საერთაშორისო მიმოხილვა. 28 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 28 იანვარი. 2024 წელი

კრემლი ახერხებს პუტინის საპასუხო გეგმისგაჟონვას“ „მეგობარ მედიაში“.

რა თქმა უნდა, ამას აკეთებსტრამპის გეგმისსაპასუხოდ, რაზეც ბევრჯერ დაგვიწერია.

დასტურდება 100%-ით, რომ პუტინი ტრამპის გეგმას არც ერთ შემთხვევაში არ დაეთანხმება (თუმცა შეხვედრაზე და მოლაპარაკებებზე უარს არ იტყვის დროის გასაწელად ლავროვის გაიძვერული ტექნოლოგიით)

ხოლო პუტინის გეგმა არის 2022 წლისსტამბულისხელშეკრულებასთან დაბრუნება, რაკი პრეცედენტი არსებობს და ის ხელშეკრულება, მაშინ, ნამდვილად სერიოზულად განიხილებოდა.

იმ დროს კიევმა უარი თქვა ხელმოწერაზე ორი სისტემური მიზეზის გამო

) ხელშეკრულება, რომელიცვიზირებულიიყო უკრაინული და რუსული დელეგაციების მიერ, გულისხმობდა, ფაქტობრივად, უკრაინული სახელმწიფოს კაპიტულაციას

და

) ბუჩას საზარელი ტრაგედია, სადაც ეთნიკური წარმომავლობით ჩუვაშმა რუსმა ჯარისკაცებმა ათეულობით უკრაინელი ქალი გააუპატიურეს და მოკლეს.

 ამ ტრაგედიის ფონზესტამბულის შეთანხმებისხელმოწერა საერთოდ კატასტროფა იქნებოდა უკრაინული სახელმწიფოსთვის.

ფაქტობრივად უკრაინული სახელმწიფო და უკრაინა როგორც ქვეყანა და უკრაინელები როგორც ერი დასრულდებოდნენ ამით.

იმიტომ, რომ ერიდაქვეყანაპირველ რიგში თვითშეგნებაა.

საკუთარი თავის პატივისცემა.

ყველაფერს აქვსთმენადობის ზღვარი“.

ამჟამად კი პუტინი ისევ სთავაზობს უკრაინას (და ტრამპსაც!!) იმ შეთანხმების ყველაზე მნიშვნელოვან ორ პოსტულატს

) უკრაინული არმიის შემცირება 50 000 მეომრამდე (მიზერია რასაკვირველია) თანაც მათი განლაგება უკრაინის დასავლეთ რეგიონებში - არა დონბასთან ან ყირიმთან

და

) უკრაინის NATO-ში გაწევრების გამორიცხვა 50 წლით ეს „50 წელიპუტინს იმისთვის სჭირდება, რათა ამ ხნის განმავლობაში უკრაინა მთლიანად დაიპყროს, როგორც კი ხელსაყრელი მოცემულობა შეიქმნება.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

გუშინ გატყობინებდით, რომ ჩინეთში შეიქმნა AI ხელოვნური ინტელექტის პროგრამა, რომელიც ზოგიერთი მონაცემით უფრო სწრაფია და მოხერხებული ვიდრე ალტმანისა და მასკის ანალოგიები.

ორშაბათს დილიდან ნიუ იორკის  ბირჟაზე ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა ასეულობით მილიარდი დოლარი დაკარგეს აქციათა გაუფასურების გამო.

ზოგიერთი ცნობით ტრილიონი დოლარიც კი.

იმიტომ, რომ ჩინელებმა მართლა ძალიან მაგარი პროგრამა შექმნეს ეტყობა და ეს მკვლევრებმა უმალვე დაადგინეს.

ოღონდ აქ შეუძლებელია არ შევნიშნოთ, რომ ეშმაკობს პეკინი როცა ამბობსუი უი....ვიღაც ბიჭებმა გააკეთეს....მიზერი დაუჯდათ......სადღაც ავტოფარეხში შეიკრიბენ და.......“

ეს არის სიცრუე! თან აშკარა სიცრუე!

ამერიკაში იკრიბებოდნენბიჭებიავტოფარეხებში რათა გაეკეთებინათ IBM ან Macintosh-ის წინამორბედები, თორემ ჩინეთის მაგვარ სახელმწიფოში ასე არ ხდება!

რა თქმა უნდა ჩინეთის მთავრობა და მისი საინვესტიციო სააგენტო, შესაბამისი უწყებები თავიდან ბოლომდე იყვნენ ჩართულნი AI განვითარებაში და სწორედ მათ განაპირობეს ეს უდავო გამარჯვება (ცოტა გადაჭარბებულიც რომ იყოს, მაინც ნამდვილად გამარჯვებაა-) ისევე, როგორც მათ გადაწყვიტეს თავის დროზე 5G ტექნოლოგიის განვითარება ჩინეთში, მაგრამ ახლა პეკინს, რომელიც გლობალურ მარკეტინგულ ომშია ჩართული და ემზადება რთული საჭადრაკო პარტიისთვის ტრამპთან, ასეაწყობს“ წარმოაჩინოს დაშეფუთოს“, თითქოს ეს ჩინეთში ვიღაც ბიზნესმენთა და გენიალური ტექნოლოგების ინოვაცია იყო.

