საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მაისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 26 მაისი. 2024 წელი

უდიდესი სენსაცია  გამოიწვია ცნობამ (ნაწილობრივ დადასტურებულმა ცნობამ) იმის შესახებ, რომ ზუსტად იმ დროს, როცა მიმდინარეობა პუტინ-ლუკაშენკოს შეხვედრა, მინსკში დაეშვა თვითმფრინავი, რომელზეც იმყოფებოდა......უკრაინის ექს-პრეზიდენტი ვიქტორ იანუკოვიჩი.

დასავლური მეინსტრიმული მედია წერს, რომ იანუკოვიჩი პუტინმანაფტალინიდან ამოათრიასწორედ ახლა, როცა რუსული არმია უტევს ხარკოვს და სამწუხაროდ წინ მიიწევს......

გარდა ამისა, საეჭვოა დამთხვევა იყოს, რომ სწორედ ამჯამად, პუტინმა, იმავე ლუკაშენკოსთან ერთობლივ ბრიფინგზე მიანიშნა (Hinted- წერს WP), რომ სწორედ ამ მომენტუმში, როცა მისი არმია წინ მიიწევს ხარკოვისკენ, პუტინი მზად არის დაუბრუნდეს 2022 წლისსტამბულის შეთანხმებებს“, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის კაპიტულაციას ითვალისწინებდა. მაგალითად (ეს მხოლოდ ერთი მაგალითია) იარაღთა საწყობის ერთობლივ დაცვას უკრაინის მთელს ტერიტორიაზე ლვოვამდე, რუსული ენისგათანაბრებასდა . და ..

რასაკვირველია არც ის არის შემთხვევითი, რომ პუტინმა ეს Hint (ქარაგმა) გააჟღერა მაშინ, როცა მსოფლიო ემზადება ჟენევის გლობალური სამიტისთვისდა სხვათა შორის პუტინს ერთმნიშვნელოვნად ჯერ არ უთქვამს, აპირებს თუ არა ამ სამიტში მონაწილეობის მიღებას ანუ ერთმნიშვნელოვანიარაჯერ არ გაუღერებია არც მას და არც მის გარემოცვას.

თუკი პუტინის მზაკვრული ფორმულა ამჟამინდელ ხაზზე ვითარებისგაყინვისამიღებული იქნება, რატომაც არ მიიღებს მონაწილეობას?

მისი უკვე აშკარა მიზანია, ისარგებლოს საოკუპაციო არმიის შეტევით, დააშანტაჟოს დასავლეთი და აიძულოს დასავლეთიდაარწმუნოსპრეზიდენტი ზელენსკი, დათანხმდეს 10-15 წლით სტატუს კვოს და ფრონტის ხაზისგაყინვას“.

ოღონდ რა თქმა უნდა რუსეთის წინააღმდეგ ყველა სანქციის გაუქმების და ყირიმთან დამაკავშირებელი სახმელეთო კომუნიკაციის შენარჩუნების პირობით.

აგრეთვე აუცილებელი პირობაა, რომ უკრაინის გადარჩენილ ტერიტორიაზე NATO- სახელმწიფოთა ჯარები არ განლაგდება.

პუტინისთვის ამჟამად ეს ოპტიმალური გამოსავალი იქნებოდა, რადგან 2036 წლამდე (მანამდე განაღდებული აქვსიმპერატორობა“) იმედი აქვს, უკრაინული ელიტებიდაჭამენერთმანეთს, უკრაინის სახელმწიფო ჩამოიშლება და ომიც აღარ დასჭირდება 10-15 წლის შემდეგ; ხოლო თუ დასავლეთი და კიევი ამას არ დაეთანხმება, მაშინ ბელორუსიაში უკვეჩაიტანამოღალატე იანუკოვიჩი ტაქტიკურ ბირთვულ იარაღთან ერთად და ისევე როგორც 2022 წელს, თუ ხარკოვის ფრონტი გაირღვა, ბელორუსიიდანაც კვლავ შეუტევს კიევს.

დიახ, ბელორუსიასთან საზღვარი უკრაინელებმა უხვად დანაღმეს, მაგრამ....თანამედროვე ტექნოლოგიათა პირობებში ეს გადაულახავი წინაღობა არ არის. თუკი (ვიმეორებ) ღმერთმა ნუ ქნას, ხარკოვის და დონბასის ფრონტი საბოლოოდ გაირღვა.

ამ მინიშნებების პარალელურად, პუტინი არა მარტო შეტევას აგრძელებს ხარკოვის მიმართულებით, არამედ მისი ყველაზე საზარელი იარაღით SS-26 Iskander ბალისტიკური რაკეტით დაბომბა ხარკოვში ჰიპერმარკეტი.

