საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივლისი. 2024 წელი

საერთაშორისო მიმოხილვა. 21 ივლისი. 2024 წელი

ძალიან ცდილობს კრემლი, არ შეიმჩნიოს ტრამპის განცხადებები (მათ შორისრესპუბლიკელთაკონვენტზე), რომ ის არ დაუშვებდა პუტინის შეჭრას უკრაინაში, პრეზიდენტი რომ ყოფილიყო.

ზოგადად პუტინი ცდილობდა და ცდილობს დონალდ ტრამპისიზოლაციონიზმზეითამაშოს, თუმცა გუშინდელ განცხადებას არ შეიძლებოდა არ გამოხმაურებოდა, რომ პუტინს ჩემი ეშინოდა - ეს თეზისი გააჟღერა დონალდმა.

პუტინის პრეს-მდივანმა პესკოვმა თქვა, რომ ამგვარი განცხადებები ამერიკის შიდა აუდიტორიაზეა გათვლილიო“.

თურმე, პუტინს თუ დავუჯერებთ, დონალდ ტრამპის დროს სირთულეები კი გვქონდა ამერიკასთან, მაგრამ....დიალოგი გრძელდებოდაო“.

კი, დიალოგიგრძელდებოდა ოღონდ.....იმის პარალელურად, რომ ტრამპმაჩრდილო ნაკადის გაზსადენები“ დაასანქცირა და რუსი დიპლომატები სულ კინწისკვრით გაყარა კალიფორნიიდან და სხვა ამერიკული ქალაქებიდან, სადაც საკონსულოები ჰქონდათ გახსნილი.

ქონებაც ჩამოართვა, ვიზების გაცემაც არსებითად შეზღუდა და ..

აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური საკითხი, რომელიც ცალკე შესწავლას საჭიროებს: ბევრი მკვლევარი აზუსტებს, რომ დონალდ ტრამპთან დაკავშირებით პუტინის მთავარი პრობლემა მაინც არის......დონალდის არაპროგნოზირებადობა“.

ეს ტრამპის უსერიოზულესი რესურსია სინამდვილეში და მისი პოლიტიკური თვისება: ჯო ბაიდენმა ძალიან ბევრი გააკეთა უკრაინისთვის, თუმცა პუტინისთვის ის ბევრად მეტადპროგნოზირებადია“, ვიდრე ტრამპი.

აი ტრამპი კი......როდის რას გააკეთებს, რაზე როგორ ირეაგირებს, ზუსტად არავინ იცის.

შესაძლოა მისიიზოლაციონიზმიპუტინისთვის სასარგებლო აღმოჩნდეს, მაგრამ.....თუ ტრამპის გეგმა უკრაინის ომის დასრულებისა არ მიიღო პუტინმა, ტრამპი იმუქრება, რომ ისეთ იარაღს მიაწოდებს უკრაინას, რასაც ბაიდენი არ აწვდის და ნამდვილადგამკეთებელია“.

მეორეს მხრივ დონალდ ტრამპი უკრაინასაც ემუქრება, რომ მისი გეგმის მიუღებლობა გამოიწვევს იარაღის მიწოდების სრულ შეწყვეტას.

რა არის დონალდ ტრამპის გეგმა? ფრონტის ხაზის გაყინვა უკრაინისგადარჩენილი ტერიტორიისთვისსტრატეგიული გარანტიებით.

 აი სწორედ ეს ბოლო მომენტია საკვანძო: პუტინს დღეს აკმაყოფილებს სახმელეთო გასასვლელი ყირიმისკენ მარიუპოლის გავლით, მაგრამ სტრატეგიულად მას სურს შეინარჩუნოსხელების თავისუფლება“ (Свобода рук) 10 წლის შემდეგ ახალი აგრესიისა და კიევის დაპყრობისთვის.

ამიტომ პუტინი არავითარ შემთხვევაში არ დათანხმდება ტრამპის გეგმას, რომ უკრაინისგადარჩენილ ტერიტორიაზე“, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ, ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოთა ჯარები განლაგდნენ ფორმალურად უკრაინის NATO-ში გაწევრების გარეშეც.

სწორედ აქ არის საკვანძო ელემენტი: დასავლურ Think tank-ებში გაიჟღერა ტერმინმაკორეული ვარიანტი“.

შეგახსენებთ ეს რას ნიშნავს: 1953 წლის 27 ივლისს კორეაში მიმდინარე ომის მხარეებმა მოილაპარაკესცეცხლის შეწყვეტაზე“.

38- პარალელზე გაიყინა ფრონტის ხაზი.

