აფხაზური იდენტობა და ქართველებისადმი შიშ/ზიზღი

აფხაზური იდენტობა და ქართველებისადმი შიშ/ზიზღი

მიშამ დაწერა: „აფხაზებს ვეზიზღებით ქართველები და ამას არაფერი ეშველებაო“.

აბსოლუტურად ვეთანხმები.

ნამდვილად ასეა.

ეს უამრავს უთქვამს. მათ შორის იმათ, ვინც აფხაზებს კარგად იცნობდა.

მახსოვს ცხონებულმა გენო კალანდიამაც მითხრა ინტერვიუში 1993 წელს - სოხუმელმა პოეტმა...... „მაგათ ისეთი ზიზღი აქვთ.....“

კი შევცბი...... მაშინ სხვა ილუზიები მქონდა.

არადა, ასეა, ასე!

ზოგადად ცნობილია, რომ იდენტობის ერთ ერთი უძლიერესი მსაზღვრელი „გამიჯვნაა“.

ანუ იდენტობა, უმრავლეს შემთხვევაში, განისაზღვრება არა იმით, „ვინ ვარ მე“ არამედ „ვინ არა ვარ მე“.

რადიკალურ, „ექსტრიმულ“ შემთხვევებში კი...... „ვინ მძულს მე, რაკი მე ის არა ვარ და არც მინდა ვიყო“.

სძულთ ის, ვინც „შეიძლება ყოფილიყვნენ და შესაძლოა გახდნენ“

„ვინც მძულს მე, ამდენად „ის“ არა ვარ „მე“........ აფხაზური იდენტობის გულანია.

სხვათა შორის, რასაც ვაკვირდები, რ უ ს ე თ ი აფხაზებს ძალიანაც სძულთ, რაკი გენოციდი და ეთნოწმენდა მოუწყოთ XIX საუკუნეში. მაგრამ რ უ ს ე ბ ი ისე არ სძულთ, როგორც ქ ა რ თ ვ ე ლ ე ბ ი.

რატომ?

იმიტომ, რომ რუსები მათ ეთნიკურ იდენტობას საფრთხეს არ უქმნიდნენ და არ უქმნიან.

რუსეთის ისტორიული კონცეპტი გამოიხატება ტერმინით „Россияне“ და არა ტერმინით „Русские“.

Россиянин შეიძლება ეთნიკური აფხაზიც იყოს და ეთნიკური ესტონელიც.

რუსი მეცნიერები არ წერდნენ, რომ აფხაზების ნახევარზე მეტი გააფხაზებული რუსები არიან;

რასაც წერდნენ ქართველი მეცნიერები (და წერდნენ, დიახაც, სრულ სიმართლეს ეს ქართველი მეცნიერები!), რომ აფხაზური ეთნოსის დიდი ნაწილი დიახაც XVI-XVII-XVIII საუკუნეში ოსმალთა იმპერიის ძალმოსილების და ისლამის მიღების შედეგად მოძლიერებული აფხაზური ადმინისტრაციებისა და აფხაზური ეთნო-მასივის მიერ დასავლეთ სამეგრელოს (სადღაც კელასურიდან და სოხუმიდან დაწყებული) დაპყრობილ/ შეთვისებული მეგრული (ქართული) ეთნო-მასივის ასიმილირების შედეგია!

რა, არ არის ასე? ხომ ვიცით რომ ასეა!

„პავლე ინგოროყვას თეორია“ აქ აბსოლუტურად არაფერ შუაშია. ამ ორ თემას ერთმანეთში ნუ ავურევთ. არანაირი „მეოთხე ქართველური ტომი“ არ არსებობდა, თუმცა მიადევნეთ თვალი, ისტორიულად როგორ იცვლებოდა, მოძრაობდა იმ ტერიტორიაზე საზღვარი „მეგრულ ეთნომასივსა“ და „აფხაზურ ეთნომასივს“ შორის.

და ამაზე არა მხოლოდ გვარები მეტყველებს, რომლებიც მოგვიანებით ჩნდება, არამედ, რაც ბევრად არსებითია, ანთროპოლოგიაც!

