რატომ არ ასანქცირებს დასავლეთი საქართველოს ხელისუფლებას „რევოლუციურ პროცესში?“
საშინელება უნდა დავწერო ახლა....თან შესაძლოა დიდი გამოვიდეს.....
„თვალებანთებულ ბოჩოლებს“, ჩემს ტექსტებზე იდიოსინკრიზია რომ ემართებათ, ვთხოვ, ნუ წაიკითხავენ.
/ / / / / / / / / / / / / / / / / /
ძალიან საინტერესო სიუჟეტი განვითარდა ბელორუსში:
ჩავიდა მინსკში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი ბელორუსის საკითხებში (მეგობრებო..... ძალიან არსებითია და ვიმეორებ თანამდებობის სახელწოდებას: „აშშ პრეზიდენტის საგანგებო წარმომადგენელი (Envoy) ბელორუსის საკითხებში“).....შეხვდა ლუკაშენკოს, გამოაშვებინა ასეულობით პატიმარი, სამაგიეროდ „ბელავიას“ და რამდენიმე სხვა ბელორუსულ საწარმოს მოეხსნა სანქციები......
მიაქციეთ ყურადღება, თვით ლუკაშენკო არც არავის ოდესმე დაუსანქცირებია.....
ახლა კითხვა: რატომ ჰყავს ტრამპს „სპეციალური წარმომადგენელი ბელორუსის საკითხებში“?
არა ბატონებო, ცდებით, - ბელორუსული დემოკრატიის ბედისწერაზე ზრუნვის გამო კი არა....არამედ იმიტომ, რომ ბელორუსი, რეალურად, მოსწონს ვინმეს თუ არა, ძააააააალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფოა: ევროპის ცენტრში, დასავლეთ ევროპის კარიბჭესთან, სადაც შარშან რუსეთმა (ლუკაშენკოს თხოვნით და თანხმობით) განალაგა ტაქტიკური ბირთვული იარაღი!
ტრამპის გუნდმა შესანიშნავად იცის, რომ „ბატკა ლუკაშა“ არავითარი „პუტინის მარიონეტი“ არ არის.
მაგარი გოთვერანია და უკვე მრავალი წელია დიდოსტატურად თამაშობს აქეთაც...იქითაც.....ერთს „აქეთ გააგორებს“ და ბირთვულ იარაღს განალაგებს დასავლეთის დასაშანტაჟებლად, მეორეს „იქით გააგორებს“ და პუტინის ЧВК Вагнер-ს დააპატიმრებს სკანდალით.......გახსოვთ ეს ისტორია?
ერთი სიტყვით, რაც მთავარია, ბელორუსი ა ნ გ ა რ ი შ გ ა ს ა წ ე ვ ი, სერიოზული (!) მნიშვნელოვანი ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო ა.
ტრამპი კია გამოპრუტიუნებული ოღრაში, თუმცა მის გუნდში არიან პროფესიონალები და ეს იციან.
ამიტომაც „ემუშავება“ ტრამპი ასე ფაქიზად ლუკაშენკოს.
მისი გუნდის მიზანი არა ბელორუსული დემოკრატია, არამედ ამ სახელმწიფოსთან ურთიერთქმედებაა (!), რაც ახლა დიდოსტატურად „შეიფუთა“ პატიმრების გამოშვებით.
ამან ლუკაშენკოს რეჟიმი კი არ დაასუსტა, არამედ გააძლიერა.
ახლა მეორე, გამომდინარე და გულსაკლავი კითხვა ჩვენი საბრალო, პატარა, ოკუპირებული ქვეყნისთვის: რატომ არ ნიშნავს ტრამპი ასეთივე „სპეცწარმომადგენელს“ საქართველოს საკითხში ანუ საქართველოს მიმართულებით?