დაახლოებით 15 ადამიანი დაიღუპა.

ეს რაკეტა რუსებმა პირველად გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ, როცა დაღესტნიდან, 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრი დაბომბეს. თანაც კლასტერული ანუკასეტურისაბრძოლო ნაწილით.

ათეულობით ადამიანი დაიღუპა.

მათ შორის ნიდერლანდელიკამერამენი“.

SS-26 ადის სტრატოსფეროში, მიფრინავს 500-700 კილომეტრზე და შემდეგ 50 კილომეტრის სიმაღლიდან ეშვება სამიზნეზე, თანაც (რაც მთავარია) ამ დროს მანევრირებს ზებგერითი სისწრაფით ისე, რომ მისიგადაჭერადღეს მსოფლიოში არსებული სისტემებიდან ძალუძს მხოლოდ და მხოლოდ გენიალურ ამერიკულ საზენიტო სისტემას Patriot.

საუბედუროდ, არ ჰყოფნის ეს სისტემები უკრაინას, სულ 4 ერთეული აქვს. სჭირდება 10-15 ერთეული, რომ მთლიანად ჩაკეტოს სივრცე.

მსოფლიოში სულ 100 ერთეული მოიძევება.

ყოველი ერთეული Patriot $1,2 მილიარდი ღირს.

. . . . . . . . . . . . . . . . . .

NYT ექსპერტები წერენ კიდევ ერთი შემაშფოთებელი ტენდენციის შესახებ, რაც ხელს უშლის უკრაინულ თავდაცვას: ამერიკამ და ევროპელმა მოკავშირეებმა უკრაინის არმიას მიაწოდესესკალიბურისტიპისჭკვიანისაარტილერიო ჭურვები ანუ მართვადი საარტილერიო ჭურვები, რომლებიც სხვათა შორის ბრწყინვალედ გამოიყენა აზერბაიჯანმა 2020 წელს მთიანი ყარაბაღისთვის მეორე ომის დროს.

ძირითადად შვედური წარმოებისაა.

შვედები არიან მისი ავტორები, თუმცა ლიცენზიით სხვებიც უშვებენესკალიბურისკლასის საარტილერიო ჭურვებს

The New York Times ექსპერტები წერენ, რომ თავდაპირველად უკრაინა დიდი წარმატებით იყენებდა ამ ჭურვებს, მაგრამ ბოლო დროს რუსებმა დაიწყეს რადიოელექტრონული ბრძოლის ისეთი სისტემებით წინააღმდეგობა, რაც ამ ჭურვებს მიზანს აცილებს და არაეფექტურად აქცევს.

შესაბამისად, „ესკალიბურიჩვეულებრივ ჭურვებს გაუთანაბრდა...... არადა ესკალიბური ბევრად ძვირი ღირს.

ჩვეულებრივი საარტილერიო ჭურვებიც აკლია უკრაინას, თუმცა მაინც უფრო მეტი აქვს, ვიდრეესკალიბური“.

ახლა ამერიკული CIA და სხვა ქვეყნის სპეცსამსახურები ცდილობენ გაარკვიონ, როგორ მოიპოვა რუსეთის არმიამ ასეთი Sophisticate ანუ რთული და დახვეწილი რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემა, რომელიც დღეს მხოლოდ ამერიკასა და ისრაელს აქვთ შეიარაღებაზე.

. . . . . . . . . . . . . . . . .

დონალდ ტრამპი არღვევს ტრადიციებს და ამერიკაში გაბატონებულ ნარატივებს.

გუშინ აშშ ლიბერტარიანული პარტიის ყრილობაზე გამოვიდა.

ეს პარტია  „მესამე პარტიადითვლება ამერიკაში. სრულიად სტატისტიკური მიზეზების გამო, რაკი მისი კანდიდატები მუდამ მესამე ადგილზე გადიან. 3-4% იღებენ ხოლმე ანუ შედარებაც შეუძლებელიარესპუბლიკელთადადემოკრატთაშედეგებთან უკვე 100 წელზე მეტია.

თუმცა არასწორია და მცდარია წარმოდგენა, თითქოს ამერიკაში მხოლოდ ორი პარტია არსებობს. ფორმალურად უამრავი პარტიაა იქ.

უბრალოდ, ამომრჩეველი უკვე 100 წელზე მეტია ამსხვაპარტიებს არ ამჩნევს ხოლმე და მიზერს იღებენ.

