საერთაშორისო მიმოხილვა. 23 ნოემბერი 2021 წელი.
აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გახდა ინალ არძინბა, რომელიც აფხაზეთის პირველი `პრეზიდენტის`, ვლადისლავ არძინბას ახლო ნათესავია (ზოგიერთი ცნობით უკანონო შვილია) და მანამდე პუტინის ადმინისტრაციაში მუშაობდა უკრაინის კურატორად ანუ იქ პროვოკაციების და აგრესიის მთავარი ორგანიზატორი იყო. ახლა `დამოუკიდებელი აფხაზეთის` (ბრჭყალებში) საგარეო საქმეებს წარუძღვაბა.
გუშინვე `დამოუკიდებელი აფხაზეთის` ე.წ. `პრეზიდენტმა` ასლან ბჟანიამ ხელი მოაწერა ბრძანებულებას ნიკარაგუაში `საელჩოს` გახსნის შესახებ.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
`დამოუკიდებელ აფხაზეთში` შიშნეულად ისმის იმ ქალების და მათი უფლებების დამცველი `არასამთავრობო ორგანიზაციების` ხმა, ვინც `აბორტების აკრძალვის` შესახებ კანონის შემსუბუქებას (თუნდაც შემსუბუქებას!) მოითხოვენ.
გუშინ იყო ერთი შეკრება და უშედეგოდ დასრულდა.
რას მოითხოვენ `დამოუკიდებელი აფხაზეთის` მოქალაქე ქალები?
ის საცოდავები მოითხოვენ, რომ ავადმყოფობის შემთხვევაში, ანუ.......ავადმყოფობის შემთხვევაში მაინც (!-სხვაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია) თუ ქალისთვის აბორტი სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუ სხვაგვარად უბრალოდ მოკვდება, ექიმთა კონსილიუმს შეეძლოს ამგვარი ნებართვის მიცემა საკითხის `გამოწვლილვით` შესწავლის შემდეგ და არა......პრეზიდენტს!
წარმოგიდგენიათ? დღეს ამგვარი ნებართვის გაცემა, რომ აფხაზმა ქალმა აბორტი გაიკეთოს, მხოლოდ მის აღმატებულება აფხაზეთის პრეზიდენტს შეუძლია.
იძულებული ვარ დავეთანხმო მიშას, რომელმაც ამ ტერიტორიას ერთ-ერთ სპონტანურ ტელეინტერვიუში (2011წ) `ზოოპარკი` უწოდა.
კარგი იქნება, თუ ამ პრობლემებზე, რომლებიც დასავლეთისთვის ყველაზე გასაგები და მისაღებია ქართველი პოლიტიკოსები აქტიურად ილაპარაკებენ. არაფერი ისე კარგად არ იმუშავებს დასაველთში აფხაზეთის უბადრუკი რეჟიმის მხოლებისთვის, როგორც ეს რეალობა, რომ ქალებს ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ე.წ. `პრეზიდენტის` ნებართვით შეუძლიათ აბორტის გაკეთება.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩეჩნეთის `მიკროდიქტატორმა` რამზან კადიროვმა მოითხოვა, თუკი კრიმინალურ ქრონიკას წერთ, დაწერეთ ვინ რა ეროვნების იყოო.
ეს მნიშვნელოვანი თემაა: ახლა რუსეთში მოქმედებს ჯერ კიდევ ელცინის დროს მიღებული კანონი. მაშინ რუსეთი ცდილობდა დასავლეთისგან რაღაც მაინც ესწავლა პოლიტკორექტულობის სახით. ახლა ეს მიდგომა, ისევე როგორც ბევრი სხვა რამ, იცვლება. ანუ ადრე ერიდებოდნენ ეთნიკური წარმომავლობის მითითებას.
კადიროვი ალბათ პუტინს ახმოვანებს: `ეროვნების` (სინამდვილეში ეთნიკურობის) გამჟღავნება პუტინის მზაკვარი პროპაგანდის ხელში შეიძლება იქცეს ზეწოლის ინსტრუმენტად როგორც რუსეთის ეთნიკურ უმცირესობათა, ასევე მეზობელი ქვეყნების, მათ შორის საქართველოს წინააღმდეგ. მორიგი ქსენოფობიური ისტერიის ასაგორებლად, როგორც 2006 წელს.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
მაგალითი იმისა, როგორ იყენებს რუსეთი და მისი პროპაგანდა ისტორიულ ნარატივებს ჰიბრიდული ომის დროს: როგორც ცნობილია, შვედეთის თავდაცვის მინისტრმა პეტერ ჰულკვისტმა განაცხადა, რომ შვედეთის სახელმწიფო მზადაა გააგზავნოს ჯარისკაცები უკრაინის დასაცავად. ამის პასუხად სტოკჰოლმში რუსეთის საელჩო გამოვიდა შეურაცხმყოფელი არადიპლომატიური განცხადებით, რომ ჰულკვისტი `პირველი შვედი მხედართმთავარი არ არის, ვინც თავისი `ჰეროიკული არმიით` რუსეთის დაშინებას ცდილობს და ვიცით, რით დამთავრდა წინა მცდელობა. ის გაკვეთილი ნუთუ არ გეყოთო.
