რატომ დამარცხდა ტრამპი და მისი პარტია კონგრესის არჩევნებში?
ჩემი აზრით, კონგრესის საშუალედო არჩევნებში დონალდ ტრამპის ტოტალური კრახის მთავარი მიზეზი არა იმდენად ეკონომიკის ან პოლიტიკის არამედ სოციალური ფსიქოლოგიის სფეროში უნდა ვეძიოთ, რაც რასაკვირველია ექსტრაპოლირდება ელექტორალურ შედეგებზეც.
აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ მთავარი (არა ერთადერთი, თუმცა მთა ვა რი!) მიზეზი გახდა ფენომენი სახელწოდებით „სოციალური სტრესი“.
ზოგადად, სოციუმის არსებითი ნაწილი იღლება (ხოლმე) ხელისუფალით.
ეს მისი ერთერთი მახასიათებელი და ელექტორალური დემოკრატიის საყოველთაოდ ცნობილი თავისებურებაა.
მით უმეტეს ისეთი(!) ხელისუფალით, რომელსაც იმგვარი (!) ს ტ ი ლ ი აქვს, როგორიც ჰქონდა და აქვს დონალდ ტრამპს.
ანუ დილიდან საღამომდე ეთერში „გამოჩხერა“, მუდმივი გნიასი, ყოველდღიური სკანდალი, ეპატაჟური რადიკალიზმი, მაშოკირებელი განცხადებები და გადაწყვეტილებები (გრენლანდია, კანადა და ა.შ) მოულოდნელი, უჩვეულო დემარშები როგორც საშინაო ასევე საგარეო პოლიტიკაში; კონფლიქტები, დაპირისპირებები.......
ერთი სიტყვით, ადამიანების (ანუ იმავე ამომრჩევლების) დიდ, თანაც არსებით ნაწილს აღიზიანებს, როდესაც ხელისუფალი მათ (უკაცრავად და.......) ტვინს უ....ნავს.
სოციალურ ქსოვილზე ეს მუდმივი სტრესი ისევე მოქმედებს, როგორც ელექტროშოკი ცოცხალ ორგანიზმზე: არ უყვარს ეს სოციუმს...... მის არსებით ნაწილს..... ქანცავს, ღლის, ს ტ რ ე ს ა ვ ს!
ოპოზიციონერი როცა იყო სხვაა; მაგრამ ხელისუფალი რომ ტვინს..... უხნავს და მუდმივად სტრესავს - კიდევ სხვა.
იმიტომ, რომ ის ხელისუფალია.
მით უმეტეს სწრაფად იღლებიან ადამიანები ასეთი ხელისუფალით.
ხელისუფალის პროგნოზირებადობა და მისი მშვიდად აღქმა საზოგადოების ჩვეულებრივი წევრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სოციო-ფსიქოლოგიური და მენტალური კორელაციაა.
ამ „სოციალურ სტრესს“ ემატება წარუმატებლობებიც - აშკარად წარუმატებელი ომი ირანთან, „გაზოლინის“ გაძვირება და ა.შ. თუმცა არ დაიჯეროთ რომ ეს მთავარი ფაქტორები გახდა
მთავარი ფაქტორი (ფონი, „მატრიცა“) სოციალური სტრესია - გამომდინარე ტრამპის „ბობოქარი“ და „დაუდგრომელი“ ს ტ ი ლ ი დ ა ნ, რომელიც მუდმივ სტრესს გულისხმობს
ოღონდ იმიტომ კი არა, რომ ადამიანი, ვინც ადრე „რესპუბლიკელებს“ აძლევდა ხმას, ახლა „დემოკრატებს“ მისცემდა ხმას.
ამერიკაში არც უამისობაა, თუმცა მუდამ არა.
მთავარი მაინც ტრამპის და მისგან მომდინარე სტრესული „ვაიბის“ აუტანლობაა (ვიმეორებ) სოციუმის არსებითი ნაწილის მხრიდან.
არა იმ პასსიონართა მხრიდან, ვინც ტრამპის მიტინგებზე დარბოდა და გაჰკიოდა, არამედ იმ რიგითი „რესპუბლიკელების“ მხრიდან, ვინც ელემენტარულად, ადამიანურად, მენტალურად, ფსიქოლოგიურად მშვიდია, გაწონასწორებულია, ამ გაგებით „ობივატელია“, - „მძინარე ელექტორატს“ განეკუთვნება. (არის ასეთი ტერმინი ელექტორალურ სოციოლოგიაში).
აი მისთვის ხელისუფალის, პრეზიდენტის ეს ყოველდღიური, სკანდალური „ვაიბი“ სტრესულია, მიუღებელია და ბოლოს უკვე აუტანელიც ხდება.
თავადაც რომ მიეცა მანამდე ხმა, - მაინც
ეს კატეგორია უბრალოდ ა(ღა)რ მივიდოდა არჩევნებზე, რათა მუდმივი სტრესი კიდევ გაეხანგრძლივებინა საკუთარი გადაწყვეტილებით.
და.........აქვე.........საინტერესო საკითხი:
თქვენ რა გგონიათ როგორ და რით ახერხებს ბიძინა ივანიშვილი, რომ უკვე მეოთხე ვადით, მთელი 14 წელია ხელისუფალი?
თუ გნებავთ სიმართლე, ანუ ძირის-ძირითადი მიზეზი.... ინებეთ:
იმით, რომ საერთოდ არ ჩანს და უახლესი ისტორიით ისედაც დასტრესილ, დაღლილ/მოქანცულ ქართველებს ყოველ დღე ტვინს არ უტ..ნავს!
2026 წლის 5 ნოემბერი