რატომ არ განიხილება თუნდაც „შეფუთვად“ ჩვენი პატიმრების გამოშვება, რატომ არ ასანქცირებს რეალურად ბიძინას (არ დაუსანცქცირებია სიმბოლურის გარდა-არავინ მოგატყუოთ) და ა.შ და ა.შ?
იმიტომ, რომ ბელორუსიისგან განსხვავებით, საქართველოს სახელმწიფო (! - როგორც ასეთი) ტრამპისთვის არ არის არაფერი - ნულია.
რაიმე გეოპოლიტიკური ღირებულების არმქონე იმავე ბელორუსიისგან განსხვავებით!!
და ეს რატომ?
ხომ შევიკალით ხელში ყველა ამ ჩვენი ყბადაღებული„ „გეოპოლიტიკური მდებარეობით“? და მაინც რატომ თუ ასეა?
იმიტომ, რომ იმავე პროფესიონალებმა ტრამპის გუნდში მშვენივრად იციან, რომ საქართველო არის ქვეყანა......... რომლის გეოგრაფიულ ცენტრში, ერგნეთთან და „ლენინგორთან“ დგას რუსეთის საოკუპაციო ჯარი!!
ოღონდ ისე კი არ დგას როგორც დგას ბელორუსში, არამედ დგას სწორედაც როგორც საოკუპაციო არმია.
ეს სხვაა და პუტინ-ლუკაშენკოს ურთიერთობა სულ სხვა.
ხვდებიან ამ სხვაობას და აფასებენ ამერიკელებიც და ევროპელებიც
შესაბამისად, როდესაც „გადაწყვეტილებების მიმღებები“ ვაშინგტონში და ევროპის დედაქალაქებში აანალიზებენ საქართველოს რეალობებს და ფიქრობენ ანტისამთავრობო სანქციებზე, მათი (ანუ ამ „decision maker-ების“) მიდგომა არის პრაგმატული.
მივადევნოთ თვალი მათ ლოგიკას:
დავუშვათ შემოვიღეთ სანაციები, დავუშვათ ვაიძულეთ ხელისუფლება გამოუშვას პატიმრები, მერე რა ხდება?
ბელორუსისგან განსხვავებით ეს ნამდვილად გამოიწვევს საქართველოში ხელისუფლების ჩამოშლას და......ამის მერე რას ვაკეთებთ?
ის „თვალებანთებული ოპოზიციონერები“, ვინც ქვეყნის სათავეში მოვლენ ბიძინას დამხობის შემდეგ, პირველი რასაც გააკეთებენ, ჩვენს წინაშე დასვამენ დეოკუპაციის, ქვეყნის გეოგრაფიულ ცენტრში მდებარე საოკუპაციო არმიის საკითხს ხომ?
და ჩვენ რას ვუპასუხებთ? ვ ე რ ა ფ ე რ ს!
ანუ მხოლოდ ახალი, მორიგი, დამატებითი თავის ტკივილი იქნება, რაკი რუსეთის საოკუპაციო ჯარი საქართველოს გეოგრაფიულ ცენტრში (ერგნეთთან) ისეთი მოცემულობაა, რომელთანაც და რომლის მიმართაც რაიმე „მიდგომა“ /კონცეპტი დასავლეთს არც 2008 წელს გააჩნდა და არც დღეს გააჩნია.
ხსენებული ჭკვიანი და კომპეტენტური „გადაწყვეტილების მიმღებები“ იმასაც ხედავენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ რუსულ „ცენტრალურ საოკუპაციო არმიას“ ასეთი თუ ისე..... „უვლის“ ანუ ავად თუ კარგად „მართავს“ სიტუაციას იმდენად მაინც, რომ ის ჯარი ბაქო-თბილისი-სტამბულის ტრასაზე არ განლაგდეს და კიდევ მეტი პრობლემები არ შექმნას.