ოღონდ ეს ცეცხლის შეწყვეტა გრძელდება დღემდე ისე, რომ არანაირი სამშვიდობო ხელშეკრულება სამხრეთ კორეასა და ჩრდილო კორეას შორის გაფორმებული არ არის.

ფორმალურად, ეს ორი კორეა (და მათი მოკავშირეები, ესე იგი ჩინეთი და რუსეთი, როგორც სსრკ სამართალმემკვიდრე ერთის მხრივ და აშშ, დიდი ბრიტანეთი მეორეს მხრივ) კვლავინდებურად ომის მდგომარეობაში არიან, თუმცა......„ცეცხლის შეწყვეტისრეჟიმი გრძელდება ხოლო სამხრეთ კორეას დღემდე იცავს ამერიკული არმია On the ground.

ესე იგი არათუ სამხრეთ კორეაშია განლაგებული ამერიკული არმია, არამედ უშუალოდცეცხლის შეწყვეტის ხაზზე“.

დათანხმდება ამგვარ ფორმულას პუტინი? გამორიცხულია!

და რას მოიმოქმედებს ამის პასუხად ტრამპი თუკი ასე პირდაპირ დააიგნორებს კრემლი მის გეგმას?

ეს არავინ იცის, თუმცა მაღალი ალბათობით, იარაღს მართლა მიაწვდის უკრაინას.

მეორეს მხრივ, უკრაინისთვისაც არ იქნება იოლი ამ გეგმაზე დათანხმება, რადგან დე-ფაქტო (არა დე-იურე) ეს ნიშნავს, რომ 1991 წლის საზღვრების აღდგენაზე უკრაინა უარს ამბობს თუმცაღა დე-იურერუსულად“ არ აღიარებს ამ ტერიტორიებს ყირიმის ჩათვლით, რასაც პუტინი მოითხოვს.

ტრამპის არჩევა რომ სერიოზულ ძვრებს და ცვლილებებს გამოიწვევს ამ ომში, აი ეს კი არანაირ ეჭვს არ იწვევს.

მით უმეტეს, რომ დონალდმაუკრაინის ომის დასრულებასაკუთარი წინასაარჩევნო ნარატივის ისეთ დონეზე აიტანა, მის დაიგნორებას და სტატუს-კვოსთან შერიგებას უკვე ვერ შეძლებს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

FIFA- 20 ივლისს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ისრაელის გარიცხვისა და მისი გუნდებისთვის საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის აკრძალვის შესახებ ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო.

ამ თემის მთავარი პრომოუტერი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაა, რომელიც თანდათან ჩამოყალიბდა, როგორც ისრაელის მნიშვნელოვანი, გავლენიანი და მდიდარი მოწინააღმდეგე მსოფლიო ასპარეზზე;

 მიუხედავად აგრესიული პრომოუშენისა, FIFA- საკითხი გადადო, ანუ ისრაელელი ფეხბურთელები მიიღებენ მონაწილეობას პარიზის ოლიმპიურ თამაშებში. როგორც მინიმუმ.

თუმცა დამკვირვებელთა უმრავლესობას ეჭვი ეპარება, რომ FIFA ოდესმე ისრაელის გარიცხვას გაბედავს.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . ..

სამწუხაროდ, ამერიკამ ვერ შეძლო იაპონიაში საზენიტო სისტემა Patriot-ის რაკეტების დამზადების ინტენსიფიკაცია.

ახლა იაპონური Mitsubishi Heavy Industrie ამზადებს წელიწადში 30 რაკეტას. ამერიკული კორპორაცია Lockheed Martin-ის ლიცენზიით.

გეგმის მიხედვით იაპონიას 60 რაკეტა უნდა გამოეშვა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია უკრაინისთვის.

მაგრამ Boeing- მა ვერ შეასრულა ვალდებულება და ვერ მიაწოდა Mitsubishi- მაკომპლექტებელი. კერძოდ, რაკეტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი, როგორიცაა სითბური თვითდამიზნების თავაკი.

ანუ აქ წარმოჩინდა სისტემური პრობლემა: კოოპერაცია დასავლეთში მაღალტექნოლოგიური ინდუსტრიული ნაწარმის დამზადებისას (მათ შორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსში) იმდენად მაღალია, რომ საწარმოოჯაჭვისერთი რგოლის ამოვარდნაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

წყაროები არ აზუსტებენ, რამ განაპირობა პრობლემები Boeing-ში, თუმცა არ არის გამორიცხული, ეს დაკავშირებული იყოს ბოლოდროინდელ სირთულეებთან ამ გიგანტური კორპორაციისძირსაქმიანობაში, რაც ახალი მოდიფიკაციის თვითმფრინავთა წარმოებასა და მათ ავიონიკას უკავშირდება.