ეს უფრო მიზანშეწონილია გლობალური კონკურენციის თვალსაზრისით

მით უმეტეს, როდესაც 5G მობილური ტექნოლოგია ბევრმა ქვეყანამ აკრძალა და......მობილური ტექნოლოგია კიდევ შესაძლოა იმდენად არ ყოფილიყო ასაკრძალი (თუმცაღა იყო რასაკვირველია!!) ვიდრე AI ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგია.

აი ეს არის მართლა საშიში თუ არის - ჩინეთის სპეცსამსახურთა და ჩინეთის კომპარტიის ჩართულობის თვალსაზრისით.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

კარგი ამბავი: პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ განაცხადა, რომ .. „ჩრდილო ნაკადისგაზსადენები, რომელთაგან ერთი უკრაინელებმა ააფეთქეს, ხოლო მეორე ამერიკელებმა  დაასანქცირეს, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა აღდგეს.

აუცილებელია მათი დემონტაჟიო“, რათა აღარავის ევროპაში არასდროს აღარ მოუვიდეს თავში აზრად რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი.

პრეზიდენტ დუდას თქმით, რუსული გაზიპოლიტიკურიადა მუდამ იქნება გამოყენებული ანტაჟისთვის.

სამწუხაროდ, რუსული გაზის მთლიანად ელიმინაცია ევროპული ბაზრებიდან კვლავაც ვერ ხერხდება, რაკიგაზპრომსაქვს თურქული გაზსადენები შავი ზღვის ფსკერზე გამავალი და......უკრაინელები იმავეაკვალანგისტებითმათ აფეთქებას ვერ გაბედავენ, რაკი პოლონეთი და გერმანია ამასგაუტარებდნენ“ ხოლო აი თურქეთი და ერდოღანი კი....არგაატარებს“ და უკრაინას ნამდვილად არ აძლევს ხელს ანკარას ასე გადამტერება.

ერდოღანი მილიარდებს იღებს ამ რუსული ტრანზიტისთვის და რუსული ბუნებრივი აირი თავადაც სჭირდება მაგრამ.....მაგრამ.....თუ ევროკავშირმა ააშენა როგორც იქნა დიდი გაზსადენი კატარიდან სირიის (!) გავლით ევროპისკენ.....ამ გაზსადენმაც ხომ თურქეთზე უნდა გაიაროს და მაშინ ანკარა აღარ იქნება თავადაც ესოდენ დამოკიდებული რუსულ გაზზე!!!

2014 წელს პუტინმა სირიაში ჯარები იმიტომაც შეიყვანა და იქ რუსული სამხედრო ბაზები შექმნა, რათა კატარიდან ამდიდი გაზსადენის“ მშენებლობა არ დაეშვა.

სანამ სირიის დიქტატორი მისი ყურმოჭრილი ყმა აშარ ალ ასადი იყო.....კიდევ შეიძლებოდა, მაგრამ ასადი გაიქცა და....სირიის ახალი მთავრობა უფრო ანკარას ლოიალურია ვიდრე მოსკოვისა.

ახლა სირიის ახალი ხელისუფლება, ბატონი აჰმად აშ შარაა ელის ერდოღანის ბრძანებას, თუ რა როგორ გააკეთოს რუსეთის ჰმენინის და ტარტუსის სამხედრო ბაზებთან დაკავშირებით.

პირველი საავიაციო ბაზაა, მეორე საზღვაო.

არ არის გამორიცხული ერდოღანმა კიდევგამოივაჭროსპუტინისგან რაიმე ამ ბაზების დატოვების სანაცვლოდ მაგრამ......ვერც ერთ შემთხვევაში ეს რუსული ბაზები იქ ვეღარ შეუშლიან ხელს დიდი გაზსადენების და დიდი ნავთობსადენების მშენებლობას სირიის ტერიტორიის გავლით და აქვე შევნიშნოთ: ერდოღანის გადაწყვეტილება ორივე ბაზასთან დაკავშირებით იმაზე() იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარდება მოვლენები ლიბიაში, სადაც გრძელდება სამოქალაქო ომი და სადაც ასევე მოსკოვი და ანკარა სხვადასხვა მეომარ მხარეს არიან: ერდოღანი მხარს უჭერს ლიბიის ოფიციალურ მთავრობას, რომელიც აღიარა გაერომ, ხოლო რუსეთი, მის საპირისპიროდ, მხარს უჭერს მეამბოხე გენერლებს.

სირიის სანაპიროზე რუსული სამხედრო-საზღვაო და სამხედრო-საჰაერო ბაზები თუ შენარჩუნდება, მაშინ ეს მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება თურქეთის ინტერესთა საწინააღმდეგოდ ლიბიაში.

ამიტომ, ექსპერტთა აზრით, ახლა ერდოღანი ცდილობს სირიის სიტუაცია გამოიყენოს ისე, რომ პუტინი იმდენად დააბეჩავოს, ამ ბაზების დატოვებისთვის მოსკოვს  კიდევ რაღაც გამოჰგლიჯოს პოსტსაბჭოურ სივრცეზე, მაგრამ ის ბაზები სირიაში ფორმალურადღა დარჩნენ და ტარტუსიდან რუსული გემები..... ხმენინიდან კი რუსული თვითმფრინავები...... ცხვირის გამოყოფასვერ ბედავდნენ.

ბუნებრივად ისმის კითხვა: რაღად უნდა მაშინ პუტინს ეს ბაზები თუკი არაფერში გამოადგება On the ground?

ოოოოო....... აი ეს არის ყველაზე საინტერესო კითხვა:

საქმე ის გახლავთ, რომ ერდოღანმა ძალიან კარგად იცის: სირიის მთავრობის შეცვლა პუტინისთვის უდიდესიიმიჯურიდარტყმა და დამარცხებაა ქვეყნის შიგნით.

მისი კარისსამხედრო ჟურნალისტიხოდორენოკი წერდა: კივილი მინდა Выть хочется, რომ გამახსენდება რამდენი ფული და სისხლი ავდეთ ამ ბაზებში და ახლა ყველაფერს ვკარგავთო......პუტინის რეიტინგზე ეს სერიოზული დარტყმაა.

მით უმეტეს უკრაინის ფონზე.

ამიტომ პუტინს ურჩევნია თუნდაც საერთოდ ყველაფერი დაუთმოს ერდოღანს, მისი გოშია გახდეს, ყველა მოთხოვნა შეუსრულოს ყმასავით, ოღონდ კი ის ბაზები ფორმალურად (!-თუნდაც ფორმალურად) შეინარჩუნოს სირიაში და სათქმელი ჰქონდეს: არა, სირიაში მთლად არ დავმარცხებულვართ, რუსებო, ხომ ხედავთ ბაზები მაინც შევინარჩუნეთო.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . .

სკანდალურად ცნობილმა ამერიკელმა ჟურნალისტმა ტაკერ კარლსონმა განაცხადა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია პუტინის მოკვლას გეგმავდა.

კონკრეტიკაში აღარშესულა“.

ტაკერი ბაიდენის დროს გააგდეს Fox-იდან და ახლა, სხვათა შორის, ძალიან საინტერესო საკითხია, დააბრუნებენ თუ არა მას მერდოკები თავისი მედია-იმპერიის ამ მარგალიტში დონალდ ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ?

რუპერტ მერდოკის დამოკიდებულება ტრამპისადმი ერთმნიშვნელოვანი არ არის.

თუმცა თავის დროზე FOX-News-მა ბიზნესმენ (!) დონალდ ტრამპის გაფიარებაში დიდი წვლილი შეიტანა, ოღონდ ეს ათწლეულების წინ იყო.

ყოველ შემთვევაში 2016 წლის კადენციის დროსაც და ახლაც მერდოკების იმპერია ასე თუ ისე მეტად ლოიალური ანდა ტრამპისადმი, ვიდრე CNN მაგალითად.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

სამხრეთ კორეაში რუსეთის ელჩმა ზინოვიევმა დაადასტურა: მოსკოვი დაემუქრა სეულსსერიოზული შედეგებითთუკი სამხრეთ კორეა უკრაინას მიაწვდის იარაღს - ჩრდილო კორეელების კურსკში გამოჩენის და კიმების რეჟიმისთვის რუსული სამხედრო დახმარების პასუხად.

სეულმა, როგორც ჩანს გადაიფიქრა, ოღონდ ამის მიზეზი იმდენად მოსკოვის მუქარა არ იყო, რამდენადაც ის გარემოება, რომ ამერიკაში ახალი პრეზიდენტია და დონალდ ტრამპის სტრატეგია ან თუნდაც ტაქტიკა კიმის მიმართ ბოლომდე გარკვეული არ არის.

შეგახსენებთ, რომ დონალდ ტრამპი პირველი პრეზიდენტობის დროს შეხვდა კიდეც კიმ ჩენ ინს. მიუხედავად მძვინვარე კრიტიკისა ევროპულ და ამერიკულ ლიბერალურ პრესაში: როგორ შეიძლება თავისუფალი სამყაროს ლიდერმა ხელი ჩამოართვას საკონცენტრაციო ბანაკის დირექტორს?“

აქ უდავო მხოლოდ ის არის, რომ ჩრდილო კორეა ნამდვილად ერთი დიდი საკონცენტრაციო ბანაკია!