საერთაშორისო მიმოხილვა. 24 მაისი. 2023 წელი
კრემლი უარყოფს, რომ ღამით რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცეცხლი ეკიდა.
შესაძლოა არც ყოფილა ხანძარი ან რაიმე სხვა მიზეზი იყო დაკვამლიანებისა, მაგრამ ეს ამბავი რომ სოციალურ ქსელებში ისტერიულად ვრცელდება, აშკარად მეტყველებს: რუსული საზოგადოება შიშნეულობამ მოიცვა - აგრესიის პირველი კვირეების ეიფორია სამუდამოდ და საბოლოოდ გაქრა. ``თუკი კრემლი დაბომბეს უკრაინელებმა, თავდაცვის სამინისტროს შენობას რატომღა ვერ დაბომბავდნენო``.
ამერიკული სპეცსამსახურები დაწვრილებით აანალიზებენ ამგვარ შეტევებს და იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ისინი საფრთხეს შეიცავს ამერიკისთვის. თუმცა არ არიან დარწმუნებულნი, კრემლზე თავდასხმა, `ფილოსოფოს` დუგინის შვილის აფეთქება, პროპუტინისტურ მწერალ პრილეპინის აფეთქება უშუალოდ ზელენსკის მიერ იყო საქნცირებული.
მათი დასკვნით, სპეცოპერაციებს რუსეთის ტერიტორიაზე ახორციელებს უკრაინის სამხედრო დაზვერვა (კირილ ბუდანოვი - უკრაინის პატრიოტი), რომელიც ყველა მათგანს არ უთანხმებს ზელენსკის.
სახიფათოდ მიაჩნიათ ეს შეტევები იმიტომ, რომ რუსეთი ამერიკას ადანაშაულებს და შესაძლოა გააქტიუროს ანტიამერიკული ტერორისტული ჯგუფები მთელს მსოფლიოში: მიაწოდოს მათ სადაზვერვო ინფორმაცია და იარაღი თუ სპეცმოწყობილობა.
ოღონდ ამის გამო უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე სპეცოპერაციებს რა თქმა უნდა არ შეწყვეტს!
. . . . . . . . . . . . . . .
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოიწონა გეგმა, რომლითაც უკრაინას გადაეცემა საზენიტო სისტემა NASAMS. ერთი ასეთი სისტემის ღირებულება 285 მილიონი დოლარია.
NASAMS მნიშვნელოვნად გააძლიერებს უკრაინის ჰაერსაწინააღდმეგო თავდაცვას. მას ერთადერთი ნაკლი აქვს: ძალიან ძვირია როგორც თავისთავად, ასევე მისი საბრძოლო ნაწილი ანუ რაკეტები.
რუსები ცდილობენ მასობრივად გამოიყენონ იაფფასიანი ირანული `შაჰიდები` ანუ უპილოტო თვითმფრინავები, რათა გაზარდონ ხარჯი.
NASAMS და Patriot არათუ ირანულ `შაჰიდს`, არამედ რუსულ ზებგერით რაკეტა Кинжал-საც კი აგდებს. უბრალოდ, მისი ერთი გამოყენება იმაზე ძვირი ჯდება, ვიდრე რამდენიმე ირანული დრონის ღირებულებაა.
. . . . . . . . . . . . . . .
მას შემდეგ რაც განაცხადა `ბახმუტი ავიღეო`. კერძო სამხედრო კომპანია `ვაგნერის` მეთაურმა, ევგენი პრიგოჟინმა თითქოსდა მოულოდნელი განცხადება გააკეთა: `უკრაინული არმია მსოფლიოში უძლიერესია. რუსულ არმიას კი ომის უნარი არა აქვსო`.
ეს განცხადება, ჯერ ერთი რომ პირდაპირ სახეში შეფურთხებაა რუსული გენერალიტეტისა და თვით უმაღლესი მხედართმთავარი პუტინისთვის; და გარდა ამისა, კიდევ ერთი ასპექტითაა მნიშვნელოვანი: მარცხიან ომში რუსულ საზოგადოებას უფრო `ეკომფორტულება` ნარატივი, რომ ჩვენ კი არა ვართ `Чмор` არამედ მტერი (უკრაინაა) `Крутой` და ამიტომ ვერ ვიგებთო ომს.
პრიგოჟინი დაიმუქრა, რომ თუ ასე გაგრძელდა და რუსული არმია შეტევაზე არ გადავიდა, - თუ ომი გამარჯვებით არ დაასრულა, რუსეთში რევოლუცია მოხდებაო.
. . . . . . . . . . . . . . .
რესპექტაბელური ამერიკული რესურსი, The financial times იტყობინება, რომ ამერიკული დიპლომატია ახლა ცდილობს ჩააცხროს კონფლიქტი სამხრეთ აფრიკასთან მას შემდეგ, რაც სამხრეთ აფრიკაში ამერიკის ელჩმა ადგილობრივი ხელისუფლება დაადანაშაულა რუსეთისთვის იარაღის მიწოდებაში.
კერძოდ, რამდენიმე კვირის წინ აშშ ელჩმა რუბენ ბრიგეტიმ თქვა, რომ იოჰანესბურთან მდებარე პორტში შენიშნეს რუსული გემი, რომელზეც რუსული არმიისთვის იარაღი იტვირთებოდა.
გასაგებია ვინც `შენიშნა`: ამერიკულმა დაზვერვამ შენიშნა. ელჩი ჭორებზე დაყრდნობით არ გააკეთებდა ამგვარ განცხადებას.
მაგრამ ვაშინგტონის მმართველ წრეებში ახლა ყველანაირად ცდილობენ ჩააცხრონ სკანდალი და არ გააფუჭონ საბოლოოდ ურთიერთობა აფრიკის ყველაზე მდიდარ და ძლიერ სახელმწიფოსთან - სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან. მით უმეტეს, რომ ვინც ის გემი `შენიშნა`, სხვა გემები აღარ `შეუნიშანვს`.
აქ ყველაზე ნიშანდობლივი მაინც ის არგუმენტია, რითაც Financial times-ის წყარო ხსნის, თუ რატომ არ სურს თეთრ სახლს სამხრეთ აფრიკასთან `დაძაბვა`, მით უმეტეს ამ ქვეყნის წინააღმდეგ სანქციების დაწესება: `სანქციებმა შესაძლოა ქვეყანა და მისი ხელისუფლება საბოლოოდ შეატრიალოს რუსეთისკენო`
დავაკვირდეთ ამ არგუმენტს და შესაბამის ტექნოლოგიას. ეს მხოლოდ სამხრეთ აფრიკას არ ეხება.
. . . . . . . . . . . . . . .
დღეს, ხუთშაბათს, პრეზიდენტი ბაიდენი გამოაცხადებს ამერიკის შეიარაღებილ ძალთა შტაბების გაერთიანებული შტაბის მეთაურის დანიშვნას.
ამ პოსტზე მის მიერ ნომინირებულია Charles Q. Brown
სწორედ ის შეცვლის გენერალ მილის.
ჩარლზ ბრაუნი აშშ საჰაერო ძალების მეთაურია.
მისი დანიშვნის შემდეგ, პირველად ამერიკის ისტორიაში, ორი შავკანიანი უხელმძღვანელებს ამერიკის შეიარაღებულ ძალებს: თავდაცვის მინისტრი ლლოიდ ოსტინი და შტაბების გაერთიანებული შტაბის მეთაური ჩარლზ ბრაუნი.
\თუმცა ეს არავითარი პრობლემა არ არის რასაკვირველია - აბსოლუტურად ნორმალურია და ამერიკაში რასობრივი რესენტიმენტების, შესაბამისი პრობლემების თუ არა სრულ ელიმინაციაზე, მაგრამ მათი` არსებითობის` შემცირებაზე მეტყველებს:
ამერიკული არმიის `ხერხემალს` ისედაც შავკანიანები შეადგენდნენ ბოლო 20 წლის მანძილზე: დაწყებული სახმელეთო ჯარებიდან და ფლოტის საზღვაო ფეხოსნებიდან, ასევე მეზღვაურებიდან - ელიტურ მფრინავებამდე.
. . . . . . . . . . . . . . .
სომხეთმა შესაძლოა დატოვოს ОДКБ-Организация договора коллективной безопасности.
ეს არის ერთგვარი `ანტინატო`, რომელიც რუსეთმა ჯერ კიდევ 1990-იან წლებში შექმნა პრეზიდენტ ელცინის დროს.
სომხეთი ОДКБ-დან გასვლას აპირებს იმის გამო, რომ ხსენებული ორგანიზაცია მას არ დაეხმარა აზერბაიჯანის წინააღმდეგ. არც ერთი განცხადება არ გაუკეთებია.
ან კი როგორ გააკეთებდა განცხადებას, როდესაც ამ ორგანიზაციის წევრთა უმრავლესობა სწორედ აზერბაიჯანს უჭერდა მხარს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში?