პენტაგონს დაგეგმილი ჰქონდა მთელს მსოფლიოში Patriot-ის რაკეტათა წარმოება გაეზარდა 500-დან 750 ერთეულამდე.

 

შეგახსენებთ, რომ აბსოლუტურად უნიკალური, უდავოდ მსოფლიოში საუკეთესო საზენიტო სისტემა Patriot 1970-იანი წლებიდან მზადდება.

უკრაინის ომის დროს მან თავისი აღმატებულება დაამტკიცა ყველა რუსულ საზენიტო სისტემაზე, მათ შორის პუტინის მიერ არაერთგზის ნაკვეხნ С-400-ზე.

ერთი ბატარეა Patriot შედგება რადარებისა და რვა გამშვები მოწყობილობისგან.

მისი ღირებულება $1,1 მილიარდია. ანუ იმდენად ძვირია, რომ ფასის მასშტაბით სტრატეგიულ ბომბდამშენებს B-2 უახლოვდება და დიდ სამხედრო გემებს.

უკრაინას ამჟამად, დაზუსტებული მონაცემებით, სულ 4 ერთეული Patriot გააჩნია, თუმცა NATO- ბოლო სამიტზე მეტს შეჰპირდნენ.

. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .

უკრაინამ მნიშვნელოვნად გააუმჯობესა Sea Baby საზღვაო დრონები.

ნაცვლად 600 კილოგრამისა, მას შეეძლება 1 ტონამდე ასაფეთქებელი ნივთიერების გადატანა 1 000 კილომეტრ მანძილზე.

შესაბამისად, უკრაინა შეძლებს რუსეთის მიმდებარე ტერიტორიის ყველა სანაპირო წერტილის გაკონტროლებას და ოკუპირებული ოჩამჩირეს გაკონტროლებასაც სადაც რუსეთმა საცდელად შეიყვანა ამას წინათ ერთი დამხმარე გემი.

გარდა ამისა, უკრაინულ საზღვაო დრონს ექნება საშუალება, გადაიტანოს და ზღვაზე, ანუ საზღვაო მარშრუტებზე განალაგოს წყლის ნაღმები.

ეს რუსული სამხედრო გემებისთვის არანაკლები პრობლემაა.

შეგახსენებთ, რომ მთლიანობაში, უკრაინამ 2022 წლიდან ყველაზე დიდ და აშკარა სამხედრო წარმატებას მიაღწია სწორედ შავ ზღვაზე, სადაც რუსული სამხედრო გემების დიდი ნაწილი გაანადგურა ან დააზიანა და გამოკეტა შორეულ პორტებში.

 სევასტოპოლიდანაც იძულებული გახდა რუსეთი გემები გაიყვანა, რაკი სევასტოპოლი HIMARS და Storm shadow რაკეტების წვდომის არეალშია ოდესას მიდამოებიდან.

გარდა ამისა, სულ ბოლო ცნობებით, რუსეთმა გემების ნაწილი შეიყვანა აზოვის ზღვაში, რაკი იმედი აქვს, რომ დრონები იქ ვერ შეაღწევენ შავი ზღვიდან, ხოლო HIMARS და Storm shadow ხმელეთიდან ვერ მიწვდებიან.

. . . . . . . . . . . . . . . . . . .

Insider აქვეყნებს მასალას M1A1 Abrams ამერიკული ტანკების შესახებ უკრაინაში.

31 ერთეული M1A1 Abrams მიაწოდა ამერიკამ უკრაინის არმიამ და აქედან 5 ერთეული დაიკარგა კონტრშეტევის დროს.

მიუხედავად ამისა, უკრაინელი ტანკისტები ამბობენ, რომ ეს ტანკი ბევრად სჯობს რუსულ Т-90 ანუ რუსეთის არმიისძირითად საბრძოლო ტანკს“.

არის ასეთი ტერმინი: Main battle tank.

რუსებისთვის ესაა  დღეს Т-90 ხოლო ამერიკელებისთვის - M1A1 Abrams.

 ზოგადად ნებისმიერი არმიისთვის Main battle tank არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი.

ამიტომაც ხდება ახლა, რომ უკრაინელები უფრთხილდებიან ამერიკელების ეროვნულს იამაყეს და ამბობენამერიკული ტანკი სჯობიაო“.....

 არადა შარშანდელი კონტრშეტევის დროს 5 ერთეული M1A1 Abrams დრონებმა გამოიყვანეს მწყობრიდან.

ტანკების ეპოქა დასასრულისკენ გადაიხარა დრონების ეპოქასთან ერთად!

 ეს უკრაინის ომის ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილია.