საერთაშორისო მიმოხილვა. 27 იანვარი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 27 იანვარი. 2024 წელი

ამერიკის პრეზიდენტო ჯო ბაიდენი ცუდ ფორმაშია.

 აშკარად.

და ამას უკვე ყველა ამჩნევს, ბევრი კი ღიადაც ამბობს.

ადრეც იყო ამის მარკერები და სიმპტომები, თუმცა ის, რაც გუშინწინ „სამხრეთ კაროლინას“ შტატში მოხდა, ყოველგვარ ზღვარს ცდება უკვე.

„დემოკრატიული პარტიის“ სადილზე ბაიდენმა დონალდ ტრამპს ჯერ „მოქმედი პრეზიდენტი“ უწოდა და დაიჩივლა, რომ ტრამპი ამერიკის ეკონომიკას ცამოქცევას უწინასწარმეტყველებს. როგორ შეიძლება „მოქმედი პრეზიდენტი“ ამას ამბობდესო.

ანუ კითხულობდა სუფლიორზე ან/და სუფლიერიოს გარეშეც და ნაცვლად Former president თქვა current president.

გარდა ამისა, იმავე გამოსვლაში ბაიდენმა ნაცვლად ტერმინისა Predecessor (წინამორბედი) ტრამპს უწოდა professor (პროფესორ) ხოლო შტატს, სადაც სიტყვით გამოდიოდა, უწოდა Sought Canada, ნაცვლად Sought Carolina 

უნდა ვაღიაროთ, რომ დონალდ ტრამპი, რომელიც ჯო ბაიდენზე ბევრად ახალგაზრდა არ არის, უკეთეს ფორმაშია, ვიდრე ბაიდენი.

ყველაზე ტრაგიკული კი იმის შეგნება და გაანალიზებაა, რომ ჯო ბაიდენს დემოკრატიულ პარტიაში ალტერნატივა არ ჰყავს! ანუ აბსოლუტურად ყველა გამოკითხვით, ნებისმიერი სხვა დემოკრატი კანდიდატი აუცილებლად „დიდი ანგარიშით“ წააგებს ტრამპთან საპრეზიდენტო არჩევნებს.

თავისთავად ეს ამერიკული დემოკრატიის ძააააალიან სერიოზული კრიზისის, თანაც სისტემური კრიზისის მაჩვენებელია. იმიტომ, რომ დემოკრატიულ პარტიაში მოღვაწეობს უამრავი ახალგარზდა, განსწავლული, პატრიოტი, ნიჭიერი კონგრესმენი, გუბერნატორი, სენატორი_ ახალგარზდები, ზალ-ღონით სავსენი, დამსახურებულნი, ჭკვიანები, განათლებულნი, ავტორიტეტულნი და.....ბაიდენს მაინც არა ჰყავს ალტერნატივა.

რისი შედეგია ეს? როგორც ჩანს იმის, რომ ამერიკული პარტოიულ-ელექტორალური დემოკრატიანსერიოზულ კრიზისში შევიდა. „დემოკრატიული პარტიაც“ და „რესპუბლიკური პარტიაც“ არიან სხვადასხვა სოციალურ ძალთა და ჯგუფთა კონგლომერატები, რომლებმაც მრავალი წლის განმავლობაში ჩამოუყალიბეს ამომრჩევლებს შესაბამისი მენტალობა, რომლის გამოსწორება უკვე ძალიან ძბნელია. მით უმეტეს სისტემის რეფორმის გარეშე. ამერიკული პარტიულ-ელექტორალური სისტემის რეფორმა კი იმდენად რთული ამოცანაა აშშ ფედერაციული შინაარსის გათვალსიწინებით, რომ ლამის ახალი კონსტიტუციის მიღებას მოითხოვს რაც უბრალოდ გამორიცხულია.

არ დავივიწყოთ, რომ ამერიკაში პრეზიდენტს პირდაპირ არ ირჩევენ - ირჩევენ ხმოსნებს, რომლებიც შემდეგ ირცევენ აშშ სახელმწიფოს მეთაურს.  ამიტომ არც თუ იშვაითად მომხდარა, რომ საპრეზიდენტო არცევნებისას ქვეყნის მასშტაბით ამომრჩეველთა „სუფთა რაოდენობით“ გაიმარჯვა ერთმა კანდიდატმა (ვთქვათ ჰილარი კლინტონმა 2016 წელს) და პრეზიდენტი გახდა მეორე კანდიდატი (ტრამპი იმავე 2016 წელს), რაკი მან გაიმარჯვა პატარა შტატების უმრავლესობაში და იქ მოიპოვა მეტი ხმოსნის მანდატი.