აი მერე რა იქნება.....მერე......ეს ხელისუფლება თუ დასავლური სანქციებით დაემხობა....ის „თვალებანთებულები“ რას როგორ გააკეთებენ, ხელისუფლებაში ვინები მოვლენ......„გიჟთამარები“ და „გიჟგირჩები“.....ამერიკელმა და ევროპელმა „გადაწყვეტილების მიმღებებმა“ არ იციან.
ამიტომ უკრაინის ეგზისტენციურ ფონზე პრობლემათა გამრავლებას ერიდებიან.
სწორედ ამით აიხსნება ეს უცნაურობა, რომ მიუხედავად უუუუუუამრავი თხოვნისა საქართველოდან, რეალური სანქციების შემოღებას საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ დასავლეთში არ ჩქარობენ, რაკი არ იციან „ვინ მოვა და მერე რა იქნება“
იმათგან, ვინც ამ „დასანქცირების თხოვნებით“ ბომბავს ვაშინგტონს, პარიზს, ლონდონს, ბერლინს, ვერ მიიღეს პასუხი მთავარ კითხვაზე: „დავუშვათ დაამხეთ ხელისუფლება, დავიშვათ დაგეხმარეთ ამაში და თქვენ მოხვედით ქვეყნის სატავეში - იმ რუსულ ჯარს რას უშვებით, გორთან რომ დგას? თქვენი მიდგომა რა იქნება? ისევ ჩვენ დაგვაკისრებთ პასუხისმგებლობას თქვენს გადაუწყვეტად პრობლემაზე მაშინ როდესაც აგერ, ევროპის ცენტრში, ომი მძვინვარებს და ჩვენი უბედურებისთვის ვერ მოგვივლია?“
შესაბამისად ამერიკელ და ევროპელ decision maker-ებს მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ და.......იმავდროულად მეტისმეტ ყურადღებას ნუ მივაქცევთ ყველა ამ „მარტა კოსებსა“ და ვიოლებს.....ისინი რას და როგორ იტლიკინებენ ლამაზად.......ბრიუსელის დერეფნებში რომ ნეტარად დაიარებიან და განსახვავებით რეალური დასავლელი „გადაწყვეტილების მიმღებებისგან“ თავში მხოლოდ ბეთჰოვენის გენიალური „სიხარულის ოდა“ უგუგუნებთ მარად........... შილერის კონგენიალური ტექსტით; „გაერთიანდით მილიონებოოოოოოოოო.....“
ეს „მარტა კოსები“, „ღამენათევი პატარძლის“ იმიჯის მარტოსულად ცარიელ-ტარიელი მოტანტალე კაია კალასები და „ვიოლა ბებიები“ „სჩანან“, თორემ გადაწყვეტილებათა მიმღებები ისინი არ არიან - რეალური გადაწყვეტილებები „თეთრ სახლში“, „ელისეის სასახლეში“, downing street 10-ში და გერმანიის სახელმწიფო კანცელარიაში მიიღება.
ამიტომ....... ქართული ოპოზიცია ჯერ უნდა დასერიოზულდეს და სერიოზულ ხალხს დასავლეთში რაიმე სერიოზული, ანგარიშგასაწევი „პროექტი“ უნდა შესთავაზოს - რას აკეთებს სხვანაირად და როგორი მიდგომები ექნება იმ საკითხებში, რაც დასავლეთს ნამდვილად აინტერესებს.
თბილისის რუსთაველის გამზირზე „სიხარულის ოდა“ რამდენჯერაც არ უნდა დაუკრათ, ამით მრისხანე გეოპოლიტიკური რეალიები არ შეიცვლება.
და საქართველოს გეოგრაფიული ცენტრიდანაც ის ოხერი საოკუპაციო ჯარი არსად არ წავა...... თუკი დონბასიდანაც კი ვერ გაუგდია მთელს „ევროატლანტიკურ ცივილიზაციას“, ჩვენ რომ ოდესღაც ყოვლისშემძლე გვეგონა.
დათო
ისტორიის რიგითი ჯარისკაცი