ტრამპი გამოვიდალიბერტარიანულიპარტიის კონვენტზე, დაჰპირდა ლიბერტარიანელი ლიდერების შეწყალებას, რომლებიც ნარკოტიკების დიდი რაოდენობით შეძენა-შენახვისთვის იხდიან უვადო (!) სასჯელს.

როგორც ცნობილია, ამერიკელი ლიბერტარიანელები ნარკოტიკების ყოველგვარი შეზღუდვის წინააღმდეგნი არიან.

ტრამპმა მოუწოდა ამერიკელ ლიბერტარიანელებს: მე მომეცით ხმა, თორემ თქვენი კანდიდატები უკვე მრავალი წელია 3%-ზე მეტს ვერ იღებენ და რას წვალობთ ტყუილადო“.

ამაზე ტრამპს უსტვინეს - „რას ჰქვია ჩვენს კანდიდატს არ მივცეთ ხმაო“. დარბაზში ჩხუბიც კი ატყდა.

დონალდი აბა რის ტრამპი იქნებოდა, არ გაბრაზებულიყო და შეუძახა: ჰოდა თუ არ გინდათ მე დამიჭიროთ მხარი, იყავით მაგ თქვენი 3%-ით ახლაც“.

ტრამპს ასეთი სკანდალების არ ეშინია.

აქ ნიშანდობლივი ის არის, რომ იგი ცდილობს არა მხოლოდ და არა იმდენად ლიბერტარიანული პარტიის სტრუქტურული მხარდაჭერის მოპოვებას (ეს არარეალურია) არამედ ლიბერტარიანულიფილოსოფიისმომხრეთა მიმხრობას მომავალ არჩევნებზე, ეს კი საკმაოდ მრავალრიცხოვანი კატეგორიაა ამერიკულ საზოგადოებაში.

მაგალითად, იარაღის ფლობაზე ყოველგვარი შეზღუდვის აკრძალვალიბერტარიანულიღირებულებაა.

. . . . . . . . . . . . . . . .

წელსსაარჩევნო წელიაევროატლანტიკურ სივრცეში: ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნები.....ევროპარლამენტის არჩევნები....ამას ემატება საპარლამენტო არჩევნები დიდ ბრიტანეთში 4 ივლისს.

ამ არჩევნების წინ პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი გამოვიდა ისტორიული ინიციატივით, რომ ბრიტანეთმა აღადგინოს სავალდებულო სამხედრო გაწვევა!

გაუქმებულია 1959 წლიდან.

ეს იმ დროს ბრიტანელკონსერვატორთამთავარი დაპირება იყო და ამიტომაც მოიგეს არჩევნები.

დღეს რიში სუნაკი პირიქით, სავალდებულო გაწვევას ჰპირდება ბრიტანელებს და იმედი აქვს, მას და მის კონსერვატიულ პარტიას ბრიტანელები სწორედ ამიტომ დაუჭერენ მხარს!!!

რიში სუნაკმა განაცხადა, რომ.....მისი ქალიშვილები მზად არიან პირველებმა იმსახურონ ანუ, გამოდის, ქალებსაც შეეხება დიდ ბრიტანეთში სავალდებულო სამხედრო გაწვევა!

სუნაკს არც დაუმალავს, რომ ამ რეფორმის და სავალდებულო გაწვევის აღდგენა განპირობებულიარუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი საფრთხეებით“.

რა თქმა უნდა იგულისხმება უკრაინის ომი; ოღონდ არა მხოლოდ.

ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ამერიკისთვის მნიშვნელოვანია ტაივანის დამოუკიდებლობა მაგრამ......დიდი ბრიტანეთი იმდენად მჭიდროდ იყო ისტორიულად ჩართული ჩინეთის ამბებში, რომ არც ლონდონია გულგრილი ტაივანის ბედისა და ჩინეთის მოსალოდნელი (სულ უფრო მოსალოდნელი) აგრესიის გამო.

სამხედრო რეფორმა რიში სუნაკმა შეიმუშავაკონსერვატორთათავმჯდომარე უილიამ ჰეიგთან ერთად.

საოცარია, რომ ამ პროგრამით ბრიტანელი კონსერვატორები გამარჯვებას აპირებენ. თითქოსდა ნებისმიერი ევროპული საზოგადოება მუდამ წინააღმდეგია სავალდებულო გაწვევისა...... თუმცა სუნაკს და მის გუნდს  ბრიტანელთა, უპირველესად ინგლისელთა მაღალი პოლიტიკური შეგნების და პატრიოტიზმის იმედი აქვთ.