ანთროპოლოგიის მოტყუება კი ისევე გამორიცხულია, როგორც გენეტიკისა.

შესაბამისად, ეს ზიზღი, რომელზეც მიშა ლაპარაკობს, არა უბრალოდ „ზიზღია“, არამედ მე ვიტყოდი „შიშ/ზიზღი“!!

მისი ძალიან დიდი შემადგენელი იმ შ ი შ ი ს გამოხატულებაა, რომ „შენაძენი“ ეთნიკური მასივი „ლაბილურია“ და თუ ვითარება შეიცვალა, იდენტობის საფუძვლები დაენგრევათ.

„ამას არაფერი ეშველებაო“ - მიშამ.

ნამდვილად არაფერი ეშველება!

გუშინ სერგეი შამბას ინტერვიუს ვუსმენდი.

იხსენებდა 1990 წელს კანადელი ჟურნალისტი ქალისთვის მიცემულ ინტერვიუს.

„მეკითხებაო“ - ამბობს მძვინვარე ანტიქართველი ფანატიკოსი შამბა, რომელთან შედარებით არძინბაც კი საქართველოს პატრიოტად მოგეჩვენებათ - „კი მაგრამ ქართველები ლენინის ძეგლს ანგრევენ და თქვენ ლენინის ძეგლებს იცავთ...... ეს რით ავხსნათ ამაზრზენი, სისხლიანი კომუნიზმის დამხობის პროცესშიო“

„მე ვუპასუხეო“- იხსენებს შამბა - „ქართველები რომ ახლა პირიქით იქცეოდნენ და ლენინის ძეგლებს იცავდნენ, ჩვენ, მათ საპირისპიროდ, ლენინის ძეგლებს უმოწყალოდ დავანგრევდითო“

აი ეს საზრისი არის უზუსტესი გამოხატულება „გამიჯვნის“ ფენომენისა.

1988 წელს ბალტიის რესპუბლიკებშიც დაძვრებოდნენ „აიდგილარას“ აქტივისტები: „ქართული სტალინიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დაგვეხმარეთო“.

და ეს მაშინ, როდესაც სერგეი შამბას უფროსი ძმა, ტარას შამბა მოსკოვში დიდი პარტიული ფუნქციონერი იყო და „მარქსიზმ/ლენინიზმის“ მზეს ფიცულობდა.

სინამდვილეში, ერთადერთ იდენტობითი ორიენტირი ჰქონდათ მუდამ, აქვთ და ექნებათ:

„მძულს ის, ვინც მე არა ვარ, თუმცა შეიძლებოდა ვყოფილიყავი და შეიძლება ვიყო/გავხდე თუ დავსუსტდი და დავმარცხდი“......

„თან მეშინია მასთან სიახლოვის და მსგავსების“......

„რუსები არ გვგვანან ჩვენ; მაგრამ ჩვენ ვგავართ ქართველებს“......

მუდმივია ეს მოცემულობა? ეს „შიშ/ზიზღი“?

სხვათა შორის, უამრავ აფხაზთან მილაპარაკია ამ თემაზე.

მათი პოზიცია იცით რა არის?

თუ „საზრისულად“ გადმოვთარგმნით შემდეგია და რაც უფრო განათლებულია, ინტელექტუალურია აფხაზი, მით უფრო გამოკვეთილი:

„სცანით ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობა; დავამყაროთ დიპლომატიური ურთიერთობა; დავადგინოთ სახელმწიფო საზღვრები ...... შედეგად, დროთა განმავლობაში, ის შიშიც გაქრება და მისგან პროდუცირებული სიძულვილიც....... უვიზოდაც კი ივლით ზღვაზე გასარუჯად ქართველები აფხაზეთში“

ეს არის და ეს.

კიიიიიიიიი როგორ არა...... 400 წლის წინ იდენტობანაცვალი ბებიის/ბებიის/ბებიის/ბებიისთქვენისამ!!