 

დონალდ ტრამპმა მორიგი ხმაურიანი განცხადება გააეკთა, რომელსაც რა თქმა უნდა წინასაარჩევნო ფორმა და შინაარსი აქვს, თუმცა აქვს, ამასტანავე „ბოირთვული ეფექტი“ ელექტორალური თვალსაზრისით

ტრამპმა თქვა, რომ როგორც კი პრეზიდენტი გახდება, გააუქმებს ჩინეთთან „უპირატესი ხელშეწყობის რეჟიმს“ (Most favored nation treatment) და შემოიღებს 60%-იან (!) საბაჟო გადასახადს ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქციაზე!

ფაქტიურად ეს მთელი ჩინური იმპორტის დაბლოკვას ნიშნავს.

ტრამპის და მისი გუნდის არგუმენტაცია ძალიან სერიოზულია ამ მხრივ: უკვე 30 წელია ჩიენთი სარგებლობს WTO წევრობით, სარგებლობს Most favored nation სტატუსით, რაც გულისხმობს, რომ ამერიკულ ბაზარზე იგიევ სტატუსი აქვს რაც მაგალიტად ბელგიას ან საფრანგეთს ან ახალ ზელანდიას, მაგრამ.......იმავდროულად ახორციელებს სახელმწიფო პროტექციონიზმის პოლიტიკას, ხელოვნურად აუფასურებს იუანს, ამით ხელოვნურად „აიაფებს“ საკუტარ პროდუქციას, ამასთანავე აქვს დაწესებული მჩაგვრელი რეჟიმი საკუთარ შრომით ბაზარზე, სადაც მუშები ათჯერ იაფად მუშაობენ ვიდრე მუშაობენ მათი ამერიკელი ან ევროპელი კოლეგები, შესაბამისად აქვს უდიოდესი „ფორა“ ამერიკულ ბაზრებზე კონკურენციის თვალსაზრისით და ა.შ და ა.შ.

აქ ერთადერთი ლეგიტიმური კითხვა დონალდ ტრამპის მიმართ მხოლოდ ის შეიუძლება იყოს, რომ იგი ჯერ კიდევ 2015-2016 წლის საარცევნო კამპანიის დროს იქადნებოდა: ჩიენთს ყველა პრივილეგიას გავუუქმებ და ვაიძულებ წესიერად ითამაშოს გლობალურ ვაჭრობაშიო, მაგრამ პრეზიდენტი გახდა და.....ვერ გააეკთა. ვერ გაბედა უბრალოდ. იმიტომ ვერ გაბედა, რომ ჩინეთისთვის Most favored nation სტატუსის გაუქმება და მის პროდუქციაზე 60%-იანის ააბჟო ტარიფების დაწესება არის ამ დიდი, უკვე გლობალური ზესახელმწიფოსთვის ომის გამოცხადება!

და უდიდესი ცვლილებები მთელს გლობალურ ვაჭრობასა და ეკონომიკაში, თუ გავითვალისწინებთ ჩინეთის „წონას“ გლობალურ ეკონომიკაში.

იოლი გამოსავალი ამ სიტუაციიდან არ იქნება. მაგრამ ტრამპის „მეორე ვადა“ იმიტაცაა მნიშვნელოვანი, არსებიოთი, რომ ამ მეორედ მოსვლის“ შემდეგ, დონლად ტრამპმა, მით უმეტეს მისი ცნობილი პრობლემების გათვალსიწინებით, შეასძლოა გაბედოს ისიც კი, რაც პირველი ვადსიას ვერ გაბედა.

ხუდი ისაა, რომ ტრამპს ამერიკის მტავარ მტრად მიაჩნია არა პუტინი, არამედ ჩიენთი.

არა გეოპოლიტიკური, არამედ უპირატესად გეოეკონომიკური მზიეზებით.

უფრო ზუსტად, ტრამპი აზროვნებს როგორც გლობალური გეოეკონომიკური ზესახელმწიფოს ლიდერი, რომელიც იმდენად გეოპოლიტიკურ, სამხედრო-პოლიტი8კურ საფრთხეებს კი არ აღიქვამს პრიორიტეტად (თუკი უშუალდო ამერიკას და მის უახლოეს მოკაშირეებს არე ეხება) არამედ გეოეკონომიკურ საფრთხეებს რაც სამომავლდო აუცილებალდ გადაიწუყდება გეოპოლიტიკურ პრობლემებშიც.

ფორმალურად ტრამპი მაღტალია. მაგრამ ამგვარ მიდგომას, რომელიც ამერიკელ რესპუბლიკელებში და კონსერვატიულ-იზოლაციონისტურ ამერიკულ ელიტებში სულ უფრო ტრენდულია, შესაძლოა