არა მხოლოდ აზერების ეთნიკურად და რელიგიურად მონათესავე ყაზახები, უზბეკები, ყირგიზები, არამედ ბელორუსიც კი, რადგან ლუკაშენკომ დიდი ეკონომიკური ბენეფიტები მიიღო აზერბაიჯანული ნავთობის წყალობით.
საქართველომ ОДКБ დატოვა 1999 წელს მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე დარწმუნდა, რომ ეს ორგანიზაცია `აფხაზეთს არ დაუბრუნებდა`.
აქ არის კიდევ ერთი საინტერესო და სისტემური მომენტი: აბსოლუტურად გამორიცხულია, ამერიკა ან სხვა რომელიმე NATO-შ წევრი ქვეყანა ომს აწრმოებდეს რაიმე ძალის წინააღმდეგ მსოფლიოში და NATO-ს სხვა წევრები მის მოწინააღდმეგეებს უჭერდნენ მხარს.
ამიტომაც არის ამერიკა ზესახელმწიფო, ამიტომაც არის NATO დიდი ალიანსი ხოლო რუსეთი არ არის ზესახელმწიფო, მისი ОДКБ კი სრული ფიქციაა.
. . . . . . . . . . . . . . .
კონფუზით დასრულდა ფლორიდის გუბერნატორის, რონ დესანტისის პრეზენტაცია Twitter-ზე, რითაც იგი ცდილობდა დაეწყო საარჩევნო კამპანია.
500 000 მომხმარებელმა სცადა პრეზენტაცია მოესმინა, სერვერები გადაიტვირთა და ნახევარი საათით გაითიშა კიდეც.
როგორც ჩანს, რონ დესანტისს სურდა ილონ მასკს დახმარებოდა და მათ შორის ალბათ გარკვეული შეთანხმებაც არსებობდა, თუმცა უხერხულობა გამოვიდა: 500 000 განა რა არის იმ ათეულობით მილიონთან შედარებით, რომელიც დესანტისის პრეზენტაციას ნახავდა რომელიმე საერთონაციონალური ტელევიზიით?
ექსპერტები აღნიშნავენ, რომ მას შემდეგ, რაც Twitter შეიძინა, ილონ მასკმა სერვერების რაოდენობა შეამცირა, რათა ხარჯები შეეკვეცა. გარდა ამისა, ტექნიკური სტაფის დიდი ნაწილიც დაითხოვა.
ბუნებრივია, ეს კონფუზი დონალდ ტრამპის სასარგებლოდ იმუშავებს.
აქვე მოკლედ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკულ მედიაში საინტერესო დისკუსია მიმდინარეობს იმაზე, თუ რამდენად სასარგებლო იქნება რონ დესანტისისათვის (ულტრაკონსერვატიული `დღის წესრიგის ფარგლებში), მაგალითად 6 კვირის ორსულობის შემდეგ აბორტების აკრძალვა, რასაც მან როგორც ფლორიდას გუბერნატორმა ხელი მოაწერა.
ცხადია, ამით რონ დესანტისი და მისი გუნდი ცდილობს `ტრამპზე მეტად ტრამპი იყოს` და ასე მოიზიდოს `ქრისტიანი ამომრჩეველი` (Pro-Life კატეგორია), თუმცა შედარებით ლიბერალურ ელექტორატს კარგავს თვით რესპუბლიკელი ამომრჩევლის სტრატში.
მაგრამ.......როგორც დაკვირვებული ექსპერტები წერენ, ქრისტიანული ელექტორატის დიდი ნაწილი ისედაც გულაცრუებულია ტრამპზე, რამდენი განცხადებაც არ უნდა გააკეთოს აბორტების წინააღმდეგ, რადგან ტრამპი აღიქმება მეორე ქრისტიანული დოგმის დარღვევად: `არა შეიქმნა კერპი შენთვის`.
შესაბამისად, ულტრაკოსერვატიული ამომრჩევლის მოსაზიდად `ლიბერალი` რესპუბლიკელების საბოლოო დაკარგვა არ ღირსო.
აბა 6 კვირის ორსულობის შემდეგ აბორტის აკრძალვა რა უბედირებაა - რომელი საუკუნეა ამერიკაში?
. . . . . . . . . . . . . . .
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მიიღო ისტორიული გადაწყვეტილება: აღნიშნოს შობა და სხვა დღესასწაულები გრიგორიანული კალენდარით. ესე იგი 25 დეკემბერს.
ისევე, როგორც აღნიშნავს არა მხოლოდ კათოლიკური სამყარო, არამედ მართლმადიდებელ ეკლესიათა მნიშვნელოვანი ნაწილიც
ჩვენ სადა ვართ?