ეს არის ალუზია და `ლინკი` 1709 წლის მოვლენებზე, როცა რუსეთის იმპერატორმა პეტრე პირველმა დაამარცხა შვედეთის მეფე კარლ XII.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც იქნა, მიიღო გადაწყვეტილება, უკრაინაში გააგზავნოს სერიოზული იარაღი და რაც მთავარია, გააგზავნოს სამხედრო მრჩევლები, უფრო ზუსტად ტრენერები.
ეს ბევრად მეტია, ვიდრე უბრალოდ ერთობლივი მანევრები, ანუ ერთობლივი სამხედრო სწავლებები და წვრთნები ამერიკელი ფეხოსნების და ბრიტანელი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობით, ვინაიდან თუკი ერთობლივი წვრთნები ჩვეულებრივ `გამოცდილების და ცოდნის გაცვლაა`, მრჩევლები უკვე პირდაპირი სამხედრო დახმარებაა კონკრეტულ სამხედრო დაპირისპირებაში. ამგვარი დაპირისპირება კი უკრაინელებს ახლა რუსეთთან და მის მარიონეტებთან აქვთ დონბასზე.
ანუ ბაიდენის გადაწყვეტილებას სამხედრო მნიშვნელობაც აქვს, თუმცა აქვს ასევე დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც.
ეს არის ღია Message რუსეთისთვის........ ასევე მთელი მსოფლიოსთვის ამერიკის მხრიდან კიევის მხარდაჭერის მანიფესტირება.
დღევანდელი მსოფლიო ისეა მოწყობილი, ყველა ამერიკას შეჰყურებს და მოქმედებს იმ `პატტერნის` თუ `ჩარჩოს` მიხედვით, რასაც ამერიკა აწესებს. ადრეც ბევრს უნდოდა მთელს მსოფლიოში (მათ შორის ალიანსის წევრ ქვეყნებს) უკრაინისათვის იარაღი მიეწოდებინა ან მრჩევლები/ტრენერები გაეგზავნა.....ამას არც ერთი საერთაშორისო ემბარგო არ კრძალავდა, მაგრამ ვერ ბედავდნენ, რაკი ამერიკის პოზიციის ღია მანიფესტირებას ელოდნენ.
ვიმეორებ: სამხედრო მრჩევლების გაგზავნა ამ მხრივ იმაზე ძლიერი Message-იც კია, ვიდრე იარაღის მიწოდება.
სინამდვილეში, თუ არ ჩავთვლით შესანიშნავ ამერიკულ ტანკსაწინააღმდეგო სისტემებს Javelin, უკრაინას ისედაც აქვს თითქმის ყველაფერი, რაც ხმელეთზე ,ტრის ფრონტალური შეტევისას თავდაცვითი ბრძოლების (!) წარმოებისთვისა ანუ შეტევის მოგერიებისთვისაა საჭირო.
ასევე, როგორც სჩანს და როგორც ახლა ირკვევა, ამერიკამ და მისმა ევროპელმა მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, უკრაინას მიაწოდონ ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი, რასაც კიევი წლებია უშედეგოდ ითხოვდა და რამაც შესაძლოა მისი ბედი გადაწყვიტოს:
საქმე ისაა, რომ ომის პირველი ფაზის დროს (2014-2016წწ) რუსეთი აქტიურად იყენებდა ე.წ. `ზალპური ცეცხლის დანადგარებს` (ზცდ).
რუსული ზცდ მსოფლიოში საუკეთესოდ ითვლება: Град, Ураган, Смерчь, Тайфун - მეორე მსოფლიო ომის დროინდელი, ლეგენდარული Катюша-ს შთამომავლებია. ზოგიერთი მათგანის სროლის სიშორე 100 კილომეტრს აღწევს ანუ რუსეთის ტერიტორიიდან შეეძლოთ უკრაინის ისე დაბომბვა, რომ გავლენა მოეხდიანათ ომის მიმდინარეობაზე.
