭერით.

თავისთავად უპრეცედენტო, უნიკალური ისტორიული ფაქტია, რომ ამგვარი განცხადების და მათზე ხელმოწერის ალბათობა ევროკავშირის დონეზე სერიოზულად განიხილება.

უამრავი რუსი შეშინდება და ასეთ ქაღალდს ხელს არ მაოწერს - ვაითუ რუსეთში დაბრუნების შემდეგ დაგვსაჯონო.

თანაც `პუტინის დოკუმენტურად დაგმობის` ინიციატორები მახვილგონივრულად აცხადებენ, რომ ეს დოკუმენტი დაფარული და საიდუმლო კი არ იქნება, არამედ გამოქვეყნდება და ყველას (მათ შორის რუსეთში) ეცოდინება, ვინ მოაწერა ხელი პუტინის დაგმობას.

. . . . . . . . . . . . . .

პუტინი და მისი სპეცსამსახურები რა დონის პროვოკაციებს ახორციელებენ მთელს მსოფლიოში, ნათელი გახდა სტამბულში ჩემპიონთა ლიგის საფეხბურთო მატჩისას ადგილობრივ `ფენერბახჩესა` და კიევის `დინამოს`  შორის, როდესაც თურქთა კარში გატანილ გოლს ვითომ თურქი გულშემატკივრების  ნაწილი შეხვდა სკანდირებით `პუტინ`, `პუტინ`.

კიევის დინამომ `ფენერბახჩეს` მაინც მოუგო ეს საკვალიფიკაციო მატჩი (2-1) და გამოაგდო ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირიოდან.

. . . . . . . . . . . . . .

ევროპის ბუნებრივი აირით მომარაგების თემასთან ერთად, უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ჩინეთი და აშშ კონგრესის ქევდა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის მომავალი ვიზიტი ჩინეთში, რაც ვერაფრის დიდებით ვერ გადაათქმევინეს ვერც მისმა თანაპარტიელებმა, ვერც ჯო ბაიდენმა, ვერც ამერიკულმა გენერალიტეტმა.

რაკი ეს ტექტსი საჯარო არ არის ვიტყვი, რომ ეს ქალი ან ფანატიკოსია, ან..... მართლა მენტალური პრობლემები აქვს....აბა რა დროს ჩინეთთან ომია ახლა, - როცა ევროპული ცივილიზიციის ბედი წყდება პუტინის აგრესიის გამო?!!!

 

გუშინ ჯო ბაიდენმა და ჩინეთის ლიდერმა, სი ძინპინმა დიდხანს ილაპარაკეს სატელეფონო კონფერენციის რეჟიმში.

`ცეცხლს ნუ ეთამაშებით!` - უთქვამს ამ საუბრის დროს სი ძინპინს ამერიკის პრეზიდენტისთვის.

სი - პუტინი არ არის. თანაც  სიმკვეთრე  ზოგადად არაა ჩინურ კულტუარში, რომ ამგვარი რამ წამოიძახოს:  `ცეცხლს ნუ ეთამაშებითო`. არ არის ეს ჩინური პოლიტიკის სტილი.

რამდენადაც სი არ არის საბოლოოდ გამოთაყვანებული და გაგიჟებული პუტინი, იმდენადვე ჩინეთი არ არის იმპერიული რუსეთი. მას თავისი ისტორიული სტილი აქვს.

 

ანუ რაღაც ნამდვილად სახიფათო გადაწყვეტილებები მწიფდება ჩინურ ელიტებში თუ ის ქალბატონი გადაწყვეტილებას არ შეცვლის და მაინც გაფრინდება ტაივანზე.

ჩინეთის თავდაცვის სამინისტრომ ამასთან დაკავშირებით, ოფიციალური `სფოუქსპერსონის` პირით განაცხადა: თუ პელოსი მართლა შეეცდება ტაივანზე ჩამოფრინდეს, ჩვენ გულხელდაკრეფილი არ ვისხდებით`. ასე ითარგმნება ის იდიომატური გამოთქმა, რაც მან გამოიყენა.

შესაძლოა ეს ფუჭი გაფრთხილება აღმოჩნდეს, თუმცა შესაძლოა არც აღმოჩნდეს და მაშინ, უკანდასახევი გზა არც ერთ მხარეს აღარ ექნება, ხოლო მოვლენები `დომინოს პრინციპით` განვითარდება.

 

და პენტაგონმა ანუ ამერიკის არმიამ რა ქნას?

რაკი ფანატიკურად არ იშლის ეს ქალი (პელოსი), უნდა ჩავიდე ტაივანზეო, აშშ შეიარაღებულმა ძალებმა, შტაბების მეთაურთა გაერთიანებულმა შტაბმა, შეიმუშავა თავდაცვითი გეგმა, როგორ უნდა იმოქმედოს ტაივანის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, თუკი პელოსის თვითმფრინავი შეეცდება ტაივანზე დაჯდომას, ხოლო ჩინეთი შეეცდება ამას ხელი შეუშალოს.

 

ტაივანის მახლობლად განლაგებულია ამერიკის მინიმუმ ორი ავიამზიდი. ეს მხოლოდ `ავიამზიდები` როდია; არამედ თითოეული მთელი ფლოტია, რადგან `საავიამზიდო ჯგუფს` ყველგან თან დაჰყვება რამდენიმე წყალქვეშა ნავი (მათ შორის მინიმუმ ერთი ატომური წყალქვეშა ნავი) ასევე რამდენიმე სარაკეტო ხომალდი და ა.შ და ა.შ. მასზევე განლაგებულია ამერიკელ სამხედრო ფეხოსანთა 5-6 ათასიანი დაჯგუფება, სპეცდანიშნულების რაზმები და სხვა.

ანუ მთელი არმიაა.

 

ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ თუ (!) ჩინეთმა გადაწყვიტა, ხელი შეუშალოს აშშ ასეთი რანგის ოფიციალური წარმომადგენლის ვიზიტს ტაივანზე (პირველად ისტორიაში), მაშინ ღისპატივცემული ქალბატონი პელოსის თვითმფრინავი როგორც კი აფრინდება, უმალვე დაფრინდება ისევ ვაშინგტონთან მდებარე `ენდრიუსის` სამხედრო-საჰაერო ბაზაზე, რასაც იყენებენ ხოლმე ამერიკელი ოფიციალური პირები ვიზიტებისას.

იმიტომ, რომ ჩინეთს რასაკვირველია ექნება ზუსტი ინფორმაცია, აფრინდა თუ არა პელოსის თვითმფრინავი (სადაზვერვო რესურსები მათაც  აქვთ, მათ შორის კოსმოსში) და მაშინვე გამოაცხადებენ `არასაფრენ ზონას` ტაივანის თავზე.

ამას წინააღდმეგობას გაუწევს ტაივანის საჰაერო ფლოტი (ახლა უკვე გამოაცხადა გაძლიერებული მანევრები ტაივანის არმიამ), მაშინვე ჩაერთვებიან ამერიკული ძალები ანუ საომარი მოქმედებები უმალვე  გაჩაღდება და ვინ აცლის პელოსის 16 საათიან (!) ფრენას ვაშინგტონიდან - ტაივანამდე?

 

გუშინ ღამით, ავიამზიდი `რონალდ რეიგანი`, მთელს მის დაჯგუფებასთან ერთად,  იმდენად ახლოს მივიდა ტაივანის წყლებთან, რომ შეიძლება ითქვას, უკვე ტაივანის საზღვაო აკვატორიაშია დისლოცირებული.

ტაივანის თანხმობით რასაკვირველია.

კვლავ შეგახსენებთ: დე-იურე ამერიკა ტაივანს მიიჩნევს ჩინეთის ნაწილად; მაგრამ დე - ფაქტო მისი დამოუკიდებლობის გარანტია.

. . . . . . . . . . . . . .

პუტინი ცდილობს მაქსიმალურად დაამციროს ამერიკა იარაღით მოვაჭრე ვიქტორ ბუტის გაცვლამდე ორ მძევალ ამერიკელში.

ამერიკამ ოფიციალურად დაადასტურა პრეზიდენტის ანუ თეთრი სახლის დონეზე, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს ამგვარი გაცვლა ნამდვილად შესთავაზა. ოღონდ   ახლა პუტინის პრეს-მდივანი პესკოვი ამბობს: `გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია - ვფიქრობთო`.

აქ სუფთად რუსულ-იმპერიული გაიძვერობა ისაა, რომ სინამდვილეში ამგვარი გაცვლა მოსკოვმა შესთავაზა ვაშინგტონს, ოღონდ ეს გააკეთეს ფარული არხებით, მეათე ხარისხოვანი ფიგურების დონეზე, შესაძლოა ჟურნალისტების გამოყენებითაც (არსებობს ასეთი ტექნოლოგია) ანუ ვაშინგტონს მიახვედრეს: მაღალ დონეზე თვითონ შემოგვთავაზონ  და გავაკეთებთო.

ახლა როცა შესთავაზეს ამერიკელებმა გაცვლა პრეზიდენტის დონეზე, მაქსიმალურად აჭიანურებენ და ამცირებენ.

იციან, საარჩევნოდ ეს ბაიდენს და მის პარტიას რამდენად აზიანებს.

 

დათო