რუსეთი მათ ასე მოიხმარდა: მიაყენებდა უკრაინის (დონბასის) საზღვარს 100-200 ამგვარ დანადგარს, თითო მათგანი 30-40 რეაქტიულ რაკეტას ისვრის ერთდროულად. და სულ 1 წუთის მერე, როცა ყველა რეაქტიულ ჭურვს გაუშვებდა, მანქანები ტრიალდებოდნენ და იმალებოდნენ სხვაგან
უკრაინა დასავლეთს სთხოვდა მიაწოდებინა მხოლოდ ამერიკის და გერმანიის შეიარაღებაში არსებული დანადგარები, რომელთა ჭურვებს შეუძლიათ მომენტალურად `უკან გაჰყვნენ` მტრის რეაქტიული ჭურვების საჰაერო `კვალს` ანუ რუსული დანადგარები დამალვას ვერ მოასწრებდნენ, ისე აღმოჩნდებოდნენ საპასუხო ცეცხლის არეალში და განადგურდებოდნენ.
ახლა ეს იარაღი უკრაინას უკვე აქვს, რაც შემაკავებელი ფაქტორი იქნება პუტინისთვის.
ბუნებრივია, ამერიკელებს მანამდეც შეეძლოთ უკარინული არმიისათვის კოსმოსიდან მოპოვებული მონაცემები გადაეცათ, თუ საიდან ისვრიან რუსები, თუმცა ამ მონაცემების არტილერიის ბაზაში შეყვანა, დამიზნება და ა.შ დიდ დროს მოითხოვს.
ხოლო როცა რაკეტა მტრის საარტილერიო ჭურვის საჰაერო კვალს მიჰყვება უკან - სულ სხვაა. წამები სჭირდება.
გარდა ამისა, ამერიკა უკრაინას უგზავნის საზენიტო კომპლექსებს Stinger, რომლითაც ავღანელებმა 1980-იან წლებში სსრკ არმია დაამარცხეს - ასეულობით ვერტმფრენი ჩამოაგდეს.
ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანალიტიკოსთა ჯგუფი კი წერს, რომ თუ შეუტია (უახლოესი 2-3 თვის მანძილზე), რუსეთი ერთდროულად სამი მხრიდან შეუტევს უკრაინას: დენსტრისპირეთიდან (ანუ მოლდოვას მხრიდან), ყირიმიდან და დონბასიდან. და სამივე შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება არა ფრონტალურ შეტევას, არამედ სადესანტო ოპერაციებს.
ბოლო წლებში პუტინმა და სერგეი შოიგუმ (რუსეთის თავდაცვის მინისტრია) განსაკუთრებით გააძლიერეს ფსკოვის სადესანტო დივიზია. ლაპარაკია საჰაერო-საპარაშუტო ოპერაციებზე როგორც ცოცხალი ზალის, ასევე სამეხდრო ტექნიკის გადასროლით უკრაინის სიღრმეებში. ამჯამად საჰაერო დესანტს საშუალო სიმძიმის ტანკების (!) გადასროლაც კი შეუძლია უკვე, ასევე ჯავშანმანქანების და არტილერიის.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიიფ ერდოღანს თურქმა ნაციონალისტებმა საჩუქრად გადასცეს რუკა, რომელიც `თურქულ სამყაროს` ასახავს და რუსეთის ევროპული ნაწილის ლამის მესამედი ამ ფერებშია. მათ შორის ჩრდილო კავკასია, როსტოვი და ვოლგისპირეთი.
მაგრამ თურქები ხსნიან, რომ ეს რუკა მხოლოდ იმას ასახავს, სად ცხოვრობენ თურქულენოვანი ხალხები. და არ ნიშანვს, რომ ამ ტერიტორიების დაპყრობას აპირებს ვინმე.
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ინდოეთმა გააფორმა `ისტორიული კონტრაქტი` გიგანტურ რუსულ კონცერნ `კალაშნიკოვთან` 680 ათასი АК-203 წარმოების ლიცენზიის შესახებ. კონტრაქტის ღირებულება 590 მილიონი დოლარია. ეს გარიგება იმითაა ნიშანდობლივი, რომ ადრე პუტინმა უარი უთხრა `მეგობარ ჩინეთს` (რომელსაც ინდოეთთან ფარული ომი აქვს ტერიტორიის გამო) ამგვარი ლიცენზიის მიცემაზე. ანუ პუტინი იქაც ინტრიგებს ხლართავს.